თავი 77

ჩემს სიტყვებში ეჭვის შეტანა ჩემი საქმეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ქონის ტოლფასია. ანუ ჩემი სიტყვები გადმოედინება ჩემი ძიდან, მაგრამ თქვენ მათ არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებთ. თქვენ ასეთი უგუნურები ხართ! მრავალი სიტყვა გადმოედინება ჩემი ძიდან, მაგრამ თქვენ კვლავ ეჭვებით ხართ აღსავსენი და არ ხართ დარწმუნებულნი. ბრმები ხართ! თქვენ არ გესმით მიზანი თითოეული იმ საქმის მიღმა, რაც მე აღვასრულე. განა ის სიტყვები, რომლებსაც ჩემი ძის მეშვეობით გამოვხატავ, ჩემი საკუთარი სიტყვები არ არის? არის რაღაცები, რისი პირდაპირ თქმაც არ მსურს, ამიტომ ჩემი ძის მეშვეობით ვსაუბრობ. თუმცა, რატომ ხართ ასეთი აბსურდულები, რომ დაჟინებით მოითხოვთ, პირდაპირ ვისაუბრო? თქვენ არ მიცნობთ მე და მუდამ ეჭვი გეპარებათ ჩემს ქმედებებსა და საქმეებში! განა ადრე არ მითქვამს, რომ ჩემი ყოველი ნაბიჯი და ჩემი ყოველი ქმედება და საქმე სწორია? ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ მათი გულდასმით შესწავლა. უკან წაიღე შენი ბინძური ხელები! გეტყვი შენ: ყველა ადამიანი, ვისაც ვიყენებ, წინასწარ იყო განსაზღვრული ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე და დღეს ისინი ჩემ მიერ ღირსეულად არიან მიჩნეულნი. თქვენ გამუდმებით ხარჯავთ ძალისხმევას ასეთ რამეებზე, გულდასმით იკვლევთ ჩემს პიროვნებას და სწავლობთ ჩემს საქმეებს. ყველას ანგარებიანი მენტალიტეტი გაქვთ. თუ ეს კვლავ განმეორდება, აუცილებლად განიგმირებით ჩემი ხელით. რასაც ვამბობ, ეს არის: ეჭვი არ შეგეპაროთ ჩემში და არ გააანალიზოთ ან არ იფიქროთ იმ საქმეებზე, რომლებიც მე აღვასრულე, მით უმეტეს, არ უნდა ჩაერიოთ ასეთ რამეებში, რადგან ეს ყველაფერი ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს ეხება. ეს არ არის წვრილმანი საქმე!

გამოიყენეთ ის დრო, რაც გაქვთ, რათა გააკეთოთ ყველაფერი, რაც დაგავალეთ. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორო და ასევე გაგაფრთხილოთ: უცხოელები მალე შემოიჭრებიან ჩინეთში. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა! ვიცი, რომ ადამიანთა უმეტესობას ეჭვი ეპარება ამაში და არ არიან დარწმუნებულნი, ამიტომ გამუდმებით გახსენებთ, რათა ესწრაფვოდეთ სიცოცხლის ზრდას და შეძლოთ ჩემი განზრახვების უფრო მალე შესრულება. დღეიდან საერთაშორისო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება და სხვადასხვა ქვეყანა შიგნიდან დაიწყებს ნგრევას. ჩინეთში ბედნიერი დღეები დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მუშები გაიფიცებიან, სტუდენტები მიატოვებენ სწავლას, ბიზნესმენები შეწყვეტენ ბიზნესის კეთებას, ხოლო ქარხნები მთლიანად დაიხურება და ვეღარ შეძლებენ არსებობას. ის კადრები დაიწყებენ თანხების მობილიზებას გასაქცევად (ესეც ჩემი მართვის გეგმას ემსახურება), ხოლო ცენტრალური ხელისუფლების ლიდერები ყველა დონეზე კიდევ უფრო მეტად იქნებიან დაკავებულნი გარკვეულ საკითხებზე ფოკუსირებით სხვების ხარჯზე, რადგან ყველა მათგანი სამზადისს გადის (ეს ემსახურება შემდეგ ეტაპს). კარგად დააკვირდით! ეს არის ის, რაც მთელ სამყაროს ეხება და არა მხოლოდ ჩინეთს, რადგან ჩემი ქმედებები მთელი მსოფლიოსკენაა მიმართული. თუმცა, ეს ასევე ემსახურება იმ ადამიანთა ჯგუფის მეფეებად ქცევას, რომლებიც პირმშო ძენი არიან. ხედავთ ამას ნათლად? იჩქარეთ და ისწრაფვეთ! მე არ მოგექცევით უსამართლოდ; მე მოგცემთ საშუალებას, განიცადოთ სიხარული თქვენი გულის წადილისამებრ.

ჩემი საქმეები საკვირველია. როდესაც წუთისოფელში დიდი უბედურებები დატრიალდება და როდესაც ყველა ბოროტმოქმედი და მმართველი მიიღებს სასჯელს — ან უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, როდესაც ბოროტი ადამიანები, რომლებიც ჩემი სახელის მიღმა დგანან, დაიტანჯებიან — მე დავიწყებ ჩემი კურთხევის თქვენთვის მონიჭებას. ეს არის იმ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა: „თქვენ ნამდვილად არ გამოცდით კატასტროებით გამოწვეულ ტკივილს ან ზიანს“, რაც წარსულში არაერთხელ მითქვამს. გესმით ეს? „ეს დრო“, რომელზეც ვსაუბრობ, გულისხმობს იმ დროს, როდესაც სიტყვები ჩემი ბაგეებიდან წარმოითქმება. სულიწმიდის საქმე ძალიან სწრაფი ტემპით სრულდება; მე არ დავაყოვნებ და არ დავკარგავ არცერთ წუთს და არცერთ წამს. პირიქით, ვიმოქმედებ ჩემი სიტყვების შესაბამისად ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ისინი წარმოითქმება. თუ ვიტყვი, რომ დღეს ვინმეს მოვკვეთავ, ან რომ ვინმე მეზიზღება, იმ ადამიანისთვის ყველაფერი მყისიერად დასრულდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩემი სულიწმიდა მყისიერად გაეცლება მათ და ისინი ცოცხალ მკვდრებად, სრულიად უსარგებლოებად იქცევიან. ასეთი ადამიანები შეიძლება კვლავ სუნთქავდნენ, დადიოდნენ და საუბრობდნენ, შეიძლება კვლავ ლოცულობდნენ ჩემ წინაშე, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენენ, რომ მე ისინი მივატოვე. ისინი არსებითად უსარგებლო ადამიანები იქნებიან. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება და სინამდვილეა!

ჩემი სიტყვები წარმოადგენს იმ ადამიანს, ვინც მე ვარ. დაიმახსოვრეთ ეს! ეჭვი არ შეგეპაროთ; თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი უნდა იყოთ. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია! ეს უკიდურესად სერიოზულია! ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩემი სიტყვები წარმოითქმება, ის, რისი გაკეთებაც მსურს, უკვე აღსრულებულია. ყველა ეს სიტყვა ჩემი ძის მეშვეობით უნდა ითქვას. რომელმა თქვენგანმა დაუთმო სერიოზული ყურადღება ამ საკითხს? სხვაგვარად როგორ უნდა ავხსნა ეს? ნუღარ ხართ ასეთი შეშინებულნი და მშიშრები. ნუთუ მართლა არ ვითვალისწინებ ადამიანების გრძნობებს? ნუთუ ასე მარტივად უარვყოფ მათ, ვისაც ღირსეულად მივიჩნევ? ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, პრინციპულია. მე არ დავარღვევ იმ აღთქმას, რომელიც თავად დავდე და არც ჩემს საკუთარ გეგმას ჩავშლი. მე არ ვარ თქვენსავით გულუბრყვილო. ჩემი საქმე დიადი რამაა; ეს არის ის, რისი აღსრულებაც არცერთ ადამიანს არ ძალუძს. მე ვთქვი, რომ ვარ სამართლიანი და მათთვის, ვისაც ვუყვარვარ, მე ვარ სიყვარული. არ გჯერა, რომ ეს ჭეშმარიტებაა? შენ კვლავ ეჭვები გაწუხებს! რადგან ყველაფერში სუფთა სინდისი გაქვს, მაშინ რატომღა გეშინია ასე ძალიან? შენ უბრალოდ საკუთარ თავს ბოჭავ. ძეო ჩემო! მე არაერთხელ შეგახსენე, რომ არ იყო მოწყენილი ან არ დაგეღვარა ცრემლები და რომ მე არ უარგყოფ შენ. კვლავ არ შეგიძლია მენდო? მე ჩაგეჭიდები და არ გაგიშვებ; მუდამ გაგახვევ ჩემი სიყვარულის საბურველში. ვიზრუნებ შენზე, დაგიცავ და ყველაფერში მიიღებ გაცხადებასა და წვდომას, რათა დაინახო, რომ მე ვარ შენი მამა და რომ მე ვარ ის, ვინც მხარს გიჭერს. ვიცი, რომ შენ მუდამ ფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეამსუბუქო ტვირთი მამაშენის მხრებზე. ეს არის ის ტვირთი, რომელიც მე მოგეცი. არასოდეს ეცადო მის თავიდან მოშორებას! რამდენ ადამიანს შეუძლია დღეს იყოს ჩემ მიმართ ერთგული? ვიმედოვნებ, რომ შეძლებ დააჩქარო შენი წვრთნა, რათა სწრაფად გაიზარდო და დააკმაყოფილო ჩემი გული. მამა დღე და ღამე შრომობს ძისთვის, ამიტომ ძემაც ყოველ წუთსა და ყოველ წამს უნდა იფიქროს მამის მართვის გეგმაზე. ეს არის ჩემთან ის პროაქტიული თანამშრომლობა, რომელზეც წარსულში ვსაუბრობდი.

ყველაფერი ჩემი ნახელავია. მე დავაკისრებ ტვირთს იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ვიყენებ და მივცემ მათ სიბრძნეს, რათა მათი ყველა ქმედება შეესაბამებოდეს ჩემს განზრახვებს, რათა ჩემი სასუფეველი განხორციელდეს და ახალი ცა და მიწა გამოჩნდეს. ადამიანები, რომლებსაც არ ვიყენებ, სრულიად საპირისპირონი არიან; ისინი მუდამ გაბრუებულნი არიან, ჭამის შემდეგ სძინავთ და ძილის შემდეგ ჭამენ და წარმოდგენაც კი არ აქვთ, რას ნიშნავს ტვირთი. ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ სულიწმიდის საქმე და რაც შეიძლება მალე უნდა იქნენ მოცილებულნი ჩემი ეკლესიიდან. ახლა მე მექნება თანაზიარება ხილვებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე: ეკლესია სასუფევლის წინაპირობაა; ადამიანებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ სასუფეველში შესვლა, როდესაც ეკლესია გარკვეულ დონემდე განმტკიცდება არავის შეუძლია პირდაპირ სასუფეველში შესვლა (თუ ეს ჩემ მიერ არ არის აღთქმული). ეკლესია პირველი ნაბიჯია, მაგრამ სწორედ სასუფეველია ჩემი მართვის გეგმის მიზანი. ყველაფერი დადგინდება მას შემდეგ, რაც ადამიანები სასუფეველში შევლენ და აღარაფერი იქნება საშიში. ამჟამად მხოლოდ მე და ჩემი პირმშო ძენი შევედით სასუფეველში და დავიწყეთ უთვალავი ერისა და ხალხის მართვა. ანუ ჩემი სასუფეველი იწყებს ორგანიზებას და ყველა, ვინც იქნება მეფე ან ჩემი ხალხი, საჯაროდ გამოცხადდა. მომავალი მოვლენები ეტაპობრივად და თანმიმდევრულად გეუწყებათ; ნუ იქნებით ზედმეტად შეშფოთებულნი ან აღელვებულნი. გახსოვს ყოველი სიტყვა, რაც შენთვის მითქვამს? თუ ჩემთვის საქმეებს გულწრფელად აკეთებ, მაშინ მე ჩემი გულიდან დაგელაპარაკები. რაც შეეხება მათ, ვინც მზაკვრობასა და სიმრუდეს მიმართავს, მე მათ საპასუხოდ გულგრილად მოვეპყრობი და მივცემ საშუალებას, ნათლად დაინახონ, თუ ვის დაღუპავს ასეთი ქცევა!

წინა:  თავი 76

შემდეგი:  თავი 79

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger