თავი 79

ბრმებო! უმეცრებო! უსარგებლო ნაგვის გროვავ! თქვენ განაცალკევებთ ჩემს ნორმალურ ადამიანობას ჩემი სრული ღვთაებრიობისგან! ნუთუ არ ფიქრობთ, რომ ეს შეურაცხმყოფს? უფრო მეტიც, ეს ისეთი რამ არის, რისი პატიებაც რთულია! პრაქტიკული ღმერთი მოვიდა დღეს თქვენთან, თუმცა თქვენ მხოლოდ ჩემს ერთ მხარეს — ჩემს ნორმალურ ადამიანობას იცნობთ — და საერთოდ არ გინახავთ ჩემი ის მხარე, რომელიც სრულიად ღვთაებრივია. გგონია, არ ვიცი, ვინ ცდილობს ჩემს მოტყუებას ზურგს უკან? არ გაკრიტიკებ; უბრალოდ გაკვირდები, რათა ვნახო, სადამდე მიხვალ და საბოლოოდ რა შედეგით დაასრულებ. ჩემი სიტყვები ასობით ათასჯერ ითქვა, თუმცა თქვენ უამრავი ცუდი რამ ჩაიდინეთ. რატომ ცდილობ გამუდმებით ჩემს მოტყუებას? ფრთხილად იყავი, რომ სიცოცხლე არ დაკარგო! თუ ჩემს რისხვას გარკვეულ ზღვრამდე მიიყვან, მაშინ არავითარ წყალობას არ გამოვიჩენ და მოიკვეთები. არ გავითვალისწინებ იმას, თუ როგორი იყავი წარსულში, იყავი თუ არა ერთგული ან მოშურნე, რამდენი ირბინე ან რამდენად გაიღე თავი ჩემთვის; ამ ყველაფერს საერთოდ არ შევხედავ. საკმარისია ახლა განმარისხო და უძირო უფსკრულში ჩაგაგდებ. ვისღა ჰყოფნის სითამამე, რომ ჩემი მოტყუება სცადოს? დაიმახსოვრეთ ეს! ამიერიდან, როდესაც განვრისხდები, მიუხდავად იმისა, თუ ვისზე, დაუყოვნებლივ მოგიცილებ, რათა მომავალში პრობლემები აღარ შეიქმნას და შენი დანახვა აღარ მომიწიოს. თუ წინ აღმიდგები, მყისიერად გაგკიცხავ. დაიმახსოვრებთ ამას? თქვენ შორის გონიერებმა დაუყოვნებლივ უნდა მოინანიონ.

დღეს — ანუ ახლა — მე ჩემს რისხვას ვანთხევ. ყველანი ჩემი ერთგულნი უნდა იყოთ და თქვენი მთელი არსება უნდა შემომწიროთ. მეტად აღარ უნდა დააყოვნოთ. თუ ყურად არ იღებთ ჩემს სიტყვებს, ხელს გავიწვდი და განგგმირავთ. ამით ყველას გავაცნობ ჩემს თავს; ამ დღეს მე ვარ რისხვით აღვსილი და დიდებული ყველას მიმართ (რაც ჩემს სამსჯავროზე უფრო მკაცრია). ამდენი სიტყვა წარმოვთქვი, თუმცა თქვენ საერთოდ არ მოგიხდენიათ რეაგირება; მართლა ასეთი გონებაჩლუნგები ხართ? არა მგონია, ასე იყოს. ეს თქვენში არსებული ბებერი ეშმაკია, რომელიც ბოროტებას გეგმავს. ნათლად ხედავთ ამას? იჩქარეთ, რათა რადიკალური ცვლილება მოახდინოთ! დღეს, სულიწმიდის საქმე ამ ეტაპამდე განვითარდა; ნუთუ ვერ დაინახეთ ეს? ჩემი სახელი გამოცხადდება კარდაკარ, ყველა ერში და ყველა ადგილას და მას შესძახებენ როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ბაგეები მთელ სამყაროში; ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. მე ვარ თავად ერთადერთი ღმერთი და უფრო მეტიც, მე ვარ ღვთის ერთადერთი იპოსტასი. უფრო მეტიც, მე, მთელი ჩემი ხორციელი სისრულით, ვარ ღვთის სრული გამოჩინება. ვინც კი გაბედავს და არ ექნება ჩემი შიში, ვინც გაბედავს და თვალებით წინ აღმიდგება და ვინც გაბედავს და ბაგეებით წინ აღმიდგება, უთუოდ მოკვდება ჩემი წყევლითა და რისხვით (იქნება წყევლა ჩემი რისხვის გამო). გარდა ამისა, ვინც გაბედავს და არ იქნება ჩემი ერთგული ან მორჩილი და ვინც გაბედავს ჩემს მოტყუებას, უთუოდ მოკვდება ჩემი სიძულვილით. ჩემი სამართლიანობა, დიდებულება და სამსჯავრო იარსებებს უკუნითი უკუნისამდე. თავდაპირველად, მე ვიყავი მოსიყვარულე და მოწყალე, მაგრამ ეს არ არის ჩემი სრული ღვთაებრიობის ხასიათი; მხოლოდ სამართლიანობა, დიდებულება და სამსჯავროა ჩემი ხასიათი — სრული თავად ღმერთის ხასიათი. მადლის ეპოქის განმავლობაში მე ვიყავი მოსიყვარულე და მოწყალე. იმ საქმის გამო, რომელიც უნდა დამესრულებინა, მე გამაჩნდა სიყვარული და წყალობა; თუმცა, ამის შემდეგ მსგავსი რამეების საჭიროება აღარ არსებობდა (და მას შემდეგ აღარც ყოფილა). ეს ყოველივე არის სამართლიანობა, დიდებულება და სამსჯავრო და ეს არის ჩემი ნორმალური ადამიანობის სრული ხასიათი, რომელიც შერწყმულია ჩემს სრულ ღვთაებრიობასთან.

ისინი, ვინც არ მიცნობენ, უძირო უფსკრულში დაიღუპებიან, ხოლო ისინი, ვინც დარწმუნებულნი არიან ჩემში, მარადიულად იცოცხლებენ, რათა ჩემი სიყვარულით იყვნენ გარემოცულნი და დაცულნი. როგორც კი ერთ სიტყვას წარმოვთქვამ, მთელი სამყარო და დედამიწის კიდეები ირყევა. ვის შეუძლია მოისმინოს ჩემი სიტყვები და შიშით არ ძრწოდეს? ვის ძალუძს, რომ არ ჰქოდნეს ღვთისმოშიში გული? და ვის არ ძალუძს შეიცნოს ჩემი სამართლიანობა და დიდებულება ჩემი ქმედებებიდან! და ვის არ შეუძლია დაინახოს ჩემი ყოვლისშემძლეობა და სიბრძნე ჩემს ქმედებებში! ვინც ყურადღებას არ მიაქცევს, უთუოდ მოკვდება. ეს იმიტომ, რომ ისინი, ვინც ყურადღებას არ აქცევენ, მეწინააღმდეგებიან დაარ მიცნობენ; ისინი არიან მთავარანგელოზები და ყველაზე თავაშვებულნი. გამოიკვლიეთ თქვენი თავი: ნებისმიერი, ვინც არის თავაშვებული, თვითმართალი, ამაყი და ქედმაღალი, უდავოდ ჩემი სიძულვილის ობიექტია და დასაღუპად არის განწირული!

ახლა მე ვაცხადებ ჩემი სასუფევლის ადმინისტრაციულ განკარგულებებს: ყოველივე ჩემს სამსჯავროშია, ყოველივე ჩემს სამართლიანობაშია, ყოველივე ჩემს დიდებულებაშია და ჩემს სამართლიანობას ყველას მიმართ ვავლენ. ისინი, ვინც ამბობენ, რომ სწამთ ჩემი, მაგრამ გულის სიღრმეში წინ აღმიდგებიან ან ვისმა გულმაც უარმყო მე, მოიკვეთებიან — მაგრამ ყველაფერი ჩემს მიერ შერჩეულ შესაფერის დროს. ადამიანები, რომლებიც სარკასტულად საუბრობენ ჩემზე, მაგრამ ისე, რომ სხვები ვერ ამჩნევენ, მყისიერად მოკვდებიან (ისინი დაიღუპებიან სულით, სხეულითა და სამშვინველით). ისინი, ვინც ჩაგრავენ ან ცივად ეპყრობიან ჩემს საყვარელ ადამიანებს, მყისიერად განიკითხებიან ჩემი რისხვით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებსაც შურთ მათი, ვინც მე მიყვარს და რომლებიც უსამართლოდ მიმიჩნევენ, გადაეცემიან ჩემს საყვარელ ადამიანებს განსაკითხად. ყველა, ვინც არის უმანკო, უბრალო და გულწრფელი (მათ შორის ისინიც, ვისაც სიბრძნე აკლია) და ვინც ურყევი გულწრფელობით მეპყრობა, ყველა დარჩება ჩემს სასუფეველში. ისინი, ვისაც არ გაუვლია წვრთნა — ანუ ის პატიოსანი ხალხი, ვისაც აკლია სიბრძნე და გამჭრიახობა — ძალაუფლებას მიიღებენ ჩემს სასუფეველში. თუმცა, ისინი გასხლულნი და გატეხილნი არიან. ის, რომ მათ წვრთნა არ გაუვლიათ, არ არის უცვლელი ჭეშმარიტება. პირიქით, სწორედ ამ ყოველივეს მეშვეობით ვუჩვენებ ყველას ჩემს ყოვლისშემძლეობასა და სიბრძნეს. მე მოვიკვეთ ყველა მათგანს, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ჩემში; არცერთი მათგანი არ მჭირდება (მე მძულს ადამიანები, რომლებსაც ასეთ დროს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებათ ჩემში). იმ ქმედებების მეშვეობით, რომლებსაც მთელ სამყაროში ვასრულებ, მე ვუჩვენებ პატიოსან ხალხს ჩემი საქმეების საოცრებას, რითაც გავზრდი მათ სიბრძნეს, გამჭრიახობასა და გარჩევის უნარს. ასევე მყისიერად გავანადგურებ მზაკვარ ადამიანებს ჩემი საოცარი საქმეების შედეგად. ყველა პირმშო ძე, ვინც პირველმა მიიღო ჩემი სახელი (ანუ ის წმინდა და უბიწო, პატიოსანი ხალხი), პირველი მოიპოვებს სასუფეველში შესვლას და ჩემთან ერთად იმეფებს უთვალავ ერებსა და ხალხებზე, იმეფებს როგორც მეფე სასუფეველში და განიკითხავს უთვალავ ერებსა და ხალხებს (ეს ეხება სასუფეველში მყოფ ყველა პირმშო ძეს და სხვას არავის). ისინი უთვალავ ერებსა და ხალხებს შორის, ვინც განკითხვის შემდეგ მოინანია, შევლენ ჩემს სასუფეველში და გახდებიან ჩემი ხალხი, ხოლო ისინი, ვინც ჯიუტნი და მოუნანიებელნი არიან, უძირო უფსკრულში ჩაიყრებიან (რათა სამუდამოდ დაიღუპონ). სასუფეველში სამსჯავრო იქნება უკანასკნელი და ეს იქნება ჩემ მიერ სამყაროს საფუძვლიანი განწმენდა. მაშინ აღარ იქნება არავითარი უსამართლობა, მწუხარება, ცრემლი ან ოხვრა, და უფრო მეტიც, აღარ იარსებებს წუთისოფელი. ყოველივე იქნება ქრისტეს გამოჩინება და ყველაფერი იქნება ქრისტეს სასუფეველი. რაოდენ დიდი დიდებაა! რაოდენ დიდი დიდებაა!

წინა:  თავი 77

შემდეგი:  თავი 92

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger