საქმე და შესვლა (8)

არაერთხელ მითქვამს, რომ უკანასკნელი დღეების ღვთის საქმე სრულდება იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის გული შეიცვალოს, თითოეული ადამიანის სამშვინველი შეიცვალოს, რათა მის გულს, რომელმაც დიდი ტრავმა განიცადა, ღმერთი შეეხოს და გარდაქმნას, და ამგვარად გადარჩეს მისი სამშვინველი, რომელიც ცოდვამ ასე ღრმად დააზიანა; ეს იმისთვის ხდება, რომ გამოაღვიძოს ადამიანის სული, გაალღვოს მისი გაცივებული გული და მის განახლებას შეუწყოს ხელი. ეს არის ღვთის უდიდესი განზრახვა. თუ დროებით გვერდზე გადავდებთ იმას, რაოდენ განვითარებული ან ღრმაა ადამიანის სიცოცხლე და გამოცდილება, მაშინ, როცა ადამიანთა გულები გამოიღვიძებენ, როცა ისინი გამოერკვევიან თავიანთი სიზმრებიდან და სრულად შეიცნობენ იმ ზიანს, რომელიც დიდმა წითელმა დრაკონმა მათ მოუტანა, ღვთის მსახურების საქმე დასრულებული იქნება. დღე, როდესაც ღვთის საქმე დასრულდება, იმავდროულად იქნება დღე, როდესაც ადამიანი ოფიციალურად დაადგება ღვთისადმი რწმენის სწორ გზას. იმ დროისთვის ღვთის მსახურება დასრულებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ განკაცებული ღვთის საქმე სრულად დასრულდება. ამის შემდეგ ადამიანი ოფიციალურად დაიწყებს იმ მოვალეობის შესრულებას, რომელიც უნდა შეასრულოს — იგი აღასრულებს თავის მსახურებას. ეს არის ღვთის საქმის ეტაპები. ამიტომ ამ ყველაფრის ცოდნის საფუძველზე უნდა გაიკვლიოთ შესვლის გზა. ეს ყველაფერი არის ის, რაც უნდა გესმოდეთ. მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანის გული სიღრმისეულად შეიცვლება, იგი უფრო ეფექტურად შეძლებს შესვლას, რადგან ღვთის საქმე არის ადამიანის სრული ხსნა ამ დემონების თავყრილობის ადგილიდან — ადამიანის, რომელიც უკვე გამოსყიდულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბნელეთის ძალების გავლენის ქვეშ ცხოვრობს და არასდროს გამოღვიძებულა; ეს იმისთვისაა, რომ ადამიანი გათავისუფლდეს ათასწლეულების ცოდვისგან და ღვთისთვის საყვარელი გახდეს, და რომ დიდი წითელი დრაკონი ძალით დაემხოს და დაიღუპოს, ღვთის სასუფეველი მტკიცედ დამყარდეს და ღვთის გულმა უფრო მალე ჰპოვოს სიმშვიდე; ეს იმისთვისაა, რომ ყოველგვარი თავშეკავების გარეშე გადმოიღვაროს თქვენს მკერდში დაგროვილი სიძულვილი, აღმოიფხვრას ის დაობებული მიკრობები, გათავისუფლდეთ ამ ცხოვრებისგან, რომელიც არაფრით განსხვავდება ხარის ან ცხენის ყოფისგან, აღარ იყოთ მონები, აღარ გაგთელოთ დიდმა წითელმა დრაკონმა ისე, როგორც მოესურვება, და აღარ გიბრძანოთ; თქვენ აღარ იქნებით ამ ხელმოცარული ერის ნაწილი, აღარ მიეკუთვნებით დიდ წითელ დრაკონს, რომლის ცოდვებიც ცას სწვდება, და მის მონობაში აღარ იქნებით. დემონთა ბუდე აუცილებლად ნაფლეთებად დაიგლიჯება ღვთის ხელით, და თქვენ ღვთის გვერდით დადგებით — თქვენ ღმერთს ეკუთვნით და ამ მონათა იმპერიას აღარ ეკუთვნით. ღმერთს დიდი ხანია სულით ხორცამდე სძულს ეს ბნელი საზოგადოება. ის კბილებს აღრჭენს და მოუთმენლად ელის, როდის დაადგამს ფეხს ამ საზარლად ცოდვილ ძველ გველს, რათა იგი უკუნითი უკუნისამდე ვეღარ აღდგეს და აღარასდროს ავნოს ადამიანს; იგი არ გაამართლებს მის წარსულ საქმეებს, არ მოითმენს მის მიერ ადამიანის მოტყუებას, და იგი ანგარიშს გაუსწორებს მას საუკუნეთა განმავლობაში ჩადენილი ყოველი ცოდვისთვის. ღმერთი ამ ყოველგვარი ბოროტების მოთავეს ოდნავადაც არ დაინდობს[1]; იგი მას სრულიად გაანადგურებს.

ეს მიწა, რომელიც ათასობით წელია შებილწულია, აუტანლად ჭუჭყიანია, ყველგან უბედურება სუფევს, მოჩვენებები ყველგან განუკითხავად თარეშობენ, ადამიანებს აცურებენ და ატყუებენ, უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებენ[2], დაუნდობლად იყენებენ სასტიკ მეთოდებს, თელავენ ამ მოჩვენებათა ქალაქს და გვამებით მოფენილს ტოვებენ მას; ხრწნის სიმყრალე მთელ მიწას ფარავს და ჰაერს აჯერებს, და იგი მკაცრად არის დაცული.[3] ვის შეუძლია დაინახოს ცის მიღმა არსებული სამყარო? ეშმაკი ადამიანის მთელ სხეულს მჭიდროდ ბოჭავს, ორივე თვალზე საბურველს აფარებს და ტუჩებს მაგრად უმუწავს. ეშმაკთა მეფე რამდენიმე ათასი წელია თავაშვებულად თარეშობს, და ასე გრძელდება დღემდე, როცა იგი კვლავ ყურადღებით უთვალთვალებს მოჩვენებათა ქალაქს, თითქოს ეს დემონთა შეუვალი სასახლე იყოს; იმავდროულად მცველი ძაღლების ეს ხროვა მრისხანე თვალებით იყურება, ძალიან ეშინია, რომ ღმერთი მათ უეცრად წაასწრებს, ყველას მოსრავს და მშვიდობისა და ბედნიერების ადგილს აღარ დაუტოვებს. როგორ შეძლებდნენ ასეთი მოჩვენებათა ქალაქის მცხოვრებლები ოდესმე ღმერთის ნახვას? როგორ შეძლებდნენ ისინი ოდესმე ღმერთის სიძვირფასითა და სიყვარულით დატკბობას? როგორ შეძლებდნენ ისინი ადამიანთა სამყაროს საკითხების გაგებას? რომელ მათგანს შეუძლია ღვთის მხურვალე ზრახვების გაგება? ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ განკაცებული ღმერთი სრულებით დამალული რჩება: ასეთ ბნელ საზოგადოებაში, სადაც დემონები დაუნდობელნი და არაადამიანურნი არიან, როგორ აიტანდა ეშმაკთა მეფე, რომელიც თვალის დაუხამხამებლად კლავს ადამიანებს, საყვარელი, კეთილი და ამავე დროს წმინდა ღმერთის არსებობას? როგორ შეხვდებოდა იგი ზარზეიმით ღმერთის მოსვლას? ეს ლაქიები! ისინი სიკეთეს სიძულვილით პასუხობენ; მათ დიდი ხნის წინ დაიწყეს ღმერთის მტრად მიჩნევა, შეურაცხყოფენ ღმერთს, უკიდურესად ველურები არიან, ღმერთისადმი იოტისოდენა პატივისცემაც არ გააჩნიათ, თავს ესხმიან და ძარცვავენ, ყოველგვარი სინდისი დაკარგული აქვთ, ყოველგვარ სინდისს ეწინააღმდეგებიან და უდანაშაულო კაცობრიობას მოტყუებით გაშეშებულ მდგომარეობაში აგდებენ. რის ძველი ბრძენკაცების მემკვიდრეები? რის საყვარელი წინამძღოლები? ისინი ყველანი ღმერთის მოწინააღმდეგე არამზადები არიან! მათმა ჩარევამ ცის ქვეშ ყოველივე სიბნელესა და ქაოსში ჩაძირა! რის რელიგიის თავისუფლება? რის მოქალაქეთა კანონიერი უფლებები და ინტერესები? ეს ყველაფერი მხოლოდ ბოროტების დასაფარად გამიზნული ხრიკებია! ვინ დაუჭირა მხარი ღვთის საქმეს? ვინ გასწირა სიცოცხლე ან დაღვარა სისხლი ღვთის საქმისთვის? თაობიდან თაობამდე, მშობლიდან შვილზე უწყვეტი ჯაჭვით მონობაში მყოფმა ადამიანებმა ღმერთიც თავხედურად დაიმონეს — განა ეს განუწყვეტელ რისხვას არ გააღვივებს? ათასწლეულების სიძულვილი გულშია თავმოყრილი, ათი ათასი ეპოქის ბოროტება გულზეა ამოტვიფრული — განა ეს სიძულვილს არ აღძრავს? იძიეთ შური ღმერთისთვის, საბოლოოდ მოსპეთ მისი მტერი — ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ ითარეშებს და იბატონებს ტირანივით! ახლა დადგა დრო: ადამიანმა დიდი ხანია მთელი თავისი ძალა მოიკრიბა და მთელი გულის სისხლს გაიღებს და ყოველგვარ საფასურს გადაიხდის, რათა ამ ეშმაკს საზარელი სახე ჩამოგლიჯოს და ადამიანებს, რომლებიც დაბრმავებულნი არიან და ყოველგვარი ტანჯვა და სიდუხჭირე გადაიტანეს, საშუალება მისცეს, თავიანთი ტკივილიდან წამოიმართონ და წინააღმდეგობა გაუწიონ ამ ბოროტ ძველ ეშმაკს. რატომ უღობავთ ღვთის საქმეს გზას ისე მჭიდროდ, რომ ერთი წვეთიც კი ვერ აღწევს? რატომ იყენებთ სხვადასხვა ხრიკს ღვთის ხალხის მოსატყუებლად? სად არის ჭეშმარიტი თავისუფლება და კანონიერი უფლებები და ინტერესები? სად არის სამართლიანობა? სად არის სიმშვიდე? სად არის სითბო? რატომ იყენებთ მზაკვრულ ხერხებს ღვთის ხალხის გასაცურებლად? რატომ იყენებთ ძალას ღვთის მოსვლის ჩასახშობად? რატომ არ აძლევთ ღმერთს საშუალებას, თავისუფლად იაროს მის მიერ შექმნილ მიწაზე? რატომ სდევნით ღმერთს ისე, რომ თავის მისადრეკელი ადგილიც აღარ რჩება? სად არის ადამიანებს შორის სითბო? სად არის ადამიანებს შორის მისი გულთბილი დახვედრა? რატომ იწვევთ ღმერთში ასეთ მტანჯველ ლტოლვას? რატომ აიძულებთ ღმერთს, კვლავ და კვლავ დაიძახოს? რატომ აიძულებთ ღმერთს, იქამდე მივიდეს, რომ თავისი საყვარელი ძის გამო იდარდოს? რატომ არ აძლევენ ეს ბნელი საზოგადოება და ეს არამზადა მცველი ძაღლები ღმერთს საშუალებას, თავისუფლად მოვიდეს და წავიდეს მის მიერ შექმნილ სამყაროში? რატომ ვერ იგებს ამას ადამიანი, რომელიც ტანჯვის გარემოცვაში ცხოვრობს? თქვენ გამო ღმერთმა დიდი ტკივილი გადაიტანა; მტანჯველ მწუხარებაში მან თავისი საყვარელი ძე, თავისი სისხლი და ხორცი დათმო და თქვენ გიბოძათ — მაშ, რატომ ხუჭავთ კვლავ თვალს? ყველას თვალწინ თქვენ უარყოფთ ღვთის მოსვლას და უარს ამბობთ ღვთის მეგობრობაზე. რატომ ხართ ასე უსინდისონი? ნუთუ გსურთ, აიტანოთ უსამართლობები ასეთ ბნელ საზოგადოებაში? რატომ ივსებთ მუცლებს ეშმაკთა მეფის „განავლით“, ნაცვლად იმისა, რომ ისინი ათასწლეულების სიძულვილით აღავსოთ?

რამდენად დიდია ღვთის საქმის წინაღობები? განა ვინმეს ოდესმე სცოდნია ეს? როცა ადამიანები ღრმად ფესვგადგმული ცრურწმენების ელფერით გალიაში არიან გამომწყვდეულნი, ვის შეუძლია ღვთის ჭეშმარიტი სახის შეცნობა? ასეთი ჩამორჩენილი, ზედაპირული და აბსურდული კულტურული ცოდნით როგორ შეძლებდნენ ისინი ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვების სრულად გაგებას? მაშინაც კი, როცა მათ პირისპირ ელაპარაკებიან და სიტყვებს პირდაპირ პირში უდებენ, როგორ შეძლებდნენ გაგებას? ზოგჯერ ეს ჰგავს საძოვარზე მყოფი ძროხისთვის ქნარზე დაკვრას: ადამიანებს ოდნავი რეაქციაც კი არ აქვთ, თავს აქნევენ და ვერაფერს იგებენ. განა ეს შემაშფოთებელი არ არის? ამ „შორეულმა“[4], უძველესმა კულტურულმა ისტორიამ და კულტურულმა ცოდნამ ადამიანთა ასეთი უნიათო ჯგუფი აღზარდა. რის უძველესი კულტურა — რის ძვირფასი მემკვიდრეობა? ეს ნაგვის გროვაა! ის დიდი ხანია სამარადისო სირცხვილად იქცა და ხსენებადაც არ ღირს! მან ადამიანებს ღმერთისათვის წინააღმდეგობის გაწევის ხრიკები და ხერხები ასწავლა, ხოლო ეროვნული განათლების „მოწესრიგებულმა, მშვიდმა ხელმძღვანელობამ“[5], ადამიანებში ღმერთის წინააღმდეგ ურჩობა კიდევ უფრო გააძლიერა. ღვთის საქმის თითოეული ნაწილი უკიდურესად რთულია, და დედამიწაზე მისი საქმის ყოველი ნაბიჯი ღმერთს რთულ მდგომარეობაში აყენებს. რაოდენ მძიმეა მისი საქმე დედამიწაზე! რაოდენ რთულია მისი ყოველი ნაბიჯი დედამიწაზე საქმის შესრულებისას: ადამიანის სისუსტის, ნაკლოვანებების, უმწიფრობის, უმეცრებისა და მასთან დაკავშირებული ყოველივე დანარჩენის გამო ღმერთი ყველაფერს ზედმიწევნით გეგმავს და გულმოდგინედ განიხილავს. ადამიანი ქაღალდის ვეფხვს ჰგავს, რომელსაც ვერავინ უბედავს გზაზე გადაღობებას ან გაღიზიანებას; ოდნავ შეეხები და მაშინვე გიკბენს, ან დაეცემა და გზას აცდება, და თითქოს ყურადღების სულ მცირედი მოდუნებაც კი საკმარისია, რომ კვლავ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს, ანდა ღმერთი უგულებელყოს, ან თავის ღორ და ძაღლ მშობლებთან გაიქცეს, რათა მათი სხეულის ბილწ საქმეებს აჰყვეს. რა დიდი დაბრკოლებაა! თავისი საქმის თითქმის ყოველ ნაბიჯზე ღმერთი გამოცდის წინაშე დგება, და თითქმის ყოველ ნაბიჯზე დიდ საფრთხეს აწყდება. მისი სიტყვები გულწრფელი და სერიოზულია და მათში არავითარი ბოროტი განზრახვა არ არის, მაგრამ ვის სურს მათი მიღება? ვის სურს, სრულად დანებდეს? ეს ღმერთს გულს უკლავს. იგი დღედაღამ თავდაუზოგავად ირჯება ადამიანის გამო, ადამიანის სიცოცხლეზე მუდამ წუხს და მის სისუსტესაც ითვალისწინებს. თავისი საქმის თითოეულ ნაბიჯზე და თითოეული წარმოთქმული სიტყვის გამო მას მრავალი სირთულე და დაბრკოლება გამოუვლია; იგი მუდამ ორ ცეცხლს შუაა მოქცეული და დღე და ღამ კვლავ და კვლავ ფიქრობს ადამიანის სისუსტეზე, ურჩობაზე, უმწიფრობასა და მოწყვლადობაზე. განა ვინმეს ოდესმე სცოდნია ეს? ვის გადაუშლის იგი გულს? განა ვინმე შეძლებდა ამის გაგებას? მას მუდამ სძულს ადამიანის ცოდვები, მისი სიმტკიცის უქონლობა და უხერხემლობა, და ამავე დროს მუდამ აღელვებს ადამიანის მოწყვლადობა და ფიქრობს გზაზე, რომელიც ადამიანს წინ ელის. ყოველთვის, როცა ადამიანის სიტყვებსა და ქმედებებს ხედავს, იგი ივსება წყალობითა და რისხვით, და ამ ყოველივეს ხილვა მუდამ ტკივილს აყენებს მის გულს. ბოლოს და ბოლოს, უდანაშაულო ადამიანი უგრძნობი გახდა; მაშ, რატომ უნდა უქმნიდეს ღმერთი მას მუდამ სიძნელეებს? მოწყვლად ადამიანს სრულიად დაკარგული აქვს შეუპოვრობა; მაშ, რატომ უნდა ჰქონდეს ღმერთს მის მიმართ მუდამ ასეთი დაუცხრომელი რისხვა? სუსტ და უძლურ ადამიანს ცხოვრებისეული ენერგიის უმცირესი ნატამალიც კი აღარ შერჩენია; მაშ, რატომ კიცხავს ღმერთი მას მუდამ ურჩობის გამო? ვის შეუძლია, გაუძლოს ზეცაში მყოფი ღმერთის მუქარას? ბოლოს და ბოლოს ადამიანი სუსტია, და რადგან ღმერთს საერთოდ არ აქვს სხვა არჩევანი, მან თავისი რისხვა გულის სიღრმეში ჩაახშო და ადამიანს საშუალება მისცა, ნელ-ნელა დაფიქრებულიყო საკუთარ თავზე. თუმცა ტანჯვაში ჩაძირულ ადამიანს ღვთის განზრახვების იოტისოდენა გაგებაც კი არ გააჩნია. ძველმა ეშმაკთა მეფემ იგი ფეხქვეშ გათელა, თუმცა ამას საერთოდ ვერ აცნობიერებს და მუდამ ღმერთს უპირისპირდება, ანდა ღმერთის მიმართ არც ცხელია და არც ცივი. ღმერთმა ამდენი სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ოდესმე ვინმეს მიუღია ისინი სერიოზულად? ადამიანს ღვთის სიტყვები არ ესმის, თუმცა არც აღელვებს ეს და არც მათკენ ლტოლვა აქვს; მას არასოდეს შეუცნია ჭეშმარიტად ძველი ეშმაკის არსი. ადამიანები ჰადესში, ჯოჯოხეთში ცხოვრობენ, თუმცა ჰგონიათ, რომ „წყალქვეშა სასახლეში“ ბინადრობენ; დიდი წითელი დრაკონი მათ დევნის, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მიერ „რჩეულნი“[6] არიან; ეშმაკი მათ აბაიბურებს, მათ კი ჰგონიათ, რომ ხორცის უბადლო ხელოვნებით ტკბებიან. რა ბინძურ და მდაბალ არამზადათა ჯგროა! ადამიანს უბედურება შეემთხვა, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცის, და ამ ბნელ საზოგადოებაში უბედურება უბედურებაზე ატყდება თავს[7], მაგრამ მას არასდროს გამოუღვიძია. როდის მოიშორებს იგი საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებელ ხასიათსა და თავის მონურ ხასიათს? რატომ არის იგი ასე უყურადღებო ღვთის გულის მიმართ? განა ჩუმად ურიგდება ამ ჩაგვრასა და გაჭირვებას? განა არ სურს იმ დღის დადგომა, როცა შეძლებს სიბნელის სინათლედ გადაქცევას? განა არ სურს, აღადგინოს შელახული სამართლიანობა და ჭეშმარიტება? განა სურს, უყუროს და არაფერი გააკეთოს, როცა ადამიანები უარყოფენ ჭეშმარიტებას და ამახინჯებენ ფაქტებს? განა სურს, კვლავაც ითმინოს ეს უსამართლობა? განა სურს, მონა იყოს? განა სურს, ამ ხელმოცარული სახელმწიფოს მონებთან ერთად ღვთის ხელით დაიღუპოს? სად არის შენი მტკიცე გადაწყვეტილება? სად არის შენი ამბიცია? სად არის შენი ღირსება? სად არის შენი ზნეობრივი მთლიანობა? სად არის შენი თავისუფლება? ნუთუ მზად ხარ, მთელი შენი ცხოვრების წლები[8], დიდ წითელ დრაკონს, ეშმაკთა მეფეს შეალიო? ნუთუ მზად ხარ, ამ ცხოვრებაში მან სასიკვდილოდ გტანჯოს? უფსკრულის სახე ქაოსური და ბნელია; უბრალო ხალხი ცასა და მიწას გმობს, და ყოველივე ცოცხალი უბადრუკობაშია ჩაძირული. როდის შეძლებს ადამიანი თავის მაღლა აწევას? ადამიანი გამხდარი და გამოფიტულია; როგორ შეძლებდა იგი ამ სასტიკ და ტირან ეშმაკთან შებრძოლებას? რატომ არ უძღვნის იგი თავის სიცოცხლეს ღმერთს, სანამ ჯერ კიდევ შეუძლია? რატომ ყოყმანობს იგი ჯერ კიდევ? როდის შეძლებს ღვთის საქმის დასრულებას? მას ასე უმიზნოდ ავიწროებენ და ჩაგრავენ, და საბოლოოდ მისი მთელი სიცოცხლე ფუჭად იხარჯება; ასე რატომ ჩქარობს იგი მოსვლას და ასე რატომ ჩქარობს იგი წასვლას? რატომ არ ინახავს რაიმე ძვირფასს ღმერთისთვის მისაცემად? ნუთუ დაავიწყდა ათასწლეულების სიძულვილი?

შესაძლოა, ბევრ ადამიანს ღვთის ზოგიერთი სიტყვა სძულდეს, ან, შესაძლოა, არც სძულდეს და საერთოდ არც აინტერესებდეს ისინი. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტები მცდარ შეხედულებებად ვერ გადაიქცევა; არავის აქვს უფლება, ისეთი სიტყვები თქვას, რომლებიც ფაქტებს ეწინააღმდეგება. ამჯერად ღმერთი განკაცდა იმისთვის, რომ ასეთი საქმე შეასრულოს, დაასრულოს საქმე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, ეს ეპოქა დასასრულამდე მიიყვანოს, განიკითხოს ეს ეპოქა, გადაარჩინოს ღრმად ცოდვილი ადამიანები ტანჯვის ზღვის სამყაროდან და სრულიად გარდაქმნას ისინი. იუდეველებმა ღმერთი ჯვარს აცვეს და ამგვარად დაასრულეს ღვთის „მოგზაურობა იუდეაში“. არც ისე დიდი ხნის შემდეგ ღმერთი კვლავ პირადად მოვიდა ადამიანთა შორის და ჩუმად ჩავიდა დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში. სინამდვილეში, იუდეველთა სახელმწიფოს რელიგიურ სამყაროს დიდი ხანია იესოს გამოსახულება კედლებზე ჰქონდა ჩამოკიდებული, ადამიანთა ბაგეებიდან კი გაისმოდა: „უფალო იესო ქრისტე“. მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ იესოს დიდი ხანია მეორედ ჰქონდა მიღებული მამა ღმერთის ბრძანება, ადამიანთა შორის დაბრუნებულიყო და თავისი საქმის მეორე, ჯერ კიდევ დაუსრულებელი ეტაპი დაესრულებინა. შედეგად, მაშინ, როცა ყველა მას თვალს არ აშორებდა, მან ისინი მოულოდნელად გააოცა: იგი დაიბადა სხვა სამყაროში, სადაც ერთი ეპოქა მეორემ შეცვალა, და ადამიანთა შორის უკიდურესად ჩვეულებრივი ადამიანის იერით გამოჩნდა. სინამდვილეში ეპოქების შეცვლასთან ერთად მისი სამოსი და მთელი გარეგნობაც შეიცვალა, თითქოს ხელახლა დაბადებულიყო. როგორ უნდა სცოდნოდათ ადამიანებს, რომ იგი სწორედ ის უფალი იესო ქრისტეა, რომელიც ჯვრიდან ჩამოვიდა და კვლავ აღდგა? მას დაზიანების იოტისოდენა კვალიც კი არ ეტყობა, ისევე როგორც იესო არაფრით ჰგავდა იეჰოვას. დღევანდელ იესოს დიდი ხანია აღარ აქვს წარსული დროის იერი. როგორ უნდა ამოეცნოთ იგი ადამიანებს? ურწმუნო „თომა“ მუდამ ეჭვობს, რომ იგი აღდგომილი იესოა, და ყოველთვის სურს, ჯერ იესოს ხელებზე ლურსმნების ნაიარევები იხილოს და მხოლოდ ამის შემდეგ დამშვიდდეს; სანამ მათ არ იხილავს, მუდამ ეჭვის ღრუბელზე დგას, მყარ ნიადაგზე ფეხის დადგმა და იესოს გაყოლა კი არ შეუძლია. საწყალი „თომა“ — საიდან უნდა სცოდნოდა, რომ იესო მამა ღმერთის მიერ მისთვის დავალებული საქმის შესასრულებლად მოვიდა? რატომ უნდა ატარებდეს იესო ლურსმნების ნაიარევებს? განა ეს ნაიარევები იესოს ნიშანია? იგი მამა ღმერთის ნების შესასრულებლად მოვიდა; რატომ უნდა მოსულიყო რამდენიმე ათასი წლის წინანდელი იუდეველის სამოსითა და გარეგნობით? შეიძლება თუ არა, რომ გარეგნობამ, რომელსაც ღმერთი განკაცებისას იღებს, ღვთის საქმეს ხელი შეუშალოს? ვისი დადგენილია ეს უცვლელი წესი? რატომ უნდა შეესაბამებოდეს ღვთის საქმე ადამიანის წარმოსახვას? ერთადერთი, რასაც ღმერთი თავის საქმეში ყურადღებას აქცევს, ისაა, რომ საქმემ შედეგი მოიტანოს. იგი კანონს არ ემორჩილება, და მის საქმეს წესები არ აქვს — როგორ შეძლებდა ადამიანი მის ჩაწვდომას? როგორ შეძლებდა ადამიანი საკუთარი წარმოდგენებისა და წარმოსახვის საფუძველზე ღვთის საქმის სრულად გაგებას? ამიტომ სჯობს, სათანადოდ დამშვიდდეთ: წვრილმანებზე ნუ ატეხთ აურზაურს და თქვენთვის ახალ საკითხებს დიდ ამბად ნუ აქცევთ, რათა თავი სასაცილოდ არ აიგდოთ და სხვების დასაცინი არ გახდეთ. ამდენი წელია ღმერთი გწამთ, მაგრამ ღმერთი ჯერაც არ შეგიცნიათ. საბოლოოდ, გაკიცხვაში აღმოჩნდებით; თქვენ, ვისაც „კლასში საუკეთესოდ“[9] მიგიჩნევენ, გაკიცხულთა რიგებს მიგაკუთვნებენ. გირჩევნიათ, ჭკუის გამოჩენით საკუთარ თავს არ ავნოთ. ნუთუ შენი ახლომხედველობა შეძლებს ჭეშმარიტად შეიცნოს ღმერთი, რომელიც მარადისობიდან მარადისობამდე ყველაფერს ხედავს? შეუძლია კი შენს ზედაპირულ გამოცდილებებს ღვთის განზრახვების სრულად შეცნობა? ნუ იქნები ქედმაღალი. ღმერთი, ბოლოს და ბოლოს, ამ სამყაროს არ ეკუთვნის — მაშ, როგორ შეიძლება მისი საქმე ისეთი იყოს, როგორსაც შენ ელოდი?

სქოლიოები:

1. „ყოველგვარი ბოროტების მოთავე“ ძველ ეშმაკს გულისხმობს. ეს ფრაზა უკიდურეს სიძულვილს გამოხატავს.

2. „უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება“ გულისხმობს იმ მეთოდებს, რომლებითაც ეშმაკი ადამიანებს ზიანს აყენებს.

3. „მკაცრად დაცული“ მიუთითებს, რომ მეთოდები, რომლებითაც ეშმაკი ადამიანებს მძიმე ზიანს აყენებს, განსაკუთრებით ბოროტია და იმდენად აკონტროლებს ადამიანებს, რომ მათ თავისუფლად მოქმედების არავითარი სივრცე აღარ რჩებათ.

4. „შორეული“ ირონიული მნიშვნელობით არის გამოყენებული.

5. „მოწესრიგებული, მშვიდი ხელმძღვანელობა“ ირონიული მნიშვნელობით არის გამოყენებული.

6. „რჩეულნი“ იმ ადამიანების დასაცინად არის გამოყენებული, რომლებიც ხის ქანდაკებებს ჰგვანან და თვითშეგნება არ გააჩნიათ.

7. „უბედურება უბედურებაზე ატყდება თავს“ მიუთითებს, რომ დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში დაბადებულ ადამიანებს თავი მაღლა ვერ აუწევიათ.

8. „მთელი შენი ცხოვრების წლები შეალიო“ დამამცირებელი მნიშვნელობით არის გამოყენებული.

9. „საუკეთესო მოსწავლე“ იმ ადამიანების დასაცინად არის გამოყენებული, რომლებიც ღმერთს გულმოდგინედ ესწრაფვიან.

წინა:  საქმე და შესვლა (7)

შემდეგი:  საქმე და შესვლა (9)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger