თავი 45

ერთ დროს ჩემს სახლში შესანახად რჩეული ნივთები შევარჩიე, რათა იქ განუზომელი სიუხვე ყოფილიყო და ამგვარად შეიმკობოდა კიდეც, რისგანაც სიამოვნებას მოვიპოვებდი. მაგრამ ადამიანთა ჩემდამი დამოკიდებულებისა და მათივე მოტივების გამო, სხვა გზა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ეს საქმე გვერდზე გადამედო და სხვა საქმე შემესრულებინა. მე გამოვიყენებ ადამიანთა მოტივებს ჩემი საქმის აღსრულებისთვის და ყოველივეს გავმართავ ისე, რომ სამსახური გამიწიოს, რათა ჩემი სახლი აღარ იყოს უკაცრიელი. ერთ დროს ადამიანებს დავაკვირდი: ყოველივე, რაც ხორცისა და სისხლისგან შედგებოდა, ცნობიერებას მოკლებული იყო და არცერთ არსებას არ განუცდია ჩემი არსებობის კურთხევა. ადამიანები კურთხევაში ცხოვრობენ, მაგრამ არ იციან, რამდენად კურთხეულნი არიან. კაცობრიობას დღემდე რომ არ ჰქონოდა ჩემი კურთხევა, ვინღა გაძლებდა აქამდე და არ დაიღუპებოდა? ის ფაქტი, რომ ადამიანი ცოცხლობს, ჩემი კურთხევაა; ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ჩემს კურთხევაში ცხოვრობს, რადგან თავიდან მას არაფერი გააჩნდა და ცასა და მიწაზე საარსებო კაპიტალი არ ჰქონდა. დღესაც ვაგრძელებ ადამიანის დახმარებას და მხოლოდ ამის წყალობით დგას იგი ჩემ წინაშე, იღბლიანია, რომ სიკვდილს გადაურჩა. ადამიანებმა ჩამოაყალიბეს ადამიანის არსებობის საიდუმლო, მაგრამ ვერავინ ჩასწვდა იმ ფაქტს, რომ ეს ყველაფერი ჩემი კურთხევაა. შედეგად, ყველა ადამიანი წყევლის ქვეყნად არსებულ უსამართლობას და თავიანთი ცხოვრებისეული უბედურების გამო ჩემზე ჩივიან. ჩემი კურთხევა რომ არა, ვინ მოაღწევდა დღევანდელ დღემდე? ყველანი ჩემზე ჩივიან, რადგან კომფორტში ცხოვრება არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ნაზი ნიავისა და კაშკაშა მზის ქვეშ რომ ცხოვრობდეს, თბილი „გაზაფხულის ნიავი“ რომ ეფინებოდეს მათ გულებზე, მთელ სხეულში შეუდარებელ სიამოვნებას ჰგვრიდეს და უმცირესი ტკივილისგანაც ათავისუფლებდეს მათ, მაშინ რომელი მათგანი მოკვდებოდა ჩივილით? ძალიან მიჭირს ადამიანისგან აბსოლუტური გულწრფელობის მიღება, რადგან ხალხს ზედმეტად ბევრი მზაკვრული ხერხი აქვს — უბრალოდ სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ თავბრუ დაგეხვეს. მაგრამ როდესაც ადამიანს ვუცხადებ „წინააღმდეგობას“, იგი ზურგს მაქცევს და ყურადღებასაც არ იჩენს ჩემ მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემი „წინააღმდეგობა“ მის სულს შეეხო, რის გამოც იგი თავიდან ბოლომდე ვერ იღებს სულიერ სარგებელს და ამიტომ ხალხს სძულს ჩემი არსებობა, რადგან ყოველთვის მიყვარს მათი „ტანჯვა“. ჩემი სიტყვების გამო ადამიანები მღერიან და ცეკვავენ; ჩემი სიტყვების გამო თავს ხრიან დუმილით; და ჩემი სიტყვების გამო ტირილით სკდებიან. ჩემივე სიტყვებით ადამიანები სასოწარკვეთაში ვარდებიან; ჩემი სიტყვებით მოიპოვებენ გადარჩენის სინათლეს. სწორედ ჩემი სიტყვების გამო ტრიალებენ მოუსვენრად, დღე და ღამე უძილონი არიან, და აქეთ-იქით თავქუდმოგლეჯილნი დარბიან. ჩემი სიტყვები ადამიანებს ჰადესში გადაუძახებს, შემდეგ კი გაკიცხვაში აგდებს, მაგრამ, გაუცნობიერებლად, ისინი ჩემს კურთხევებსაც იღებენ. ნუთუ მიღწევადია ეს ადამიანისთვის? ნუთუ მოპოვებულია ადამიანის დაუღალავი ძალისხმევით? ვინ დააღწევს თავს ჩემი სიტყვების წარმართვას და განგებას? სწორედ ამიტომ, ადამიანის არასრულყოფილების გამო, ჩემს სიტყვებს ვუწყალობებ კაცობრიობას, რათა ჩემი სიტყვებითვე შეივსოს ადამიანის ნაკლოვანებები და კაცობრიობის ცხოვრებას შეუდარებელი სიუხვე მოუტანოს.

ხშირად გულისყურით ვაკვირდები ადამიანების სიტყვებსა და ქმედებებს. მათ მოძრაობებსა და სახის გამომეტყველებაში უამრავი „საიდუმლო“ აღმოვაჩინე. ხალხის თვითქცევასა და სხვებთან ურთიერთობაში „საიდუმლო რეცეპტები“ პრაქტიკულად საპატიო ადგილს იკავებს — და ამიტომ, როდესაც ადამიანთან ვურთიერთობ, რასაც მოვიპოვებ, სხვა არაფერია, თუ არა „ადამიანური ურთიერთობის საიდუმლო რეცეპტები“, რაც აჩვენებს, რომ ადამიანებს არ ვუყვარვარ. მე ხშირად ვუცხადებ ადამიანს მკაცრ საყვედურს მისი ნაკლოვანებების გამო, თუმცა ჯერ კიდევ არ შემიძლია მისი ნდობის მოპოვება. ადამიანს არ სურს, ნება დამრთოს, რომ მოვკლა იგი, რადგან ადამიანის „ადამიანური ურთიერთობების საიდუმლო რეცეპტებში“ მას არასოდეს აღმოუჩენია, რომ შესაძლოა ფატალური უბედურება შეემთხვას, — ის უბედურების ჟამს მხოლოდ მცირე წარუმატებლობებს ელის. ადამიანები ჩემი სიტყვების გამო შველას მთხოვენ და მათი თხოვნები ყოველთვის შეიცავს წუწუნს ჩემი უგულობის გამო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველა მათგანი ეძიებს ჩემს ჭეშმარიტ „სიყვარულს“ ადამიანის მიმართ, მაგრამ როგორღა იპოვიდნენ ჩემს სიყვარულს ჩემსავე მკაცრ სიტყვებში? შედეგად, ისინი ყოველთვის კარგავენ იმედს ჩემი სიტყვების გამო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს როგორც კი კითხულობენ ჩემს სიტყვებს, მაშინვე „სიკვდილის მოციქულს“ ხედავენ და ამიტომ შიშისგან კანკალებენ. ეს უბედურს მხდის: სიკვდილთან მცხოვრებ ხორციელ ადამიანებს ყოველთვის რატომ ეშინიათ სიკვდილის? ნუთუ ადამიანი და სიკვდილი მოსისხლე მტრები არიან? რატომ იწვევს ადამიანებში სიკვდილის შიში მუდამ სულიერ ტანჯვას? მთელი მათი ცხოვრების „განსაკუთრებული“ გამოცდილების მანძილზე, ნუთუ ადამიანებს მართლაც ასეთი მცირე გამოცდილება აქვთ სიკვდილთან დაკავშირებით? რატომ წუწუნებენ ადამიანები მუდმივად ჩემზე თავიანთ საუბრებში? ამრიგად, ადამიანის ცხოვრების შესახებ მეოთხე აფორიზმს მოვიშველიებ: ადამიანის მორჩილება ჩემ მიმართ მინიმალურია და სწორედ ამიტომ, მას მუდამ ვძულვარ. ადამიანის სიძულვილის გამო, მე ხშირად მივდივარ. რატომ უნდა ვიტვირთო ეს? რატომ უნდა ვიწვევდე მუდამ ზიზღს ადამიანებში? ვინაიდან ადამიანები არ მიესალმებიან ჩემს არსებობას, რატომ უნდა ვიყო უსირცხვილოდ ადამიანების სახლში? სხვა გზა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ავიღო ჩემი „ბარგი“ და დავტოვო ადამიანი. მაგრამ ადამიანებს არ შეუძლიათ ჩემი გაშვება და არასოდეს სურთ ჩემი წასვლა. ისინი გოდებენ და ქვითინებენ, გულის სიღრმეში ეშინიათ, რომ გავემგზავრები და ამგვარად დაკარგავენ იმას, რაზეც მათი სიცოცხლეა დამოკიდებული. მათი ვედრებით სავსე მზერის დანახვაზე გული მილბება. მსოფლიოს ყველა ოკეანეს შორის, ვინ არის ის, ვისაც ჩემი სიყვარული შეუძლია? ადამიანები სრულად არიან დაფარული ბინძური წყლით, ზღვის ძალის მიერ შთანთქულნი. მე მძულს ადამიანის ურჩობა, თუმცა ასევე ვგრძნობ თანაგრძნობას მთელი კაცობრიობის უბედურების მიმართ — რადგან ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, მაინც მსხვერპლია. როგორ შეიძლება შემთხვევით ვისარგებლო და წყალში გადავუძახო ადამიანი, როდესაც ის სუსტი და უძლურია? განა ისეთი სასტიკი ვარ, რომ წაქცეულს ფეხი ვკრა? განა ასეთი შეუბრალებელია ჩემი გული? სწორედ კაცობრიობის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო შემოვიდა ადამიანი ჩემთან ერთად ამ ეპოქაში და გაატარა ეს განსაკუთრებული დღეები და ღამეები ჩემთან ერთად. დღეს ადამიანები განიცდიან როგორც მწუხარებას, ისე სიხარულს, ისინი უფრო ღრმად გრძნობენ ჩემს სიკეთეს და ცოცხალი სიყვარულით ვუყვარვარ, რადგან მათ ცხოვრებაში სიცოცხლის ენერგიაა და აღარ არიან დედამიწის კიდეებზე მოხეტიალე უძღები შვილები.

ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს ისინი მენდობიან და რადგან ყველაფერში ვზრუნავ მათზე და გულმოდგინედ ვუფრთხილდები, მუდამ ჩემს თბილ მკლავებში ცხოვრობენ და არ ეხებათ მკაცრი ქარი, ძლიერი წვიმა თუ მცხუნვარე მზე; ადამიანები ბედნიერებაში ცხოვრობენ და ისე მეპყრობიან, როგორც მზრუნველ დედას. ისინი სათბურის ყვავილებს ჰგვანან — სრულიად უუნარონი არიან, გაუძლონ „ბუნებრივ კატასტროფებს“ და არასოდეს შეუძლიათ ფეხზე მტკიცედ დგომა. ამიტომ მათ ქარისა და ტალღების განსაცდელში ვათავსებ, ისინი კი უნებლიეთ, განუწყვეტლივ „ირყევიან“. მათ პრაქტიკულად არ აქვთ წინააღმდეგობის გაწევის ძალა. რადგან მათი სულიერი სიმწიფე ზედმეტად მწირია და სხეულები — ძალიან სუსტი, ამის გამო ტვირთს ვგრძნობ. შედეგად, ადამიანები გაუცნობიერებლად ექვემდებარებიან ჩემს განსაცდელებს, რადგან ისინი ძალიან მყიფეები არიან და არ შეუძლიათ შმაგი ქარებისა და მცხუნვარე მზის ატანა. განა ეს არ არის ჩემი ამჟამინდელი საქმე? ყოველთვის ცრემლებად რატომ იღვრებიან ადამიანები, როდესაც ჩემს განსაცდელებს აწყდებიან? ნუთუ მათ მიმართ უსამართლო ვარ? ნუთუ განზრახ ვანადგურებ მათ? რატომ კვდება ადამიანის ის მდგომარეობა, რომელიც სიყვარულის ღირსია, ისე, რომ ვეღარასოდეს აღდგება? ადამიანები მუდამ მეჭიდებიან და ხელს არ მიშვებენ; რადგან მათ არასოდეს შეეძლოთ მარტო ცხოვრება, ისინი ყოველთვის აძლევდნენ საკუთარ თავს უფლებას, რომ ჩემი ხელით ყოფილიყვნენ მართულნი, რადგან ეშინოდათ, სხვას არ წაეყვანა. ნუთუ მათ მთელ ცხოვრებას მე არ ვუძღვები? მათი ცხოვრების უსწორმასწორო და კლდოვან გზაზე მათ გაიარეს მთები და ქედები და ბევრი განსაცდელი გამოიარეს — ნუთუ რომელიმე მათგანი ჩემს ხელს ასცდა? რატომ არასდროს შეუძლიათ ადამიანებს, რომ ჩემს გულს ჩასწვდნენ? რატომ ხდება ისე, რომ ჩემს განზრახვებს ყოველთვის არასწორად იგებენ? რატომ არ შეიძლება, რომ ჩემი საქმე შეუფერხებლად მიმდინარეობდეს დედამიწაზე? ადამიანის სისუსტის გამო ყოველთვის ვერიდებოდი ადამიანს, რაც მწუხარებით მავსებს. რატომ არ შეიძლება, რომ ჩემი საქმის შემდეგი ნაბიჯი ადამიანზე განხორციელდეს? ამრიგად, ვჩუმდები და ფრთხილად ვაკვირდები მას: ყოველთვის რატომ ვარ შეზღუდული ადამიანის ნაკლოვანებებით? მუდამ რატომ არის დაბრკოლებები ჩემს საქმეში? დღემდე ვერ ვიპოვე სრული პასუხი ადამიანში, რადგან ადამიანი მუდამ ორჭოფობს და არასოდეს არის ნორმალური; მას ან გულითა და სულით ვძულვარ ან უკიდურესად ვუყვარვარ. თავად მე, ჩვეულებრივი ღმერთი, ვერ ვიტან ადამიანისგან ამგვარ ტანჯვას, თუნდაც მცირედით. რადგან ადამიანები მუდამ გონებრივად არანორმალურები არიან, ერთი შეხედვით, თითქოს ცოტათი „მეშინია“ კიდეც ადამიანის და ამიტომ მისი ყოველი მოძრაობის დანახვა მის არანორმალურობას მახსენებს. მე გაუცნობიერებლად აღმოვაჩინე საიდუმლო ადამიანში: თურმე მის უკან მთავარი მამოძრავებელი ძალა დგას; შედეგად, ადამიანები ყოველთვის გაბედულები და თავდაჯერებულები არიან, ისე, თითქოს რაღაც მართებული ჩაიდინეს. ამრიგად, ადამიანები მუდამ ზრდასრულის როლს თამაშობენ, რომ ეპირფერონ „პატარა ბავშვს“. ადამიანის ამ მასკარადის ყურებისას, თავს ვერ ვიკავებ და დიდ რისხვას ვავლენ. რატომ არიან ადამიანები ასე მოკლებულნი სიყვარულს და პატივისცემას საკუთარი თავის მიმართ? რატომ არ იცნობენ საკუთარ თავს? ნუთუ ჩემი სიტყვები წარსულს ჩაბარდა? ნუთუ ჩემი სიტყვები ადამიანის მტერია? რატომ მემდურიან ადამიანები ჩემი სიტყვების წაკითხვისას? მუდამ რატომ ამატებენ ადამიანები საკუთარ აზრებს ჩემს სიტყვებს? ნუთუ ზედმეტად ულმობელი ვარ ადამიანის მიმართ? ყველა ადამიანი კარგად უნდა დაფიქრდეს ამაზე, და ასევე იმაზე, თუ რა დევს ჩემს სიტყვებში.

1992 წლის 24 მაისი

წინა:  თავი 44

შემდეგი:  თავი 46

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger