საქმე და შესვლა (10)
კაცობრიობის დღევანდელ მდგომარეობამდე მოსვლა უპრეცედენტო დიდებულების სანახაობაა. ღვთის საქმე და ადამიანის შესვლა მხარდამხარ მიიწევენ წინ და, ამგვარად, ღვთის საქმემაც უპრეცედენტო დიდებულების მდგომარეობას მიაღწია. ადამიანის დღემდე მიღწეული შესვლა ისეთი საოცრებაა, როგორიც ადამიანს აქამდე არასდროს წარმოედგინა. ღვთის საქმემ თავის ზენიტს მიაღწია — და, შესაბამისად, ადამიანის „შესვლამაც“[1] თავის მწვერვალს მიაღწია. ღმერთმა თავი ისე დაიმდაბლა, როგორც კი შეეძლო, და მას არასდროს გამოუთქვამს პროტესტი კაცობრიობის ან სამყაროსა და ყოველივეს მიმართ. ადამიანი კი, ამავდროულად, ღმერთს თავზე ადგას და მის მიერ ღმერთის ჩაგვრამ მწვერვალს მიაღწია; ყოველივემ მწვერვალს მიაღწია და დროა, სამართლიანობის დღე დადგეს. რატომ უნდა დაფაროს ქვეყანა წყვდიადმა და რატომ უნდა მოიცვას სიბნელემ ურიცხვი ხალხი? ღმერთი რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში — ათიათასობით წლის განმავლობაშიც კი — აკვირდებოდა, და მისმა შემწყნარებლობამ დიდი ხანია თავის ზღვარს მიაღწია. ის თვალს ადევნებდა კაცობრიობის ყოველ ნაბიჯს, აკვირდებოდა, კიდევ რამდენ ხანს იბოგინებდა ადამიანის უკეთურება, თუმცა ადამიანი, რომელიც დიდი ხანია უგრძნობი გახდა, ვერაფერს გრძნობს. და ვინ დაკვირვებია ოდესმე ღვთის საქმეებს? ვის აღუპყრია ოდესმე თვალი და შორს გაუხედავს? ვის მოუსმენია ოდესმე ყურადღებით? ვინ ყოფილა ოდესმე ყოვლისშემძლის ხელთ? ყველა ადამიანი წარმოსახვითი შიშებით იტანჯება.[2] რა სარგებელი მოაქვს თივისა და ჩალის გროვას? ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, არის განკაცებული ღმერთის სიკვდილამდე წამება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ თივისა და ჩალის გროვები არიან, მაინც არის ერთი რამ, რაც მათ „ყველაზე უკეთ“[3] გამოსდით: ღმერთს წამებით კლავენ და შემდეგ გაჰყვირიან, რომ „ეს ხალხის გულებს ახარებს“. რა კრევეტების ჯარისკაცებისა და კიბორჩხალების გენერლების ჯგროა! ადამიანთა უწყვეტ ნაკადში მათ ღმერთი „გამოარჩიეს“ და გაუვალი ალყა შემოარტყეს. სულ უფრო მხურვალედ ანთებული შემართებით[4], ისინი ურდოებად შემოეხვივნენ ღმერთს, ისე რომ მას ერთი დუიმით განძრევაც კი არ შეუძლია. ხელში მათ ყველანაირი იარაღი უპყრიათ და, როცა ღმერთს ხედავენ, ისე იქცევიან, თითქოს მტერი დაინახეს; თვალები რისხვით ევსებათ და ერთი სული აქვთ, „ღმერთი ნაკუწ-ნაკუწ დაგლიჯონ“. რა გაუგებარია! რატომ იქცნენ ადამიანი და ღმერთი ასეთ შეურიგებელ მტრებად? ნუთუ ყველაზე საყვარელ ღმერთსა და ადამიანს შორის რაიმე მტრობა არსებობს? ნუთუ ღვთის ქმედებებს ადამიანისთვის სიკეთე არ მოაქვს? ნუთუ ღვთის ქმედებები ვნებენ ადამიანს? ადამიანი თვალს არ აშორებს ღმერთს, რადგან ძალიან ეშინია, რომ ღმერთი მის ალყას გაარღვევს, მესამე ცაზე დაბრუნდება და ადამიანს კვლავ საპყრობილეში ჩააგდებს. ადამიანი ღმერთს უფრთხის, დაძაბულია და მოშორებით მიწაზე პირქვე წევს, ხელში კი ადამიანთა შორის მყოფი ღმერთისკენ დამიზნებული „ტყვიამფრქვევი“ უჭირავს. თითქოს ღმერთის იოტისოდენა განძრევაზეც კი ადამიანი მის ყოველივეს — მის მთელ სხეულსა და ყველაფერს, რაც აცვია — აღგვის, ისე რომ არაფერს დატოვებს. ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. ღმერთი ადამიანისთვის შეუცნობელია, ადამიანი კი განზრახ ხუჭავს თვალებს და ცდილობს, თავიდან მოიშოროს იგი — მას სრულიად არ სურს ჩემი არსებობის დანახვა და ჩემს განკითხვას არ ჰპატიობს. ამგვარად, როცა ადამიანი ყურადღებას არ მაქცევს, მე ჩუმად ვშორდები და ადამიანთან აღარ დავიწყებ იმის შედარებას, ვინ არის მაღალი და ვინ — მდაბალი. კაცობრიობა ყველა „ცხოველს“ შორის ყველაზე მდაბალია და მე აღარ მსურს მისი ყურად ღება. მე დიდი ხანია მთელი ჩემი მადლი დავაბრუნე იმ ადგილას, სადაც მშვიდად ვცხოვრობ; ვინაიდან ადამიანი ასეთი ურჩია, რატომ უნდა დატკბეს იგი კვლავ ჩემი ძვირფასი მადლით? არ მსურს, ამაოდ ვუბოძო ჩემი მადლი იმ ძალებს, რომლებიც მტრულად არიან ჩემს მიმართ განწყობილნი. მირჩევნია, ჩემი ძვირფასი ნაყოფები ქანაანის იმ გულმოდგინე ფერმერებს მივცე, რომლებიც ჩემს დაბრუნებას დიდი მონდომებით ეგებებიან. მე მხოლოდ ის მსურს, რომ ზეცა მარადიულად არსებობდეს და, უფრო მეტიც, რომ ადამიანი არასოდეს დაბერდეს, ზეცა და ადამიანი სამუდამოდ სიმშვიდეში იყვნენ, და ის მარადმწვანე „ფიჭვები და კვიპაროსები“ სამუდამოდ ახლდნენ ღმერთს და სამუდამოდ ახლდნენ ზეცას, რათა ერთად შევიდნენ იდეალურ ერაში.
მე მრავალი დღე და ღამე გამიტარებია ადამიანთან, ადამიანთან ერთად მიცხოვრია ამქვეყნად და მისთვის არასდროს წამიყენებია მეტი მოთხოვნა; მე მხოლოდ წინ მივუძღვები ადამიანს, არაფერს ვაკეთებ მისი წინამძღოლობის გარდა და კაცობრიობის ბედის გულისთვის განუწყვეტლივ ვასრულებ მოწყობის საქმეს. ვინმეს შეუმეცნია ოდესმე მამაზეციერის ნება? ვინმეს უმოგზაურია ცასა და მიწას შორის? აღარ მსურს, ადამიანთან ერთად გავატარო მისი „სიბერე“, რადგან ადამიანი მეტისმეტად ძველმოდურია, მას არაფერი ესმის; ერთადერთი, რაც იცის, არის ის, რომ გაუმაძღრად დანაყრდეს ჩემს მიერ გაშლილ სუფრაზე, ყველაფერ დანარჩენს კი განერიდოს და სხვა არაფერზე არასდროს დაფიქრდეს. კაცობრიობა მეტისმეტად ძუნწია, ადამიანთა შორის ჩოჩქოლი, გაპარტახება და საფრთხე მეტისმეტად დიდია, ამიტომ არ მსურს, მათ გავუზიარო უკანასკნელ დღეებში მოპოვებული გამარჯვების ძვირფასი ნაყოფი. დაე, ადამიანი დატკბეს იმ უხვი კურთხევით, რომლებიც თავად შექმნა, რადგან ადამიანი არ მიღებს — რატომ უნდა ვაიძულო კაცობრიობა, მოჩვენებით გამიღიმოს? მსოფლიოს ყოველი კუთხე სითბოს მოკლებულია, და მსოფლიოს არც ერთ პეიზაჟში გაზაფხულის კვალიც კი არ ჩანს, რადგან, წყლის ბინადარი არსების მსგავსად, ადამიანს ოდნავი სითბოც არ გააჩნია; ის გვამს ჰგავს და მის ძარღვებში მოძრავი სისხლიც კი ცივ ყინულს წააგავს, რომელიც გულს აციებს. სად არის სითბო? ადამიანმა უმიზეზოდ მიალურსმნა ღმერთი ჯვარზე და ამის შემდეგ ოდნავი სინანულიც კი არ უგრძნია. არავის უგრძნია ოდესმე სინანული, და ეს სასტიკი ტირანები გეგმავენ კვლავაც „ცოცხლად შეიპყრონ“[5] ძე კაცისა და დახვრეტის რაზმის წინაშე დააყენონ, რათა თავიანთ გულებში არსებულ სიძულვილს ბოლო მოუღონ. რა სარგებელს მოიტანს ჩემი დარჩენა ამ სახიფათო ქვეყანაში? თუ დავრჩები, ერთადერთი, რასაც ადამიანს მოვუტან, იქნება კონფლიქტი და ძალადობა და დაუსრულებელი უსიამოვნებები, რადგან მე არასდროს მომიტანია ადამიანისთვის მშვიდობა, მხოლოდ ომი. კაცობრიობის უკანასკნელი დღეები ომით უნდა იყოს სავსე, ხოლო ადამიანის საბოლოო სამყოფელი ძალადობასა და კონფლიქტში უნდა დაემხოს. არ მსურს, ომის „სიამოვნება“ გავიზიარო, არც ადამიანის სისხლისღვრასა და მსხვერპლშეწირვაში მივიღებ მონაწილეობას, რადგან ადამიანის უარყოფამ „სასოწარკვეთილებამდე“ მიმიყვანა და გული არ მიმდის, ადამიანის ომებს ვუყურო — დაე, იომოს ადამიანმა, რამდენიც მის გულს გაუხარდება. მე დასვენება მსურს, ძილი მსურს; დაე, დემონები იყვნენ კაცობრიობის თანამგზავრები მის უკანასკნელ დღეებში! ვინ იცის ჩემი განზრახვები? რადგან ადამიანი არ მიღებს და არასდროს დამლოდებია, მხოლოდ ის შემიძლია, რომ დავემშვიდობო; ადამიანს ვუბოძებ კაცობრიობის საბოლოო სამყოფელს, მთელ ჩემს სიმდიდრეს ადამიანს ვუტოვებ, ჩემს სიცოცხლეს ადამიანთა შორის ვფანტავ, ჩემი სიცოცხლის თესლს ადამიანის გულის ყანაში ვთესავ, მას მარადიულ მოგონებებს ვუტოვებ, მთელ ჩემს სიყვარულს კაცობრიობას ვუტოვებ და ყველაფერს, რასაც ადამიანი ჩემში აფასებს, ადამიანს ვუბოძებ, როგორც სიყვარულის საჩუქარს, რომლითაც ერთმანეთის მონატრებით ვცხოვრობთ. მსურს, მარად გვიყვარდეს ერთმანეთი, და ჩვენი გუშინდელი დღე იყოს ის მშვენიერი რამ, რასაც ერთმანეთს ვჩუქნით. რადგან კაცობრიობას უკვე ყველაფერი ვუბოძე, რა საჩივარი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? მთელი ჩემი სიცოცხლე უკვე ადამიანს დავუტოვე და უსიტყვოდ დიდი შრომა გავწიე კაცობრიობის სიყვარულის მშვენიერი მიწის დასამუშავებლად; ადამიანის მიმართ არასდროს წამიყენებია რაიმე სამართლიანი მოთხოვნა და სხვა არაფერი გამიკეთებია, გარდა იმისა, რომ უბრალოდ დავმორჩილებოდი ადამიანის მოწყობებს და კაცობრიობისთვის უფრო მშვენიერი ხვალინდელი დღე შემექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ღვთის საქმე მდიდარი და უხვია, ადამიანის შესვლას ძალიან ბევრი რამ აკლია. ადამიანისა და ღმერთის ერთობლივი „საწარმოდან“ თითქმის ყველაფერი ღვთის საქმეა; რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შევიდა ადამიანი, მას თითქმის არაფერი აქვს საჩვენებელი. ასე გაღატაკებული და ბრმა ადამიანი დღევანდელ ღმერთს ძალებსაც კი ატოლებს, ხელში „უძველესი იარაღებით“. ეს „პირველყოფილი ადამიანისმაგვარი მაიმუნები“ ძლივს ახერხებენ გამართულად სიარულს და თავიანთი „შიშველი“ სხეულების სულაც არ რცხვენიათ. რა აძლევს მათ ღვთის საქმის შეფასების უფლებას? ამ ოთხკიდურიანი ადამიანისმაგვარი მაიმუნებიდან ბევრს თვალები რისხვით ევსება და ისინი ღმერთს უპირისპირდებიან, ხელში უძველესი ქვის იარაღები უჭირავთ და ცდილობენ, ადამიან-მაიმუნებსა და ღმერთს შორის ისეთი შეჯიბრი წამოიწყონ, რომლის მსგავსი სამყაროს არასდროს უნახავს, რათა უკანასკნელ დღეებში ადამიან-მაიმუნებსა და ღმერთს შორის მსოფლიოში სახელგანთქმული შეჯიბრი გამართონ. უფრო მეტიც, ბევრი ნახევრად გამართული უძველესი ადამიან-მაიმუნი თვითკმაყოფილებით არის აღსავსე. მათ სახეზე ამოსული ბეწვი ერთმანეთშია შეწებებული, ისინი მკვლელობის განზრახვით არიან აღსავსენი და წინა კიდურებს მაღლა სწევენ. ისინი ჯერ კიდევ ბოლომდე არ განვითარებულან თანამედროვე ადამიანებად, ამიტომ ხან გამართულად დგანან და ხანაც ოთხზე დადიან, ხოლო შუბლზე ოფლის წვეთები ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ ნამის წვეთებს ჰგავს — მათი შემართება აშკარაა. როცა ისინი თავიანთ თანამგზავრს, პირვანდელ, უძველეს, ოთხივე კიდურზე მდგომ ადამიან-მაიმუნს შეხედავენ — მისი ოთხი კიდური მოუქნელი და მძიმეა, დარტყმების მოგერიებას ძლივს ახერხებს და საპასუხო შეტევის ძალაც თითქმის არ შესწევს — ისე ცოფდებიან, რომ აღელვებისგან სახეს იკაწრავენ. თვალის დახამხამებაში — სანამ მომხდარის დანახვას მოასწრებენ — რინგზე მყოფი „გმირი“ მიწაზე ეხეთქება ჰაერში აშვერილი კიდურებით. ის კიდურები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში მიწას არასწორად ეყრდნობოდნენ, მყისვე თავდაყირა ტრიალდება და ადამიან-მაიმუნს წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი სურვილი უქრება. ამ დროიდან მოყოლებული, ყველაზე უძველესი ადამიან-მაიმუნი დედამიწის ზურგიდან აღიგვება — ეს მართლაც „სავალალოა“. ამ უძველეს ადამიან-მაიმუნს ასე მოულოდნელად დაუდგა აღსასრული. რატომ მოუწია მას ადამიანის მშვენიერი სამყაროდან ასე მალე წასვლა? რატომ არ განიხილა თავის თანამგზავრებთან სტრატეგიის შემდეგი ნაბიჯი? რა სამწუხაროა, რომ ის სამყაროს ისე გამოეთხოვა, ღმერთთან ძალების დატოლების საიდუმლო არავის დაუტოვა! რა დაუფიქრებელი იყო ეს მოხუცი ადამიან-მაიმუნი, რომ ხმის ამოუღებლად მოკვდა და ისე წავიდა, თავის შთამომავლებს „უძველესი კულტურა და ხელოვნება“ არ გადასცა. მას დრო არ ეყო, უახლოესი მესაიდუმლეები თავისთან მოეხმო და მათთვის თავისი სიყვარული გაემხილა, ქვის ფილაზე არავითარი გზავნილი არ დაუტოვებია, ზეციურ მზეს ვერ ჩასწვდომია და თავისი ენით აუწერელი სიდუხჭირის შესახებ არაფერი უთქვამს. როდესაც უკანასკნელ ამოსუნთქვას უშვებდა, თავის მომაკვდავ სხეულთან შთამომავლები არ მოუხმია, რათა მათთვის ეთქვა: „არ ახვიდეთ რინგზე ღმერთთან შესაჯიბრებლად“, სანამ თვალებს დახუჭავდა; მისი ოთხი გაშეშებული კიდური სამუდამოდ დარჩა ზემოთ აშვერილი, ცისკენ მიმართული ხის ღეროებივით. როგორც ჩანს, ის მწარე სიკვდილით მოკვდა... უეცრად რინგის ქვემოდან ხმამაღალი სიცილი გაისმის; ერთ-ერთი ნახევრად გამართული ადამიან-მაიმუნი თავს ვეღარ აკონტროლებს; ხელში უჭირავს ანტილოპებზე ან სხვა გარეულ ნადირზე სანადიროდ განკუთვნილი „ქვის ხელკეტი“, რომელიც მოხუცი ადამიან-მაიმუნის იარაღზე უფრო განვითარებულია, და რისხვით აღსავსე რინგზე ხტება, გონებაში კი კარგად გააზრებული გეგმა აქვს.[6] თითქოს რაღაც საქებარი საქმე ჩაიდინა. თავისი ქვის ხელკეტის „ძალის“ გამოყენებით ის ახერხებს, „სამი წუთის“ განმავლობაში გამართულად იდგეს. რა დიდი „ძლევამოსილება“ აქვს ამ მესამე „ფეხს“! მან ეს დიდი, მოუქნელი და ბრიყვი ნახევრად გამართული ადამიან-მაიმუნი სამი წუთის განმავლობაში ფეხზე გააჩერა — გასაკვირი არ არის, რომ ეს მოხუცი ადამიან-მაიმუნი ასეთი შთამბეჭდავი[7] და მბრძანებლურია. როგორც მოსალოდნელი იყო, უძველესი ქვის იარაღი „თავის რეპუტაციას ამართლებს“: მას აქვს დანის სახელური, პირი და წვერი, ერთადერთი ნაკლი კი ისაა, რომ პირს ბრწყინვალება აკლია — რაოდენ დასანანია. კვლავ შეხედეთ უძველესი დროის ამ „პატარა გმირს“, რომელიც რინგზე დგას და ქვემოთ მყოფებს ზიზღნარევი მზერით უყურებს, თითქოს ისინი უძლური არარაობები იყვნენ, თავად კი — მამაცი გმირი. გულში ის ფარულად ზიზღით უყურებს სცენის წინ მყოფებს. „ქვეყანას უბედურება დაატყდა თავს და თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია — რატომ იხევთ უკან? ნუთუ ხედავთ, რომ ქვეყანას კატასტროფა ემუქრება, მაგრამ სისხლიან ბრძოლაში ჩაბმა არ გსურთ? ქვეყანა კატასტროფის ზღვარზეა — რატომ არ ხართ პირველნი, ვინც შეშფოთებას გამოიჩენს, და უკანასკნელნი, ვინც სიამოვნებას მიეცემა? როგორ შეგიძლიათ უყუროთ, როგორ მარცხდება ქვეყანა და როგორ ეცემა ერი? ნუთუ მზად ხართ, ეროვნული დამონების სირცხვილი იტვირთოთ? რა უვარგისების ჯგრო ხართ!“ სანამ ასე ფიქრობს, სცენის წინ ჩხუბი იწყება და მის თვალებში რისხვა კიდევ უფრო ძლიერდება, თითქოს თვალებიდან ცეცხლის ალების სროლას[8] აპირებდეს. ერთი სული აქვს, რომ ღმერთი ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე დამარცხდეს, და სასოწარკვეთილი ცდილობს, ღმერთი მოკლას, რათა ხალხი გაახაროს. საიდან უნდა სცოდნოდა, რომ, რაოდენ დამსახურებული სახელიც უნდა ჰქონოდა მის ქვის იარაღს, ის ღმერთის წინააღმდეგ სრულიად უძლური იყო? სანამ თავის დაცვას მოასწრებდა, სანამ დაცემასა და ისევ ფეხზე წამოდგომას მოასწრებდა, უკვე წინ დაუკან აქანავებულა და ორივე თვალში თვალისჩინი დაუკარგავს. ის თავის ძველ წინაპართან ეცემა და აღარ დგება; ძლიერად ებღაუჭება უძველეს ადამიან-მაიმუნს, აღარ ყვირის, აღიარებს საკუთარ სისუსტეს და წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი სურვილი ეკარგება. ეს ორი საცოდავი ადამიან-მაიმუნი რინგის წინ კვდება. რა სამწუხაროა, რომ კაცობრიობის წინაპრები, რომლებმაც დღემდე მოაღწიეს, უმეცრებაში დაიხოცნენ იმ დღეს, როცა სამართლიანობის მზე გამოჩნდა! რაოდენ ბრიყვულია, რომ მათ ასეთი დიდი კურთხევა ხელიდან გაუშვეს — რომ თავიანთი კურთხევის დღეს, ათასობით წლის განმავლობაში მომლოდინე ადამიან-მაიმუნებმა კურთხევა ჰადესში წაიღეს, რათა ეშმაკთა მეფესთან ერთად „დატკბნენ“ მათით! რატომ არ შეინახეს ეს კურთხევა ცოცხალთა სამყაროში, რათა თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებთან ერთად დამტკბარიყვნენ? ისინი თავად ეძებენ პრობლემებს! რა ფუჭია ყოველივე ეს, როცა მცირეოდენი სტატუსის, რეპუტაციისა და პატივმოყვარეობის გამო მათ დახოცვის უბედურება ატყდებათ თავს და ერთმანეთს ასწრებენ, რომ პირველებმა გააღონ ჯოჯოხეთის კარიბჭე და მისი შვილები გახდნენ. ასეთი საფასურის გადახდა სრულიად ზედმეტია. რა სამწუხაროა, რომ ასეთი ძველი წინაპრები, რომლებიც ასე „აღსავსენი იყვნენ ეროვნული სულისკვეთებით“, ამავე დროს აღმოჩნდნენ ასეთი „მკაცრნი საკუთარი თავის მიმართ და შემწყნარებელნი სხვების მიმართ“, რომ თავად საიმედოდ ჩაიკეტნენ ჯოჯოხეთში, ხოლო ის უძლური არარაობები გარეთ დატოვეს. სად შეიძლება ასეთი „ერის წარმომადგენლების“ პოვნა? „თავიანთი შთამომავლების კეთილდღეობისა“ და „მომავალი თაობების მშვიდობიანი ცხოვრების“ გულისთვის ისინი ღმერთს არ აძლევენ საშუალებას, ხელი შეუშალოს მათ. ამიტომ საკუთარ სიცოცხლეს საერთოდ არ უფრთხილდებიან, სრულიად უძღვნიან თავს „ეროვნულ საქმეს“ და უსიტყვოდ შედიან ჰადესში. სად შეიძლება ასეთი ეროვნული სულისკვეთების პოვნა? ღმერთთან ბრძოლაში მათ არც სიკვდილი აშინებთ, არც სისხლისღვრა და მით უმეტეს, არც ხვალინდელ დღეზე სწუხან. ისინი უბრალოდ გააფთრებით იბრძვიან ბრძოლის ველზე. რა სამწუხაროა, რომ ერთადერთი, რასაც თავიანთი „თავგანწირვის სულისკვეთებისთვის“ იღებენ, არის მარადიული სინანული და ჯოჯოხეთის მარად ანთებული ალებით შთანთქმა!
რა დამაინტრიგებელია! რატომ არის, რომ განკაცებულ ღმერთს ადამიანები მუდამ უარყოფენ და ცილს სწამებენ? რატომ არ აქვთ ადამიანებს არასოდეს არავითარი გაგება ღვთის განკაცების შესახებ? ნუთუ შეიძლება, რომ ღმერთი არასწორ დროს მოვიდეს? ნუთუ შეიძლება, რომ ღმერთი არასწორ ადგილას მოვიდეს? ნუთუ შეიძლება, რომ ეს იმიტომ ხდებოდეს, რომ ღმერთი მარტო მოქმედებდა, ადამიანის „თანხმობის ხელმოწერის“ გარეშე? ნუთუ შეიძლება, რომ ღმერთს ადამიანის ნებართვის გარეშე თავად მიეღო გადაწყვეტილება? წესით, ღმერთმა წინასწარ აცნობა ადამიანს. ღმერთს განკაცებით არაფერი დაუშავებია — რატომ უნდა სთხოვოს მან ადამიანს თანხმობა? უფრო მეტიც, ღმერთმა ადამიანს დიდი ხნის წინ შეახსენა ამის შესახებ; შესაძლოა, ადამიანებს დაავიწყდათ. მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ადამიანი დიდი ხანია სატანის მიერ ისეა გახრწნილი, რომ ცისქვეშეთში მიმდინარე მოვლენებიდან ვერაფერს იგებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სულიერ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე! რა რთულ მდგომარეობაში უნდა ჩაეყენებინა ამას ადამიანი და როგორ უნდა გამოეწვია რინგზე ადამიანის წინაპრის, ადამიან-მაიმუნის სიკვდილი, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის: ცა და მიწა არასდროს ყოფილან ერთმანეთთან თავსებადი და როგორ უნდა წარმოედგინა ადამიან-მაიმუნს, რომლის გონებაც ქვისგან არის შექმნილი, რომ ღმერთი კვლავ განკაცდებოდა? რა სამწუხაროა, რომ ასეთი „მოხუცი“, რომელიც „სამოც წელს არის გადაცილებული“, ღვთის გამოჩენის დღეს მოკვდა. განა საოცრება არ არის, რომ ასეთი დიდი კურთხევის მოსვლისას ის ამ ქვეყნიდან კურთხევის მიუღებლად წავიდა? ღვთის განკაცებამ ყველა რელიგიასა და სფეროში ძლიერი რყევები გამოიწვია, მან სხვადასხვა რელიგიური საზოგადოების თავდაპირველი წესრიგი „არეულობაში მოიყვანა“ და შეარყია ყველა იმ ადამიანის გული, ვისაც ღვთის გამოჩენა სწყურია. ვინ არ არის აღტაცებით აღსავსე? ვის არ სწადია ღმერთის ხილვა? ღმერთი მრავალი წლის განმავლობაში პირადად იყო ადამიანთა შორის, თუმცა ადამიანს ეს არასდროს გაუცნობიერებია. დღეს თავად ღმერთი გამოჩნდა და მასებს თავისი ვინაობა გაუმჟღავნა — როგორ შეიძლება ამან ადამიანის გულს აღტაცება არ მოჰგვაროს? ოდესღაც ღმერთი ადამიანთან ერთად იზიარებდა სიხარულსა და მწუხარებას, განშორებებსა და კვლავ გაერთიანებებს, დღეს კი ის კვლავ გაერთიანდა კაცობრიობასთან და ისინი ერთად იხსენებენ თავიანთი საერთო წარსულის ამბებს. მას შემდეგ, რაც ღმერთმა იუდეა დატოვა, ადამიანებს მის შესახებ აღარავითარი ამბავი აღარ მიუღიათ. ყველა იმედოვნებდა, რომ ღმერთს კვლავ შეხვდებოდა, დღეს კი ისინი მოულოდნელად კვლავ შეხვდნენ მას და კვლავ გაერთიანდნენ მასთან. როგორ შეიძლება ამან მათში გუშინდელი დღის მოგონებები არ გააღვიძოს? ორი ათასი წლის წინ, სწორედ ამ დღეს, სიმონ იონას ძემ, იუდეველთა შთამომავალმა, იხილა მაცხოვარი იესო, მასთან ერთად ჭამდა ერთ სუფრასთან და მრავალი წლის განმავლობაში მასზე გაყოლის შემდეგ მის მიმართ უფრო ღრმა მეგობრული გრძნობა გაუჩნდა: მას მთელი გულით უყვარდა იგი; მას ძალიან უყვარდა უფალი იესო. იუდეველმა ხალხმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ეს ოქროსფერთმიანი ჩვილი, რომელიც ცივ ბაგაში დაიბადა, განკაცებული ღმერთის პირველი ხატება იყო. ყველას ეგონა, რომ ის მათნაირი იყო და არავინ ფიქრობდა, რომ იგი რამით განსხვავდებოდა მათგან — როგორ უნდა ეცნოთ ადამიანებს ეს ჩვეულებრივი და უბრალო იესო? იუდეველი ხალხი მას იმდროინდელ იუდეველ ძედ მიიჩნევდა. არავინ უყურებდა მას, როგორც საყვარელ ღმერთს, და ადამიანები მხოლოდ იმას აკეთებდნენ, რომ გამუდმებით რაღაცას სთხოვდნენ მას — სურდათ, რომ მათთვის უხვი და მდიდარი მადლი, მშვიდობა და სიხარული მიეცა. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ მილიონერის მსგავსად, მას ყველაფერი ჰქონდა, რისი სურვილიც კი შეიძლებოდა ადამიანს ჰქონოდა. თუმცა ადამიანები მას არასოდეს ეპყრობოდნენ ისე, როგორც საყვარელ ადამიანს; იმდროინდელ ადამიანებს ის არ უყვარდათ, მხოლოდ მის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ და არაგონივრულ მოთხოვნებს უყენებდნენ. ის არასოდეს უწევდა წინააღმდეგობას, არამედ გამუდმებით აძლევდა ადამიანს მადლს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მას არ იცნობდა. ის მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ ჩუმად ანიჭებდა ადამიანს სითბოს, კეთილმოსურნე სიყვარულსა და გულმოწყალებას და, უფრო მეტიც, ის ადამიანს პრაქტიკის ახალ გზებს აძლევდა და რჯულის ბორკილებიდან გამოჰყავდა. ადამიანს ის არ უყვარდა; მას მხოლოდ შურდა მისი და აღიარებდა მის განსაკუთრებულ ტალანტს. როგორ უნდა სცოდნოდა ბრმა კაცობრიობას, რაოდენ დიდი დამცირება გადაიტანა საყვარელმა მაცხოვარმა იესომ, როდესაც ადამიანთა შორის მოვიდა? არავინ ფიქრობდა მის მწუხარებაზე, არავინ იცოდა მამა ღმერთისადმი მისი სიყვარულის შესახებ და ვერავინ შეიცნობდა მის მარტოობას; მიუხედავად იმისა, რომ მარიამი მისი მშობელი დედა იყო, როგორ უნდა გაეგო მას მოწყალე უფალი იესოს გულის ხმა? ვინ იცოდა, რა ენით აუწერელი ტანჯვა გადაიტანა ძე კაცისამ? მას შემდეგ, რაც მისგან სასურველს იღებდნენ, იმდროინდელი ადამიანები გულგრილად ივიწყებდნენ მას და გარეთ აგდებდნენ. ამიტომ ის ქუჩებში დაეხეტებოდა, დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, მრავალი წლის განმავლობაში უმიზნოდ დადიოდა, სანამ ტანჯვით სავსე ოცდაცამეტი წელი არ გაატარა — წლები, რომლებიც ერთდროულად ხანგრძლივიც იყო და ხანმოკლეც. როდესაც ადამიანებს ის სჭირდებოდათ, ღიმილიანი სახეებით ეპატიჟებოდნენ საკუთარ სახლებში და ცდილობდნენ, მისგან რამე მიეღოთ — ხოლო როგორც კი მათთვის თავის წვლილს შეიტანდა, მაშინვე კარს გარეთ აგდებდნენ. ადამიანები ჭამდნენ იმას, რასაც მისი ბაგეები აძლევდა, სვამდნენ მის სისხლს და ტკბებოდნენ მის მიერ ნაბოძები მადლით, თუმცა მაინც ეწინააღმდეგებოდნენ მას, რადგან არასდროს იცოდნენ, ვინ უბოძა მათ თავიანთი სიცოცხლე. საბოლოოდ, მათ ის ჯვარზე მიალურსმეს, თუმცა მას მაშინაც კი არ ამოუღია ხმა. დღესაც კი ის დუმილს ინარჩუნებს. ადამიანები ჭამენ მის ხორცს, სვამენ მის სისხლს, ჭამენ საკვებს, რომელსაც ის მათ უმზადებს, და მიჰყვებიან გზას, რომელიც მან გაუხსნა, თუმცა მაინც აპირებენ მის უარყოფას; სინამდვილეში, ღმერთს, რომელმაც მათ სიცოცხლე უბოძა, მტრად მიიჩნევენ, ხოლო ისეთივე მონებს, როგორებიც თავად არიან, ეპყრობიან როგორც „მამაზეციერს“. განა ამით ისინი განზრახ არ ეწინააღმდეგებიან მას? როგორ მოხდა, რომ იესო ჯვარზე მოკვდა? იცით? განა მას იუდამ არ უღალატა, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იყო, რომელიც მას ჭამდა, სვამდა და მისით ტკბებოდა? განა იუდამ იესოს იმიტომ არ უღალატა, რომ მის თვალში იგი მხოლოდ უმნიშვნელო, ჩვეულებრივი მასწავლებელი იყო? ადამიანებს მართლაც რომ დაენახათ, რომ იესო არაჩვეულებრივი იყო და ზეციდან იყო, როგორ შეძლებდნენ მის ცოცხლად ჯვარზე მიჭედებას ოცდაოთხი საათის განმავლობაში, სანამ უკანასკნელი ამოსუნთქვა არ აღმოხდებოდა? ვის შეუძლია ღმერთის შეცნობა? ადამიანები მხოლოდ დაუოკებელი სიხარბით ტკბებიან ღმერთით, თუმცა თავად იგი არასდროს შეუცვნიათ. მათ ერთი დუიმი მისცეს და ერთი მილი წაიღეს, და „იესოს“ აიძულებენ, სრულიად დაემორჩილოს მათ ბრძანებებსა და განკარგულებებს. ვის გამოუჩენია ოდესმე გულმოწყალების გზა ამ კაცის ძის მიმართ, რომელსაც თავის მისადრეკი ადგილიც კი არ აქვს? ვის უფიქრია ოდესმე მასთან ძალების გაერთიანებაზე მამა ღმერთის მისიის შესასრულებლად? ვის გამოუჩენია ოდესმე მის მიმართ ყურადღება? ვის გაუთვალისწინებია ოდესმე მისი სიძნელეები? ადამიანს მის მიმართ ოდნავი სიყვარულიც კი არ აქვს, მაგრამ მაინც აქეთ-იქით ექაჩება; ადამიანმა არ იცის, საიდან მიიღო თავად სინათლე და სიცოცხლე, და მხოლოდ იმას გეგმავს ფარულად, როგორ მიალურსმოს კვლავ ჯვარზე ორი ათასი წლის წინანდელი „იესო“, რომელმაც ადამიანთა შორის ტანჯვა გადაიტანა. ნუთუ „იესო“ მართლაც ასეთ ზიზღს იწვევს? ნუთუ ყველაფერი, რაც მან გააკეთა, დიდი ხანია დავიწყებულია? ათასობით წლის განმავლობაში დაგროვილი სიძულვილი საბოლოოდ გარეთ ამოხეთქავს. თქვენ, იუდეველთა ჯურის ხალხო! როდის ყოფილა „იესო“ ოდესმე თქვენ მიმართ მტრულად განწყობილი? ნუთუ მართლა ასე ძალიან გძულთ იგი? მან ამდენი რამ გააკეთა და ამდენი რამ თქვა — ნუთუ აქედან არაფერი არის თქვენთვის სასიკეთო? მან თავისი სიცოცხლე მოგცათ და სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია, მან თავისი ყოველივე მოგცათ — ნუთუ მართლა კვლავ გინდათ, ცოცხლად შეჭამოთ იგი? მან თავისი ყოველივე მოგიძღვნათ, არაფერი დაუტოვებია თავისთვის და არასოდეს დამტკბარა ამქვეყნიური დიდებით, ადამიანთა შორის არსებული სითბოთი, ადამიანთა შორის არსებული სიყვარულით ან ადამიანთა შორის არსებული მთელი ნეტარებითა და სიხარულით. ადამიანები მის მიმართ მეტისმეტად მკაცრები არიან; ის არასოდეს დამტკბარა დედამიწაზე არსებული მთელი სიუხვით, მან ადამიანს მიუძღვნა მთელი თავისი გულწრფელი, მხურვალე გული, მან მთლიანად მიუძღვნა თავი კაცობრიობას — და ვის მიუცია მისთვის ოდესმე სითბო? ვის უნუგეშებია იგი ოდესმე? ადამიანმა მთელი წნეხი მას დააკისრა, ყველა უბედურება მას გადასცა, ადამიანთა შორის არსებული ყველაზე უბედური გამოცდილებები მას მოახვია თავს, ყველა უსამართლობაზე ბრალი მას დააკისრა, მან კი ყოველივე ეს უსიტყვოდ მიიღო. ოდესმე ვინმესთვის პროტესტი გამოუთქვამს? ოდესმე ვინმესგან მცირეოდენი ანაზღაურება მოუთხოვია? ვის გამოუჩენია ოდესმე მის მიმართ მზრუნველობა? ნორმალურ ადამიანთაგან ვის არ ჰქონია რომანტიკული ბავშვობა? ვის არ ჰქონია მჩქეფარე ახალგაზრდობა? ვის არ აქვს საყვარელი ადამიანების სითბო? ვის არ აქვს ნათესავებისა და მეგობრების სათუთი სიყვარული? ვინ არ იღებს სხვებისგან პატივისცემას? ვის არ აქვს თბილი ოჯახი? ვის არ აქვს თავისი მესაიდუმლეების ნუგეში? და განა ის ოდესმე დამტკბარა ამათგან რომელიმეთი? ვის მიუცია მისთვის ოდესმე მცირეოდენი სითბო? ვის მიუცია მისთვის ოდესმე მცირეოდენი ნუგეში? ვის გამოუჩენია მის მიმართ ოდესმე თუნდაც მცირეოდენი ადამიანური ზნეობა? ვის გამოუჩენია მის მიმართ ოდესმე შემწყნარებლობა? ვინ ყოფილა ოდესმე მასთან ტანჯვის დღეებში? ვის გაუტარებია მასთან ერთად ტანჯვით სავსე ცხოვრება? ადამიანს მის მიმართ მოთხოვნები არასდროს შეუმსუბუქებია; ის მხოლოდ ყოველგვარი მორიდების გარეშე სთხოვს მას სხვადასხვა რამეს, თითქოს, ადამიანთა სამყაროში მოსვლის შემდეგ, ის ვალდებულია, ადამიანის ხარი ან ცხენი იყოს, მისი ტყვე გახდეს და თავისი ყველაფერი ადამიანს მისცეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი მას არასდროს აპატიებს, არასდროს შეეშვება, არასდროს უწოდებს ღმერთს და არასდროს მიაგებს დიდ პატივს. ადამიანი ღმერთის მიმართ თავის დამოკიდებულებაში მეტისმეტად მკაცრია, თითქოს მხოლოდ მას შემდეგ შეამსუბუქებს ღვთის მიმართ მოთხოვნებს, რაც ღმერთი წამებით მოკვდება; წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ღვთის მიმართ მოთხოვნების სტანდარტებს არასოდეს დასწევს. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი ღმერთს არ ეზიზღებოდეს? განა ეს დღევანდელი ტრაგედია არ არის? ადამიანის სინდისი არსად ჩანს. ის გამუდმებით ამბობს, რომ ღვთის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხებს, მაგრამ ღმერთს ანაწევრებს და წამებით კლავს. განა ეს არ არის ღვთისადმი მისი რწმენის „საიდუმლო რეცეპტი“, რომელიც წინაპრებისგან გადმოეცა? „იუდეველები“ ყველგან არიან და დღესაც იმავე საქმეს აკეთებენ, კვლავაც ღმერთის წინააღმდეგობის იმავე საქმეს ასრულებენ და მაინც მიაჩნიათ, რომ ღმერთს განადიდებენ. როგორ უნდა შეიცნონ ღმერთი ადამიანის ხორციელმა თვალებმა? როგორ უნდა მიიჩნიოს ხორცში მცხოვრებმა ადამიანმა ღმერთად განკაცებული ღმერთი, რომელიც სულისგან მოვიდა? ადამიანთა შორის ვის შეუძლია მისი შეცნობა? სად არის ჭეშმარიტება ადამიანთა შორის? სად არის ჭეშმარიტი სამართლიანობა? ვის შეუძლია ღვთის ხასიათის შეცნობა? ვის შეუძლია შეეჭიდოს ზეცაში მყოფ ღმერთს? გასაკვირი არ არის, რომ, როდესაც ღმერთი ადამიანთა შორის მოდის, მას ვერავინ ცნობს და იგი უარყოფილია. როგორ უნდა აიტანოს ადამიანმა ღმერთის არსებობა? როგორ უნდა დაუშვას მან, რომ სინათლემ სამყაროდან სიბნელე განდევნოს? განა ყოველივე ეს ადამიანის წრფელი და გულღია თავდადების სულისკვეთება არ არის? განა ეს ადამიანის პატიოსანი შესვლა არ არის? და განა ღვთის საქმე ადამიანის შესვლაზე არ არის ორიენტირებული? მსურს, რომ ღვთის საქმე ადამიანის შესვლას დაუკავშიროთ, დაამყაროთ კარგი ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის და ჯეროვნად შეასრულოთ ის მოვალეობა, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს, აკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. ამგვარად, ღვთის საქმე საბოლოოდ დასრულდება, და მისი საბოლოო შედეგი იქნება ღვთის მიერ დიდების მოპოვება!
სქოლიოები:
1. „ადამიანის ‘შესვლა“ აქ ადამიანის ურჩ ქცევას აღნიშნავს. ის არ გულისხმობს ადამიანების სიცოცხლეში შესვლას — რაც დადებითია — არამედ მათ უარყოფით ქცევასა და მოქმედებებს. ფართო გაგებით, ის ადამიანის ყველა იმ საქციელს გულისხმობს, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება.
2. „წარმოსახვითი შიშებით დატანჯული“ დაცინვით აღწერს ადამიანის მცდარ ადამიანურ ცხოვრებას. ეს კაცობრიობის ცხოვრების მახინჯ მდგომარეობას გულისხმობს, რომელშიც ადამიანები დემონებთან ერთად ცხოვრობენ.
3. „ყველაზე უკეთესი“ დაცინვით არის ნათქვამი.
4. „სულ უფრო მხურვალედ ანთებული შემართება“ დაცინვით არის ნათქვამი და ადამიანის მახინჯ მდგომარეობას გულისხმობს.
5. „ცოცხლად შეპყრობა“ -ადამიანის ძალადობრივ და საზიზღარ ქცევას გულისხმობს. ადამიანი სასტიკია და ღმერთის მიმართ ოდნავაც არ იჩენს შემწყნარებლობას და მას აბსურდულ მოთხოვნებს უყენებს.
6. „გონებაში კარგად გააზრებული გეგმა აქვს“ დაცინვით არის ნათქვამი და გულისხმობს იმას, რომ ადამიანები საკუთარ თავს არ იცნობენ და თავიანთი რეალური სულიერი სიმწიფე არ ესმით. ეს დამამცირებელი გამონათქვამია.
7. „შთამბეჭდავი“ დაცინვით არის ნათქვამი.
8. „სროლა“ მიუთითებს ადამიანების მახინჯ მდგომარეობაზე, როდესაც ისინი ღმერთთან დამარცხებისას ბრაზისგან ცოფდებიან. ის მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერ ეწინააღმდეგებიან ისინი ღმერთს.