თავი 84
ჩემ შესახებ ცოდნის ნაკლებობის გამო, ადამიანებმა უთვალავჯერ ჩაშალეს ჩემი მართვა და ძირი გამოუთხარეს ჩემს გეგმებს, მაგრამ მათ არასოდეს შეეძლოთ ჩემი წინსვლის შეფერხება. ეს იმიტომ, რომ მე ვარ სიბრძნის ღმერთი. ჩემშია უსაზღვრო სიბრძნე და ჩემშია უსაზღვრო და შეუცნობელი საიდუმლოებები. უხსოვარი დროიდან მარადისობამდე ადამიანებს არასდროს შეეძლოთ და ვერც ვერასოდეს შეძლებენ მათ შეცნობას და სრულად გაგებას. განა ასე არ არის? არა მხოლოდ სიბრძნეა ყოველ სიტყვაში, რომელსაც წარმოვთქვამ, არამედ თითოეული სიტყვა ასევე შეიცავს ჩემს დაფარულ საიდუმლოებებს. ჩემთან ყველაფერი საიდუმლოა; ჩემი ყოველი ნაწილი საიდუმლოა. დღეს თქვენ მხოლოდ საიდუმლო იხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იხილეთ ჩემი პიროვნება — მაგრამ ჯერ არ ამოგიხსნიათ ეს საიდუმლო, რომელიც მასშია დაფარული. ადამიანებს ჩემს სასუფეველში შესვლა მხოლოდ ჩემი წინამძღოლობის მიყოლით შეუძლიათ; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი წუთისოფელთან ერთად წარწყმდებიან და ფერფლად იქცევიან. მე ვარ თავად სრული ღმერთი; მე არავინ ვარ, თუ არა თავად ღმერთი. წინანდელი გამონათქვამები, როგორიცაა „ღვთის გამოჩინება“, უკვე მოძველებულია; ისინი გაცვეთილი, ძველი რამეებია, რომლებიც უკვე აღარ გამოიყენება. თქვენგან რამდენმა დაინახა ეს ნათლად? თქვენგან რამდენი დარწმუნდა ჩემში ამ დონეზე? ყველაფერი ნათლად უნდა აიხსნას და მიეთითოს ჩემ მიერ.
სატანის სასუფეველი განადგურდა და მისი ხალხი მალე დაასრულებს ჩემთვის შრომას. სათითაოდ განიდევნებიან ისინი ჩემი სახლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ, ვინც სხვადასხვა როლს ირგებდა, დღეს თავისი ნამდვილი სახე გამოააშკარავეს და ყველა მათგანი მოიკვეთება ჩემი სასუფევლიდან. არ დაგავიწყდეთ! დღეიდან მოყოლებული, ყველა, ვისაც მე მივატოვებ, მათ შორის ისინიც, ვინც წარსულში მივატოვე, არიან ისინი, ვინც უბრალოდ როლს ასრულებენ და უბრალოდ თვალთმაქცობენ; ისინი მხოლოდ სპექტაკლს დგამდნენ ჩემთვის და როგორც კი ეს პიესა დასრულდება, მათ სცენა უნდა დატოვონ. ისინი, ვინც ჭეშმარიტად ჩემი ძენი არიან, ოფიციალურად იქნებიან ჩემს სასუფეველში, რათა მიიღონ ჩემი სიყვარული და დატკბნენ იმ კურთხევებით, რომლებიც დიდი ხნის წინ მოვამზადე თქვენთვის. კურთხეულნი არიან პირმშო ძენი! რადგან თქვენ წინასწარ გაიწვრთენით ჩემ მიერ, ახლა უკვე გამოსადეგნი ხართ ჩემთვის. გწამდეთ, რომ მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი. ის, რისი მიღწევაც ადამიანებს არ შეუძლიათ, მე შეუფერხებლად შემიძლია ამის გაკეთება და აქ შეჯიბრებისთვის ადგილი ნამდვილად არ არის. ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ და რომ არ ხართ გამოსადეგნი, იყოთ ჩემი პირმშო ძენი. თქვენ აბსოლუტურად ღირსნი ხართ! ეს იმიტომ, რომ ყველაფრის შესრულება ჩემზეა დამოკიდებული; ყველაფრის შესრულება მთლიანად ჩემზეა მინდობილი. რატომ გრძნობთ ახლა, რომ ასეთი სულიერი ზრდა გაქვთ? ეს უბრალოდ იმიტომ, რომ ჯერ არ დამდგარა დრო, რომ ჭეშმარიტად გამოგიყენოთ. დიდი ნიჭის გამოყენება წვრილმანი მიზნებისთვის არ შეიძლება; გესმით? მთელ სამყაროში, ნუთუ მხოლოდ პატარა ჩინეთით ხართ შემოფარგლულნი? ანუ, მთელ სამყაროში მცხოვრები ყველა ადამიანი გადმოგეცემათ თქვენ, რათა დამწყემსოთ და წინამძღოლობა გაუწიოთ, რადგან თქვენ ხართ პირმშო ძენი და თქვენი ძმების წინამძღოლობა თქვენი შესასრულებელი მოვალეობაა. კარგად იცოდეთ ეს! მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მე გაძლევთ საშუალებას, დატკბეთ. მე ვარ ის, ვინც მოქმედებს — სულიწმიდა მოქმედებს ყველგან და პირადად იძლევა მითითებებს.
წარსულში ადამიანებს არ ესმოდათ ჩემი ხსნა. ახლა გესმით? ჩემს ხსნას რამდენიმე ასპექტი აქვს: ერთი ის არის, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის აბსოლუტურად არ არსებობს წინასწარგანსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საერთოდ არ შეუძლიათ დატკბნენ ჩემი მადლით; მეორე ის არის, რომ არიან ისეთებიც, რომლებიც თავდაპირველად წინასწარგანსაზღვრულნი არიან, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტკბებიან ჩემი მადლით, მაგრამ გარკვეული, ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრული დროის შემდეგ, მე მათ მოვიკვეთ და შემდეგ მათი სიცოცხლე მთლიანად დასრულდება. კიდევ ერთი ასპექტი ის არის, რომ არიან ისეთებიც, რომლებიც მე წინასწარ განვსაზღვრე და ავირჩიე და, რომლებიც მარადიული კურთხევებით ტკბებიან; ისინი ტკბებიან ჩემი მადლით დასაწყისიდან ბოლომდე, მათ შორის იმ გასაჭირით, რომელიც მათ ჩემს მიღებამდე და მიღების შემდეგ გამოიარეს, ისევე როგორც იმ გაცისკროვნებითა და განათებით, რომელიც მათ ჩემი მიღების შემდეგ მიიღეს. ამიერიდან ისინი დაიწყებენ კურთხევებით ტკბობას — სხვაგვარად რომ ვთქვათ, მე საფუძვლიანად გადავარჩენ ამ ადამიანებს. ეს არის ჩემი დიადი საქმის დასრულების ყველაზე აშკარა გამოხატულება. მაშ, რას გულისხმობს კურთხევები? მოდით, გკითხოთ: რისი გაკეთება გსურთ ყველაზე მეტად? რა გძულთ ყველაზე მეტად? რისი მიღების იმედი გაქვთ ყველაზე მეტად? თქვენ წარსულში გაიარეთ ტკივილი და გასაჭირი, ყველაფერი ჩემს მოსაპოვებლად და, რათა თქვენი სიცოცხლე გაზრდილიყო; ეს მადლის ნაწილს წარმოადგენს. „კურთხევები“ ნიშნავს, რომ მომავალში თქვენ აღარ გექნებათ ის, რაც გძულთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი აღარ იქნება თქვენს რეალურ ცხოვრებაში; ისინი მთლიანად მოშორდება თქვენი თვალთახედვიდან. ოჯახი, სამსახური, ცოლი, ქმარი, შვილები, მეგობრები და ნათესავები, და ის სამჯერადი კვებაც კი, რომელიც ყოველდღე გძულთ, გაქრება. (ეს ნიშნავს, რომ არ იქნები შეზღუდული დროით და მთლიანად გამოხვალ ხორციდან. მხოლოდ მაშინ, როდესაც სულში იქნები მაძღარი, შეძლებ შენი სხეულის შენარჩუნებას, მაგრამ ეს ეხება შენს სხეულს და არა ხორცს. შენ იქნები სრულიად თავისუფალი და ტრანსცენდენტური. ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე აშკარა სასწაული, რომელიც ღმერთმა გამოავლინა სამყაროს შექმნის დღიდან.) მიწის ყველა ნაწილაკი მოშორდება თქვენს სხეულებს და თქვენ მთლიანად იქნებით სულიერი სხეულები, რომლებიც წმინდა და შეუბილწავია, რომლებსაც შეეძლებათ იმოგზაურონ მთელ სამყაროში და დედამიწის კიდეებამდე. იმ დროიდან მოყოლებული გათავისუფლდებით მთელი ამ დამღლელი რეცხვისა და ხეხვისგან და უბრალოდ სრულად დატკბებით. ამიერიდან, აღარ იფიქრებთ ქორწინებაზე (რადგან მე ვასრულებ ეპოქას და არ ვქმნი სამყაროს) და აღარ იქნება მშობიარობის ტკივილები, რომლებიც ყველაზე მტანჯველია ქალებისთვის. მომავალში აღარც იმუშავებთ და აღარც იშრომებთ. სრულად ჩაეფლობით ჩემი სიყვარულის წიაღში და დატკბებით იმ კურთხევებით, რომლებიც გიბოძეთ. ეს აბსოლუტურია. სანამ ამ კურთხევებით დატკბებით, მადლი კვლავაც გამოგყვებათ. ყველაფერი, რაც თქვენთვის მოვამზადე — ანუ იშვიათი და ძვირფასი საუნჯე მთელი მსოფლიოდან — გადმოგეცემათ. ახლა არც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ან იფიქროთ ამ ყველაფერზე და აქამდე არავინ დამტკბარა მათით. როდესაც ეს კურთხევები თქვენზე გადმოვა, უსასრულოდ აღფრთოვანებულნი იქნებით — მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ძლევამოსილების, ჩემი საქმეების, ჩემი სამართლიანობის და, მით უმეტეს, ჩემი დიდებულების დამსახურებაა. (მე შევიწყალებ მას, ვისი შეწყალებაც მსურს და შევიბრალებ მას, ვისი შებრალებაც მსურს.) იმ დროს არ გეყოლებათ მშობლები და აღარ იარსებებს სისხლით ნათესაობა. ყველანი ხართ ადამიანები, რომლებიც მე მიყვარს, ჩემი საყვარელი ძენი. იმ დროიდან მოყოლებული, ვერავინ გაბედავს თქვენს დაჩაგვრას. ეს იქნება დრო, როდესაც ზრდასრულებად ჩამოყალიბდებით, ისევე როგორც დრო, როდესაც რკინის კვერთხით უხელმძღვანელებთ მირიად ერს! ვინ გაბედავს ჩემი საყვარელი ძეების შეფერხებას? ვინ გაბედავს მათზე თავდასხმას? ყველას შეეშინდება ჩემი საყვარელი ძეების, რადგან მამამ მოიპოვა დიდება. ყველაფერი ის, რისი წარმოდგენაც კი არავის შეეძლო, თქვენ თვალწინ გამოჩნდება; ის იქნება შეუზღუდავი, ამოუწურავი და უსასრულო. უახლოეს მომავალში, ნამდვილად აღარ დაგწვავთ მზე და აღარ მოგიწევთ მტანჯველი სიცხის ატანა და ნამდვილად აღარ დაიტანჯებით სიცივით და აღარ იგრძნობთ წვიმის, თოვლის ან ქარის შეხებას. ეს იმიტომ, რომ მე თქვენ მიყვარხართ და ეს მთლიანად ჩემი სიყვარულის სამყარო იქნება. მე მოგცემთ ყველაფერს, რაც გსურთ და მოგიმზადებთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ. ვინ გაბედავს იმის მტკიცებას, რომ მე არ ვარ სამართლიანი? მე მყისიერად განგგმირავ შენ, რადგან ადრეც მითქვამს, რომ ჩემი რისხვა (ბოროტთა მიმართ) მარადისობაში გაგრძელდება და ოდნავადაც არ დავნებდები. თუმცა, ჩემი სიყვარულიც (ჩემი საყვარელი ძეების მიმართ) მარადიულად გაგრძელდება; მე მას ოდნავადაც არ შევაკავებ.
დღეს, ადამიანები, რომლებიც ჩემს სიტყვებს როგორც განკითხვას ისე ისმენენ, არიან ისინი, ვინც არასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, იმ დროისთვის, როდესაც ისინი ამას აღმოაჩენენ, სულიწმიდას ისინი უკვე მიტოვებული ეყოლება. მთელი სამყაროდან პირმშო ძენი თქვენ შორის არიან არჩეულნი, მაშინ როდესაც ძენი და ხალხი თქვენს მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. მე ყურადღებას ვამახვილებ მთელ სამყაროზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ძენი და ხალხი მსოფლიოს ყველა ერიდან არიან გამორჩეულნი. გესმით? რატომ ვუსვამ მუდმივად ხაზს იმას, რომ პირმშო ძენი სწრაფად უნდა გაიზარდონ და გავიდნენ ამ უცხოელთა წინსაძღოლად? გესმით ჩემი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა? ეს იმიტომ, რომ ჩინეთი არის ერი, რომელიც მე დავწყევლე; მან ყველაზე მეტად მდევნა მე და ის ყველაზე მეტად მძულს. იცოდეთ ეს! ჩემი პირმშო ძენი და მე ზეციური ვართ და უნივერსალური ხალხი ვართ; ჩვენ არცერთ კონკრეტულ ერს არ ვეკუთვნით. თქვენ უნდა შეწყვიტოთ ადამიანურ წარმოდგენებზე ჩაჭიდება! ამის მიზეზი ის არის, რომ ჩემი პიროვნება უკვე გამოგეცხადათ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩემი სიტყვები? რატომ ვამბობ, რომ თქვენ შორის სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანია და რომ წევრები სულ უფრო და უფრო გამოწრთობილნი გახდნენ? ეს იმიტომ, რომ ჩემი მაცხოვნებელი მადლი თანდათანობით მთელი სამყაროსკენ გახდა მიმართული. ისინი, ვინც მოიკვეთნენ, ვინც მიიღეს ჩემი სახელი, არიან ისინი, ვინც შრომობდნენ პირმშო ძეების სრულყოფის გულისთვის. გესმით? რატომ ვამბობ, რომ ისინი ყველანი არიან ისეთები, ვინც ჩემი ძეებისთვის შრომობდნენ? ახლა ჭეშმარიტად გესმით, არა? რიცხვი მართლაც მწირია; ისინი ნამდვილად ცოტანი არიან. თუმცა, ამ ადამიანებმა მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღეს ჩემი ძეების გამო და დატკბნენ ჩემი უხვი მადლით — და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ კაცობრიობას უკანასკნელად ვიხსნი. ახლა იცით ჩემი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა! მე სასტიკად გავკიცხავ ნებისმიერს, ვინც წინააღმდეგობას მიწევს და სახეს მივაბრუნებ მათკენ, ვინც მხარს მიჭერს. ეს იმიტომ, რომ დასაბამიდანვე, მე ყოველთვის ვიყავი დიდებული და სამართლიანი ღმერთი და ყველაფერი გამოვლინდება თქვენ წინაშე. მე ვმოქმედებ სწრაფად, საოცარი გზებით და მალე მოხდება საოცარი მოვლენები, რომლებიც ადამიანებისთვის წარმოუდგენელია. მე ნამდვილად ვგულისხმობ, რომ ეს მოხდება დაუყოვნებლივ და მალე. გესმით? ეძიეთ სიცოცხლეში შესვლა, დაუყოვნებლივ! ჩემო საყვარელო ძენო, ყველაფერი აქ არის თქვენთვის და ყველაფერი არსებობს თქვენი გულისთვის.