თავი 41

ერთ დროს ადამიანებს შორის დიდი წამოწყება განვახორციელე, მაგრამ მათ ეს ვერ შეამჩნიეს, ამიტომ იძულებული გავხდი, ჩემი სიტყვით ნაწილ-ნაწილ გამემჟღავნებინა ეს მათთვის. ადამიანებმა მაინც ვერ გაიგეს ჩემი სიტყვები და უმეცარნი დარჩნენ ჩემი გეგმის მიზნის მიმართ. და სწორედ მათი ნაკლოვანებებისა და არასრულყოფილების გამო, ადამიანებმა ისეთი საქმეები აკეთეს, რომლითაც ჩაშალეს ჩემი მართვა; ამან კი ყოველგვარ არაწმიდა სულს მისცა შესვლის შესაძლებლობა, ისე რომ ადამიანები მათ მსხვერპლად იქცნენ და ამ არაწმიდა სულების მიერ იტანჯებოდნენ მანამ, სანამ მთლიანად არ დაბინძურდნენ. მხოლოდ მაშინ დავინახე ნათლად ადამიანის განზრახვები და მიზნები. ღრუბლებს შორის გულში ამოვიოხრე: მუდამ საკუთარი თავისთვის რატომ მოქმედებენ ადამიანები? განა ჩემი გაკიცხვა იმისთვის არ არის, რომ სრულქმნილნი გახდნენ? განა განზრახ ვუქვეითებ მათ ენთუზიაზმს? ადამიანის ენა ძალიან ლამაზი და ზრდილია, მაშინ როდესაც მისი ქმედებები სრულიად სამარცხვინოა. ყოველთვის უშედეგოდ რატომ მთავრდება მოთხოვნები, რომლებსაც ადამიანს ვუყენებ? ნუთუ იმის ბრალია, რომ ძაღლს ვთხოვ ხეზე ასვლას? ანდა უმიზეზოდ ვცდილობ არეულობის გამოწვევას? ჩემი მართვის მთელი გეგმის განმავლობაში, მე მრავალი „საცდელი ნაკვეთი“ მოვაწყე; თუმცა, რელიეფი, თავისი ცუდი მდგომარეობისა და მრავალი წლის განმავლობაში მზის სინათლის სიმცირის გამო, მუდმივად იცვლება, რაც მიწაზე „ნაპრალებს“ იწვევს. ამიტომ, ჩემს მეხსიერებაში უამრავი ასეთი მიწის ნაკვეთი მივატოვე. ამჟამადაც კი, მიწის დიდი ნაწილი იცვლება. თუ ოდესმე მიწა მართლაც სხვა სახეს მიიღებს, მე მას ერთი ხელის მოსმით გვერდზე გავწევ — განა სწორედ ეს არ არის ჩემი საქმე ამ ეტაპზე? მაგრამ ადამიანებს ამის შესახებ მცირედი წარმოდგენაც არ აქვთ; ისინი „ჩემი წინამძღოლობის ქვეშ“ უბრალოდ „გაკიცხვას“ განიცდიან. რატომ იგდებენ თავს ასეთ უბედურებაში? ნუთუ მე ის ღმერთი ვარ, რომელიც განზრახ მოდის ადამიანების გასაკიცხად? მაღლა ზეცაში ერთხელ დავგეგმე, რომ, როდესაც ადამიანებს შორის მოვიდოდი, მათთან ერთი მთლიანობა გავხდებოდი, რათა ყველა, ვინც მიყვარს, ჩემთან სრულყოფილ სიახლოვეში ყოფილიყო. თუმცა ახლა, როდესაც დღეს ამ ეტაპზე მოვედით, ადამიანებს არა მხოლოდ არ აქვთ ჩემთან კონტაქტი, არამედ ჩემი გაკიცხვის გამო შორსაც კი იჭერენ თავს. მე არ ვტირი იმის გამო, რომ ადამიანები მერიდებიან. რა შეიძლება ამას მოუხერხდეს? ყველა ადამიანი შემსრულებელია, რომელიც იმ მელოდიას აჰყვება ხოლმე, რასაც უკრავენ. ჩემთვის სრულიად შესაძლებელია, რომ ხალხს ჩემი წვდომიდან „გასხლტომის“ საშუალება მივცე; მით უმეტეს, სავსებით შემიძლია მათი „სხვა არეალებიდან“ დაბრუნება ჩემს „ქარხანაში“. ამ დროს, რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს? და რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს ჩემთვის? განა ადამიანები კედლის თავზე ამოსული ბალახები არიან? მიუხედავად ამისა, ამ ნაკლის გამო არ ვნებ მათ; უბრალოდ ჩემს საკვებ ნივთიერებებს ვდებ მათში. სხვა რა უნდა გავაკეთო, როდესაც ასეთი სუსტნი და უძლურნი არიან? როდესაც ასეთი მშივრები არიან? მე ადამიანთა ცივ გულებზე ჩემი თბილი ჩახუტებით ვმოქმედებ — სხვას ვინ შეუძლია ამის გაკეთება? რატომ წამოვიწყე ასეთი საქმე ადამიანებს შორის? შეუძლია ვინმეს ჭეშმარიტად ჩასწვდეს ჩემს გულს?

ყველასთან, ვინც მე ავირჩიე, „საქმეში“ ჩავერთე, ამიტომ ჩემს სახლში ხალხის მოსვლა და წასვლა მუდმივად, უწყვეტ ნაკადად გრძელდება. ისინი ყველანი სხვადასხვა ფორმალობას აღასრულებენ ჩემთან, ისე, თითქოს საქმიან საკითხებს განიხილავენ ჩემთან, რაც ჩემს საქმეს გადამეტებულად დატვირთულს და ქაოტურს ხდის, ზოგჯერ იმდენადაც კი, რომ მათ შორის არსებულ უთანხმოებებთან გასამკლავებლად შანსიც არ მაქვს. მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ჩემი ტვირთი არ დაამძიმონ; სჯობს, თავად აიღონ ხელში სადავეები, ვიდრე მუდმივად მე დამეყრდნონ. ისინი მუდამ ბავშვები ვერ იქნებიან ჩემს სახლში; ეს რა სარგებელს მოიტანდა? რასაც ვაკეთებ, მნიშვნელოვანი საქმეა; მე არ ვმართავ რაიმე „სამეზობლო სასუსნავების მაღაზიას“ ან სხვა პატარა „ყოველდღიური მოხმარების საქონლის მაღაზიას.“ ყველა ადამიანი ვერ სწვდება ჩემს გონებრივ მდგომარეობას, თითქოს განზრახ ხუმრობენ ჩემთან, თითქოს ყველანი ცელქი ბავშვები არიან, რომლებსაც თამაშის დაუოკებელი მადა აქვთ და არასდროს ფიქრობენ სერიოზულ საკითხებზე, რის შედეგადაც, ბევრი ვერ ასრულებს ჩემ მიერ მათთვის მიცემულ „საშინაო დავალებას“. როგორ ჰყოფნით ასეთ ადამიანებს თავხედობა, რომ თავიანთ „მასწავლებელს“ სახე აჩვენონ? რატომ არასდროს აქცევენ ყურადღებას იმას, რისი გაკეთებაც მართებთ? დღემდე გაურკვეველი რჩება ჩემთვის, თუ როგორი რამ არის ადამიანის გული. რატომ იცვლება ადამიანის გული ასე მოულოდნელად? ის ივნისის დღეს ჰგავს: ხან მზე აცხუნებს, ხან ღრუბლებია სქლად ჩამოწოლილი და ხანაც მძვინვარე ქარი ქრის. მაშ, რატომ ვერ სწავლობს ადამიანი გამოცდილებით? ალბათ, რაც ვთქვი, გადაჭარბებულია. ადამიანებმა წვიმიან სეზონზე ქოლგის წაღებაც არ იციან და ამგვარად, მათი უმეცრების გამო, ცის წყლით მოვარდნილმა ძლიერმა ნიაღვრებმა ისინი უთვალავჯერ თხემით ტერფამდე დაასველა. თითქოს მათ განგებ ვაღიზიანებდე; ზეციდან მუდმივად თავსხმა წვიმა ატყდებათ თავს. ან იქნებ საქმე იმაშია, რომ ზედმეტად „სასტიკი“ ვარ, ადამიანებს ბურუსში ვხვევ და ამგვარად მუდამ გონებაარეულებს ვტოვებ, რომლებმაც არ იციან, რა ქნან. არცერთი ადამიანი ჭეშმარიტად არასოდეს ჩაწვდომია ჩემი საქმის მიზანსა და მნიშვნელობას. რადგან ასეა, ადამიანები, ყველანი თავადვე აკეთებენ ამ საქმეს — აწუხებენ და კიცხავენ საკუთარ თავს. ნუთუ მართლაც ადამიანის გაკიცხვას ვისახავ მიზნად? რატომ უქმნის ის საკუთარ თავს პრობლემებს? რატომ ებმება მუდამ ხაფანგებში? რატომ არ აწარმოებს ჩემთან მოლაპარაკებას, ამის ნაცვლად კი თავისთვის პოულობს საქმეს გასაკეთებლად? ნუთუ ყველაფერი, რასაც ადამიანს ვაძლევ, საკმარისი არ არის?

მე გამოვაქვეყნე ჩემი „სადებიუტო ნაშრომი“ მთელი კაცობრიობის წინაშე და რადგან ჩემი პუბლიკაცია დიდ აღტაცებას იწვევს ხალხში, ყველანი დეტალურად და გულდასმით სწავლობენ მას; და ამ საგულდაგულო შესწავლის შედეგად მათ ბევრი რამ მოიპოვეს. ჩემი წერილობითი საქმე საოცარ, ძალზე რთულ და ჩახლართულ რომანს ჰგავს; ისევე როგორც — რომანტიკულ პროზაულ პოემას; პოლიტიკური პროგრამის განხილვას; ეკონომიკური სიბრძნის კრებულს. რადგან ჩემი წერილობითი საქმე ასეთი მდიდარია, მის შესახებ მრავალი განსხვავებული აზრი არსებობს და ვერავინ შეძლებდა ამ ჩემი საქმიდან წინასიტყვაობის შექმნას. ხალხს შეიძლება ჰქონდეს „გამორჩეული“ ცოდნა და ნიჭი, მაგრამ ეს ჩემი საქმე საკმარისია ყველა ამ მამაცი გმირის დასაბნევად. ისინი ამბობენ კიდეც: „სისხლი დაიღვაროს, ცრემლი გადმოდინდეს, მაგრამ თავი არ უნდა დახარო“, თუმცა მათ გაუაზრებლად უკვე დახარეს თავი, რათა გამოხატონ ჩემი დაწერილი საქმის წინაშე დანებება. თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ადამიანი აჯამებს ჩემს დაწერილ საქმეს ისე, თითქოს ციდან ჩამოვარდნილი ზეციური წიგნი იყოს. მიუხედავად ამისა, მე მოვუწოდებ ადამიანს, რომ ზედმეტად მგრძნობიარე არ იყოს. ჩემი თვალთახედვით, ყველაფერი, რაც ვთქვი, სრულიად ჩვეულებრივია; თუმცა, ვიმედოვნებ, რომ იმ „ცხოვრების ენციკლოპედიაში“, რომელსაც ჩემი საქმე მოიცავს, ხალხი შეძლებს საარსებო გზის გარკვეული ნაწილის პოვნას; „ადამიანის საბოლოო სამყოფელში“ — ცხოვრების აზრის ძიებას; „ზეცის საიდუმლოებებში“ — ჩემი განზრახვების ძიებას; ხოლო „კაცობრიობის გზაზე“ — ცხოვრების ხელოვნების ძიებას. განა ასე უკეთ არ წავიდოდა საქმეები? მე ადამიანს ძალას არ ვატან; თუ ვინმეს არ აინტერესებს ჩემი დაწერილი საქმე, მე დავუბრუნებ ჩემი წიგნის „საფასურს“, „მომსახურების საკომისიოს“ დამატებით. ძალა არავის ვატან. როგორც ამ წიგნის ავტორს, ერთადერთი იმედი მაქვს, რომ მკითხველებს შეუყვარდებათ ჩემი საქმე, მაგრამ ადამიანების გემოვნება ყოველთვის განსხვავებულია. სწორედ ამიტომ, მე მოვუწოდებ ადამიანს, რომ არ დათმოს საკუთარი სამომავლო პერსპექტივები მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ ელევა სახის შენარჩუნებაზე ზრუნვას. თუ ის ასე მოიქცევა, მე, ასეთი გულმოწყალე, როგორ შევძლებ ამგვარი დიდი დამცირების ატანას? თუ მკითხველებს შეუყვარდებათ ჩემი საქმე, ვიმედოვნებ, რომ ისინი ჩემი „წერის“ გასაადვილებლად თავიანთ ღირებულ რჩევებს შემომთავაზებენ, რათა ადამიანთა ნაკლოვანებებზე დაყრდნობით გავაუმჯობესო ჩემი „წერის შინაარსი“. ეს სარგებელს მოუტანდა როგორც ავტორს, ასევე მკითხველს, განა ასე არ არის? არ ვიცი, სწორია თუ არა ჩემი ეს ნათქვამი. შესაძლოა, ამან გააუმჯობესოს ჩემი წერის უნარი ან განამტკიცოს ჩვენ შორის მეგობრობა. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებ, რომ ყველა ადამიანი ითანამშრომლებს ჩემს საქმესთან დაკავშირებით ისე, რომ ხელს არ შეუშლის მას, რათა ჩემი სიტყვა გადაეცეს თითოეულ ოჯახსა და სახლს; და რათა დედამიწაზე მცხოვრებმა ყველა ადამიანმა შეძლოს ჩემი სიტყვებით ცხოვრება. ეს არის ჩემი მიზანი. ვიმედოვნებ, რომ ამ თავის — „ცხოვრება ჩემი სიტყვებით“ — წაკითხვით, ყველას შეეძლება რაღაცის მოპოვება, იქნება ეს ცხოვრებისეული პრინციპები, ადამიანთა სამყაროს უბედურებანი, ის, რასაც ადამიანისგან მოვითხოვ თუ დღევანდელი სასუფევლის ხალხის „საიდუმლოებები“. თუმცა, მე მოვუწოდებ ხალხს, რომ თვალი გადაავლონ „დღევანდელი ხალხის სკანდალებს“; ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება. არც ის აწყენდათ, რომ ხშირად წაეკითხათ „უახლესი საიდუმლოებები“, რაც ადამიანთა ცხოვრებისთვის კიდევ უფრო სასარგებლო იქნებოდა. გარდა ამისა, განა „ცხელი თემების“ სვეტის ხშირად წაკითხვა კიდევ უფრო სასარგებლო არ იქნებოდა ადამიანთა ცხოვრებისთვის? არანაირი ზიანი არ მოჰყვება იმას, რომ გაეცნოთ ჩემს რჩევას და ნახოთ, ექნება თუ არა მას რაიმე ეფექტი; ამის შემდეგ შეგიძლიათ გამიზიაროთ, თუ რა გრძნობა დაგიტოვათ მისმა წაკითხვამ, რათა უკეთ შევძლო სწორი წამლის გამოწერა და, საბოლოო ჯამში, ადამიანთა ყველა სენის სრულად განადგურება. არ ვიცი, რას ფიქრობთ ჩემს წინადადებებზე, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მათ სახელმძღვანელო მასალად მიიჩნევთ. აბა, რას იტყვით?

1992 წლის 12 მაისი

წინა:  თავი 40

შემდეგი:  თავი 42

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger