თავი 60

სიცოცხლეში ზრდა მარტივად არ მომდინარეობს; ის მოითხოვს პროცესს და უფრო მეტიც, ის მოითხოვს თქვენგან, რომ შეძლოთ ფასის გადახდა და ითანამშრომლოთ ჩემთან ერთსულოვნად, რითაც მოიპოვებთ კიდეც ჩემს მოწონებას. ცა, მიწა და ყოველივე დადგნილი და აღსრულებულია ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვებით; ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ თქვენ სწრაფად გაიზარდოთ, ჩამოიღოთ ტვირთი ჩემი მხრებიდან, საკუთარ მხრებზე იტვირთოთ ის და იშრომოთ ჩემ მაგივრად; მხოლოდ მაშინ დაკმაყოფილდება ჩემი გული. რომელი ძე იტყოდა უარს მამის ტვირთზე? რომელი მამა არ იშრომებდა დღე და ღამე თავისი ძისთვის? მიუხედავად ამისა, თქვენ უბრალოდ არ გესმით ჩემი განზრახვები და არ ითვალისწინებთ ჩემს ტვირთს; ჩემს სიტყვებს არავითარი წონა არ აქვს თქვენთვის და არ აკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით; თქვენ ყოველთვის საკუთარი თავის ბატონ-პატრონები ხართ. რა ეგოისტურია! თქვენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის აწყობთ გეგმებს!

ნამდვილად გესმის ჩემი განზრახვები, თუ თავს იკატუნებ, რომ არ გესმის? რატომ ხარ ყოველთვის ასეთი თავაშვებული? გულწრფელად მითხარი, შენი სინდისის წინაშე მართალი ხარ, როდესაც ასე იქცევი ჩემ მიმართროდესაც დაავადების მიზეზს პოულობ, რატომ არ გაქვს ჩემთან თანაზიარება განსაკურნებლად? მე გეტყვი შენ: დღეიდან მოყოლებული, თქვენ აღარ გექნებათ სხეულის დაავადებები. თუ ოდესმე შეუძლოდ იგრძნობთ თავს, არავითარ შემთხვევაში არ დაკავდეთ გარეგანი მიზეზის ძიებით; ნაცვლად ამისა, მოდით ჩემ წინაშე და ეძიეთ ჩემი განზრახვები. დაიმახსოვრებთ ამას? ეს არის ჩემი დანაპირები: დღეიდან მოყოლებული, თქვენ სრულად გამოხვალთ თქვენი ფიზიკური სხეულიდან და შეხვალთ სულიერ სამყაროში; ანუ, თქვენი სხეული აღარ იქნება დამძიმებული დაავადებით. ბედნიერები ხართ ამით? გრძნობთ სიხარულს? ეს არის ჩემი დანაპირები, და მით უმეტეს, ეს არის ის, რის მიღებასაც თქვენ დიდი ხანია იმედოვნებდით. დღეს ეს აღსრულდა თქვენში, კურთხეულნო. რა საოცარი და შეუცნობელია!

ჩემი საქმე მიიწევს წინ დღე და ღამე; წამიდან წამამდე, ის არასოდეს ჩერდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემი გადაუდებელი სურვილია გაქციო შენ ისეთ ადამიანად, რომელიც ჩემი განზრახვების შესაბამისია და რომ ჩემი გული მალე ნუგეშცემული იყოს თქვენით. ჩემო ძენო! დადგა დრო, რომ თქვენ დატკბეთ სიკეთის კურთხევით ჩემთან ერთად! წარსულში თქვენ იტანჯებოდით ჩემი სახელისთვის, მაგრამ ახლა თქვენი განსაცდელის დღეები დასრულდა. თუ ვინმე გაბედავდა და ერთი თმის ღერს მაინც ჩამოუგდებდა ჩემს ძეებს, ასე მარტივად არ ვაპატიებდი; ვერც ისინი შეძლებდნენ ოდესმე ფეხზე წამოდგომას. ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება და ნებისმიერი, ვინც მას დაარღვევს, დაზარალდება. ჩემო ძენო! იხალისეთ თქვენი გულის წადილისამებრ! იმღერეთ თქვენი გულის წადილისამებრ! იზეიმეთ! თქვენ აღარ დაგჩაგრავენ და აღარ შეგავიწროებენ, და აღარ დაექვემდებარებით დევნას. აღარ უნდა გეშინოდეთ ჩემდამი თქვენი რწმენის გამო; თქვენ საჯაროდ უნდა განაცხადოთ თქვენი რწმენის შესახებ. ხმამაღლა მოუხმეთ ჩემს წმიდა სახელს, შეაზანზარეთ რა მთელი სამყარო და დედამიწის კიდეები. დაე, დაინახონ მათ, რომ ისინი, ვისაც ზემოდან უყურებდნენ, ვინც ააოხრეს და აწამეს მათ, დღეს მათზე მაღლა დგანან და მართავენ მათ, განაგებენ მათ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, განიკითხავენ მათ.

იზრუნეთ მხოლოდ შესვლაზე და მე გიბოძებთ კიდევ უფრო უკეთეს კურთხევას, რომლითაც უნდა დატკბეთ და თქვენ შეძლებთ, უკეთ შეიგრძნოთ შეუდარებელი სიტკბოება, უსაზღვრო საიდუმლოებანი და მით უმეტეს, შეუცნობელი სიღრმე!

წინა:  თავი 59

შემდეგი:  თავი 62

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger