თავი 85

მე სხვადასხვა ადამიანს ვიყენებ ჩემი ნების აღსასრულებლად: ჩემი წყევლა სრულდება მათზე, ვისაც ვკიცხავ, ისევე როგორც ჩემი კურთხევა — მათზე, ვინც მიყვარს. ახლა, საკითხი იმის შესახებ, თუ თქვენ შორის ვისზე გადმოვა ჩემი კურთხევა და ვინ დაექვემდებარება ჩემს წყევლას, მთლიანად ჩემს ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული; ყოველივე ეს ჩემი გამონათქვამებით განისაზღვრება. შენ იცი, რომ ვის მიმართაც ახლა კეთილგანწყობილი ვარ, მასზე აუცილებლად მუდამ გადმოვა ჩემი კურთხევა (რაც იმას ნიშნავს, რომ თანდათანობით შემიცნობს და სულ უფრო მეტად დარწმუნდება ჩემში, მიიღებს ახალ ნათელსა და გაცხადებებს და შეძლებს ფეხი აუწყოს ჩემი საქმის ტემპს). ვისაც შევიზიზღებ (ეს არის რაღაც ჩემს შიგნით, რასაც ადამიანები გარედან ვერ ხედავენ), ისინი არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლად დაიტანჯებიან ჩემი წყევლით და უდავოდ დიდი წითელი დრაკონის შთამომავალთა შორის არიან; აქედან გამომდინარე, ისინი გაიზიარებენ მისდამი ჩემს წყევლას. რაც შეეხება მათ, ვისაც არავითარ პატივს არ ვცემ, ვისაც მივიჩნევ, რომ სუსტი სულიერი მონაცემები აქვთ, ვისი სრულყოფაც შეუძლებელია და ჩემ მიერ ვერ იქნებიან გამოყენებულნი, მათ მაინც ექნებათ გადარჩენის შანსი და ისინი ჩემს ძეთა შორის იქნებიან. თუ ვინმეს არ აქვს ჩემი სულიერი მონაცემები, სულიერი გაგება და არ მიცნობს, მაგრამ აქვს ენთუზიაზმი, მაშინ ეს ადამიანი ჩემი ხალხიდან ერთ-ერთად ჩაითვლება. მივიჩნევ, რომ ისინი, ვინც ჩემს წყევლას იზიარებენ, ხსნას აღარ ექვემდებარებიან და სწორედ ისინი არიან შეპყრობილნი ბოროტი სულებით. მოუთმენლად ველი მათ გაძევებას. ისინი დიდი წითელი დრაკონის მიერ არიან შობილნი და სწორედ ისინი მძულს ყველაზე მეტად. ამიერიდან, აღარ მჭირდება, რომ მათ ჩემთვის იმსახურონ. მე ისინი არ მინდა! არცერთი მათგანი! ჩემ წინაშე რომც იტირო და კბილთა ღრჭენას მიეცე, ამას არავითარი შედეგი არ ექნება; არც კი შევხედავ ამას და მოგიშორებ. ვინ გგონია შენი თავი? იმსახურებ კი ჩემ წინაშე ყოფნას? ხარ კი ამის ღირსი? კვლავაც კეთილ ადამიანად მოგაქვს თავი და თავმდაბლობას იჩემებ! მას შემდეგ, რაც ამდენი უთვალავი ბოროტი საქმე ჩაიდინე, შემიძლია კი დაგინდო? როგორც კი ჩემ წინაშე წამოდგები, მაშინვე კვლავ იწყებ ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევას. არასოდეს გქონია კეთილი განზრახვები; მხოლოდ ჩემი გასულელება გსურს! ნუთუ მართლა შეგიძლია გახდე კეთილი მაშინ, როცა დიდი წითელი დრაკონის შთამომავალი ხარ? შეუძლებელია! უკვე დაწყევლილი ხარ ჩემ მიერ და ძირფესვიანად განგსჯი! მემსახურე მთელი გულით, მორჩილად და დისციპლინირებულად, და შემდეგ დაბრუნდი შენს უძირო უფსკრულში! გსურს წილი გქონდეს ჩემს სასუფეველში — შენ ოცნებობ! რა უსირცხვილო ხარ! შენ, შენი ბინძური და ჭუჭყიანი სხეულით, გარკვეულწილად გახრწნილი ხარ, მაგრამ მაინც გაქვს თავხედობა, იდგე ჩემ წინაშე! გამეცალე! თუ კიდევ დააყოვნებ, სასტიკად დაგსჯი! ყველა, ვინც ჩემ წინაშე სიმრუდითა და მზაკვრობით არის დაკავებული, მხილებულ უნდა იქნას. სად შეგიძლია დაიმალო? სად შეგიძლია შეაფარო თავი? რამდენიც არ უნდა ეცადო თავის არიდებას ან დამალვას, მართლა შეგიძლია დააღწიო თავი ჩემს კონტროლს? თუ ჯეროვნად არ მემსახურები, მაშინ კიდევ უფრო ხანმოკლე სიცოცხლე გექნება; შენ მყისიერად განადგურდები!

თქვენ სრული სიცხადით გეუბნებით, თუ როგორი ადამიანები არიან ჩემი პირმშო ძენი და ზუსტ დასტურს გაძლევთ. სხვაგვარად, თქვენ ვერ შეძლებდით თქვენი კუთვნილი ადგილების დაკავებას და ნაცვლად ამისა, განურჩევლად მიიღებდით გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა ყოფილიყო თქვენი ადგილები. ზოგიერთი ზედმეტად თავმდაბალი იქნებოდა, ზოგიერთი კი — ზედმეტად ამპარტავანი და თავშეუკავებელი; და ისინი, ვისაც არ აქვს ჩემი სულიერი მონაცემები ან ვისი სულიერი მონაცემებიც მეტისმეტად დაბალია, ყველანი ისურვებდნენ ჩემს პირმშო ძეებად ყოფნას. ზუსტად რა არის ჩემი პირმშო ძეების გამოვლინებები? პირველ რიგში, ისინი ყურადღებას ამახვილებენ ჩემი განზრახვების აღქმაზე და ითვალისწინებენ მათ. უფრო მეტიც, თითოეულ მათგანში სულიწმიდა მოქმედებს. მეორეც, ისინი დაჟინებით ისწრაფვიან თავიანთ სულებში, არ მოქმედებენ თავნებად და მუდამ იცავენ ჩემს საზღვრებს; ისინი უკიდურესად ნორმალურები არიან და არ მიმართავენ მიბაძვას. (რადგან ისინი ყურადღებას ამახვილებენ სულიწმიდის საქმის აღქმაზე და ითვალისწინებენ მათდამი ჩემს სიყვარულს, ისინი მუდამ ფრთხილობენ და აქვთ ღრმა შიში იმისა, რომ ექნებათ გული, რომელიც მიღალატებს ან წინააღმდეგობას გამიწევს.) მესამეც, ისინი მთელი გულით მოქმედებენ ჩემთვის, შესწევთ უნარი, მთლიანად შემომწირონ საკუთარი თავი და უკვე უარყვეს ყოველგვარი ფიქრი საკუთარ სამომავლო პერსპექტივებზე, თავიანთ სიცოცხლეზე, იმაზე, თუ რას ჭამენ, იცვამენ, იყენებენ და სად ცხოვრობენ. მეოთხეც, მათ მუდმივად შიათ და სწყურიათ სამართლიანობა და სჯერათ, რომ ძალიან ბევრი რამ აკლიათ და რომ მათი სულიერი ზრდა მეტისმეტად მოუმწიფებელია. მეხუთეც, როგორც ადრე აღვნიშნე, მათ აქვთ კარგი რეპუტაცია წუთისოფელში, მაგრამ წუთისოფლის ხალხის მიერ გარიყულნი არიან. საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში ისინი ფლობენ ზნეობრივ მთლიანობას. ყოველივე ეს არის დასტური, მაგრამ ახლა არ შემიძლია სრულად გამოვავლინო ეს საკითხი თქვენთვის, რადგან ჩემს საქმეს ჯერ არ მიუღწევია ამ ეტაპისთვის. პირმშო ძენო, გახსოვდეთ! თქვენში არსებული სიცოცხლის გრძნობები, თქვენი ჩემდამი შიში, თქვენი ჩემდამი სიყვარული, ჩემი შეცნობა, თქვენი ჩემკენ სწრაფვა, თქვენი რწმენა — ყოველივე ეს განასახიერებს ჩემს სიყვარულს თქვენდამი; ეს ყველაფერი არის დასტური, რომელსაც მე გაძლევთ, რათა თქვენ ჭეშმარიტად გახდეთ ჩემი საყვარელი ძენი და იყოთ ჩემი მსგავსნი, ჭამდეთ, ცხოვრობდეთ და ტკბებოდეთ კურთხევებით ჩემთან ერთად უბადლო დიდებაში.

მე არ შემიძლია ვაპატიო არცერთ მათგანს, ვინც წარსულში მდევნიდა, არ მიცნობდა (მათ შორის, სანამ ჩემი სახელის დამოწმება მოხდებოდა) და მიმიჩნევდა ადამიანად, ან მათ, ვინც მგმობდა ან ცილს მწამებდა. ახლა რომც გასცენ ჩემზე ყველაზე მჭექარე მოწმობა, ეს მაინც არ იქნება საკმარისი. წარსულში ჩემი დევნა ჩემთვის მსახურების ერთ-ერთი გზა იყო და დღეს რომ ამ ადამიანებმა ჩემზე მოწმობა გასცეს, ისინი მაინც ჩემი იარაღები იქნებიან. მხოლოდ ისინი, ვინც დღეს ჭეშმარიტად სრულყოფილნი არიან ჩემ მიერ, არიან ჩემთვის გამოსადეგნი, რადგან მე ვარ თავად სამართლიანი ღმერთი და მე გამოვედი ხორციდან და გავთავისუფლდი დედამიწისეული ყველა კავშირისგან. თავად ღმერთი ვარ და ყველა ადამიანი, მოვლენა და საგანი, რომლებიც ჩემ გარშემო იყო, ჩემს ხელთაა. არ მაქვს ხორციელი გრძნობები და ყოველგვარ საქმეში სამართლიანობას აღვასრულებ. მართალი ვარ და ოდნავი სიბინძურითაც კი არ ვარ შებილწული. გესმით ჩემი სიტყვების მნიშვნელობა? შეგიძლიათ თქვენც მიაღწიოთ ამას? ადამიანებს ჰგონიათ, რომ მეც მაქვს ნორმალური ადამიანობა, მყავს ოჯახი და მაქვს ხორციელი გრძნობები — მაგრამ იცით თუ არა, რომ სრულიად ცდებით? მე ვარ ღმერთი! დაგავიწყდათ ეს? დაბნეულნი ხართ? თქვენ ჯერ კიდევ არ მიცნობთ მე!

ჩემი სამართლიანობა სრულად გაცხადდა თქვენთვის. ნებისმიერი გზა, რომლითაც ვეპყრობი ნებისმიერი სახის ადამიანს, ავლენს როგორც ჩემს სამართლიანობას, ისე ჩემს დიდებულებას. რადგან მე ვარ თავად ღმერთი, რომელსაც თან მოაქვს რისხვა, არ დავინდობ არცერთ ადამიანს, ვინც მდევნიდა ან მლანძღავდა. ასეთი მკაცრი მოთხოვნის პირობებში, ნათლად გააცნობიერეთ ეს? ისინი, ვინც ავირჩიე და წინასწარ განვსაზღვრე, იშვიათ მარგალიტებს ან აქატის ქვებს ჰგვანან; ისინი თითზე ჩამოსათვლელნი არიან და იშვიათად გვხვდებიან. ეს იმიტომ, რომ აუცილებლად გაცილებით ნაკლები იქნება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც იმეფებენ, ვიდრე იმათი, ვინც ჩემი ხალხი იქნება. მხოლოდ ამგვარად შეიძლება ჩემი დიდი ძალმოსილების ჩვენება და ჩემი საოცარი საქმეების გამოვლენა. ხშირად ვამბობ, რომ დაგაჯილდოებთ და გვირგვინებს გიბოძებთ თქვენ და რომ ჩემთან არის დაუსრულებელი დიდება. რას ვგულისხმობ ჯილდოებში, გვირგვინებსა და დიდებაში? ადამიანებს აქვთ წარმოდგენა, რომ ჯილდოები არის მატერიალური საგნები, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი ან სხვა რამ, რისი გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ეს მთლიანად კაცობრიობის ძველი აზროვნების წესია; ეს არ არის ის, რასაც ვგულისხმობ ამ ტერმინებში, არამედ ეს არის მცდარი წარმოდგენა. ჯილდოები არის ის, რასაც ახლავე იღებთ და ისინი მადლის ნაწილია. თუმცა, არსებობს ზოგიერთი ჯილდოც, რომელიც დაკავშირებულია ხორციელ სიამოვნებებთან და მათ, ვინც ჩემთვის შრომობს, მაგრამ ვისაც მე არ გადავარჩენ, ასევე შეუძლიათ მიიღონ გარკვეული მატერიალური სიამოვნება (თუმცა, ეს მაინც მხოლოდ მატერიალური საგნებია, რომლებიც მემსახურება). გვირგვინი არ არის თანამდებობის ნიშანი; ანუ, ეს არ არის მატერიალური საგანი, რომელსაც გიბოძებთ, რათა დატკბეთ მისით. პირიქით, ეს არის ახალი სახელი, რომელსაც განიჭებთ და ვინც თქვენ შორის შეძლებს იცხოვროს თავისი ახალი სახელის შესაბამისად, იქნება ადამიანი, რომელმაც მოიპოვა გვირგვინი, რაც ჩემი კურთხევების მოპოვებას ნიშნავს. ჯილდოები და გვირგვინები კურთხევების ნაწილია, მაგრამ კურთხევებთან შედარებით ისინი ცა და დედამიწასავით განსხვავდება. დიდება უბრალოდ არ შეიძლება წარმოიდგინოთ ადამიანური წარმოდგენებით, რადგან დიდება არ არის მატერიალური საგანი და ადამიანების წარმოდგენა მასზე განსაკუთრებით აბსტრაქტულია. მაშ, ზუსტად რა არის დიდება? რას ნიშნავს იმის თქმა, რომ ჩემთან ერთად დიდებაში გარდამოხვალთ? ჩემი მთლიანობა — ანუ, ჩემი არსება და ის, რაც გამაჩნია: წყალობა და კეთილმოსურნე სიყვარული (ჩემი ძეების მიმართ) და სამართლიანობა, დიდებულება, სამსჯავრო, რისხვა, წყევლა და დაწვა (ყველა ადამიანის მიმართ) — ჩემი პიროვნება არის დიდება. რატომ ვამბობ, რომ ჩემთან არის დაუსრულებელი დიდება? იმიტომ, რომ ჩემთან არის დაუსრულებელი სიბრძნე, ისევე როგორც შეუდარებელი სიუხვე. ამიტომ, ჩემთან ერთად დიდებაში გარდამოსვლა ნიშნავს, რომ უკვე სრულქმნილნი ხართ ჩემ მიერ და ფლობთ ჩემს არსებას და იმას, რაც გამაჩნია; სრულქმნილნი ხართ ჩემ მიერ, გაქვთ ჩემდამი ღვთისმოშიში გული და არ მეწინააღმდეგებით. უდავოდ, ეს ახლა უკვე ნათელია თქვენთვის!

დედამიწაზე ყველა ერის დაძაბულმა მდგომარეობამ კულმინაციას მიაღწია და ისინი ყველა დუღან და ემზადებიან ჩემთვის სამსახურის გასაწევად და ჩემი წვის მისაღებად. როდესაც ჩემი რისხვა და წვა მოვა, მანამდე არავითარი წინასწარი ნიშანი არ იქნება. თუმცა, ვიცი, რასაც ვაკეთებ; არავინ იცის ეს ჩემზე უკეთ. დარწმუნებულნი უნდა იყოთ ჩემს სიტყვებში და უნდა იჩქაროთ, რომ ყველაფერი მზად გქონდეთ. იყავით მზად იმ ხალხის სამწყემსად, რომელიც საზღვარგარეთიდან მოდის საძიებლად. გახსოვდეთ ეს! ჩინეთი — ანუ, თითოეული ადამიანი და ადგილი ჩინეთში — ექვემდებარება ჩემს წყევლას. გესმით ჩემი სიტყვების მნიშვნელობა?

წინა:  თავი 84

შემდეგი:  თავი 86

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger