თავი 17

ჩემი გამონათქვამები ჭექა-ქუხილივით გაისმის, ნათელს ჰფენს ყოველ მხარეს და მთელ დედამიწას და ჭექა-ქუხილსა და ელვაში ადამიანი განიგმირება. არავინ დარჩენილა მტკიცედ ჭექა-ქუხილსა და ელვაში; უმეტესობა გონებას კარგავს შიშისგან, როდესაც ნათელს ვფენ და არ იცის, რა მოიმოქმედოს. როდესაც აღმოსავლეთში სინათლის მკრთალი შუქი იწყებს გამოჩენას, მრავალი ადამიანი, ამ მკრთალი ნათებით შეძრული, მყისიერად იღვიძებს თავისი ილუზიებიდან. თუმცა არავის არასოდეს გაუცნობიერებია, რომ დადგა დღე, როდესაც ჩემი ნათელი დედამიწაზე ეშვება. ადამიანთა უმრავლესობა გაოგნებულია ნათლის მოულოდნელი მოვლინებით, და ზოგიერთი ცნობისმოყვარე მზერით აკვირდება ნათლის მოძრაობასა და მისი მოახლოების მიმართულებას, ხოლო ზოგიერთი ემზადება ნათელთან შესახვედრად, რათა უფრო ნათლად გაიგოს, საიდან მოდის ის. ასეც რომ იყოს, ოდესმე აღმოუჩენია ვინმეს, რაოდენ ძვირფასია დღევანდელი ნათელი? ოდესმე გამოფხიზლებულა ვინმე დღევანდელი ნათლის უნიკალურობის შესაცნობად? ადამიანთა უმრავლესობა უბრალოდ გზააბნეულია; სინათლისგან თვალები დაბრმავებიათ და ტალახში არიან ჩავარდნილი. ამ ბუნდოვანი ნათლის ქვეშ, შეიძლება ითქვას, რომ არეულობამ მოიცვა დედამიწა; აუტანლად სავალალო სანახაობაა, რომელიც, ახლოდან დაკვირვებისას, მყისიერად ავსებს ადამიანს სევდით. აქედან გამომდინარე, როდესაც ნათელი ძლიერია, დედამიწის მდგომარეობა ნაკლებად მისცემს კაცობრიობას ჩემ წინაშე დგომის საშუალებას. კაცობრიობა ნათლის ბრწყინვალებაში იმყოფება; და კვლავ, ყველა ადამიანი ნათლით ხსნაში იმყოფება, თუმცა ასევე მისგან მიყენებულ ჭრილობებში: არის კი ვინმე, ვინც არ განიგმირება ნათლის მიერ? არის კი ვინმე, ვინც შეძლებს თავი დააღწიოს ნათლის მწველ ალს? მე მოვიარე მთელი სამყარო, ჩემი ხელებით მიმოვაბნიე ჩემი სულის თესლი, რათა მთელი კაცობრიობა დედამიწაზე ამის გამო შეძრულიყო ჩემ მიერ. ზეცის უმაღლესი მწვერვალიდან მე დავყურებ მთელ დედამიწას, ვაკვირდები დედამიწაზე არსებული ქმნილებების გროტესკულ და უცნაურ მოვლენებს. ოკეანის ზედაპირი თითქოს მიწისძვრის ბიძგებს განიცდის: ზღვის ფრინველები აქეთ-იქით დაფრინავენ და თევზებს ეძებენ გადასაყლაპად. ამავდროულად, ზღვის ფსკერი უმეცრებაში რჩება და ზედაპირის პირობებს არ ძალუძს მისი გამოფხიზლება, რადგან ოკეანის ფსკერი ისეთივე მშვიდია, როგორც მესამე ცა: აქ დიდი თუ პატარა ქმნილებები ჰარმონიაში თანაარსებობენ და არასოდეს ერთვებიან სიტყვიერ პაექრობაში. უამრავ უცნაურ და ახირებულ მოვლენას შორის კაცობრიობისთვის ყველაზე რთულია ჩემი სიამოვნება. ის მდგომარეობა, რომელიც მე ადამიანს მივეცი, მეტისმეტად მაღალია, და მისი ამბიციაც შესაბამისად მეტისმეტად დიდია; მის თვალებში ყოველთვის კრთის დაუმორჩილებლობა. ჩემ მიერ ადამიანის წვრთნა და სამსჯავრო მოიცავდა ჩემს ამდენ გულითად ძალისხმევას და ამდენ ჩემი სიყვარულით სავსე სიკეთეს, მაგრამ კაცობრიობა სრულიად უმეცარია ამის მიმართ. არასოდეს მოვპყრობივარ სასტიკად არცერთ ადამიანს; მხოლოდ შესაბამის სანქციებს ვიყენებდი ურჩ კაცობრიობასთან მიმართებაში და მხოლოდ შესაბამის დახმარებას ვთავაზობდი სუსტ ადამიანებს. მაგრამ, როდესაც ადამიანები ზურგს მაქცევენ და უფრო მეტიც, იყენებენ სატანის მზაკვრობებს, რათა მე მიღალატონ, მათ დაუყოვნებლივ გავანადგურებ, არ დავუტოვებ სხვა შანსს, რათა ჩემ წინაშე თავიანთი უნარების დიდი ჩვენებები მოაწყონ, რათა მათ აღარ შეძლონ ამპარტავნულად ყელყელაობა და სხვების დაჩაგვრა დედამიწის ზურგზე.

მე მაქვს ხელმწიფება დედამიწაზე და სრულად ვავლენ ვშლი ჩემს საქმეს. ყოველივე ჩემი საქმიდან აისახება დედამიწის ზურგზე; დედამიწაზე კაცობრიობას არასოდეს ძალუძდა, ჩასწვდომოდა ჩემს მოძრაობებს ზეცაში, არც ჩემი სულის ორბიტებსა და ტრაექტორიებს. ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ იმ წვრილმანებს აცნობიერებს, რომლებიც სულის მიღმაა; მათ არ ძალუძთ სულის რეალური მდგომარეობის გაგება. მოთხოვნები, რომლებსაც კაცობრიობას ვუყენებ, არ ეფუძნება ჩემს ბუნდოვან მეს, რომელიც ზეცაშია, არც იმ შეუცნობელ მეს, რომელიც მე ვარ დედამიწაზე; შესაბამის მოთხოვნებს ვუყენებ დედამიწაზე მყოფ ადამიანებს მათი სულიერი ზრდის მიხედვით. არასოდეს შემიქმნია ვინმესთვის სირთულეები, არც არასოდეს მითხოვია ვინმესთვის, რომ ჩემი სიამოვნებისთვის ტყავი გაეძრო — განა ჩემი მოთხოვნები მხოლოდ ასეთი პირობებით შემოიფარგლება? დედამიწაზე ჩმს ყველა ქმნილებას შორის რომელი არ ემორჩილება ჩემს ბაგეეთაგან წარმოთქმულ განკარგულებებს? რომელი არ იწვება სრულად ჩემ წინაშე ჩემი სიტყვებითა და მწველი ცეცხლით? რომელი ბედავს ჩემ წინაშე ამაყი აღტაცებით „ყელყელაობას“? რომელი არ ხრის თავს ჩემ წინაშე? განა მე ის ღმერთი ვარ, რომელიც მხოლოდ დუმილს აკისრებს მის ქმნილებებს? ჩემს ყველა ქმნილებას შორის, მე ვირჩევ მათ, ვინც ჩემს განზრახვებს შეესაბამება; უამრავ ადამიანთა შორის ვირჩევ მათ, ვინც ზრუნავს ჩემს გულზე. მე ვირჩევ საუკეთესოს ყველა ვარსკვლავს შორის, რითაც სინათლის შუქს ვმატებ ჩემს სასუფეველს. დავდივარ დედამიწაზე, ყველგან ვაფრქვევ ჩემს სურნელს და ყოველ ადგილას ვტოვებ ჩემს ფორმას. ყველა ადგილას ექოსავით გაისმის ჩემი ხმა. ყოველი კუთხიდან ადამიანები გუშინდელი დღის წარმავალ მშვენიერებასშესცქერიან, რადგან ყველა მათგანი წარსულის მოგონებებშია ჩაძირული...

ყველა ადამიანს სწყურია ჩემი სახის ხილვა, მაგრამ როდესაც მე პირადად მოვევლინები დედამიწას, ყველას სძულს ჩემი მოსვლა; ისინი განდევნიან ნათლის მოვლინებას, თითქოს მე ადამიანის ზეციური მტერი ვიყო. ადამიანი მხვდება, რომელსაც თვალებში თავდაცვის ნაპერწკალი უელავსდა მუდმივად ფხიზლობს, რადგან ძლიერ ეშინია, რომ შესაძლოა მის მიმართ მოპყრობის სხვა მეთოდები მქონდეს. რადგან ადამიანები მიმიჩნევენ უცნობ მეგობრად, მათ აქვთ განცდა, თითქოს მათი განურჩევლად დახოცვის განზრახვა მამოძრავებს. ადამიანის თვალში მე მისი მოსისხლე მტერი ვარ. გასაჭირში ჩემი სითბოს განცდის შემდეგაც კი ადამიანი მაინც ვერ აცნობიერებს ჩემს სიყვარულით სავსე სიკეთეს და რჩება ფრთხილი და წინააღმდეგობით განწყობილი ჩემ მიმართ. ნაცვლად იმისა, რომ ვისარგებლო მისი მდგომარეობით და მის წინააღმდეგ ვიმოქმედო, ადამიანს ჩემი კალთის სითბოში ვახვევ, მის ბაგეს სიტკბოებით ვავსებ და საჭირო საკვებს ვაძლევ. მაგრამ, როდესაც ჩემი რისხვა შეარყევს მთებსა და მდინარეებს, ადამიანს ლაჩრობის გამო აღარ მივმადლებ შეწევნის ამ სხვადასხვა ფორმებს. ამ წამს საშინელი გულისწყრომით აღვივსები, უარს ვეტყვი ყველა ცოცხალ არსებას მონანიების შანსზე და ადამიანთან მიმართებაში ყოველგვარ იმედს გადაწურული უარვყოფ რა ადამიანზე ჩემს ყველა იმედს, მივუზღავ მას იმ სასჯელს, რომელსაც იგი ასე უხვად იმსახურებს. ამ დროს ჭექა-ქუხილი და ელვა ანათებს და გრგვინავს, როგორც ოკეანის ტალღები, რომლებიც მრისხანებით ბობოქრობენ, როგორც ათიათასობით მთა, რომელიც ინგრევა. თავისი ურჩობის გამო ადამიანი განიგმირება ჭექა-ქუხილითა და ელვით; ყველა სხვა არსება აღიგვება პირისაგან მიწისა ჭექა-ქუხილისა და ელვის დარტყმისგან, მთელ სამყაროს მოულოდნელად ქაოსი მოიცავს და ჩემი ქმნილებები ვეღარ ახერხებენ წინანდელი სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნებას. უამრავი ადამიანი ვერ გაექცევა ჭექა-ქუხილის გრგვინვას; ელვის გაელვებისას ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ემხობიან მჩქეფარე ნაკადში, რათა მთებიდან წამოსულმა ღვარცოფებმა წალეკონ ისინი. უეცრად „ადამიანის“ სამყარო მიმართება ადამიანის „დანიშნულების ადგილისკენ“. გვამები ტივტივებენ ოკეანის ზედაპირზე. ჩემი რისხვის გამო მთელი კაცობრიობა შორს მიდის ჩემგან, რადგან ადამიანმა შებღალა ჩემი სულის არსი და მისმა ამბოხმა შესცოდა ჩემს წინაშე. მაგრამ იქ, სადაც წყალი არ არის, სხვა ადამიანები კვლავაც ტკბებიან, სიცილითა და გალობით, იმ აღთქმებით, რომლებიც მე მათ მივმადლე.

როდესაც ყველა ადამიანი დუმს, მათ თვალწინ სინათლის შუქს ვაფრქვევ. ადამიანებს მაშინვე გონება უნათდებათ და თვალები უბრწყინავთ და აღარ სურთ, კვლავ მდუმარენი იყვნენ; ამგვარად, სულიერი გრძნობა მყისიერად იღვიძებს მათ გულებში. როდესაც ეს ხდება, მთელი კაცობრიობა მკვდრეთით აღდგება. ივიწყებენ რა წყენას, ყველა ადამიანი მოდის ჩემ წინაშე, რომლებსაც მოპოვებული აქვთ გადარჩენის კიდევ ერთი შანსი ჩემს მიერ გაცხადებული სიტყვებით. ყველა ადამიანს სურს იცხოვროს დედამიწაზე, მაგრამ მათ შორის ვის ჰქონია ოდესმე განზრახვა, ეცხოვრა ჩემი გულისთვის? მათ შორის ვის აღმოუჩენია ოდესმე საკუთარ თავში ბრწყინვალე რამ, რომელსაც ჩემს გასახარად შემომწირავდა? მათ შორის ვის შეუგრძნია ოდესმე ჩემი მიმზიდველი სურნელი? ყველა ადამიანი უხეში და დაუხვეწავია: გარედან ისინი თითქოს თვალს ჭრიან, მაგრამ მათი არსი არ არის ჩემი გულწრფელი სიყვარული, რადგან ადამიანის გულის სიღრმეში არასოდეს ყოფილა ჩემი რომელიმე ელემენტი. ადამიანს მეტისმეტად ბევრი რამ აკლია: ჩემთან მისი შედარება თითქოს ავლენს ისეთივე დიდ უფსკრულს, როგორიც ცასა და დედამიწას შორისაა. მაგრამ მე არ ვეხები ადამიანის სუსტსა და მოწყვლად ადგილებს და არც მის ნაკლოვანებათა გამო დავცინი მას. ჩემი ხელები ათასწლეულებია, რაც საქმეს ასრულებენ დედამიწაზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი თვალი მუდამ დაჰყურებდა ყველა ადამიანს. თუმცა მე არასოდეს შემთხვევით არ ამიღია ადამიანის სიცოცხლე, რათა მეთამაშა მისით, თითქოს სათამაშო ყოფილიყოს. მე ვხედავ ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს და იმ ფასს, რომელიც მან გადაიხადა. როდესაც ის ჩემ წინაშე დგას, არ მსურს ადამიანის მოულოდნელად გამოჭერა, რათა გავკიცხო იგი, არც ის მსურს, რომ მივცე მას არასასურველი რამ. ნაცვლად ამისა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ვზრუნავდი ადამიანზე და ვაძლევდი მას. ამგვარად, ყველაფერი, რითაც ადამიანი ტკბება, ჩემი მადლია, ეს არის მთელი ის სიუხვე, რომელიც ჩემი ხელიდან მოდის. რადგან მე დედამიწაზე ვარ, ადამიანს არასოდეს მოუწია შიმშილის ტანჯვის განცდა. პირიქით, მე ნებას ვრთავ ადამიანს, მიიღოს ჩემი ხელიდან ის, რითაც შეუძლია დატკბეს და მე ნებას ვრთავ კაცობრიობას, იცხოვროს ჩემი კურთხევით. განა მთელი კაცობრიობა არ ცხოვრობს ჩემი გაკიცხვის ქვეშ? როგორც მთათა სიღრმეებშია სიუხვე და წყლებში — უამრავი რამ, რითაც შეიძლება დატკბე, განა მათ, ვინც დღეს ჩემი სიტყვებით ცხოვრობს, არ აქვთ კიდევ უფრო მეტი საკვები დასაფასებელი და დასაგემოვნებელი? მე დედამიწაზე ვარ და კაცობრიობა ტკბება ჩემი კურთხევით დედამიწაზე. როდესაც მე დავტოვებ დედამიწას, რა დროსაც ჩემი საქმეც მიაღწევს თავის დასასრულს, კაცთა მოდგმა თავისი უძლურების გამო ვეღარ მიიღებს ჩემს მოწყალებას.

16 მარტი, 1992 წ.

წინა:  თავი 16

შემდეგი:  თავი 18

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger