თავი 67

ჩემი ძენი ჩნდებიან საჯაროდ და ურიცხვი ხალხის წინაშე. მე მკაცრად გავკიცხავ ყველას, ვინც გაბედავს მათ წინააღმდეგ ღიად წასვლას; ეს უდავოა. დღეს, ყველამ, ვისაც შეუძლია ამაღლდეს და უმწყემსოს ეკლესიას, მიაღწია პირმშო ძის სტატუსს და ახლა ჩემთან ერთად დიდებაშია — ყველაფერი, რაც ჩემია, თქვენიც არის. მე უხვ მადლს ვანიჭებ ყველას, ვინც გულწრფელად მემორჩილება, რათა შენ შეძლო უზარმაზარი ძალის ფლობა, რომელიც ყველას აღემატება. ჩემი განზრახვები მთლიანად თქვენკენ, პირმშო ძეებისკენ არის მომართული და მხოლოდ ის მსურს, რომ რაც შეიძლება მალე მომწიფდეთ და სრულქმნათ, რაც მოგანდეთ. იცოდეთ ეს! ის, რაც მოგანდეთ, ჩემი მართვის გეგმის საბოლოო პროექტია. მე მხოლოდ იმედი მაქვს, რომ შეძლებთ, მთლიანად შემომწიროთ თქვენი არსებები, მთელი თქვენი გულით, გონებითა და ძალით, და სრულად გაიღოთ თავი ჩემთვის. დრო მართლაც არავის ელოდება და ვერც ერთი ადამიანი, მოვლენა თუ საგანი ვერ შეაფერხებს ჩემს საქმეს. იცოდეთ ეს! ჩემი საქმე, შეუფერხებლად, ყოველ ნაბიჯზე წინ მიიწევს.

ჩემი ნაბიჯები მთელ სამყაროში და დედამიწის კიდეებამდე გადაიჭიმება; ჩემი თვალები მუდმივად აკვირდება თითოეულ ადამიანს და, მეტიც, მთლიანობაში ვადევნებ თვალყურს სამყაროს. ჩემი სიტყვები, ფაქტობრივად, სამყაროს ყველა კუთხეში მოქმედებს. ვინც არ უნდა ბედავდეს ჩემთვის სამსახურის გაწევას, ვინც არ უნდა ბედავდეს ჩემ მიმართ არალოიალურობას, ვინც არ უნდა ბედავდეს ჩემი სახელის განკითხვას და ვინც არ უნდა ბედავდეს ჩემი ძეების გაკიცხვასა და ცილისწამებას — ყველანი, ვისაც ნამდვილად ასეთი რამეების უნარი შესწევთ, მკაცრი განკითხვის ქვეშ უნდა მოექცნენ. ჩემი განკითხვა სრულად მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა განკითხვის ეპოქაა და, დაკვირვების შედეგად, აღმოაჩენ, რომ ჩემი განკითხვა მთელ სამყაროზე ვრცელდება. რა თქმა უნდა, არც ჩემი სახლი იქნება გამონაკლისი; განკითხვა ეწვევათ მათ, ვისი აზრები და იდეები, საუბარი და გამონათქვამები ან ქმედებები და მოძრაობები არ შეესაბამება ჩემს განზრახვებს. გაიგეთ ეს! ჩემი განკითხვა მიმართულია მთელი სამყაროსკენ და არა მხოლოდ ხალხისა თუ საგნების ერთი ჯგუფისკენ. აცნობიერებთ ამას? თუ შენ გრძნობ ჩემ მიმართ წინააღმდეგობას შენს აზრებსა და იდეებში, მაშინ დაუყოვნებლივ განისჯები შინაგანად.

ჩემი განკითხვა ყოველგვარი ფორმითა და სახით მოდის. იცოდეთ ეს! მე ვარ სამყაროს უნიკალური და ბრძენი ღმერთი! არაფერია ჩემი ძალის მიღმა. ყველა ჩემი განკითხვა გამჟღავნებულია თქვენთან: თუ ჩემ მიმართ შენს აზრებსა და იდეებში წინააღმდეგობას გრძნობ, მე გაგიცხადებ — ანუ, გაგაფრთხილებ. თუ არ დამიჯერებ, დაუყოვნებლივ მიგატოვებ (ამაში მე ვგულისხმობ შენ მიერ ისეთი გარეგნული ქმედებების განხორციელებას, რომლებიც უკავშირდება ხორციელ სიამოვნებებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახელში ეჭვი არ შეგაქვს). თუ შენი აზრები და იდეები ჩემ მიმართ დაუმორჩილებელია, თუ მემდური, თუ განმეორებით მიიღებ სატანის იდეებს და თუ არ მიჰყვები სიცოცხლის გრძნობებს, მაშინ შენი სული სიბნელეში იქნება და შენი ხორცი ტკივილისაგან დაიტანჯება. შენ უნდა იყო ჩემთან უფრო ახლოს. შენ არ შეგიძლია შენი ნორმალური მდგომარეობის აღდგენა მხოლოდ ერთ ან ორ დღეში და შენი ცხოვრება შესამჩნევად ჩამორჩება. რაც შეეხება მათ, ვინც თავაშვებულია საუბარში, მე გავწვრთნი თქვენს პირებსა და ენებს, ხოლო ენებს გასხვლას დავუქვემდებარებ. მათ, ვინც თავაშვებული და შეუკავებელია თავის ქმედებებში, თქვენს სულებს გავაფრთხილებ და მკაცრად გავკიცხავ მათ, ვინც არ ისმენს. რაც შეეხება მათ, ვინც ღიად განმსჯის და მეწინააღმდეგება — ვინც ავლენს მორჩილების ნაკლებობას სიტყვით თუ საქმით — სრულად განვდევნი და მივატოვებ, რაც იმას გამოიწვევს, რომ ისინი დაიღუპებიან და დაკარგავენ საუკეთესო კურთხევებით ტკბობას; ესენი არიან ისინი, ვინც რჩეულთა შორის ყოფნის შემდეგ განიდევნებიან. რაც შეეხება მათ, ვინც უმეცარია, ვისი ხილვებიც არ არის ნათელი, მე მათ კვლავ მოვფენ ნათელს და გადავარჩენ; თუმცა, მათ, ვისაც ჯერ კიდევ ესმის ჭეშმარიტება, მაგრამ პრაქტიკაში არ იყენებს, ზემოაღნიშნული წესების მიხედვით მოექცევიან, განურჩევლად იმისა, უმეცრები არიან თუ არა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც თავიდანვე მცდარი განზრახვები ჰქონდათ, მე მათ სამუდამოდ წავართმევ რეალობის აღქმის უნარს და, საბოლოო ჯამში, ისინი თანდათანობით, სათითაოდ განიდევნებიან. არცერთი არ დარჩება, თუმცა ახლა ჩემი განგებით რჩებიან (რადგან მე საქმეებს ნაჩქარევად კი არ ვაკეთებ, არამედ წესრიგს მივყვები).

ჩემი განკითხვა სრულად არის გამჟღავნებული; ის მიმართულია სხვადასხვა ადამიანისაკენ, რომელთაგანაც ყველამ თავისი შესაფერისი ადგილი უნდა დაიკავოს. მე ადამიანებს იმ წესების მიხედვით ვმართავ და განვსჯი, რომლებიც მათ დაარღვიეს. რაც შეეხება მათ, ვინც ამ სახელში არ მოიაზრება და არ მიიღებს უკანასკნელი დღეების ქრისტეს, მათზე მხოლოდ ერთი წესი ვრცელდება: მე დაუყოვნებლივ წავართმევ სულებს, სამშვინველებსა და სხეულებს ყველას, ვინც მეწინააღმდეგება და ჰადესში გადავუძახებ; ხოლო ვინც არ მეწინააღმდეგება, დაველოდები თქვენს მომწიფებას, მეორე განკითხვის აღსრულებადე. ჩემი სიტყვები ყველაფერს აბსოლუტური სიცხადით ხსნის და არაფერია დაფარული. მე მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ თქვენ შეძლებთ მათ სამუდმოდ დამახსოვრებას!

წინა:  თავი 66

შემდეგი:  თავი 68

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger