თავი 42

ახალი საქმის დაწყებისთანავე ყველა ადამიანს აქვს ახალი შესვლა და ისინი ჩემთან ერთად ხელიხელჩაკიდებულნი მიიწევენ წინ. ჩვენ ერთად მივუყვებით სასუფევლის დიდ გზას და ჩემსა და ადამიანს შორის ასეთი მჭიდრო სიახლოვეა. ჩემი განწყობის გამოსახატავად და ადამიანის მიმართ ჩემი დამოკიდებულების საჩვენებლად მე ყოველთვის ველაპარაკებოდი ადამიანს. თუმცა ზოგიერთმა ამ სიტყვამ შესაძლოა გული ატკინა ადამიანებს, ზოგი კი ძალიან დაეხმარა მათ, ამიტომ ვურჩევ ადამიანებს, უფრო ხშირად მოუსმინონ ჩემს ბაგეთაგან გამომავალ სიტყვებს. ჩემი სიტყვები შესაძლოა არ იყოს განსაკუთრებულად დახვეწილი, მაგრამ ყველა მათგანი გულის სიღრმიდან მოდის. კაცობრიობა ჩემი მეგობარია, ამიტომ მე განვაგრძობ ჩემი საქმის აღსრულებას ადამიანთა შორის და ადამიანიც, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს ჩემთან თანამშრომლობისთვის, რადგან ძალიან ეშინია ჩემი საქმის ჩაშლის. ამჟამად ჩემი გული დიდი სიხარულითაა სავსე, რადგან მე მოვიპოვე ადამიანთა ნაწილი და ამიტომ ჩემი „საქმე“ აღარ არის დაცემული; ის აღარ მოიცავს ფუჭ სიტყვებს და ჩემი „სპეციალიზებული ბაზარი“ აღარ არის უმოქმედო. ადამიანები, ბოლოს და ბოლოს, გონიერნი არიან — ისინი ყველანი მზად არიან „შესწირონ საკუთარი თავი“ ჩემი სახელისა და დიდებისთვის და მხოლოდ ამ გზით იძენს ჩემი „სპეციალიზებული განყოფილება“ გარკვეულ ახალ „საქონელს“, და ამიტომ სულიერ სამყაროში მრავალი „მომხმარებელი“ მოდის ჩემი „საქონლის“ საყიდლად. მხოლოდ ამ მომენტიდან მოყოლებული ვიხვეჭ მე დიდებას; მხოლოდ მაშინ აღარ არის ჩემი ბაგიდან წარმოთქმული სიტყვები ცარიელი. მე გავიმარჯვე და დავბრუნდი გამარჯვებით და ყველა ადამიანი ზეიმით მხვდება. რათა გამოხატოს ჩემდამი აღფრთოვანება და აჩვენოს, რომ მოდრეკილია ჩემს ფერხთით; ამჟამად დიდი წითელი დრაკონიც მოდის „საზეიმოდ“, რასაც მე დიდებად მივიჩნევ. სამყაროს დასაბამიდან დღემდე მრავალი გამარჯვებული ბრძოლა გადავიხადე და მრავალი საკვირველი საქმე აღვასრულე. ოდესღაც მრავალი ადამიანი ზეიმით მხვდებოდა, ქებას მიძღვნიდა და ჩემთვის ცეკვავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენები ამაღელვებელი და დაუვიწყარი იყო, არასოდეს გამიღიმია, რადგან ჯერ კიდევ არ მყავდა დაპყრობილი ადამიანი და მხოლოდ ვასრულებდი საქმის იმ ნაწილს, რომელიც სამყაროს შექმნის საქმის მსგავსი იყო. დღევანდელი დღე არ ჰგავს წარსულს. მე ტახტიდან ვიღიმი, მე დავიპყარი ადამიანი და ყველა მათგანი ქედს იხრის ჩემ წინაშე თაყვანსაცემად. დღევანდელი ადამიანები არ არიან წარსულის ადამიანები. როგორ შეიძლება ჩემი საქმე იყოს აწმყოს გარდა სხვა რამისთვის? როგორ შეიძლება იყოს ჩემი დიდების გარდა სხვა რამისთვის? უფრო ნათელი ხვალინდელი დღისთვის მე მრავალგზის განვუცხადებ კაცს ჩემს ყოველ საქმეს, რათა მთელმა ჩემმა დიდებამ „დაივანოს“ ადამიანში, როგორც ქმნილებაში. ამას მივიჩნევ ჩემი საქმის პრინციპად. ისინი, ვინც მზად არიან ითანამშრომლონ ჩემთან, უნდა აღდგნენ და გულმოდგინედ იშრომონ, რათა ჩემმა უზომო დიდებამ აავსოს ცისქვეშეთი. ახლა გრანდიოზული გეგმების განხორციელების დროა. ყველას, ვინც ჩემი სიყვარულის მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეძლევა შესაძლებლობა, ჩემთან ერთად გამოიყენოს თავისი ნიჭი და ძალისხმევა და მე წარვმართავ ყოველივეს, რათა ჩემი საქმის გარშემო „ბრუნავდეს“. ცაში მფრინავნი ფრინველნი ჩემი დიდებაა ზეცაში, დედამიწაზე ზღვები ჩემი ქმნილებანია ქვეყანაზე, ყოველივეს განმგებელნი ჩემი გამოვლინებებია ყოველთა შორის; მე ვიყენებ ყველაფერს, რაც კი არსებობს დედამიწაზე, როგორც ჩემი განგებულების საუნჯეს, და ვანიჭებ ყოველსავე გამრავლებას, აყვავებასა და სიცოცხლის ნათლით ბრწყინვალებას.

სამყაროს შექმნისას მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი საქმე დედამიწაზე სრულად დასრულდებოდა უკანასკნელ ეპოქაში. ჟამი, როდესაც ჩემი საქმე დასრულდება, იქნება სწორედ ის დრო, როდესაც ჩემი ყველა საქმე გამოვლინდება ცისქვეშეთში. მე ვაიძულებ დედამიწაზე მყოფ ადამიანებს, აღიარონ ჩემი საქმეები, განვაგებ, რომ ჩემი საქმეები დამტკიცდეს „სამსჯავრო ტახტის“ წინაშე, ვაღიარებინებ ჩემს საქმეებს მთელი მსოფლიოს ხალხებს და ყველას მოვადრეკინებ ქედს. ამგვარად ამის შემდეგ მე წამოვიწყებ საქმეს, რომელიც არასოდეს განხორციელებულა გასულ ეპოქებში. დღეიდან მოყოლებული მე ნაბიჯ-ნაბიჯ ცხადვყოფ ჩემს საქმეებს, რათა ჩემი სიბრძნე, საკვირველება და მიუწვდომლობა აღიარებულ და დამტკიცებულ იქნეს საზოგადოების ყველა ფენის მიერ. კერძოდ, დედამიწის ყველა მმართველ პარტიას ვაღიარებინებ ჩემს საქმეებს და ჩემი საქმეები გასამართლდება „მოსამართლეთა“ მიერ და „დაცული“ იქნება „ადვოკატთა“ მიერ, რითაც ჩემი საქმეები აღიარებული იქნება და ყველა ადამიანი თავს მოიდრეკს და ქედს მოიხრის. ამიერიდან ჩემი ქმედებები აღიარებული იქნება საზოგადოების ყოველი ფენის მიერ და ეს იქნება მომენტი, როდესაც მე მოვიპოვებ სრულ დიდებას დედამიწაზე. იმ დროს მე გამოვეცხადები ადამიანს და აღარ ვიქნები დაფარული. ამჟამად ჩემს საქმეებს ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავისი კულმინაციისთვის. ჩემი საქმე წინ მიიწევს; როდესაც ჩემი საქმეები ზენიტს მიაღწევს, სწორედ მაშინ დასრულდება ჩემი საქმე. სრულად დავიპყრობ ურიცხვ ხალხს, ველურ მხეცებს ჩემ წინაშე კრავებივით მოვათვინიერებ და დიდ წითელ დრაკონს დედამიწაზე მყოფი ადამიანებივით მოვადრეკინებ კისერს ჩემ წინაშე. მე დავამარცხებ ჩემს ყველა მტერს ზეცაში და დავიპყრობ ჩემს ყველა მოწინააღმდეგეს დედამიწაზე. ეს არის ჩემი გეგმა და ეს არის ჩემს საქმეთა საკვირველება. ყოველივე, რისი გაკეთებაც ადამიანს ძალუძს, არის ის, რომ იცხოვროს ბუნების ზეგავლენით, ჩემი წინამძღოლობის ქვეშ — მას არ ძალუძს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება! ვის შეუძლია დააღწიოს თავი ჩემს ხელს? მე დავყავი მთელი ბუნება სხვადასხვა კატეგორიად და დავუდგინე მას კანონზომიერების ფარგლებში არსებობა; მხოლოდ ამის გამო არსებობს დედამიწაზე ისეთი კანონზომიერებები, როგორებიცაა სითბო გაზაფხულზე და სიგრილე შემოდგომაზე. მიზეზი, რომლის გამოც დედამიწაზე ყვავილები ჭკნება ზამთარში და ყვავის ზაფხულში, ჩემი ხელით მოვლენილი საოცრებაა; მიზეზი, რომლის გამოც ბატები ზამთარში სამხრეთით მიფრინავენ, ისაა, რომ მე ვარეგულირებ ტემპერატურას; ხოლო მიზეზი, რომლის გამოც ზღვები ბობოქრობენ, ისაა, რომ მე მსურს წყლის ზედაპირზე არსებული საგნების შთანთქმა. რას არ განვაგებ? ამიერიდან ადამიანის „ბუნების ეკონომიკა“ სრულად ნადგურდება ჩემი სიტყვებით და ადამიანები აღარ წაშლიან ჩემს მყოფობას ბუნებრივი კანონების არსებობის გამო. ვის ძალუძს კვლავ უარყოს ყოველივეს უზენაესის არსებობა? ზეცაში მე ვარ მეთაური; ყოველ არსებულს შორის მე ვარ უფალი; და ურიცხვ ხალხში მე ვარ უპირველესი. ვინ გაბედავს ამის „საღებავით“ მსუბუქად გადაფარვას? განა შეუძლია სიცრუეს შეარყიოს ჭეშმარიტების არსებობა? ამ ძვირფასი შესაძლებლობისას მე კვლავ ვიწყებ ჩემს ხელთ არსებულ საქმეს, აღარ ვითმენ ადამიანის მხრიდან დაბრკოლების შექმნას და ვაგრძელებ მანქანების „ამუშავებას“.

მე სხვადასხვა „სანელებელი“ დავუმატე ჩემს სიტყვებს ისე, რომ თითქოს კაცობრიობის ერთ-ერთი ვარსკვლავური შეფმზარეული ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა არ იციან თავიანთი საკვების შეზავება, ისინი ტკბებიან მისი გემოთი; ყველა მათგანი „თეფშებით“ ხელში აგემოვნებს ჩემ მიერ მომზადებულ „კერძებს“. არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანებს ყოველთვის სურთ მეტი მიირთვან ის კერძები, რომლებსაც მე პირადად ვამზადებ. თითქოს ისინი ზედმეტად მაღალ შეფასებას მაძლევენ, თითქოს მიყურებენ, როგორც უზენაესს ყველა სანელებელს შორის და საერთოდ არაფრად აგდებენ სხვა ადამიანებს. რადგან მეტისმეტად დიდ პატივს ვცემ საკუთარ თავს, არ მსურს, რომ სხვებს ფეხქვეშ მყარი ნიადაგი გამოეცალოთ ჩემ გამო. ამრიგად, მე ვიყენებ შანსს, რათა უკან დავიხიო „სამზარეულოდან“ და სხვებს მივცე საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა. მხოლოდ ამგვარად არის ჩემი გული მტკიცე; არ მსურს, რომ ადამიანები მე შემომყურებდნენ და სხვებს ზემოდან უყურებდნენ; ეს არ იქნებოდა სწორი. რა ფასი აქვს ადამიანთა გულებში სტატუსის ქონას? ნუთუ მართლა ასეთი მბრძანებლური და უსამართლო ვარ? ნუთუ მართლა მსურს სტატუსის მოთხოვნა? თუ ასეა, მაშინ რატომ ვიწყებ ასეთ დიად საქმეს? არ მსურს სხვებთან ბრძოლა დიდებისა და სარგებლისთვის და მძულს ამქვეყნიური დიდება და ქონება; ეს არ არის ის, რისკენაც ვისწრაფვი. არ ვუყურებ ადამიანს, როგორც სანიმუშო მაგალითს, არ ვებრძვი და არაფერს ვგლეჯ მას, არამედ ვირჩენ თავს ჩემს „ხელობაზე“ დაყრდნობით და არ ჩავდივარ უსინდისო საქციელს. ამრიგად, როდესაც დედამიწაზე დავდივარ, ჯერ ვმოქმედებ და „ჩემი ნახელავის საზღაურს“ მოგვიანებით ვითხოვ — მხოლოდ ეს არის ის სამართლიანობა და გონიერება, რომელზეც ადამიანი საუბრობს. ეს არც გაზვიადებულია და არც ოდნავაა დაკნინებული; მე ვსაუბრობ ფაქტების ჭეშმარიტი მნიშვნელობის შესაბამისად. წინ და უკან დავდივარ ადამიანთა შორის, ვეძებ მათ, ვინც სამართლიანი და გონიერია, და მაინც, ამას არავითარი ნაყოფი არ გამოუღია. რადგან ადამიანებს ყველას უყვარს ვაჭრობა — ან მეტისმეტად მაღალ ფასს ითხოვენ, ან მეტისმეტად დაბალს მთავაზობენ — მე კვლავ ვაკეთებ „ჩემს წილხვედრ საქმეს“, რომელიც ჩემს ხელთაა. დღეს მე კვლავ არ ვიცი, რატომ არ ებღაუჭება ადამიანი მტკიცედ თავის მოვალეობას და რატომ არ იცის მან, რამხელაა მისი სულიერი ზრდა. ადამიანებმა არ იციან, მათი სულიერი ზრდა რამდენიმე გრამს იწონის თუ რამდენიმე ლიანს[ა]. და ამრიგად, ისინი კვლავ მეპირფერებიან. თითქოს მთელი ჩემი საქმე ამაო იყო, თითქოს ჩემი სიტყვები მხოლოდ უკიდეგანო მთებში ექოდ ისმის და არავის არასოდეს უცნია ჩემი სიტყვებისა და გამონათქვამების წყარო. ამიტომ ამის საუძველზე ვქმნი მესამე აფორიზმს: ადამიანები არ მიცნობენ მე, რადგან ვერ მხედავენ. თითქოს ჩემი სიტყვების ჭამის შემდეგ ისინი სვამენ მოსანელებელ წამალს და რადგან წამლის გვერდითი მოვლენები ასეთი ძლიერია, მეხსიერებას კარგავენ და ამიტომ ავიწყდებათ ჩემი სიტყვები და ადგილი, სადაც ვიმყოფები, იქცევა კუთხედ, რომელიც ავიწყდებათ. ამის გამო მე ვოხრავ. რატომ გავაკეთე ამდენი საქმე, და მაინც არ არსებობს ამის არავითარი მტკიცებულება ადამიანებში? ნუთუ არასაკმარისი ძალისხმევა გავიღე? თუ ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ ჩავწვდი იმას, რაც ადამიანს სჭირდება? ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე აღარაფრის გაკეთება ძალმიძს და ჩემი ერთადერთი არჩევანია, გამოვიყენო ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები ყველა ადამიანის დასაპყრობად. მე აღარ ვიქნები მოსიყვარულე დედა, არამედ ვმართავ მთელ კაცობრიობას, როგორც მკაცრი მამა!

15 მაისი, 1992 წ.

სქოლიო:

ა. „ლიანი“ არის ჩინური წონის საზომი ერთეული; ერთი ლიანი 50 გრამია.

წინა:  თავი 41

შემდეგი:  თავი 43

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger