თავი 55

ეგრეთ წოდებული ნორმალური ადამიანობა არ არის ისეთი ზებუნებრივი, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ შეგეძლოს მაღლა დადგე ყველა ადამიანის, მოვლენისა და საგნის შეზღუდვებზე, აგრეთვე დევნაზე, რომელიც გარემოდან მომდინარეობს, და შეგეძლოს ჩემთან დაახლოება და ჩემთან ურთიერთობა ნებისმიერ ადგილსა თუ ვითარებაში. თქვენ, ადამიანები, ხშირად არასწორად იგებთ ჩემს განზრახვებს. როდესაც ვამბობ, რომ ნორმალური ადამიანობა უნდა გამოავლინოთ ცხოვრებაში, იჩენთ თავშეკავებას და იმორჩილებთ ხორცს, მაგრამ არავითარ ყურადღებას არ აქცევთ სულში არსებულის გულდასმით შეგრძნებას. მხოლოდ გარეგნულ იერსახეზე ამახვილებ ყურადღებას და უგულებელყოფ იმ გაცხადებებსა და მღელვარებას, რომლებსაც შენში ვიწვევ. რაოდენ დაუდევარი ხარ! მეტისმეტად დაუდევარი! ნუთუ იმის შესრულება, რაც მოგანდე, თავისთავად სრული წარმატებაა? რაოდენ უგუნურებაა! ყურადღებას არ აქცევ ღრმად ფესვების გადგმას! „ნუ იქნები ფოთოლი ხეზე, არამედ იყავი ხის ფესვი“ — ნუთუ ეს მართლაც შენი დევიზია? ზედაპირული და უხარისხო! უხეში და დაუდევარი! კმაყოფილდები, როგორც კი იფიქრებ, რომ მცირეოდენ წარმატებას მიაღწიე. რაოდენ მცირედ ითვალისწინებ ჩემს განზრახვებს! ამიერიდან, იყავი წინდახედული, ნუ იქნები პასიური და ნუ იქნები ნეგატიური! მსახურებისას, უფრო ხშირად დამიახლოვდი და უფრო მეტად იქონიე ჩემთან თანაზიარება: ეს არის შენი ერთადერთი გამოსავალი. ვიცი, რომ უკვე უარყავი საკუთარი თავი, იცი შენი ნაკლოვანებების შესახებ და აცნობიერებ სისუსტეებს. თუმცა, მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი. უნდა ითანამშრომლო ჩემთან და როგორც კი გაიგებ ჩემს განზრახვებს, დაუყოვნებლივ გამოიყენე ისინი პრაქტიკაში. ეს არის საუკეთესო გზა ჩემი ტვირთის გასათვალისწინებლად, ისევე, როგორც საუკეთესო გზა დასამორჩილებლად.

როგორც არ უნდა მეპყრობოდე, აღვასრულებ ჩემს ნებას შენში და ყველა წმინდანში, და მსურს, რომ იგი დაუბრკოლებლად აღსრულდეს მთელ მიწაზე. სრულად გააცნობიერე ეს! ეს ეხება ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს! ნუთუ ოდნავადაც არ გეშინია? ნუთუ არ კანკალებ შიშით საკუთარი ქმედებებისა და ქცევის გამო? ყველა წმინდანს შორის თითქმის არავინაა ისეთი, ვისაც ჩემი განზრახვების აღქმა შეუძლია. ნუთუ არ გსურს იყო გამონაკლისი — გახდე ისეთი ადამიანი, ვინც სრულად ითვალისწინებს ჩემს განზრახვებს? აცნობიერებ ამას? ჩემი გადაუდებელი განზრახვა ამჟამად არის ის, რომ მოვძებნო ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც შესწევთ უნარი, აბსოლუტურად ითვალისწინებდნენ ჩემს განზრახვებს. ნუთუ არ გსურს იყო ერთ-ერთი მათგანი? ნუთუ არ გსურს გაიღო თავი ჩემი გულისთვის და შემომწირო საკუთარი თავი? არ გსურს უმცირესი საფასურის გადახდაც კი ან თუნდაც გულის სისხლის ერთი წვეთის შეწირვა! თუ ეს ასე გაგრძელდება, ჩემი გულის სისხლი თქვენზე ამაოდ დაიხარჯება. ახლა, როცა ეს მიგითითე, ნუთუ კვლავ არ გესმის ამ საკითხის სერიოზულობა?

„თქვენ, ვინც გულწრფელად გაიღებთ ჩემთვის თავს, ჭეშმარიტად დიდად გაკურთხებთ.“ მითხარი! რამდენჯერ მითქვამს ეს შენთვის? და მაინც, კვლავ ამდენი ეჭვი გაქვს, გეშინია ოჯახური გარემოებების და გარემოსი. ნამდვილად არ იცი, რა არის შენთვის კარგი! ვიყენებ მხოლოდ პატიოსან, უბრალო და ღია ადამიანებს. ბედნიერი და მზად იყავი, რომ გამომეყენებინე — მაგრამ რატომ ხარ კვლავ ასე შეწუხებული? ნუთუ შესაძლებელია, რომ ჩემს სიტყვებს შენზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია? ვთქვი, რომ გიყენებ, თუმცა არ შეგიძლია იყო მტკიცედ დარწმუნებული ამაში. მუდამ ეჭვობ, გეშინია, რომ უარგყოფ. შენი წარმოდგენები ასე ღრმად არის ფესვგადგმული! როდესაც ვამბობ, რომ გიყენებ, ეს ნიშნავს, რომ გიყენებ. რატომ ხარ მუდამ ასეთი ეჭვებით სავსე? ნუთუ საკმარისად ნათლად არ მითქვამს? ყოველი სიტყვა, რაც მითქვამს, ჭეშმარიტია; არცერთი გამონათქვამი არ არის მცდარი. ჩემო ძეო! მენდე: თუ შენ გულწრფელი იქნები ჩემდამი, მეც აუცილებლად ვიქნები გულწრფელი შენდამი!

წინა:  თავი 54

შემდეგი:  თავი 56

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger