თავი 81
რაოდენ ბოროტი და გარყვნილია ეს ძველი ეპოქა! შთაგნთქავ შენ! სიონის მთაო! აღდექი, რომ მომეგებო! ჩემი მართვის გეგმის დასრულებისთვის, ჩემი დიადი საქმის წარმატებით აღსრულებისთვის, ვინ გაბედავს, რომ არ აღდგეს და არ იზეიმოს! ვინ გაბედავს, რომ არ აღდგეს და უსასრულოდ არ იხაროს! ისინი ჩემი ხელით განიგმირებიან! ყველას მიმართ სამართლიანობას აღვასრულებ, უმცირესი წყალობისა და სიყვარულის გარეშე და სრულიად დაუნდობლად. ყოველნო ხალხნო! აღდექით, რათა შემასხათ ქება და მომაგოთ დიდება! ყოველი დაუსრულებელი დიდება, უკუნითი უკუნისამდე, ჩემ გამო არსებობს და ჩემ მიერ არის დაფუძნებული. ვინ გაბედავს დიდების საკუთარი თავისთვის მიკუთვნებას? ვინ გაბედავს ჩემი დიდების მატერიალურ საგნად მიჩნევას? ისინი ჩემი ხელით განიგმირებიან! ოჰ, სასტიკო ადამიანებო! შეგქმენით და ვიზრუნე თქვენზე და მოგიყვანეთ დღევანდელ დღემდე, თუმცა ოდნავადაც არ მიცნობთ და საერთოდ არ გიყვარვართ. როგორღა შემიძლია კვლავ გამოვიჩინო წყალობა თქვენ მიმართ? როგორღა გადაგარჩინოთ? მხოლოდ ჩემი რისხვით შემიძლია მოგექცეთ! მოგიზღავთ განადგურებითა და მარადიული გაკიცხვით. ეს არის სამართლიანობა; ეს მხოლოდ ასე შეიძლება იყოს.
ჩემი სასუფეველი მყარი და ურყევია; იგი არასოდეს ჩამოიშლება. იგი იარსებებს მარადიულად! ჩემი ძენი, ჩემი პირმშო ძენი და ჩემი ხალხი ჩემთან ერთად დატკბებიან საოცარი კურთხევებით უკუნითი უკუნისამდე! ისინი, ვისაც არ ფლობს სულიერ გაგებას და ვისაც არ ეძლევა გაცხადება სულიწმიდისგან, ადრე თუ გვიან მოიკვეთებიან ჩემი სასუფევლიდან. ისინი საკუთარი ნებით კი არ წავლენ, არამედ იძულებით გაძევდებიან ჩემი რკინის კვერთხის და ჩემი დიდებულების წესით; უფრო მეტიც, ისინი ჩემი ფეხით იქნებიან გაგდებულნი. ისინი, ვინც გარკვეული დროით არაწმიდა სულებით იყვნენ შეპყრობილნი (ანუ, დაბადებიდან), ახლა ყველანი გამოაშკარავდებიან. მე შენ გამოგაგდებ! კვლავ გახსოვს, რა ვთქვი? მე — წმინდა და უბიწო ღმერთი — არ ვმკვიდრობ ბილწსა და უწმინდურ ტაძარში. მათ, ვინც არაწმინდა სულებით იყვნენ შეპყრობილნი, თავად იციან ეს და არ მჭირდება ამის განმარტება. წინასწარ არ განმისაზღვრიხარ! ბებერი სატანა ხარ, თუმცა ჩემს სასუფეველში შემოღწევა გსურს! სრულიად გამორიცხულია! გეუბნები შენ! დღეს ძალიან ნათლად აგიხსნი: ისინი, ვინც კაცობრიობის შექმნისას ავირჩიე, ჩემი სულიერი მონაცემებითა და ჩემი ხასიათით აღვავსე; შესაბამისად, დღეს ისინი მხოლოდ ჩემი ერთგულნი არიან, შეუძლიათ ეკლესიისთვის ტვირთის ტარება და მზად არიან, ჩემთვის გაიღონ თავი და მთელი თავისი არსება მე მიმომიძღვნან. ხოლო ისინი, ვინც არ ამირჩევია, შესაბამისად, გარკვეულწილად სატანის მიერ არიან გახრწნილნი და არ აქვთ არც ჩემი სულიერი მონაცემები და არც ჩემი ხასიათი. გგონიათ, რომ ჩემი სიტყვები წინააღმდეგობრივია, მაგრამ სიტყვები: „ჩემ მიერ ხართ წინასწარ განსაზღვრულნი და რჩეულნი, თუმცა საკუთარი ქმედებების შედეგებს თავადვე იმკით“, მთლიანად სატანებს ეხება. ახლა ერთ საკითხს განვმარტავ: დღეს ისინი, ვისაც შეუძლია აღდგეს და ეკლესიებზე ძალაუფლება მოიპოვოს, ეკლესიები დამწყემსოს, ჩემი ტვირთი გაითვალისწინოს და განსაკუთრებული ფუნქციები შეასრულოს — არცერთი მათგანი არ ასრულებს მსახურებას ქრისტესთვის; ყველა მათგანი ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრული და რჩეულია. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ზედმეტად არ იდარდოთ და თქვენი სიცოცხლის წინსვლა არ შეაფერხოთ. რამდენს შეუძლია პირმშო ძის სტატუსის მოპოვება? ნუთუ ეს ისეთივე მარტივია, როგორც დიპლომის აღება? შეუძლებელია! ჩემ მიერ რომ არ ყოფილიყავით სრულყოფილნი, დიდი ხნის წინ იქნებოდით გარკვეულწილად სატანის მიერ გახრწნილნი. სწორედ ამიტომ არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მუდამ ვიზრუნებ და დავიცავ ჩემს ერთგულთ და დავიფარავ მათ ზიანისა და ტანჯვისგან. ისინი, ვინც არ განმისაზღვრავს წინასწარ, არაწმინდა სულების მიერ არიან შეპყრობილნი; ესენი არიან გაშეშებულნი, გონებაჩლუნგნი და სულიერად გაუცისკროვნებელნი, რომელთაც არ შეუძლიათ ეკლესიების დამწყემსვა (ანუ ისინი, ვისაც ენთუზიაზმი აქვთ, მაგრამ ხილვებთან დაკავშირებით ბუნდოვანება აქვთ). სწრაფად უნდა მომშორდე თვალთახედვიდან და რაც მალე, მით უკეთესი, რათა შენი დანახვისას არ შემზიზღდე და არ განვრისხდე. თუ სწრაფად გაეცლები აქაურობას, ნაკლებ გაკიცხვას მიიღებ — მაგრამ რაც უფრო დააყოვნებ, მით უფრო მკაცრი იქნება გაკიცხვა. გესმის? შეწყვიტე ასე უსირცხვილოდ ქცევა! თავაშვებული და აღვირახსნილი ხარ, დაუდევარი და წარმოდგენაც არ გაქვს, როგორი საცოდავი ხარ! შენ ხარ ბრმა!
ისინი, ვინც ჩემს სასუფეველში ძალაუფლებას ფლობენ, ჩემ მიერ საგულდაგულოდ არიან შერჩეულნი და არაერთი გამოცდა აქვთ გავლილი; მათ ვერავინ დაამარცხებს. ძალა მივეცი მათ, ამიტომ ისინი არასოდეს დაეცემიან და არ გადაუხვევენ გზიდან. ისინი ღირსეულად მივიჩნიე. დღეიდან თვალთმაქცნი თავიანთ ჭეშმარიტ სახეს გამოაჩენენ. მათ ყოველგვარი სამარცხვინო საქმის ჩადენა შეუძლიათ, მაგრამ საბოლოოდ, თავს ვერ დააღწევენ ჩემს ხელს, რომელიც სატანას კიცხავს და ფერფლად აქცევს. ჩემი ტაძარი წმინდა და უბიწო იქნება. ყოველივე ეს ჩემი დამოწმება, ჩემი გამოჩინება და ჩემი სახელის დიდებაა. ჩემი ტაძარი ჩემი მარადიული სავანე და ჩემი მარადიული სიყვარულის ობიექტია; მე მუდმივად ვეფერები მას სიყვარულის ხელით, ვანუგეშებ სიყვარულის ენით, ვზრუნავ მასზე სიყვარულის თვალებით და ვიხუტებ სიყვარულის წიაღში, რათა არასოდეს წამოეგოს ბოროტთა მზაკვრობებს და არ იქნას შეცდენილი სატანის მიერ. დღეს, ისინი, ვინც მემსახურებიან, მაგრამ არ არიან გადარჩენილნი, ჩემ მიერ უკანასკნელად იქნებიან გამოყენებულნი. რატომ ვჩქარობ ამ არსებების მოშორებას ჩემი სასუფევლიდან? რატომ უნდა განვდევნო ისინი ჩემი თვალთახედვიდან? ძვლის ტვინამდე მძულს ისინი! რატომ არ ვიხსნი მათ? რატომ მეზიზღებიან? რატომ უნდა განვგმირო ისინი? რატომ უნდა გავანადგურო? (მათგან მცირედიც კი არ უნდა დარჩეს ჩემს თვალწინ, მათი ფერფლის ჩათვლით.) რატომ? დიდი წითელი დრაკონი, ძველი გველი, ბებერი სატანა კვლავ იმედოვნებს, რომ ჩემს სასუფეველში მუქთად იცხოვრებს! ნუღარ იოცნებებ! ისინი ყველა გაქრებიან და ფერფლად იქცევიან!
მე გავანადგურებ ამ ეპოქას, გარდავქმნი მას ჩემს სასუფევლად და ვიცხოვრებ და გავიხარებ მარადიულად იმ ხალხთან ერთად, ვინც მიყვარს. იმ არაწმინდა არსებებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ჩემს სასუფეველში დარჩენას შეძლებენ. გგონიათ, რომ შეძლებთ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას პირადი გამორჩენისთვის? დაივიწყეთ მსგავსი ფანტაზიები! არ იცით, რომ ჩემი თვალები გულდასმით იკვლევს ყოველივეს! არ იცით, რომ ყველაფერს ჩემი ხელი წარმართავს და განაგებს! ნუ იფიქრებთ, რომ ასეთი კეთილშობილები ხართ! თითოეულმა თქვენგანმა თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს. ნუ მოაჩვენებთ თავს თავმდაბლად (ვგულისხმობ მათ, ვინც კურთხეულნი არიან) ან ნუ აკანკალდებით და ნუ შეგეშინდებათ (ვგულისხმობ მათ, ვისაც უბედურება მოელის). ახლა, ადამიანები, ყველა თავად უნდა ფლობდეს ცოდნას საკუთარ გულში. თუნდაც სახელით არ მოგიხსენიოთ, მაინც დარწმუნებულნი უნდა იყოთ, რადგან ჩემი სიტყვები თითოეული ადამიანისკენ მივმართე. მიუხედავად იმისა, ჩემი რჩეული ხართ თუ არა, ჩემი სიტყვები თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობებს ეხება. ანუ, თუ ჩემს რჩეულთა შორის ხართ, მაშინ ვსაუბრობ ჩემ მიერ რჩეულთა მდგომარეობაზე იმის საფუძველზე, თუ როგორ წარმოაჩინეთ თავი; რაც შეეხება მათ, ვინც არ არიან ჩემი რჩეულნი, მათ შესახებაც მათი მდგომარეობის შესაბამისად ვსაუბრობ. ამიტომ, ჩემი სიტყვები გარკვეულ ზღვრამდე ითქვა; თითოეულ თქვენგანს კარგად უნდა ესმოდეს ეს. ნუ მოიტყუებთ თავს! ნუ გეშინიათ! რადგან ადამიანთა რიცხვი მხოლოდ მცირედით შემოიფარგლება, თვალთმაქცობა არ გაჭრის! ვისზეც ვიტყვი, რომ რჩეულია, ის რჩეულია და რაც არ უნდა კარგად გამოგდიოდეს თვალთმაქცობა, ჩემი სულიერი მონაცემების გარეშე, მარცხს განიცდი. რადგან ჩემი სიტყვა აბსოლუტურია, შემთხვევით არ ვშლი ჩემსავე გეგმებს; ვაკეთებ იმას, რაც მსურს, რადგან ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სწორია. მე უზენაესი ვარ და მე ერთადერთი ვარ. ნათელია ეს თქვენთვის? გესმით?
ახლა, ჩემი სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ისინი, ვინც ბოროტებას სჩადიან და ვინც მრუდენი და მზაკვარნი არიან, ასევე ბევრს შრომობენ წინსვლის საძიებლად და პირადი ძალისხმევის გამოსაჩენად. მათ სურთ, მხოლოდ მცირე საფასური გადაიხადონ, რათა ჩემს სასუფეველში შემოიპარონ. მათ უნდა განდევნონ მსგავსი ფიქრები! (ამ ადამიანებს იმედი არ აქვთ, რადგან არ მიმიცია მათთვის მონანიების შესაძლებლობა.) მე ვდარაჯობ ჩემი სასუფევლის კარიბჭეს. გჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ჩემს სასუფეველში შესვლა, როგორც მოესურვებათ? გჯერა, რომ ჩემი სასუფეველი უბრალოდ მიიღებს ნებისმიერი სახის ნაგავს? რომ ჩემი სასუფეველი მიიღებს ნებისმიერი სახის უსარგებლო ნარჩენს? შენ ცდები! დღეს, სასუფეველში ისინი არიან, ვინც ჩემთან ერთად ფლობენ სამეფო ძალაუფლებას; მე საგულდაგულოდ მოვახდინე მათი კულტივირება. ეს არ არის ის, რისი მიღწევაც მხოლოდ სურვილით შეიძლება; ჩემი თანხმობა უნდა მოიპოვო. გარდა ამისა, ეს არ არის ისეთი რამ, რაც ვინმესთან ერთად უნდა იქნას განხილული; ეს არის ის, რასაც თავად ვაგვარებ. რასაც ვიტყვი, ისე იქნება. ჩემი საიდუმლოებები ეცხადებათ მათ, ვინც მიყვარს. ისინი, ვინც ბოროტებას სჩადიან — ანუ ისინი, ვინც არ ამირჩევია — არ არიან უფლებამოსილნი, მიიღონ ეს საიდუმლოებები. მათ ეს საიდუმლოებები რომც მოესმინათ, ვერ გაიგებდნენ, რადგან სატანამ თვალები დაუბრმავა და ჩაიგდო ხელში მათი გულები, გაანადგურა რა მათი მთელი არსება. რატომ არის ნათქვამი, რომ ჩემი ქმედებები საოცარი და ბრძნულია და რომ ყველაფერს ჩემს სამსახურში წარვმართავ? მე გადავცემ სატანას მათ, ვინც არ არიან ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრულნი და რჩეულნი, რათა დასაჯოს და გახრწნას ისინი და ამაში ჩარევა არ დამჭირდება; აი, როგორი ბრძენი ვარ! ვის უფიქრია ოდესმე ამაზე? ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ჩემი დიადი საქმე აღსრულდა, განა ასე არ არის?