თავი 70

ის, რომ ჩემი საიდუმლოებანი გაიხსნა, საჯაროდ გაცხადდა და აღარ არის დაფარული, მთლიანად ჩემი მადლისა და წყალობის დამსახურებაა. უფრო მეტიც, ის, რომ ჩემი სიტყვა ადამიანთა შორის ჩნდება და აღარ არის დაფარული, ჩემი მადლისა და წყალობის დამსახურებაა. მე მიყვარს ყველა, ვინც გულწრფელად გაიღებს თავს ჩემთვის და თავს მომიძღვნის. მძულს ყველა, ვინც ჩემგან იშვა, მაგრამ არ მიცნობს და მეწინააღმდეგება კიდეც. მე არ მივატოვებ არავის, ვინც გულწრფელად ჩემკენაა; პირიქით, გავაორკეცებ მის კურთხევას. ორმაგად დავსჯი უმადურთ და ნამდვილად არ დავინდობ ასე ადვილად. ჩემს სასუფეველში არ არის სიმრუდე და მზაკვრობა და არც წუთისოფლის სული; ანუ არ არის მკვდართა სუნი. პირიქით, აქ არის მხოლოდ პატიოსნება და სიმართლე; უბრალოება და გულახდილობა, სადაც არაფერია დაფარული ან დამალული. ყოველივე ახალია, აქ სიხარული და აღშენებაა. ნებისმიერი, ვისაც კვლავ მკვდრის სუნი ასდის, ვერანაირად ვერ დარჩება ჩემს სასუფეველში და სანაცვლოდ, ჩემი რკინის კვერთხით იქნება დამორჩილებული. ყველა უსასრულო საიდუმლოება უხსოვარი დროიდან დღემდე, სრულად გაგეცხადათ თქვენ — ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ჩემ მიერ არის მოპოვებული უკანასკნელ დღეებში. განა არ გრძნობთ თავს კურთხეულად? ის დღეები, როდესაც ყველაფერი საჯაროდ ცხადდება, უფრო მეტიც, არის ის დღეები, როდესაც თქვენ იზიარებთ ჩემს მეფობას.

ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც ჭეშმარიტად მეფობს, დამოკიდებულია ჩემს წინასწარგანსაზღვრასა და გამორჩევაზე და მასში აბსოლუტურად არ არის ადამიანის ნება. ნებისმიერი, ვინც გაბედავს ამაში ჩარევას, აუცილებლად იგემებს დარტყმას ჩემი ხელიდან; ასეთი ადამიანები ჩემი შთანმთქმელი ცეცხლის მსხვერპლნი იქნებიან; ეს ჩემი სამართლიანობისა და დიდებულების მეორე მხარეა. ვთქვი, რომ ყოველივეს განვაგებ; მე ვარ ბრძენი ღმერთი, რომელიც ფლობს სრულ ძალაუფლებას და არავის ვინდობ ასე ადვილად; მე ვარ სრულიად დაუნდობელი, სრულიად მოკლებული პირად გრძნობებს. მე ვეპყრობი ნებისმიერს (რაც არ უნდა კარგად საუბრობდნენ, მე მათ არ დავინდობ) ჩემი სამართლიანობით, პატიოსნებითა და დიდებულებით და ამავდროულად ვაძლევ ყველას საშუალებას, უკეთ დაინახონ ჩემი საქმეების საკვირველება და ასევე ის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ჩემი საქმეები. სათითაოდ დავსაჯე ბოროტი სულები მათ მიერ ჩადენილი ყოველგვარი ქმედებისთვის და თითოეული მათგანი უძირო უფსკრულში ჩავაგდე. ეს საქმე ჟამის დაწყებამდე დავასრულე და არ დავუტოვე მათ არავითარი ძალაუფლება და ადგილი თავიანთი საქმის შესასრულებლად. ჩემი რჩეული ხალხიდან — მათგან, ვინც ჩემ მიერ არის წინასწარგანსაზღვრული და გამორჩეულია — არცერთი არასოდეს იქნება შეპყრობილი ბოროტი სულების მიერ და, სანაცვლოდ, მუდამ წმინდა იქნება. რაც შეეხება მათ, ვინც არ განმისაზღვრავს და არ გამომირჩევია, სატანას გადავცემ და აღარ მივცემ დარჩენის უფლებას. ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები ყოველმხრივ ჩემს სამართლიანობასა და დიდებულებას განასახიერებს. არ დავინდობ არცერთ მათგანს, ვისზეც სატანა მოქმედებს; მათ ჰადესში ჩავაგდებ, რადგან მძულს სატანა. არავითარ შემთხვევაში არ დავინდობ მას ასე ადვილად, არამედ მთლიანად გავანადგურებ მას და არ მივცემ უმცირეს შესაძლებლობასაც კი, რომ თავისი საქმე შეასრულოს. ისინი, ვინც სატანამ გარკვეულ დონემდე გახრწნა (ანუ ისინი, ვინც უბედურების ობიექტები არიან), ჩემი ხელის ბრძნული განგებულების ქვეშ არიან. ნუ იფიქრებთ, რომ ეს სატანის თავხედობის შედეგად მოხდა; იცოდეთ, რომ მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც სამყაროსა და ყოველივეს ხელმწიფეა! ჩემთვის არ არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც შეუძლებელია, და მით უმეტეს, არ არსებობს არაფერი, რისი აღსრულებაც შეუძლებელია, ან სიტყვა, რომლის წარმოთქმაც შეუძლებელია. ადამიანები არ უნდა მოქმედებდნენ, როგორც ჩემი მრჩევლები. ფრთხილად იყავით, რომ არ განიგმიროთ ჩემი ხელით და არ ჩავარდეთ ჰადესში. გეტყვი შენ ამას! ისინი, ვინც დღეს ჩემთან საკუთარი ინიციატივით თანამშრომლობენ, ყველაზე ჭკვიანები არიან და თავიდან აიცილებენ დანაკარგებს და გათავისუფლდებიან სამსჯავროს ტანჯვისგან. ყოველივე ეს ჩემი მოწყობილია, ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრული. ნუ აკეთებთ დაუფიქრებელ შენიშვნებს და ნუ საუბრობთ მაღალფარდოვნად, თითქოს ასეთი დიადები იყოთ. განა ყოველივე ეს ჩემი წინასწარგანსაზღვრული არ არის? თქვენ, ვისაც ჩემი მრჩევლობა გსურთ, სირცხვილი არ გაგაჩნიათ! თქვენ არ იცით საკუთარი სულიერი ზრდის შესახებ; რაოდენ საცოდავად მცირეა ის! მიუხედავად ამისა, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს არ არის დიდი პრობლემა და არ იცნობთ საკუთარ თავს. დროდადრო, თქვენ ყურს უყრუებთ ჩემს სიტყვებს; სწორედ თქვენ ვერ გაამართლეთ ჩემი საგულდაგულო განზრახვები, ოდნავადაც არ მიიჩნიეთ რა ისინი ჩემს მადლად და წყალობად, არამედ სანაცვლოდ, გამუდმებით იწონებთ თავს საკუთარი ჭკუით. გახსოვთ ეს? რა გაკიცხვა უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომლებსაც თავი ასეთი ჭკვიანები ჰგონიათ? გულგრილნი და ორგულნი ჩემი სიტყვების მიმართ, არ იბეჭდავთ რა მათ თქვენს გულებში, თქვენ მე მიყენებთ საბაბად, რათა აკეთოთ ესა თუ ის საქმე. ბოროტმოქმედნო! როდის შეძლებთ სრულად გაითვალისწინოთ ჩემი გული? თქვენ არ ითვალისწინებთ მას და თქვენი „ბოროტმოქმედებად“ მოხსენიება არ არის თქვენდამი უსამართლო მოპყრობა. ეს ზედგამოჭრილია თქვენზე!

დღეს მე სათითაოდ გაჩვენებთ თქვენ იმას, რაც ოდესღაც დაფარული იყო. დიდი წითელი დრაკონი ჩაგდებულია უძირო უფსკრულში და მთლიანად განადგურებულია, რადგან მისი შენარჩუნება სრულიად უსარგებლო იქნებოდა; ეს ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ქრისტეს მსახურება. ამიერიდან წითელი საგნები აღარ იარსებებს; ისინი თანდათანობით უნდა გაქრეს და არარად იქცეს. რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ; ეს არის ჩემი საქმის დასრულება. მოიშორეთ ადამიანური წარმოდგენები; ყველაფერი, რაც ვთქვი, აღვასრულე. ვინც ცდილობს იყოს ჭკვიანი, მხოლოდ განადგურება და სირცხვილი მოაქვს საკუთარი თავისთვის, და არ სურს სიცოცხლე. ასეთ შემთხვევაში მე დაგაკმაყოფილებ შენ და ნამდვილად არ შევინარჩუნებ ასეთ ადამიანებს. ამიერიდან მოსახლეობა სულ უფრო რჩეული გახდება; ყველა, ვინც ჩემთან თავისი ინიციატივით არ ითანამშრომლებს, მოიკვეთება — არარად იქცევა. ისინი, ვინც მე ღირსეულად მივიჩნიე, არიან ისინი, ვისაც მე სრულვყოფ და არცერთ მათგანს არ უარვყოფ. ჩემს ნათქვამში არ არის წინააღმდეგობები. ისინი, ვინც ჩემთან საკუთარი ინიციატივით არ ითანამშრომლებენ, მეტ გაკიცხვას დაითმენენ, თუმცა, საბოლოოდ, მე უდავოდ გადავარჩენ მათ. თუმცა, იმ დროისთვის, მათი სიცოცხლის ხარისხი სრულიად განსხვავებული იქნება. გსურს შენ იყო ასეთი ადამიანი? აღსდექი და ითანამშრომლე ჩემთან! ნამდვილად არ მოვექცევი უსამართლოდ არავის, ვინც გულწრფელად გაიღებს თავს ჩემთვის. ვინც გულწრფელად მიძღვნი თავს, მთელ ჩემს კურთხევას შენ მოგანიჭებ. მომიძღვენი შენი თავი მთლიანად მე! რასაც ჭამ, რასაც იცვამ და შენი მომავალი — ყოველივე ჩემს ხელშია; სათანადოდ მოვაწყობ ყოველივე ამას, მოგცემ რა საშუალებას, დატკბე დაუსრულებლად და გქონდეს ულევი მარაგი. ეს იმიტომ ხდება, რომ მე ვთქვი: „თქვენ, ვინც გულწრფელად გაიღებთ ჩემთვის თავს, ჭეშმარიტად დიდად გაკურთხებთ.“ ყველა კურთხევა გადმოვა თითოეულ ადამიანზე, ვინც გულწრფელად გაიღებს თავს ჩემთვის.

წინა:  თავი 69

შემდეგი:  თავი 71

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger