თავი 59
ჩემი ზრახვები მეტად ეძიე იმ გარემოებებში, რომლებსაც აწყდები და უდავოდ დაიმსახურებ ჩემს მოწონებას. თუკი მზად ხარ, ეძიო და ჩემდამი შიშით აღსავსე გული გქონდეს, გიბოძებ ყველაფერს, რაც გაკლია. ეკლესია ახლა ოფიციალურ სწავლებას იწყებს და ყველაფერი სწორად მიდის. ვითარება აღარ არის ისეთი, როგორიც მომავლის წინასწარ განცდისას იყო; აღარ უნდა იყოთ დაბნეულნი ან გაუმჭრიახნი. რატომ მოვითხოვ, რომ ყოველივეში რეალობას ჩასწვდეთ? გულწრფელად გამოგიცდია ეს? შეგიძლიათ კი იმაში, რასაც თქვენგან ვითხოვ, ჭეშმარიტად მომანიჭოთ კმაყოფილება ისევე, როგორც მე განიჭებთ? ნუ იქნებით მზაკვარნი! უბრალოდ, მე ისევ და ისევ გპატიობთ, თქვენ კი გამუდმებით ვერ ხვდებით, რა არის თქვენთვის კარგი და მადლიერებას არ იჩენთ!
ჩემი სამართლიანობა, ჩემი დიდებულება, ჩემი სამსჯავრო და ჩემი სიყვარული — ყოველივე ის, რაც გამაჩნია და რაც ვარ — ჭეშმარიტად იგემე ეს ყველაფერი? მართლაც ასეთი უგუნური ხარ და ჯიუტად არ გსურს ჩემი განზრახვების აღქმა. არაერთხელ მითქვამს, რომ თავად უნდა დააგემოვნოთ ჩემ მიერ გამზადებული ნადიმი, თუმცა კვლავ და კვლავ მიყირავებთ სუფრას და კარგს ცუდისგან ვერ არჩევთ. ამ გარემოებათაგან რომელი შექმენით თავად? რომელი მოეწყო ჩემი ხელით? შეწყვიტეთ თავის მართლება! ყველაფერს სრულიად ნათლად ვხედავ და ფაქტი ისაა, რომ უბრალოდ არ ეძიები. მეტი რაღა ვთქვა?
ყოველთვის ვანუგეშებ ყველას, ვინც ჩემს განზრახვებს ჩაწვდება და მათ ტანჯვასა და დაზარალებას არ დავუშვებ. ახლა უმთავრესია, ჩემი განზრახვების შესაბამისად მოქმედება შეძლოთ. ის, ვინც ამას გააკეთებს, ჩემს კურთხევას უსათუოდ მიიღებს და ჩემი მფარველობის ქვეშ მოექცევა. ჭეშმარიტად ვის შეუძლია სრულად გაიღოს თავი ჩემთვის და შესწიროს ყოველივე ჩემი გულისთვის? ყველანი ყოყმანობთ; თქვენი ფიქრები გამუდმებით ოჯახის, გარე სამყაროს, საჭმლისა და ტანსაცმლის გარშემო ტრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ აქ ხარ, ჩემ წინაშე, და ჩემთვის ირჯები, გულში მაინც შინ მყოფ ცოლზე, შვილებსა და მშობლებზე ფიქრობ. განა ისინი შენი საკუთრებაა? რატომ არ მანდობ მათ? არ მენდობი? თუ გეშინია, რომ შეუფერებელ განგებას მოგიწყობ? რატომ გყავს მუდამ გონებაში ხორციელი ოჯახი და საყვარელი ადამიანები? მიკავია კი რაიმე ადგილი შენს გულში? და მაინც ამტკიცებ, რომ შენში ხელმწიფებისა და შენი მთელი არსების დაკავების ნებას მრთავ — ეს ყველაფერი მზაკვრული სიცრუეა! თქვენგან რამდენი უძღვნის თავს ეკლესიას მთელი გულით? და რომელი თქვენგანი არ ფიქრობს საკუთარ თავზე, არამედ დღევანდელ სასუფეველზე? გულდასმით დაფიქრდით ამაზე.
იქამდე მიმიყვანეთ, რომ მხოლოდ ის დამრჩენია, ჩემი ხელით გგვემოთ და წინ გაგრეკოთ; აღარ დაგიყვავებთ. ეს იმიტომ, რომ ბრძენი ღმერთი ვარ და სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირად ვეპყრობი, თქვენი ჩემდამი ერთგულების მიხედვით. მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი — ჩემი წინსვლის შეფერხებას ვინ გაბედავს? ამიერიდან, ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების სასჯელი ნამდვილად არ აცდება არცერთ მათგანს, ვინც გაბედავს და ერთგულების გარეშე მომექცევა, რათა ჩემი ყოვლისშემძლეობა შეიცნონ. ადამიანთა დიდი რაოდენობა კი არ მსურს, არამედ სრულყოფილება. უარვყოფ და დავსჯი ყველას, ვინც ორგული და მუხანათია, და უპატიოსნო ქცევასა და მზაკვრობაშია ჩართული. ნუღარ გგონიათ, რომ მოწყალე ვარ, ან რომ მოსიყვარულე და კეთილი ვარ; მსგავსი აზრებით მხოლოდ საკუთარ თავს ანებივრებთ. ვიცი, რაც უფრო გიყვავებ, მით მეტად უარყოფითი და პასიური ხდები და მით ნაკლებად გსურს საკუთარი თავის გაშვება. როდესაც ადამიანები ამდენად ურჩები ხდებიან, ისღა დამრჩენია, რომ მუდამ გვემითა და თრევით წინ ვრეკო. იცოდეთ ეს! ამიერიდან მე ვარ ღმერთი, რომელიც განსჯის; აღარ ვარ ის მოწყალე, კეთილი და მოსიყვარულე ღმერთი, როგორიც ადამიანებს წარმოვუდგენივარ!