თავი 71

მე სრულად გაგიმჟღავნეთ ჩემი თავი, მაგრამ რატომ არ შეგიძლიათ, დაფიქრდეთ ჩემს სიტყვებზე მთელი თქვენი გულითა და გონებით? რატომ მიიჩნევთ ჩემს სიტყვებს ნაგვად? არასწორია, რასაც ვამბობ? ხომ არ დაარტყა ჩემმა სიტყვებმა თქვენს სუსტ წერტილებს? თქვენ მუდმივად აყოვნებთ და ყოყმანობთ. რატომ იქცევით ასე? განა ნათლად არ ვისაუბრე? იმდენჯერ ვთქვი, რომ ჩემს სიტყვებზე გულდასმით უნდა დაფიქრდეთ და დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ მათ. არის რომელიმე თქვენგანი მორჩილი და დამორჩილებული შვილი? ჩემი სიტყვები ფუჭი ხომ არ იყო? საერთოდ არ ჰქონიათ არავითარი ეფექტი? რამდენად შეესაბამები ჩემს განზრახვებს? თუ ერთი წამით მაინც დარჩები საუბრის გარეშე, მაშინ გარყვნილი და თავშეუკავებელი გახდები. თუ ნათლად არ განვაცხადებ, როგორ უნდა იმოქმედო და ილაპარაკო, მაშინ ხომ შეიძლება სიღრმისეული წარმოდგენა არ გქონდეს? ნება მომეცი, გითხრა! ვინც ზარალს განიცდის, არის ის, ვინც არის ურჩი, დაუმორჩილებელი და ვისაც გაურკვევლად სწამს! ისინი, ვინც ყურადღებას არ აქცევენ რასაც ვამბობ და დეტალებს ვერ სწვდებიან, ვერც ჩემს განზრახვას აღიქვამენ და ვერც მემსახურებიან. ასეთი ადამიანები ჩემგან გასხლულები და განკითხულები იქნებიან. ისინი, ვინც დეტალებს ვერ სწვდებიან, უკიდურესად თავხედები, და ამასთანავე, განზრახ დაუფიქრებლები არიან; ამიტომ, მძულს ასეთი ადამიანები და არ ვიქნები მათ მიმართ შემწყნარებელი. მათ მიმართ არანაირ წყალობას არ გამოვიჩენ; მხოლოდ ჩემს დიდებულებასა და განკითხვას ვაჩვენებ. მაშ, ნახე, თუ ჯერ კიდევ ბედავ ჩემს მოტყუებას! მე ვარ ღმერთი, რომელიც ადამიანის გულის წიაღს გულდასმით იკვლევს. ეს ფაქტი ყველასთვის ცხადი უნდა იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თავიანთ საქმეს უბრალოდ გულგრილად მიუდგებიან და ზედაპირულად მომეპყრობიან. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩემგან უნებლიედ დაისჯება. მე ნათქვამი მაქვს, რომ არავის მოვექცევი უსამართლოდ, რომ არაფერს ვაკეთებ არასწორად და რომ ყველა ჩემი მოქმედება ჩემი ხელით ბრძნულად არის დაგეგმილი.

ჩემი სამსჯავრო დაატყდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჭეშმარიტად არ ვუყვარვარ. სწორედ ახლა გამოაშკარავდებიან ისინი, ვინც წინასწარ განვსაზღვრე და ავირჩიე, ასევე ისინიც, ვისაც განვდევნი. ეს ყველაფერი სათითაოდ გამოაშკარავდება და არაფერი დარჩება დაფარული. ყველა ადამიანი, მოვლენა და საგანი დადგენილია და არსებობს იმისთვის, რომ ჩემი სიტყვები აღსრულდეს, და ყველა მათგანი დაკავებულია იმით, რომ ჭეშმარიტებად აქციოს ჩემი პირიდან წარმოთქმული სიტყვები. სამყაროს და დედამიწის კიდეები მხოლოდ ჩემ მიერ კონტროლდება. მე უნდა დავამხო ყველა, ვინც ბედავს ჩემი სიტყვებისადმი დაუმორჩილებლობას ან უარს ამბობს ჩემი საქმეების აღსრულებაზე; ეს გამოიწვევს იმას, რომ ეს ადამიანი ჰადესში ჩაიძირება და არსებობას შეწყვეტს. ყველა ჩემი სიტყვა შესაფერისი და სათანადოა და სრულად მოკლებულია უწმინდურებას. შეიძლება თქვენი საუბრის მანერა ჩემსას ჰგავდეს? თქვენ ისეთი დამღლელები ხართ; აზრს მოკლებულები ხართ და საკუთარ თავებს ნათლად არ ხსნით — მიუხედავად ამისა, მაინც გგონიათ, რომ რაღაცებს მიაღწიეთ და თითქმის საკმარისად კარგები ხართ. ნება მიბოძე, გითხრა! რაც უფრო თვითკმაყოფილები არიან ადამიანები, მით უფრო შორს არიან ჩემი სტანდარტების დაკმაყოფილებისგან. ისინი არ ითვალისწინებენ ჩემს განზრახვებს, მატყუებენ და ყველაზე მძიმედ შეურაცხყოფენ ჩემს სახელს! რა უსირცხვილობაა! თქვენ არ უყურებთ, როგორი სულიერი სიმწიფე გაქვთ. როგორი სულელები და უმეცრები ხართ!

ჩემი სიტყვები მუდმივად და ყოველმხრივ იმაზე მიუთითებენ, რაც არის. შესაძლებელია, რომ ჯერ კიდევ ვერ სწვდებოდეთ ამას? კიდევ ვერ იგებთ? განზრახული გაქვთ, რომ იმედები გამიცრუოთ? სულიერად მოძლიერდით და გამბედაობა მოიკრიბეთ. მე გულდასმით ვიკვლევ ადამიანის გულის წიაღის სიღრმეებს და ვიცი ყველაფერი, რაც ყველა ადამიანის გულში არსებობს. ეს ყველაფერი, ერთი მეორის მიყოლებით, გამოაშკარავდება და ჩემ მიერ გულდასმით იქნება შესწავლილი. არასოდეს არავინ დამრჩება შეუმჩნევლი, ვისაც ჭეშმარიტად ვუყვარვარ; ისინი ყველა კურთხევის მიმღებნი არიან და იმ პირმშო ძეთა ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებიც მეფეებად წინასწარ განვსაზღვრე. რაც შეეხება მათ, ვისაც ჭეშმარიტად არ ვუყვარვარ, ისინი საკუთარივე ხრიკების სამიზნეები არიან და უბედურებას გადაეყრებიან; ესეც ჩემ მიერ არის წინასწარ განსაზღვრული. ნუ იქნებით შეწუხებულნი; მე მათ ერთიმეორის მიყოლებით გამოვააშკარავებ. ეს საქმე დიდი ხნით ადრე მაქვს მომზადებული და უკვე დაწყებული მაქვს აღსრულება. ეს ყველაფერი წესისამებრ მიმდინარეობს; ის სულაც არ არის ქაოსური. მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ვინ იქნება არჩეული და ვინ განდევნილი. ერთიმეორის მიყოლებით, ყველა გამოაშკარავდება, რათა იხილოთ. ამ დროის განმავლობაში, იხილავთ, რასაც ჩემი ხელი აკეთებს. ყველა ადამიანი დაინახავს, რომ ჩემი სამართლიანობა და დიდებულება არავის მხრიდან არანაირ შეურაცხყოფას ან წინააღმდეგობას არ დაუშვებს და რომ ის, ვინც შეურაცხმყოფს, სასტიკად დაისჯება.

მე ვარ ის, ვინც მუდმივად იკვლევს თითოეული ადამიანის გულის წიაღის სიღრმეებს. ნუ მიყურებთ მხოლოდ გარედან. ბრმა ადამიანებო! თქვენ არ უსმენთ სიტყვებს, რომლებიც ასე ნათლად წარმოვთქვი და უბრალოდ არ გჯერათ ჩემი — თვით სრული ღმერთის. მე ნამდვილად არ შევიწყნარებ არავის, ვინც ბედავს, რომ ჩემთან მლიქვნელობას მიმართოს ან რაიმე დამიმალოს.

გახსოვს ყოველი ჩემი გამონათქვამი? „ჩემი ხილვა იგივეა, რაც მარადიულობიდან მარადიულობამდე არსებული ყოველი დაფარული საიდუმლოს ხილვა“. გიფიქრია გულდასმით ამ გამონათქვამზე? მე ვარ ღმერთი და ჩემი საიდუმლოებები თქვენს დასანახად არის გამოვლენილი. არ გინახავთ ისინი? რატომ არ მაქცევთ ყურადღებას? და რატომ სცემ ასე თაყვანს იმ ბუნდოვან ღმერთს, რომელიც შენს გონებაშია? როგორ შემიძლია მე — ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს — რაიმე არასწორად გავაკეთო? ჩაიბეჭდეთ ეს თავებში! იყავით ამაში დარწმუნებულნი! ჩემი ყოველი სიტყვა და მოქმედება, ჩემი ყოველი საქმე და მოძრაობა, ჩემი ღიმილი, ჩემი ჭამა, ჩემი შემოსვა, ჩემი ყველაფერი თავად ღვთის მიერ არის შესრულებული. თქვენ შემაფასეთ: შეიძლებოდა, რომ ჩემს მოსვლამდე უკვე ნანახი გყოლოდათ ღმერთი? თუ არა, მაშინ ყოველთვის რატომ აკეთებ შენს გონებაში შედარებებს ჩემსა და შენს ღმერთს შორის? ეს ყველაფერი ადამიანური წარმოდგენებია! ჩემი ქმედებები და ქცევები არ შეესაბამება შენს ფანტაზიებს, ხომ? მე არავის ვაძლევ უფლებას, გამოთქვას მოსაზრება, სწორია თუ არა ჩემი ქმედებები და ქცევები. მე ვარ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და ეს არის შეურყეველი, უდავო ჭეშმარიტება! ნუ გახდები შენივე მზაკვრობის მსხვერპლი. ჩემმა სიტყვებმა ეს აბსოლუტური სიცხადით მიუთითა. ჩემში არ არის ადამიანური თვისების ნატამალიც კი; მე მთლიანად თავად ღმერთი ვარ, რომელიც სრულად არის გამოაშკარავებული თქვენთან ისე, რომ ერთი რამეც არ არის დაფარული!

წინა:  თავი 70

შემდეგი:  თავი 73

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger