თავი 94
მე ვბრუნდები სიონში, კვლავ ჩემთან მომყავს ჩემი პირმშო ძენი — ნუთუ მართლა გესმით ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა? მე არაერთხელ შეგახსენეთ, რომ მინდა, მალე გაიზარდოთ და ჩემთან ერთად იმეფოთ. გახსოვთ? ეს ყოველივე პირდაპირ კავშირშია ჩემს ხორცშესხმასთან: სიონიდან მოვედი სამყაროში, განვკაცდი, რათა ხორცის მეშვეობით მოვიპოვო ხალხთა ჯგუფი, რომელიც ჩემი გულისა და გონების თანაზიარია და, მას შემდეგ, რაც ამას გავაკეთებ, დავბრუნდები სიონში. ეს ნიშნავს, რომ მე ჯერ კიდევ უნდა დავბრუნდე ხორციდან ჩემს პირვანდელ სხეულში. ეს არის „სიონში დაბრუნების“ ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ეს აგრეთვე ჩემი მთელი მართვის გეგმის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ფოკუსია და, უფრო მეტიც, ეს არის ჩემი მართვის გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის დაბრკოლებაც არავის შეუძლია და რომელიც უმალვე აღსრულდება. ხორცში ყოფნისას თქვენ ვერასდროს მოიშორებთ ადამიანურ წარმოდგენებსა და აზროვნებას და მითუმეტეს ვერ შეძლებთ მიწიერი ჰაერის ან მტვრის მოშორებას, და თქვენ მუდამ თიხა იქნებით; მხოლოდ სხეულში შეგიძლიათ გახდეთ კურთხევებით ტკბობის ღირსნი. რა არის კურთხევები? გახსოვთ? ხორცში კურთხევების გათვალისწინება შეუძლებელია, ამიტომ ხორციდან სხეულისკენ მიმავალი გზა ის გზაა, რომელსაც თითოეული პირმშო ძე უნდა მიჰყვეს. ხორცში თქვენ ჩაგრულები და დევნილები ხართ დიდი წითელი დრაკონის მიერ (რაც იმის გამოა, რომ არ მეფობთ და არ მოგიპოვებიათ დიდება), მაგრამ სხეულში ეს სრულიად განსხვავებული იქნება და თქვენ ამაყები და აღფრთოვანებულები იქნებით. ჩაგვრის დღეები საბოლოოდ დასრულდება და თქვენ სამარადისოდ გათავისუფლდებით და სრულად თავისუფალნი იქნებით. მხოლოდ ამგვარად შემიძლია ჩავდო თქვენში ის, რაც მე ვარ და რაც მე გამაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ ჩემი სულიერი მონაცემები გექნებათ. რაც არ უნდა ბაძავდეს ერთი ადამიანი მეორეს გარეგნულად, ისინი ვერასდროს იქნებიან ზუსტად ერთნაირები. მხოლოდ წმინდა სულიერ სხეულში (იგულისხმება სხეული) შეუძლიათ მათ იყვნენ ზუსტად ერთნაირები (რაც გულისხმობს იმავე სულიერი მონაცემების, იმავე არსების, იმავე კუთვნილებების ქონას და გონების თანაზიარების, ერთიანობის, განუყოფლობისა და დაუნაწილებლობის უნარს, რადგან ისინი წმინდა სულიერი სხეულია).
რატომ დაიწყეთ ახლა ამქვეყნიური ცხოვრების ზიზღით უარყოფა, რატომ გძულთ ჭამა, ჩაცმა და ყოველივე ამგვარი გამაღიზიანებელი რამეები და, უფრო მეტიც, რატომ ვერ ითმენთ, რომ თავი დააღწიოთ მათ? ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ სულიერ სამყაროში (სხეულში) შეხვალთ. თქვენ ყველას გაქვთ ამის წინათგრძნობები (თუმცა ისინი ხარისხობრივად განსხვავდება). მე გამოვიყენებ სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვა მოვლენასა და სხვადასხვა საგანს, რათა ეს ყოველივე ჩემი ყველაზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის გამოდგეს და მათ ჩემთვის სამსახური გასწიონ. მე ვალდებული ვარ, ასე მოვიქცე. (რა თქმა უნდა, ხორცში ვერ აღვასრულებ ამას და ჩემი სული მხოლოდ თვითონ შეასრულებს ამ საქმეს, რადგან ამის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა.) ეს არის ფუნქციის ის უკანასკნელი ნაწილი, რომელსაც მთელი სამყარო ემსახურება. ყველამ უნდა განმადიდოს და სიხარულით შემომძახოს. ჩემი დიდი საქმე დასრულებულია. ჩემი ხელიდან იღვრება შვიდი თასი სასჯელისა, გრგვინავს შვიდი ქუხილი, გაისმის შვიდი საყვირის ხმა და იხსნება შვიდი ბეჭედი — მთელი სამყაროსთვის, ურიცხვი ერისა და ხალხისთვის, მთებისთვის, მდინარეებისა და ყოველივესთვის. რა არის შვიდი თასი სასჯელისა? რა არის მათი ზუსტი სამიზნე? რატომ ვამბობ, რომ ისინი ჩემი ხელიდან დაიღვრება? დიდი დრო გავა მანამ, სანამ ყველა სრულად დარწმუნდება, სანამ ყველა ყველაფერს ბოლომდე გაიგებს. თუნდაც ახლა რომ მეთქვა თქვენთვის, მხოლოდ მცირე ნაწილს გაიგებდით. ადამიანური წარმოსახვის თანახმად, შვიდი თასი სასჯელისა მიმართულია მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და ხალხისკენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. „შვიდი თასი სასჯელისა“ გულისხმობს სატანისა და ეშმაკების გავლენას, და დიდი წითელი დრაკონის (ობიექტი, რომელსაც ჩემთვის სამსახურის გაწევისთვის ვიყენებ) შეთქმულებას. იმ დროს მე გავათავისუფლებ სატანას და დიდ წითელ დრაკონს, რათა გაკიცხონ ჩემი ძენი და ჩემი ხალხი, და ამით გამოაშკარავდება, ვინ არიან ჩემი ძენი და ვინ არის ჩემი ხალხი. შეცდომაში შეყვანილები არიან ისინი, ვინც არ ყოფილან ჩემი წინასწარ განსაზღვრის ობიექტები, მაშინ როცა ჩემი პირმშო ძენი იმ დროს ჩემთან ერთად იმეფებენ. თუმცა, ამ გზით მე სრულვქმნი ჩემს ძეებსა და ჩემს ხალხს. შვიდი თასი სასჯელის დაღვრა არ შეეხება ყველა ერსა და ხალხს, არამედ მხოლოდ ჩემს ძეებსა და ჩემს ხალხს. კურთხევები იოლად არ მოდის; სრული საფასური უნდა გადაიხადონ. როდესაც ჩემი ძენი და ჩემი ხალხი გაიზრდებიან, შვიდი თასი სასჯელისა სრულად იქნება მოცილებული და, ამის შემდეგ, ისინი აღარ იარსებებენ. რა არის „შვიდი ქუხილის გრგვინვა“? ამის გაგება რთული არ არის. იმ მომენტში, როდესაც მე და ჩემი პირმშო ძენი სხეული გავხდებით, შვიდი ქუხილი იქუხებს. ეს შეარყევს მთელ სამყაროს, თითქოს ცა და მიწა თავდაყირა დგება. ამას ყველა გაიგებს; არავინ დარჩება ამის უმეცარი. იმ დროს, მე და ჩემი პირმშო ძენი ერთად მოვიპოვებთ დიდებას და დავიწყებთ საქმის მომდევნო ეტაპს. შვიდი ქუხილის გამო, მრავალი ადამიანი მუხლს მოიდრეკს წყალობისა და პატიებისთვის. მაგრამ ეს აღარ იქნება მადლის ეპოქა: ეს იქნება რისხვის დრო. რაც შეეხება ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის (მათ, ვინც მრუშობს, ან არაწმინდა გზით მოპოვებული ფულით ვაჭრობს, ან საპირისპირო სქესთან გაურკვეველი ურთიერთობა აქვს, ან ცდილობს ჩაშალოს და დააზიანოს ჩემი მართვა, ან ვისაც არ გააჩნია სულიერი გაგება, ან ვინც შეპყრობილია ბოროტი სულებით, ან სხვა ამგვარი ადამიანები — ყველას, გარდა ჩემი რჩეული ხალხისა), არავინ იქნება გაშვებული, არც ერთი არ შეწყალდება, არამედ თითოეული მათგანი ჰადესში ჩაიყრება, სადაც ისინი სამარადისოდ წაიწყმიდებიან! „შვიდი საყვირის ჟღერადობა“ არ გულისხმობს დიდ, მტრულ გარემოს და არც რაიმე დეკლარაციას სამყაროსთვის; ეს სრულიად ადამიანური წარმოდგენებია. „შვიდი საყვირი“ გულისხმობს ჩემს მრისხანე გამონათქვამს. როდესაც ჩემი ხმა (დიდებული სამსჯავრო და მრისხანე სამსჯავრო) ისმის, მაშინ ჟღერს შვიდი საყვირი. (ამ მომენტისთვის, ჩემს სახლში, ეს არის ყველაზე მკაცრი რამ და არავის შეუძლია მისგან თავის დაღწევა.) და ყველა დემონი ჰადესსა და ჯოჯოხეთში, დიდნი თუ მცირენი, თავზე ხელებაფარებულნი გაიქცევიან ყველა მიმართულებით, ტირილითა და კბილთა ღრჭენით, ისე, რომ ვერსად დაიმალებიან. ამ მომენტისთვის, ეს არ არის შვიდი საყვირის ჟღერადობის დასაწყისი, არამედ ეს არის ჩემი მრისხანება და ჩემი ყველაზე მკაცრი სამსჯავრო, რასაც ვერავინ გაექცევა და რაც ყველამ უნდა გამოცადოს. ამ დროს, ის, რაც გამჟღავნდა, არ არის შვიდი ბეჭდის შინაარსი. შვიდი ბეჭედი არის კურთხევები, რომლებითაც მომავალში დატკბებით. „გახსნა“ გულისხმობს მხოლოდ თქვენს ინფორმირებას მათ შესახებ, მაგრამ თქვენ ჯერ არ გიგრძნიათ ეს კურთხევები. როდესაც ნამდვილად დატკბებით ამ კურთხევებით, მაშინ გაიგებთ შვიდი ბეჭდის შინაარსს. ახლა მხოლოდ ნაწილს ეხებით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. მე მხოლოდ მომავალი საქმის მსვლელობისას შემიძლია გიამბოთ ეს შინაარსი ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა პირადად გამოცადოთ ისინი და იგრძნოთ შეუდარებელი დიდება, და განუწყვეტლივ, ექსტაზურად იხაროთ.
პირმშო ძეთა კურთხევებით ტკბობის უნარი არც იოლი საქმეა და არც ისეთი რამ, რისი მიღწევაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი და უფრო მტკიცედ გავიმეორებ, რომ მკაცრი მოთხოვნები უნდა წავუყენო ჩემს პირმშო ძეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არ შეეძლებათ ჩემი სახელის განდიდება. მე გადაჭრით უარვყოფ ყველას, ვინც ამქვეყნად უღირსია და, მითუმეტეს, უარვყოფ ნებისმიერს, ვინც გარყვნილია. (მათ არ შეუძლიათ იყვნენ თუნდაც ღვთის ხალხი — ამას განსაკუთრებულ ხაზს ვუსვამ.) ნუ იფიქრებთ, რომ ის, რაც წარსულში გააკეთეთ, დასრულდა და ჩაიარა — ნუთუ შეიძლება, ასეთი კარგი რამ არსებობდეს! ასეთი მარტივია პირმშო ძის სტატუსის მოპოვება? მე იმავენაირად უარვყოფ ნებისმიერს, ვინც წინააღმდეგობას მიწევს, ნებისმიერს, ვინც არ მიცნობს ჩემს ხორცში, ნებისმიერს, ვინც ხელს მიშლის, როდესაც ჩემს ნებას აღვასრულებ, და ნებისმიერს, ვინც მდევნის მე — აი, რამდენად მკაცრი ვარ (იმიტომ, რომ სრულად დავიბრუნე ჩემი ძალა)! და, ბოლოს, იმავენაირად უარვყოფ ნებისმიერს, ვისაც ცხოვრებაში არასდროს ჰქონია არანაირი განსაცდელი. მათ, ჩემს მსგავსად, ყველას გამოვლილი უნდა ჰქონდეთ გასაჭირი, თუნდაც მცირე გასაჭირი იყოს. თუ არ ჰქონიათ, მაშინ ისინი იმგვარნი არიან, რომლებსაც განვაგდებ. ნუ იქნები უტიფარი, ნუ თამაშობ ჩემი პირმშო ძის როლს და ნუ იწონებ თავს ჩემ წინაშე. გამეცალე, სწრაფად! შენ ადრე მეუბნებოდი უმნიშვნელო რაღაცებს, ეძიებდი ჩემი სიამოვნების მოპოვებას! ეს არის სიბრმავე! არ იცი, რომ მძულხარ? უვარგისო ნაძირალავ! გგონია, არ ვიცი შენი მზაკვრული გარიგებების შესახებ? შენ ისევ და ისევ იმალები! არ იცი, რომ ეშმაკის სახე გამოაჩინე? თუმცაღა ადამიანებს არ შეუძლიათ მისი დანახვა, გგონია, მეც არ შემიძლია? ისინი, ვინც სამსახურს მიწევენ, კარგები არ არიან; ისინი უვარგისი ნაძირალების გუნდია. მე რაღაც უნდა მოვიმოქმედო მათთან. მე მათ ჩავყრი უძირო უფსკრულში და დავწვავ!
შენ საუბრობ ღვთისადმი შეუსაბამოდ, მოქმედებ თავდადების გარეშე და სათანადოდ არ თანამშრომლობ სხვებთან; ნუთუ ასეთ ადამიანს ჯერ კიდევ მეფობა სწადია— განა არ ოცნებობ? განა ბოდვაში არ ხარ? ვერ ხედავ, რაც ხარ? შენ უვარგისი ნაძირალა ხარ! არის რაიმე სარგებელი ასეთი ადამიანისგან? დაუყოვნებლივ მოაშორეთ ეს ადამიანი ჩემი თვალთახედვიდან! ყველამ უნდა გაიგოს, რასაც ნათლად ვამბობ, შთაგონებული უნდა იყოს ჩემი სიტყვებით, აღიაროს ჩემი ყოვლისშემძლეობა და იცოდეს ჩემი სიბრძნე. ხშირად თქმულა, რომ წმინდა სულიერი სხეული გამოჩნდა. საბოლოო ჯამში, იტყოდით, რომ წმინდა სულიერი სხეული გამოჩნდა თუ არა? არის ის, რასაც ვამბობ, ცარიელი სიტყვები? რა არის წმინდა სულიერი სხეული? რა ვითარებაში არსებობს წმინდა სულიერი სხეული? ადამიანებისთვის ეს წარმოუდგენელია და ვერ იქნება აღქმული. მე თქვენ გეუბნებით: უნაკლო ვარ და ჩემში ყველაფერი ღიაა, და ყველაფერი გათავისუფლებულია (რადგან ვმოქმედებ გონივრულად და ვსაუბრობ თავისუფლად). ჩემს მოქმედებათა შორის არაფერია სამარცხვინო და ყველაფერი კეთდება სინათლეში, რათა ყველა იყოს სრულად დარწმუნებული და ვერცერთმა ადამიანმა ვერ ჩაავლოს ხელი ვერაფერს მათგან, რათა ისინი ჩემ წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს არის განმარტება იმისა, თუ რა არის „წმინდა“ „წმინდა სულიერ სხეულში“. ამიტომაც, არაერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ არ მსურს არავინ, ვინც სამარცხვინო საქმეებს სჩადის. ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების ერთ-ერთი პუნქტი და ის ასევე ჩემი ხასიათის ნაწილია. „სულიერი სხეული“ გულისხმობს ჩემს გამონათქვამებს. რასაც ვამბობ, ყოველთვის აქვს მიზანი, ყოველთვის აქვს სიბრძნე, მაგრამ არ ექვემდებარება შეზღუდვებს. (მე ვამბობ იმას, რაც მინდა რომ ვთქვა, და ეს არის ჩემი სული, რომელიც გამოთქვამს თავის ხმას, და ეს არის ჩემი პიროვნება, რომელიც საუბრობს.) ის, რასაც მე ვამბობ, არის თავისუფალი და გათავისუფლებული, და როდესაც ეს არ შეესაბამება ხალხის წარმოდგენებს, მაშინ არის დრო ადამიანთა გამოაშკარავებისთვის. ეს არის ჩემი სათანადო განწესება. ამიტომ, როდესაც პიროვნება, რომელიც მე ვარ, საუბრობს ან მოქმედებს, ეს ყოველთვის კარგი შესაძლებლობაა სატანის სუბსტანციის მხილებისთვის. როდესაც პიროვნება, რომელიც მე ვარ, ცხებულია, მაშინ წმინდა სულიერი სხეული ვლინდება. მომავალში, „წმინდა სულიერი სხეული“ გულისხმობს სხეულს. ამ მნიშვნელობაში ორი ასპექტია. არსებობს მნიშვნელობის ერთი ასპექტი აწმყოში და არსებობს მნიშვნელობის მეორე ასპექტი მომავალში. მაგრამ მომავალში, წმინდა სულიერი სხეული იქნება ძალიან განსხვავებული აწმყოსგან — განსხვავება იქნება ისეთი, როგორიც ცასა და დედამიწას შორის არის. ვერავინ შეძლებს მის შეცნობას და მომიწევს პირადად უზრუნველვყო თქვენთვის მისი გაცხადება.