თავი 93

რეალობა თვალწინ მიიღწევა და ყოველივე უკვე აღსრულებულია; ჩემი საქმის ტემპი ჩქარდება, როგორც ზეცაში ატყორცნილი რაკეტა აალების შემდეგ. ამას არავინ მოელოდა. მხოლოდ მას შემდეგ გაიგებთ ჩემი სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობას, რაც ყოველივე აღსრულდება. დიდი წითელი დრაკონის შთამომავლობაც არ არის გამონაკლისი; მათ საკუთარი თვალით უნდა იხილონ ჩემი საოცარი საქმეები. არ გეგონოს, რომ რადგან ჩემი საქმეები იხილე და ჩემში დარწმუნდი, არ მიგატოვებ — ეს ასე მარტივი არ არის! აუცილებლად აღვასრულებ ჩემს ნათქვამ სიტყვებსა და ჩემ მიერ გადაწყვეტილ მოვლენებს და ისინი ამაოდ არ დამიბრუნდება. ჩინეთში, ჩემი პირმშო ძეების მცირერიცხოვანი ჯგუფის გარდა, ჩემი ხალხი თითქმის არავინაა. ამიტომ დღეს ნათლად გეუბნებით (დიდი წითელი დრაკონის შთამომავლობას, რომელიც ყველაზე სასტიკად მდევნიდა), რომ არ უნდა გქონდეთ დიდი იმედები და რომ ჩემი საქმის მთავარი აქცენტი (სამყაროს შექმნიდან მოყოლებული) ჩემს პირმშო ძეებსა და ჩინეთის მიღმა არსებულ რამდენიმე ერზე კეთდება. ამის გამო, როდესაც ჩემი პირმშო ძენი გაიზრდებიან, ჩემი განზრახვები შესრულდება. (როგორც კი ჩემი პირმშო ძენი გაიზრდებიან, ყოველივე აღსრულდება, რადგან სამომავლო ამოცანის შესრულება მათ აკისრიათ.) ახლა ამ ადამიანებს ჩემი საოცარი საქმეების მხოლოდ ნაწილის ხილვის უფლებას ვაძლევ, რათა შევარცხვინო დიდი წითელი დრაკონი. ამ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ ამით ტკბობა, არამედ მხოლოდ იმით შეუძლიათ იხარონ, რომ მსახურებას მიწევენ. და მათ სხვა გზა არ აქვთ, რადგან მაქვს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები, და ვის ეყოფა სითამამე მათ დასარღვევად?

ახლა თანაზიარება მექნება უცხოელთა მოსვლასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ვითარებაზე, რათა წინასწარ იცოდეთ, სათანადოდ მოამზადოთ ყოველივე ჩემი სახელის დასამოწმებლად და დადგეთ მათზე მაღლა და მართოთ ისინი. (ვამბობ „დადგეთ მათზე მაღლა და მართოთ ისინი“, რადგან მათ შორის უდიდესიც კი უმცირესია თქვენ შორის.) მათგან თითოეულმა მიიღო სულიწმიდის გაცხადება და მომავალში ისინი ერთსულოვნად და სპონტანურად ჩინეთს მოაწყდებიან. დიდი წითელი დრაკონი მოულოდნელობისგან დაბნეულია და მთელი ძალით ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ დაიმახსოვრეთ ერთი რამ! ჩემი მართვის გეგმა სრულად განხორციელდა და ვერაფერი და ვერავინ გაბედავს ჩემი ნაბიჯების შეფერხებას. მე მათ მუდამ ვუვლენ გაცხადებებს და ისინი სულიწმიდის წინამძღოლობის მიყოლით მოქმედებენ. ისინი ნამდვილად არ იქნებიან შებოჭილნი დიდი წითელი დრაკონის ბორკილებით, რადგან ჩემში ყოველივე განთავისუფლებული და თავისუფალია. მე სათანადოდ განვაგე ყოველივე და ველოდები, რომ შეასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოს მათ დასამწყემსად. ამას მუდამ ვამბობდი, მაგრამ უმეტესობას მაინც მხოლოდ სანახევროდ გჯერათ. ახლა რას იტყვით? გაოგნებულნი ხართ, არა?

ყოველივე ეს მეორეხარისხოვანია; მთავარია, რაც შეიძლება მალე დაასრულოთ ყველა მოსამზადებელი სამუშაო. ნუ შეშფოთდებით. ის, ვინც საქმეს ასრულებს, მე ვარ და, როდესაც დრო დადგება, თავად შევასრულებ ჩემს საქმეს. დიდი წითელი დრაკონი ნამსხვრევებად ვაქციე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩემი სული განეშორა ყველა ადამიანს, გარდა ჩემი პირმშო ძეებისა (და ახლა უფრო ადვილია იმის გამოაშკარავება, თუ ვინ არის დიდი წითელი დრაკონის შთამომავალი). ამ ადამიანებმა დაასრულეს ჩემთვის მსახურების გაწევა და მათ უკან, უძირო უფსკრულში დავაბრუნებ. (ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთ მათგანს არ გამოვიყენებ. ამიერიდან, ჩემი პირმშო ძენი სრულად გამოაშკარავდებიან, და ისინი, ვინც ჩემ გვერდით არიან და ვინც ჩემთვის გამოსადეგნი არიან, ჩემი პირმშო ძენი იქნებიან.) ჩემო პირმშო ძენო, ოფიციალურად ტკბებით იმ კურთხევებით, რომლებსაც გიბოძებთ (რადგან ყველამ, ვინც მძულს, თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა), და ამიერიდან თქვენ შორის აღარ იქნება ჩემდამი წინააღმდეგობის შემთხვევები, ხოლო თქვენ ჭეშმარიტად, ასი პროცენტით დარწმუნებულნი ხართ ჩემში. (მხოლოდ დღეს აღსრულდა ყოველივე ეს სრულად და ეს დრო მე წინასწარ განვსაზღვრე.) ყოველივე, რაც თქვენს გულებსა და გონებაშია, ჩემდამი უსაზღვრო სიყვარული და მოშიშებაა, და მუდამ მადიდებთ და დიდებას მომაგებთ. ჭეშმარიტად ცხოვრობთ ჩემი სიყვარულის მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ. მესამე ცაზე ცხოვრობთ. რაოდენ უბადლო ნეტარება და ბედნიერებაა! ეს სხვა სამყაროა, რომლის წარმოდგენაც ადამიანებს უჭირთ — ჭეშმარიტი, სულიერი სამყარო!

ყველა კატასტროფა ერთმანეთის მიყოლებით იჩენს თავს, ყოველი შემდგომი უფრო მძიმეა და ვითარება დღითიდღე იძაბება. ეს მხოლოდ კატასტროფების დასაწყისია; წინ უფრო მძიმე, ადამიანისთვის წარმოუდგენელი კატასტროფები გველის. დაე, ჩემმა ძეებმა მოაწესრიგონ ისინი; ეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებაა განკარგულებაა და ეს დიდი ხნის წინ განვაგე. ყველა სასწაული და ნიშანი, რომელიც ადამიანს მანამდე არასოდეს უნახავს, ჩემგან მომდინარეობს და ერთმანეთის მიყოლებით ეცხადება უთვალავ ადამიანს (რაც ჩემი სასუფევლის ხალხს გულისხმობს). მაგრამ ეს ისეთი რამ არის, რაც უახლოეს მომავალში მოხდება. ნუ შფოთავთ. წარსულში ყველა საუბრობდა სასუფეველში შესვლაზე, მაგრამ რა მდგომარეობაა სასუფეველში შესვლა? და რა არის სასუფეველი? ფიზიკური ქალაქია? არასწორად გესმით. სასუფეველი არც დედამიწაზეა და არც ფიზიკურ ცაში, არამედ სულიერ სამყაროშია, რომლის დანახვა ან შეხება ადამიანს არ ძალუძს. მხოლოდ ისინი შეძლებენ მასში შესვლას, ვინც ჩემი სახელის მიღების შემდეგ, სრულად სრულქმნილნი არიან ჩემ მიერ და ტკბებიან ჩემი კურთხევებით. სულიერი სამყარო, რომელიც მანამდე ხშირად იყო ნახსენები, სასუფევლის ზედაპირია. თუმცა, სასუფეველში ჭეშმარიტად შესვლა ადვილი საქმე არ არის. ვინც მასში შედის, ჩემი ნებართვა უნდა მიიღოს და პირადად ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრული და რჩეული უნდა იყოს. ამიტომ, სულიერი სამყარო არ არის ის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შესვლა ან გამოსვლა ისე, როგორც მოესურვებათ. წარსულში, ამის შესახებ ადამიანების გაგება მეტისმეტად ზედაპირული იყო და წმინდად ადამიანური წარმოდგენებისგან შედგებოდა. კურთხევებით ტკბობა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც სასუფეველში შედის, ამიტომ ადამიანს არა მხოლოდ არ ძალუძს ამ კურთხევებით ტკბობა, არამედ, უფრო მეტიც, არ შეუძლია მათი დანახვა. ეს არის ჩემი უკანასკნელი ადმინისტრაციული განკარგულება.

წინა:  თავი 92

შემდეგი:  თავი 94

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger