პუნქტი მეთოთხმეტე: ისინი ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს

წინა შეკრებაზე თანაზიარება გვქონდა იმ ფაქტზე, რომ ანტიქრისტეები აკონტროლებენ არამარტო ადამიანების გულებს, აგრეთვე აკონტროლებენ ეკლესიის ფინანსებს. რა ძირითად საკითხებზე გვქონდა თანაზიარება? (თანაზიარება გვქონდა ორ ძირითად საკითხზე: პირველი საკითხი იყო ეკლესიის ქონების ფლობისა და გამოყენების პრიორიტეტულობა, ხოლო მეორე საკითხი იყო შესაწირის გაფლანგვა, არამიზნობრივად გამოყენება, გასესხება, თაღლითურად გამოყენება და მოპარვა.) ჩვენ თანაზიარება გვქონდა ამ ორ ძირითად საკითხზე. დღეს კი თანაზიარება გვექნება ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინების მეთოთხმეტე პუნქტზე: ისინი ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს. მოდით ამ პუნქტში განვიხილოთ, თუ რა გამოვლინებები აქვთ ანტიქრისტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ მათ გააჩნიათ ანტიქრისტის არსი. ისინი ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს. ერთი შეხედვით, ეს ორი ტერმინი — „ღვთის სახლი“ და „პირადი სამფლობელო“ — არანაირ მინიშნებას არ იძლევა იმის შესახებ, თუ რა ბოროტების ჩადენა შეუძლიათ ანტიქრისტეებს. ფრაზა „ანტიქრისტეები ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ სახლს“, გარეგნულად არანაირ მინიშნებას არ იძლევა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ეს „სახლი“, დადებითია ეს რაღაც თუ უარყოფითი, ან კომპლიმენტად გამოიყენება თუ დამაკნინებელი მნიშვნელობით. მაგრამ ხომ არ მიანიშნებს „სახლის“ „პირადი სამფლობელოთი“ ჩანაცვლება იმაზე, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს? პირველ რიგში, რას გვეუბნება „პირადი სამფლობელო“? (ანტიქრისტეებს ყველაფერზე გადამწყვეტი სიტყვის თქმა სურთ.) კიდევ რა? (ისინი ღვთის სახლს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევენ, მომხრეებისა და საკუთარი ოჯახის წევრების კულტივირებას ახდენენ, შემდეგ კი ეკლესიაზე კონტროლს ამყარებენ.) ესეც ანტიქრისტეების გამოვლინებაა. კიდევ რა? მიანიშნებს თუ არა ამ ფრაზის ზედაპირული მნიშვნელობა იმაზე, რომ ეს არის ანტიქრისტეების გავლენის სფერო, ადგილი, სადაც ისინი ძალაუფლებას იყენებენ და გაბატონებულნი არიან, სადაც ყველაფერი ანტიქრისტეების ხელშია, მონოპოლიზებულია და კონტროლდება, ადგილი, სადაც გადაწყვეტილებებს სწორედ ისინი იღებენ? (დიახ). ჩვენ შეგვიძლია ასეთი მნიშვნელობა ამოვიკითხოთ ამ ფრაზაში, რადგან, როდესაც ადრე ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინებას განვიხილავდით, ფართო თანაზიარება გვქონდა მათი არსის გაანალიზებასა და მხილებაზე. ამ გამოვლინებათა შორის მთავარია ანტიქრისტეების მცდელობები, გააკონტროლონ ადამიანები და გამოიყენონ ძალაუფლება — თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მრავალი გამოვლინებაც.

ახლა, როდესაც თანაზიარება გვქონდა ანტიქრისტეების მიერ „პირადი სამფლობელოს“ გამოყენების ზოგად მნიშვნელობაზე, მოდით, თანაზიარება გვქონდეს იმაზე, თუ კონკრეტულად რას ნიშნავს „ღვთის სახლი“. გაქვთ თუ არა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის ღვთის სახლი — შეგიძლიათ ამის ზუსტი განმარტების წარმოდგენა? ერთად შეკრებილი დებისა და ძმების ჯგუფი — არის ეს ღვთის სახლი? ითვლება ღვთის სახლად იმ ადამიანთა შეკრება ან კრება, რომლებიც მიჰყვებიან ქრისტეს და ღმერთს? ითვლება ღვთის სახლად შეკრება, რომელიც ასევე მოიცავს ეკლესიის წინამძღოლებს, დიაკვნებსა და სხვადასხვა გუნდის წინამძღოლებს? (არა). ზუსტად რა არის ღვთის სახლი? (მხოლოდ ის ეკლესია არის ღვთის სახლი, სადაც ქრისტე ხელმწიფებს.) (მხოლოდ იმ ადამიანთა შეკრება შეიძლება ჩაითვალოს ღვთის სახლად, ვინც ღვთის სიტყვებს პრაქტიკის პრინციპებად იღებს.) არის ეს ორი განმარტება ზუსტი? თქვენ ამას ვერ ახსნით. მიუხედავად ყველა იმ ქადაგებისა, რაც მოგისმენიათ, თქვენ ვერ უზრუნველყოფთ ასეთ მარტივ განმარტებას. ცხადია, თქვენ არ გაქვთ იმის ჩვევა, რომ სერიოზულად მოეკიდოთ ამ სულიერ ტერმინებსა და ლექსიკას და სათანადოდ გაითვალისწინოთ ისინი. რა დაუდევარნი ხართ! ასე რომ, კარგად დაფიქრდით: ზუსტად რა არის ღვთის სახლი? თეორიულად რომ განისაზღვროს, ღვთის სახლი არის ადგილი, სადაც ჭეშმარიტება ხელმწიფებს, იმ ადამიანთა კრება, რომელთა პრაქტიკის პრინციპებიც ღვთის სიტყვებია. ამ შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ანტიქრისტეები ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს; ისინი ისე ეპყრობიან ღვთის მიმდევარი დებისა და ძმების შეკრებას, როგორც საკუთარ პირად გავლენის სფეროს, როგორც ადგილს, სადაც ძალაუფლებას იყენებენ, და როგორც ობიექტს, რომელზეც ძალაუფლებას ახორციელებენ. ეს არის პირდაპირი მნიშვნელობა, რომელიც იკვეთება იმაში, რომ ანტიქრისტეები ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კუთხიდან შეხედავთ ან ახსნით, ის, რომ ანტიქრისტეები ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს, აჩვენებს მათ ბუნება-არსებას — ადამიანების შეცდომაში შეყვანის, კონტროლისა და აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას. ღვთის სახლი არის ადგილი, სადაც ღმერთი მოქმედებს და საუბრობს, სადაც ღმერთი გადაარჩენს ადამიანებს, სადაც ღვთის რჩეული ხალხი განიცდის ღვთის მოქმედებას, განიწმინდება და აღწევს ხსნას, სადაც ღვთის ნება და განზრახვები დაუბრკოლებლად ხორციელდება და სადაც ღვთის მართვის გეგმა შეიძლება განხორციელდეს და აღსრულდეს. მოკლედ, ღვთის სახლი არის ადგილი, სადაც ღმერთი ფლობს ძალაუფლებას, სადაც ღვთის სიტყვა და ჭეშმარიტება ხელმწიფებს; ეს არ არის ადგილი, სადაც რომელიმე ინდივიდი ძალაუფლებას იყენებს და საკუთარ საქმეს აღასრულებს საკუთარი სურვილების ან დიდებული ჩანაფიქრების მისაღწევად. თუმცა, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რაც ღმერთს სურს: ისინი არ აქცევენ ყურადღებას და არ დაგიდევენ იმას, თუ რისი გაკეთება სურს ღმერთს, არ აინტერესებთ, რა ნაყოფს გამოიღებს ღვთის სიტყვა ადამიანებში, და არც ის, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ღვთის სიტყვისა და ჭეშმარიტების პრინციპების გაგება, პრაქტიკაში გამოყენება და გამოცდა ადამიანთა შორის; ისინი მხოლოდ იმას ითვალისწინებენ, აქვთ თუ არა სტატუსი, ძალაუფლება და გადამწყვეტი სიტყვა, და რეალიზდება თუ არა ადამიანებში მათი განზრახვები, იდეები და სურვილები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარი გავლენის სფეროში რამდენი ადამიანი უსმენს მათ სიტყვებს და ემორჩილება, და როგორი სახელი, რეპუტაცია და ხელმწიფება აქვთ — სწორედ ეს არის მათი მთავარი საზრუნავი და გულშიც ყველაზე მეტად ეს აინტერესებთ. ღმერთი საუბრობს და მოქმედებს ადამიანთა შორის, გადაარჩენს ადამიანებს, უძღვება მათ და ზრუნავს მათზე; ის უძღვება მათ, რათა ღვთის წინაშე მივიდნენ, ჩასწვდნენ მის განზრახვებს, ნაბიჯ-ნაბიჯ შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში და თანდათანობით მიაღწიონ ღვთისადმი მორჩილებას. ყველაფერი, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, ზუსტად ამას ეწინააღმდეგება. ღმერთი მიუძღვის ადამიანებს, რათა მის წინაშე მივიდნენ, ხოლო ანტიქრისტეები ებრძვიან ღმერთს ამ ხალხისთვის და ცდილობენ, თავიანთ წინაშე მიიყვანონ ისინი. ღმერთი მიმართავს ადამიანებს, რომ შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში, ჩასწვდნენ ღვთის განზრახვას და ნაბიჯ-ნაბიჯ დაემორჩილონ ღვთის მმართველობას; ანტიქრისტეები კი ცდილობენ, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიმორჩილონ ადამიანები, აკონტროლონ მათი ყოველი ნაბიჯი და მტკიცედ მოაქციონ საკუთარი ძალაუფლების ქვეშ. მოკლედ, ყველაფერი, რასაც ანტიქრისტეები სჩადიან, მიმართულია იქითკენ, რომ ღვთის მიმდევრები საკუთარ მიმდევრებად აქციონ; მას შემდეგ, რაც თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მოაქცევენ იმ გაურკვეველ ადამიანებს, რომლებიც არ ეძებენ ჭეშმარიტებას, ისინი კიდევ უფრო შორს მიდიან და ყველა ზომას მიმართავენ, რათა თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ ისინიც, ვისაც შეუძლია მიჰყვეს ღმერთს და ერთგულად აღასრულოს თავისი მოვალეობა, რათა ეკლესიაში ყველამ მათი სიტყვა ისმინოს და ყველაფერი — ცხოვრება, მოქმედება, ყოფაქცევა და საქმე — ანტიქრისტეების სურვილებისამებრ აკეთოს, საბოლოოდ კი მორჩილნი გახდნენ იმის მიმართ, რასაც ანტიქრისტეები ამბობენ, ასრულებდნენ მათ სურვილებს და ემორჩილებოდნენ მათ მოთხოვნებს. რაც იმას ნიშნავს, რომ რისი გაკეთებაც ღმერთს სურს და რა შედეგის მიღწევაც სურს ღმერთს, ანტიქრისტეებსაც ზუსტად იმავე შედეგის მიღწევა სურთ. შედეგი, რომლის მიღწევაც მათ სურთ, არ არის ის, რომ ადამიანები მივიდნენ ღვთის წინაშე და თაყვანი სცენ ღმერთს, არამედ ის, რომ მივიდნენ მათ წინაშე და მათ სცენ თაყვანი. საბოლოო ჯამში, როგორც კი ანტიქრისტეები ძალაუფლებას იგდებენ ხელთ, ცდილობენ, აკონტროლონ თითოეული ადამიანი და ყველაფერი თავიანთი გავლენის სფეროში; ცდილობენ, აკონტროლონ იმდენი, რამდენის კონტროლიც შეუძლიათ, და ცდილობენ, ეკლესია, ღვთის სახლი და ისინი, ვინც მიჰყვებიან ღმერთს, აქციონ იმ სფეროდ, სადაც ისინი ახორციელებენ ძალაუფლებას და შეუძლიათ მეფობა. ესე იგი, ღმერთს ადამიანები თავის წინაშე მიჰყავს, ხოლო ანტიქრისტეები აცდენენ ადამიანებს და ასევე სურთ, რომ ეს ხალხი საკუთარი თავის წინაშე მიიყვანონ. ანტიქრისტეების მიზანი ამ ყველაფრის კეთებაში არის ის, რომ ღვთის მიმდევრები საკუთარ მიმდევრებად აქციონ, ხოლო ღვთის სახლი და ეკლესია საკუთარ სახლად გადააქციონ. რადგან ანტიქრისტეებს აქვთ ასეთი მოტივაცია და არსი, რა კონკრეტული გამოვლინებები და ქცევები აქვთ იმის ნიშნად, რომ ეს ანტიქრისტეები სწორედ რომ ანტიქრისტეები არიან, რომ ისინი ღვთის მტრები არიან, რომ ისინი დემონები და სატანები არიან, რომლებიც ღვთისა და ჭეშმარიტების მიმართ მტრულად არიან განწყობილნი? შემდეგ, კონკრეტულად გავაანალიზებთ, თუ რა სახის კერძო გამოვლინებები და მიდგომები აქვთ ანტიქრისტეებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ ისინი ღვთის სახლს ისე ეპყობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს.

I. ანტიქრისტეები ახდენენ ძალაუფლების მონოპოლიზებას

რაც შეეხება პირველ გამოვლინებას, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ღვთის სახლს, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს, ხშირად გვქონია თანაზიარება, და ეს არის არსებითი გამოვლინება, რომელიც მხოლოდ ანტიქრისტეებს ახასიათებთ: ანტიქრისტეებს ყველაფერზე მეტად უყვართ სტატუსი. რატომ უყვართ მათ სტატუსი ყველაზე მეტად? რას წარმოადგენს სტატუსი? (ძალაუფლებას). მართალია — ეს არის მთავარი. მხოლოდ სტატუსით ექნებათ ძალაუფლება და მხოლოდ ძალაუფლებით შეძლებენ საქმეების ადვილად კეთებას; მხოლოდ ძალაუფლებით იმედოვნებენ, რომ მათი სხვადასხვა სურვილი, ამბიცია და მიზანი რეალიზდება და რეალობად იქცევა. მაშასადამე, ანტიქრისტეები ძალიან მზაკვრები არიან, ისინი ძალიან წინდახედულნი არიან ასეთ საკითხებში; იმისათვის, რომ ღვთის სახლი თავიანთ პირად სამფლობელოდ აქციონ, მათ ჯერ ძალაუფლების მონოპოლიზება უნდა მოახდინონ. ეს თვალსაჩინო გამოვლინებაა. ანტიქრისტეთაგან, რომლებსაც შეხვედრილხართ, რომელთა შესახებაც გსმენიათ ან საკუთარი თვალით გინახავთ, რომელი მათგანი არ ცდილობდა ძალაუფლების მონოპოლიზებას? მიუხედავად იმისა, თუ რა საშუალებებს მიმართავენ, იქნება ეს ცბიერება და მზაკვრობა, გარეგნული თავდაჭერილობა და გულთბილობა, უფრო სასტიკი და განსაკუთრებით მრუდი მეთოდების გამოყენება, თუ ძალადობა, ანტიქრისტეებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: ჰქონდეთ სტატუსი და შემდეგ გამოიყენონ ძალაუფლება. ამრიგად, პირველი საკითხი, რაზეც თანაზიარება მინდა გავმართო, არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა, ანტიქრისტეები ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობენ. ანტიქრისტეების ძალაუფლების წყურვილი ნორმალური ადამიანების სურვილებს სცილდება; ის აჭარბებს გახრწნილი ხასიათის მქონე ჩვეულებრივი ადამიანების სურვილებს. გახრწნილი ხასიათის მქონე ჩვეულებრივ ადამიანებს მხოლოდ ის სურთ, რომ სხვებს დიდი წარმოდგენა ჰქონდეთ მათზე და კარგი აზრის იყვნენ; საუბრისას უყვართ ზემოდან ყურება და უპირატესობის მოპოვება, მაგრამ არც ისე ძლიერ განიცდიან, თუ ძალაუფლება და ხალხის თაყვანისცემა არ აქვთ — ამის გარეშეც ახერხებენ ცხოვრებას; მათ მართლაც აქვთ ძალაუფლებისადმი გარკვეული სწრაფვა და ლტოლვა, მაგრამ არა ანტიქრისტეების დონეზე. და როგორია ეს დონე? ძალაუფლების გარეშე ისინი მუდმივად შფოთავენ, სიმშვიდეს ვერ პოულობენ, ცუდად ჭამენ და სძინავთ, ყოველი დღე თითქოს მხოლოდ მოწყენილობისა და მოუსვენრობის მომტანია და გულში ისეთი გრძნობა აქვთ, თითქოს რაღაცას ვერ აღწევენ და თითქოს რაღაც დაკარგეს. ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანები ბედნიერნი არიან, როცა ძალაუფლება აქვთ, მაგრამ ზედმეტად არ ღიზიანდებიან, როცა ამის ნაკლებობას განიცდიან; შესაძლოა, ოდნავ იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ ასევე კმაყოფილნი არიან იმით, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. თუკი ანტიქრისტეები იძულებულნი იქნებიან, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ისინი ვერ გადარჩებიან, ვერ იარსებებენ; ეს იმას ჰგავს, თითქოს მათ დაკარგეს ცხოვრების მიმართულება და მიზანი და აღარ იციან, როგორ განაგრძონ სვლა წინ მდებარე გზაზე — ცხოვრებაში. მათივე განცდით, მხოლოდ სტატუსით ივსება მათი ცხოვრება სინათლით, მხოლოდ სტატუსისა და ძალაუფლების წყალობით ხდება ის დიდებული, მშვიდი და ბედნიერი. განა ეს არ განსხვავდება ნორმალური ადამიანებისგან? როგორც კი სტატუსს იძენენ, ანტიქრისტეები უჩვეულო აღფრთოვანებას განიცდიან. სხვები ხედავენ ამას და ფიქრობენ: რატომ განსხვავდებიან ისინი უწინდელისგან? რატომ არიან ასე გაბრწყინებულნი და გაცისკროვნებულნი? რატომ არიან ასე ბედნიერნი? როდესაც კითხულობენ, ირკვევა, ეს იმიტომ ხდება, რომ სტატუსი აქვთ; ძალაუფლება აქვთ; გადამწყვეტი სიტყვის უფლება აქვთ; შეუძლიათ სხვების მართვა ბრძანებებით; შეუძლიათ ძალაუფლების გამოყენება; აქვთ პრესტიჟი და ჰყავთ მიმდევრები. როდესაც სტატუსი და ძალაუფლება აქვთ, ანტიქრისტეების მენტალობაში რაღაც იცვლება.

ანტიქრისტეების ძალაუფლების წადილი მიუთითებს იმაზე, რომ მათი არსი ჩვეულებრივი არ არის; ეს არ არის ჩვეულებრივი გახრწნილი ხასიათი. და ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან მათ გარშემო, ანტიქრისტეები შეეცდებიან გზა გამონახონ რომ გამოჩნდნენ, თავი მოიწონონ, რეკლამა გაუკეთონ საკუთარ თავს, აიძულონ ყველა, დაინახონ მათი დამსახურებები და სათნოებები და ყურადღება მიაქციოს მათ, და აგრეთვე საკუთარი თავისთვის გარკვეული პოზიცია უზრუნველყონ ეკლესიაში. როდესაც ეკლესიაში არჩევნები ტარდება, ანტიქრისტეები გრძნობენ, რომ მათი დრო დადგა: საკუთარი თავის რეკლამირების, საკუთარი სურვილების ასრულებისა და დაკმაყოფილების შანსი სწორედ აქ არის. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ წინამძღოლად აირჩიონ, ყველაფერს აკეთებენ ძალაუფლების მოსაპოვებლად, იმის რწმენით, რომ ძალაუფლების მოპოვება საქმეების კეთებას გაუადვილებთ. რატომ იქნება ეს უფრო ადვილი? როდესაც ანტიქრისტეებს ძალაუფლება არ აქვთ, სავსებით შესაძლებელია, რომ მათი გარეგნული იერიდან შენ ვერ ამოიცნო მათი ამბიციები, სურვილები და არსი, რადგან ისინი მალავენ ამას და თვალთმაქცობენ, რათა ვერ შეძლო მათი ნამდვილი სახის დანახვა. მაგრამ თავდაპირველად რას აკეთებენ ისინი მას შემდეგ, რაც სტატუსს მოიპოვებენ და ძალაუფლება ექნებათ? ისინი ცდილობენ გაამყარონ საკუთარი სტატუსი, გააფართოონ და განამტკიცონ ხელთ არსებული ძალაუფლება. და რა მეთოდებს იყენებენ ისინი ძალაუფლების განსამტკიცებლად და სტატუსის გასამყარებლად? ანტიქრისტეებს მრავალი საშუალება აქვთ; ისინი ხელს არ გაუშვებენ ასეთ შესაძლებლობას და უმოქმედოდ არ იქნებიან მაშინ, როდესაც უკვე ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. მათთვის ასეთი შესაძლებლობის გამოჩენა დიდი ბედნიერების ჟამია — დრო, როცა მზაკვრობას ჩართავენ საქმეში და სრულ გასაქანს მისცემენ საკუთარ შესაძლებლობებს. მას შემდეგ, რაც ანტიქრისტეს აირჩევენ, ის ჯერ ახარისხებს თავის უშუალო ოჯახს და ახლობლებს, ამოწმებს, თუ ვინ არის მისი ახლო ნათესავი, ვინ ეპირფერება, ვინ არის მასთან ახლოს, ვინ ეწყობა მას და ვინ საუბრობს მის ენაზე. ის ასევე ამოწმებს, თუ ვინ არის მართალი, ვინ არ დაიჭერს მის მხარეს ან ვინ აბეზღებს მას, თუ ისეთ რამეს აკეთებს, რაც ეწინააღმდეგება ღვთის სახლის წესებსა და პრინციპებს — სწორედ ასეთებს მოიშორებს. მათი გადარჩევის შემდეგ, ის ფიქრობს: „ჩემი ნათესავების უმეტესობას კარგი ურთიერთობა აქვს ჩემთან, ვეწყობით ერთმანეთს, ერთ ენაზე ვსაუბრობთ; თუ ისინი გახდებიან ჩემი ქვემდგომნი და შევძლებ მათ გამოყენებას, განა არ გაიზარდება ჩემი გავლენა? და განა ეს არ გაამყარებს ჩემს სტატუსს ეკლესიაში? როგორც ნათქვამია: „ნიჭიერთა დაწინაურება ნათესავების გვერდის ავლის გარეშე არ ხდება.“ ყველა არამორწმუნე თანამდებობის პირს უწევს, დახმარებისთვის ახლო მეგობრებსა და თანამოაზრეებს დაეყრდნოს — ახლა, როცა მეც თანამდებობის პირი გავხდი, ზუსტად იგივე უნდა გავაკეთო, ეს კარგი აზრია. პირველ რიგში, ჩემი ნათესავები უნდა დავაწინაურო. რა თქმა უნდა — ჩემი ცოლი და შვილები — პირველი, რასაც გავაკეთებ, მათთვის გარკვეული თანამდებობების გამზადებაა. რას გააკეთებს ჩემი ცოლი? ეკლესიაში შესაწირავების მეთვალყურეობა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი როლია — ფინანსური ძალაუფლება ჩვენს ხელში უნდა იყოს, მხოლოდ მაშინ შევძლებ ფულის თავისუფლად და მარტივად ხარჯვას. ეს ფული უცხოს ხელში არ უნდა ჩავარდეს; თუ ასე მოხდა, მაშინ ის მაინც სხვისი იქნება, ხარჯები კი კონტროლსა და ზედამხედველობას დაექვემდებარება, რაც ხელსაყრელი არ არის. ის ადამიანი, ვინც ახლა ანგარიშებს უძღვება, ჩემს მხარესაა? გარეგნულად კარგები ჩანან, მაგრამ ვინ იცის, შინაგანად რას ფიქრობენ. არა, რამე ხერხი უნდა მოვიფიქრო, რომ ისინი ჩავანაცვლო და ანგარიშების მართვა ჩემს ცოლს მივანდო.“ ანტიქრისტე ამ ყველაფერს ცოლთან განიხილავს, რომელიც ეუბნება: „შესანიშნავია! ახლა, როცა ეკლესიის წინამძღოლი ხარ, საბოლოო სიტყვა ეკლესიის შესაწირავებზე შენ გეკუთვნის, არა? შენ წყვეტ, ვინ ჩაუდგება სათავეში!“ ანტიქრისტე ამბობს: „მაგრამ, ამჟამად არ არსებობს ხელსაყრელი გზა იმისა, რომ მოვიშოროთ ის ადამიანი, ვინც ახლა ანგარიშებს მართავს“. მისი ცოლი ამაზე ცოტას დაფიქრდება და ამბობს: „განა ეს ადვილი არ იქნება? ვთქვათ, რომ მათ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ეს საქმე აქვთ ჩაბარებული. ეს ცუდია; შეიძლება არსებობდეს უიმედო ვალები, არეული ბუღალტერია ან ქრთამის აღების შემთხვევები. შეცდომები ადვილად ხდება, როდესაც ადამიანს რაიმე დიდხანს აბარია; დროთა განმავლობაში მათ ჰგონათ, რომ „კაპიტალი“ აქვთ და სხვების მოსმენას წყვეტენ. ამასთანავე, ის ადამიანი, ვინც ანგარიშებს უძღვება, საკმაოდ მოხუცებულია, ადვილად იბნევა და ხშირად ყველაფერი ავიწყდება. თუ რაიმე შეცდომა მოხდება, ეს ზარალს გამოიწვევს. ეს ისეთი მნიშვნელოვანი როლია — ისინი უნდა შეიცვალონ.“ და ვინ უნდა თქვას, რომ ისინი შესაცვლელები არიან? ამ ადამიანის შეცვლაზე არანაირი საუბარი არ უნდა წამოვიდეს თავად მისგან, როგორც ეკლესიის წინამძღოლისგან; დებმა და ძმებმა თავად უნდა შესთავაზონ ანტიქრისტეს ცოლის კანდიდატურა. მას შემდეგ, რაც მისი ცოლი წამოაყენებს ამ წინადადებას, ეკლესიის შესაწირავები მას ბარდება. მაგრამ ეკლესიის პრინციპი კარნახობს, რომ შესაწირავების შენახვას არ შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანი აკეთებდეს, არამედ ეს ერთობლივად უნდა ხდებოდეს ორი ან სამი ადამიანის მიერ, რაც ხელს უწყობს იმას, რომ თავიდან ავიცილოთ რომელიმე ადამიანის მხრიდან წესების ხარვეზით სარგებლობა და ღვთის სახლის ფინანსების მითვისება. ამიტომ ანტიქრისტე რეკომენდაციას უწევს თავის ბიძაშვილს, რომ შეუერთდეს მათ მის შესანახად და ამბობს, რომ მას დიდი ხანია ღვთის სწამს, ბევრი შესაწირავი აქვს გაღებული, კარგი რეპუტაციით სარგებლობს და შეიძლება მისი ნდობა. ყველა ამბობს: „ორივე შენი ნათესავები არიან. პროცესში ოჯახს მიღმა მყოფი გარეშე პირიც უნდა იყოს ჩართული.“ ამიტომ ანტიქრისტე რეკომენდაციას უწევს რომელიმე გონებაარეულ ხანდაზმულ დას, რომ დაეხმაროს ფინანსების მართვასა და კონტროლში. ჯერ ანტიქრისტე ფინანსებს თავისი ოჯახის კონტროლის ქვეშ მოაქცევს, რის შემდეგაც მისი ოჯახი პირდაპირ განკარგავს, თუ როგორ იხარჯება ეს ფული და აკონტროლებს მის თითოეულ შემოსავალსა და გასავალს — ამ ყველაფერზე კონტროლი მთლიანად მის ხელშია.

ფინანსური ძალაუფლების მონოპოლიზებისა და ქონების გაკონტროლების შემდეგ, მიაღწია ანტიქრისტემ მიზანს? ჯერ არა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გააკონტროლოს ეკლესიის სხვადასხვა საქმის ზედამხედველები, თავის მხარეზე გადაიყვანოს ისინი და ყველაფერი თავად განკარგოს. ანტიქრისტე გრძნობს, რომ სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი; ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად შეასრულებენ თითოეული ქვემდგომი გუნდის წევრები იმას, რასაც ის ამბობს, და შეაღწევს თუ არა მისი ძალაუფლება უმდაბლეს დონეებამდე. მაშ, როგორ აკეთებს ამას? ის ფართომასშტაბიან რეფორმებს ატარებს. თავდაპირველად ის თანაზიარებას მართავს და ამბობს, რომ თითოეული გუნდის საქმიანობაში ესა თუ ის ხარვეზი იყო. მაგალითად, ვიდეო გუნდში გარკვეული პრობლემები წარმოიშვა და ანტიქრისტე ამბობს: „ეს პრობლემები ზედამხედველმა გამოიწვია. მათ საქმიანობაში დაშვებული ეს უზარმაზარი ხარვეზები და მათი გამოწვეული უდიდესი პრობლემები იმის მტკიცებულებაა, რომ ზედამხედველი არ შეესაბამება სტანდარტს და ის უნდა შეიცვალოს; თუ არ შეიცვლება, ეს საქმე სათანადოდ ვერ გაკეთდება. მაშ, ვინ შეცვლის მათ? გყავთ ვინმე მხედველობაში — არის რომელიმე კანდიდატი? გუნდში თავის საქმეში ყველაზე გამოცდილი ვინ არის?“ ყველა ფიქრობს ამაზე და ვიღაც ამბობს: „არის ერთი ძმა, რომელიც ძალიან კარგია, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შესაბამისია.“ ანტიქრისტე პასუხობს: „თუ არ იცით, მისი არჩევა ვერ მოხდება. მე შემოგთავაზებთ ერთ კანდიდატს. ჩემი შვილი — ის 25 წლისაა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ვიზუალური ეფექტებისა და ვიდეოწარმოების სპეციალობით. ის ახალი მორწმუნეა და ჭეშმარიტებას დიდად არ ესწრაფვის, მაგრამ მისი პროფესიული უნარები ყველა თქვენგანის უნარებს სჯობს. რომელიმე თქვენგანი პროფესიონალია?“ და ყველა პასუხობს: „ჩვენ არ ვართ პროფესიონალები, მაგრამ დიდი ხანია, რაც ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ და გვესმის ღვთის სახლის საქმის პრინციპები. მას ესმის?“ „არა უშავს, თუ არ ესმის; ისწავლის.“ ეს ყველას მართებულად ეჩვენება და ისინი ეთანხმებიან მის ნათქვამს; ყველა თანხმდება, რომ ის დაწინაურდეს, ვინც მას მოსწონს, და ამგვარად ეკლესიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი ექცევა ანტიქრისტეს კონტროლის ქვეშ. შემდეგ, ანტიქრისტეს ახსენდება, რომ ღვთის სახლისთვის მნიშვნელოვანია სახარებისეული საქმე — და მისი ზედამხედველი მის მხარეს არ იმყოფება. ის უნდა შეიცვალოს. როგორ უნდა შეიცვალოს? იმავე საშუალებით: ხარვეზების პოვნით. ანტიქრისტე ამბობს: „როგორ დასრულდა საქმე სახარების ბოლოდროინდელ პოტენციურ მიმღებთან დაკავშირებით?“ ვიღაც პასუხობს: „ერთთვიანი რწმენის შემდეგ მათ რაღაც უარყოფითი პროპაგანდა მოისმინეს და დაიჯერეს, ამიტომ აღარ სწამთ.“ ანტიქრისტე კითხულობს: „როგორ შეეძლოთ ასე უბრალოდ რწმენის შეწყვეტა? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენ მკაფიოდ არ გქონდათ თანაზიარება ხილვების ჭეშმარიტებაზე? ან იმიტომ, რომ ზარმაცობდით, ანდა უარყოფითი გარემოსი გეშინოდათ და საფრთხეში ჩავარდნას შეუშინდით, რის გამოც მკაფიოდ არ გქონდათ საქმეებზე თანაზიარება? ან იქნებ დროულად არ იზრუნეთ მათზე? ანდა ვერ დაეხმარეთ მათ სირთულეების მოგვარებაში?“ ის ერთმანეთის მიყოლებით აყრის კითხვებს. და მიუხედავად იმისა, თუ როგორ პასუხობენ სხვები ან რა ახსნა-განმარტებას იძლევიან, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს; ანტიქრისტე ამტკიცებს, რომ სახარების გუნდის ზედამხედველს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მისი ხარვეზები ზედმეტად სერიოზულია, ის უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურია ამ საქმისთვის, რის გამოც მას ძალის გამოყენებით ათავისუფლებს. და მათი დათხოვნის შემდეგ, ანტიქრისტე ამბობს: „ამა და ამ დამ ადრეც იქადაგა სახარება და გამოცდილებაც აქვს — ვფიქრობ, შესაფერისი იქნება.“ ამის მოსმენისას ხალხი ამბობს: „ის შენი უფროსი დაა! შეიძლება საუბარი იცის, მაგრამ კარგი ადამიანობა არ აქვს. მას ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს, მისი გამოყენება არ შეიძლება,“ და დები და ძმები არ ეთანხმებიან. ანტიქრისტე ამბობს: „თუ არ ეთანხმებით, მაშინ სახარების გუნდი დაიშლება. აღარ იქადაგებთ სახარებას, თქვენ არ შეგიძლიათ ამ მოვალეობის ჯეროვნად შესრულება. სხვა გზა არ არის — აირჩიეთ შესაფერისი გუნდის წინამძღოლი და ჩემი და იქნება გუნდის წინამძღოლის თანაშემწე!“ დები და ძმები ირჩევენ ვიღაცას და ანტიქრისტე იძულებით ეთანხმება იმ პირობით, რომ მის უფროს დას გუნდის წინამძღოლის თანაშემწედ დანიშნავენ. ამგვარად მიღწეული თანხმობით, სახარების გუნდი თავის ადგილზე რჩება.

მიუხედავად იმისა, თუ სად ხდება ეს ან რა საქმეს ეხება, ანტიქრისტეები ვალდებულნი არიან, თავიანთი მარიონეტები ჩანერგონ — ადამიანები, რომლებიც მათ მხარეს არიან. როგორც კი ანტიქრისტეები წინამძღოლები ხდებიან და სტატუსს მოიპოვებენ, მათი საქმიანობის პირველი პრიორიტეტი არ არის იმის შემოწმება, თუ როგორ აქვთ საქმე თითოეული გუნდის წევრებს თავიანთ სიცოცხლეში შესვლაში, ან იმის გარკვევა, თუ როგორ მიიწევს წინ მათი საქმე, ან როგორ შეიძლება გადაიჭრას სხვადასხვა სირთულე, რასაც ისინი საქმეში წააწყდნენ, და არც იმის შემოწმება, არის თუ არა რაიმე გამოკვეთილი პრობლემა ან გამოწვევა; ამის ნაცვლად, ისინი აკვირდებიან პერსონალთან დაკავშირებულ ვითარებას და იმას, თუ ვინ არის თითოეული გუნდის წინამძღოლი, ვინ არის მათი წინააღმდეგი თითოეულ გუნდში და რომელი ადამიანები შეუქმნიან საფრთხეს მათ სტატუსს მომავალში. ისინი საკმაოდ კარგად ინფორმირებულნი არიან ასეთი საკითხების შესახებ, მაგრამ არასდროს სვამენ კითხვას ეკლესიის საქმის ვითარებასთან დაკავშირებით. ისინი არასდროს სვამენ კითხვას დებისა და ძმების მდგომარეობის, მათი სიცოცხლეში შესვლის ან იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს საეკლესიო ცხოვრება, და კიდევ უფრო ნაკლებად აქვთ ზრუნვის სურვილი. სამაგიეროდ, მათ ძალიან კარგად იციან თითოეული გუნდის სათავეში მყოფი ადამიანების შესახებ: არიან თუ არა ისინი მათი მარიონეტები, ეწყობიან თუ არა მათ და საფრთხეს წარმოადგენენ თუ არა მათი ძალაუფლებისთვის ან სტატუსისთვის. მათ იციან ყველა ეს დეტალი და ძალიან მკაფიოდ აქვთ დამუშავებული. რაც შეეხება ისეთ ადამიანს ჯგუფში, ვინც შედარებით პატიოსანია და სიმართლეს ამბობს, ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთ ადამიანს უნდა უფრთხილდნენ და არ უნდა მისცენ რაიმე სტატუსი; მიუხედავად ამისა, ისინი კეთილგანწყობას ავლენენ მათ მიმართ, ვინც დახელოვნებულია პირფერობაში, ვინც იცის სხვების მოხიბვლა, ვინც სხვების გულის მოსაგებად სასიამოვნო სიტყვებით საუბრობს და ვინც საქმის კეთებისას მინიშნებებს მიჰყვება. ანტიქრისტე კეთილგანწყობილია მათ მიმართ და გეგმავს მათ დაწინაურებასა და მნიშვნელოვან პოზიციაზე დანიშვნას. ისინი იმაზეც კი ფიქრობენ, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ, თან წაიყვანონ, რათა დარწმუნდნენ, რომ მეტ ქადაგებას მოისმენენ, და ამგვარად, საკუთარი მარიონეტების კულტივირებას მოახდენენ. რაც შეეხება მათ, ვინც ეკლესიაში ჭეშმარიტებას ესწრაფვიან, სამართლიანობის გრძნობა აქვთ და სიმართლის თქმას ბედავენ, რომლებიც მუდმივად ადიდებენ ღმერთს და მას მოწმობენ, რომელნიც თავს არ ხრიან ბოროტი ძალების, სტატუსისა თუ ხელმწიფების წინაშე — ისინი ფრთხილობენ მათთან, სძულთ ისინი, აბუჩად იგდებენ და გულში ემიჯნებიან. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ეპირფერებიან — განსაკუთრებით ოჯახის წევრებსა და შორეულ ნათესავებს, ვინც მათ გარშემო ტრიალებს — საკუთარ ხალხად მიიჩნევენ და როგორც ოჯახის წევრებს, ისე ეპყრობიან. ყველა ადამიანს, ვინც ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, შეუძლია მათ გარშემო ტრიალი, მიჰყვება მათ მინიშნებებს, იღებს მითითებებს საქმის კეთებისას და მათი სურვილებისამებრ ასრულებს ყველაფერს — ამ ადამიანებს აკლიათ სინდისი ან გონიერება, ადამიანურობა და თუნდაც უმცირესი ღვთისმოშიში გული. ისინი ურწმუნოთა ბრბოა. მიუხედავად იმისა, თუ რა ცუდ საქმეებს სჩადიან ისინი, ანტიქრისტე მათ კულტივირებას ახდენს, იცავს და საკუთარ ოჯახად მიიჩნევს მათ, აქცევს თავისი ძალაუფლების ქვეშ — სწორედ ამგვარად ყალიბდება ანტიქრისტეს სამფლობელო.

და ვინ ქმნის ანტიქრისტეს პირად სამფლობელოს? უპირველეს ყოვლისა, ამ სამფლობელოში ანტიქრისტე არის უფროსი, წინამძღოლი, აბსოლუტური ხელმწიფების მქონე მეფე, რომლის სიტყვაც ეჭვქვეშ არ დგება. სისხლით დაკავშირებული ადამიანები, მათი უახლოესი ოჯახი, მათი მარიონეტები, მეგობრები, თავგამოდებული მიმდევრები, სხვები, რომლებიც სიამოვნებით მიჰყვებიან და იღებენ მათგან ბრძანებებს, და კიდევ ისინი, რომლებიც სიხარულით მეგობრობენ მათთან და უერთდებიან მათ ბოროტმოქმედებაში, და ისინი, ვინც მიუხედავად იმისა, თუ როგორ არის მოწყობილი ღვთის სახლის დადგენილებები და ადმინისტრაციული განკარგულებები, მიუხედავად იმისა, რას ამბობს ღვთის სიტყვა და ჭეშმარიტება-პრინციპები, სიხარულით მუშაობენ მათთვის თავდადებით, რისკავენ მათ გამო და ირჯებიან მათთვის — სწორედ ესენი არიან ანტიქრისტეს სამფლობელოს წევრები. ყველანი ერთად ანტიქრისტეს ბოლომდე ერთგული მიმდევრები არიან. და რას აკეთებს ანტიქრისტეს სამფლობელოს ყველა ეს წევრი? ასრულებენ ისინი თავიანთ მოვალეობას და ყოველივე საქმეს ღვთის სახლის წესებისა და პრინციპების შესაბამისად? მოქმედებენ ისე, როგორც ღმერთი მოითხოვს, და ეპყრობიან მის სიტყვებსა და ჭეშმარიტებას, როგორც ყველა პრინციპზე უზენაესს? (არა). ეკლესიაში ასეთი ადამიანების არსებობისას, ჭეშმარიტება და ღვთის სიტყვები განაგრძობს წინსვლას შეუფერხებლად? ისინი არა მხოლოდ ვერ წაიწევს წინ, არამედ ანტიქრისტეს ბანდის მიერ გამოწვეული არევ-დარევის, შეცდომაში შეყვანისა და მავნებლობის გამო, ღვთის სიტყვები, ჭეშმარიტება, რომელსაც ის გამოხატავს, და მოთხოვნები, რომლებსაც ის ადამიანებს უყენებს, ნაყოფს ვერ გამოიღებს ეკლესიაში; მათი განხორციელება შეუძლებელია. როდესაც ანტიქრისტეს სამფლობელო არსებობს, ღვთის რჩეულ ხალხს არ შეიძლება ჰქონდეს ნორმალური საეკლესიო ცხოვრება და მათ არც თავიანთი მოვალეობის ნორმალურად შესრულება შეუძლიათ, და მით უმეტეს არ შეუძლიათ რაღაცების კეთება ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად; ეკლესიაში ყოველი საქმე კონტროლდება ანტიქრისტეს მიერ. იქ, სადაც ეს მსუბუქი ხარისხითაა წარმოდგენილი, ანტიქრისტეს მიერ დაბრკოლებების შექმნა ქაოსს იწვევს, ხალხი შფოთვის მდგომარეობაშია, საქმე წინ არ მიიწევს და ადამიანებმა არ იციან, როგორ შეასრულონ თავიანთი საქმე კარგად ან როგორ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა სათანადოდ; ყველაფერი ქაოსშია გახვეული. სერიოზულ შემთხვევებში, მთელი საქმე ჩერდება და არავინ იჩენს რაიმე მზრუნველობას ან ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი ხვდება, რომ პრობლემა არსებობს, მათ არ შესწევთ ძალა, გამოიცნონ, რომ ამ არეულობას ანტიქრისტე იწვევს; ისინი, ასევე, შეწუხებულნი და გზააბნეულნი არიან ანტიქრისტეს მიერ, არ იციან, ვინ არის მართალი და ვინ მცდარი; მაშინაც კი, თუ ისეთებიც არიან, ვინც ამჩნევს გარკვეულ საკითხებს და ვისაც სურს ხმის ამოღება ან საქმის საკუთარ თავზე აღება, ისინი მაინც ვერ ახერხებენ საქმე საკუთარ მხრებზე იტვირთონ. ანტიქრისტე სდევნის ყველას, ვინც ცდილობს მათ მხილებას, ან ვისაც სამართლიანობის გრძნობა აქვს და ცდილობს, თავად იტვირთოს საქმე. და რამდენად შორს მიდიან ისინი ამ შევიწროებაში? თუ გაბედავ და ხმას არ ამოიღებ, თუ შეწყალებას ითხოვ, თუ გაბედავ და არ აცნობებ მათ შესახებ, თუ არ გაბედავ მათზე ზემდგომებთან მოხსენებას, ან მათ საქმესთან დაკავშირებული პრობლემების წამოჭრას, ან ჭეშმარიტებაზე თანაზიარებას, ან სიტყვა „ღვთის“ თქმას, მაშინ ანტიქრისტე დაგინდობს. თუ პრინციპებს დაიცავ და ამხილებ მათ, ისინი ყველაფერს იღონებენ, რომ გტანჯონ, ყველა საშუალებას გამოიყენებენ, რომ დაგგმონ და დაგთრგუნონ, და კიდევ წააქეზებენ თავიანთი სამფლობელოს წევრებს, სხვა მერყევ ადამიანებთან და იმ ხალხთან ერთად, რომლებიც უგულონი, მშიშრები და ანტიქრისტეს ძალების მოშიშნი არიან, რათა უარგყონ და ჩაგახშონ. საბოლოო ჯამში, მცირე რწმენისა და სულიერი სიმწიფის მქონე ზოგიერთი ადამიანი ანტიქრისტეს წინაშე მუხლებზე დაეცემა. და ეს ანტიქრისტეს ახარებს; მათ მიაღწიეს თავიანთ მიზანს. როგორც კი ძალაუფლებას მოიპოვებენ, ამ ძალაუფლების მონოპოლიზებისა და საკუთარი სტატუსის უზრუნველსაყოფად, ისინი არა მხოლოდ თავიანთ ნათესავებსა და მათთან კარგი ურთიერთობის მქონე პირებს აბარებენ ყველა მნიშვნელოვან საქმეს ეკლესიაში, არამედ პარალელურად სხვებსაც ქირაობენ, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ მათთან, რათა მსახურება გაუწიონ და თავდადებით ემსახურონ მათ — მიზანი მდგომარეობს მომავალში საკუთარი სტატუსის შენარჩუნებაში, რათა ძალაუფლება მუდმივად მათ ხელში იყოს. მათი წარმოდგენით, რაც უფრო მეტი ადამიანია მათ სამფლობელოში, მით უფრო დიდია მათი ძალები, და შესაბამისად — მით უფრო დიდია მათი ძალაუფლება. და რაც უფრო დიდია მათი ძალაუფლება, მით უფრო ეშინიათ მათი იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება წინააღმდეგობა გაეწია მათთვის, ვისაც შეიძლება უარი ეთქვა მათთვის და ვინც გაბედავდა მათ მხილებას. ასეთი ადამიანებიც სულ უფრო მცირერიცხოვანნი ხდებიან. რაც უფრო ეშინია ხალხს მათი, მით უფრო მეტი კაპიტალი აქვთ იმისთვის, რომ ებრძოლონ ღვთის სახლსა და ღმერთს; მათ აღარ ეშინიათ ღმერთის და არც იმის ეშინიათ, რომ ღვთის სახლი გაუსწორდებათ. იმის მიხედვით, თუ როგორია ანტიქრისტეს სურვილი ძალაუფლებისადმი, თუ რას აკეთებენ ისინი ამ ძალაუფლებით და როგორია მათი სხვადასხვა ქცევა, ანტიქრისტე, თავისი არსით, არის ღვთის მტერი; ის სატანა და ეშმაკია.

და რას აკეთებს ანტიქრისტე საკუთარი სამფლობელოს მოწყობის შემდეგ? ძალიან შფოთავენ იმის გამო, თუ როგორ მიდის ეკლესიის სახარებისეული საქმე? აინტერესებთ ან იკვლევენ ამას? ისინი მხოლოდ შესამოწმებლად ჩამოივლიან ხოლმე, უბრალოდ მოვალეობას იხდიან, რამდენიმე სიტყვით ზედაპირულად დაიძვრენენ თავს და სხვა არაფერი. რა არის მათი შესამოწმებლად ჩამოვლის მიზანი? რა მიზნით შეუდგებიან ისინი ამ ფართომასშტაბიან მოგზაურობებს, რათა ნახონ, როგორ არიან დები და ძმები? იმის გამო ხომ არა, რომ ადარდებთ, როგორ მიდის მათი სიცოცხლეში შესვლა? არა. ისინი იმის სანახავად დადიან, აქვს თუ არა ვინმეს მათი გავლენის სფეროში წინააღმდეგობის გაწევის განზრახვა, არის თუ არა ვინმე ისეთი, ვინც ეჭვის თვალით უყურებს მათ, ან ბედავს, რომ „არა“ უთხრას მათ, ან ბედავს, რომ არ დაემორჩილოს და არ გააკეთოს ისე, როგორც ისინი ამბობენ; მათ საკუთარი თვალით უნდა ნახონ ეს და პირადად უნდა გაეცნონ სიტუაციას. ეს ერთი ასპექტია. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც ანტიქრისტე საკუთარ სამფლობელოს ჩამოაყალიბებს, ისინი საკუთარ თავს კანონიერ მეფედ აქცევენ — და თუკი იტყვი, რომ ტირანები, ადგილობრივი მოძალადეები ან ბანდიტების წინამძღოლები არიან, მათ ეს არ აინტერესებთ, მთავარია, სტატუსი და ძალაუფლება ჰქონდეთ. მათი გავლენის სფეროში, საკუთარ სამფლობელოში, მთელი ძალაუფლება მათივე ხელშია, მხოლოდ ისინი განაგებენ ყველაფერს. ამავდროულად, ისინი ასევე ტკბებიან თავიანთი კლანის თაყვანისცემით, აღტაცებითა და პატივისცემით, აგრეთვე, მათი პირფერობით, ყალბი ქებით და თუნდაც ყველა იმ უპირატესობის განცდითა და განსაკუთრებული მოპყრობით, რომელსაც ისინი იღებენ. ფიქრობ, როდესაც ანტიქრისტე თავისი ძალაუფლების მონოპოლიზებას ახდენს, ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ მაღალი პოზიციიდან ისაუბროს? ან რომ ეს უბრალოდ ასეთი სურვილის დასაკმაყოფილებლად არის? არა. მათ რაღაც უფრო არსებითი სურთ: მთელი ეს მოპყრობა, რომელიც სტატუსსა და ძალაუფლებას მოჰყვება, რომლითაც ისინი თავიანთ სამფლობელოში ტკბებიან. როგორც კი ანტიქრისტე საკუთარ სამფლობელოს დააფუძნებს და როგორც კი ბოლომდე ერთგული მიმდევრები ეყოლება, მისი დღეები უფრო კომფორტულად მიილევა, ვიდრე უძველესი იმპერატორებისა. მას არაფრის კეთება არ მოუწევს: ერთი სიტყვა და მისი სურვილი შესრულებულია; ერთი სიტყვის თქმა, და სასურველი საგნები მათთან მიაქვთ. მაგალითად, ანტიქრისტე ამბობს: „დღეს კარგი ამინდია; რატომ მომინდა ქათმის ჭამა ასე ძალიან?“ შუადღემდე ვიღაცას უკვე მოუმზადებია ქათმის კერძი. შუადღისას სადილის დროს ანტიქრისტე ამბობს: „ჩვენ, ღვთის მორწმუნეებს, ალკოჰოლის მიღება არ შეგვიძლია, მაგრამ რაიმე მსუბუქ სასმელზე რას იტყვით?“ წინამძღოლის სიტყვების გაგონებისას, ანტიქრისტეს მიმდევრები აგზავნიან ვინმეს, რათა გაიქცეს და გამაგრილებელი სასმელები იყიდოს. განა ის არ იღებს ყველაფერს, რაც უნდა? მან მხოლოდ ხელი უნდა გაუწოდოს, პირი გააღოს, და ნივთებსაც მიუტანენ და ყველა მისი სურვილიც ახდება. მისი დღეები დიდ კომფორტში გადის. შემდეგ ანტიქრისტე ამბობს: „დღეს ცივა. შარშანდელი ჟაკეტი ჩრჩილმა შემიჭამა, მაგისი ჩაცმა უხერხულია — ცუდად გამოვჩნდები. წლევანდელი ჟაკეტი კი არ ვიცი, სად არის“. როდესაც ვინმე რამდენიმე ჟაკეტის ყიდვას სთავაზობს, ის ამბობს, რომ მათი ყიდვა ისე, უბრალოდ, არ შეიძლება, იგი წმინდანთა წეს-ჩვეულებებს უნდა შეესაბამებოდეს და ფულიც ამ პრინციპის შესაბამისად უნდა დაიხარჯოს. ამის თქმიდან მალევე, ვიღაცა რამდენიმე ჟაკეტს ყიდულობს. როდესაც ისინი მიდიან, ანტიქრისტე გრძნობს, რომ თუ ხმას არ ამოიღებს, ეს ყველაფერი მიზანმიმართულ ქმედებად გამოჩნდება, ამიტომ ამბობს: „ვინ იყიდა ესენი? განა ეს პრინციპების დარღვევა არ არის? განა ეს დამნაშავედ არ გამომიყვანს? ვინ იყიდა? ფულს გადავუხდი“. თავდაპირველად, ის სთხოვს თავის ცოლს, გარკვეული თანხა გამოიტანოს ეკლესიის შესაწირავიდან და შემდეგ ამბობს, რომ მოგვიანებით უკან დააბრუნებს, როცა ფული ექნება. რეალურად, ამას ისე, ზედაპირულად ამბობს; მას უკან დაბრუნების აბსოლუტურად არანაირი განზრახვა არ აქვს. ანტიქრისტე ნამდვილად იღებს ყველაფერს, რაც სურს, და ყოველივე მზამზარეულით ტკბება. და აქვს მას გულში რაიმე თვითგვემის გრძნობა ამ ყველაფრით სარგებლობის შემდეგ? განიცდის სინდისის ქენჯნას? (არა). როგორ შეიძლებოდა, რომ თავი დამნაშავედ ეგრძნო? ის ზუსტად ამას ეძებს, სწორედ ამაზე ოცნებობდა დღე და ღამე — როგორ შეეძლო ამაზე უარის თქმა? ამ უპირატესობის ფუჭად დაკარგვა არ შეიძლება; თუ ის ამით არ ისარგებლებს, მაშინ მას ძალა დაეკარგება და ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ხოლო როდესაც ამით ისარგებლებს, რაიმე სასიამოვნოს მაინც იტყვის, რათა ადამიანმა, რომელიც ფულს ხარჯავს, ეს ნებაყოფლობით გააკეთოს და სხვა რამეზე ფიქრი ვერც კი გაბედოს.

საკუთარ სამფლობელოში ანტიქრისტეები არა მხოლოდ იღებენ სხვადასხვა განსაკუთრებულ მოპყრობასა და მომსახურებას თავიანთი ქვემდგომებისგან, არამედ წვრთნიან კიდეც მათ თავიანთ სამფლობელოში, რათა აბსოლუტურად დაიმორჩილონ ისინი. მაგალითად, თუკი ანტიქრისტე ყველას სთხოვს, რომ დილის 5 საათზე ადგნენ, დილის 5 საათისთვის უკვე ყველა ფეხზე უნდა იყოს. ისინი, ვინც გვიან დგებიან, გასხვლას დაექვემდებარებიან — მათ თვალი უნდა ადევნონ ანტიქრისტეს გამომეტყველებას. სადილობისას ვერავინ ბედავს მაგიდასთან დაჯდომას, სანამ ის არ დაჯდება და სანამ იგი არ დაიწყებს ჩხირების გამოყენებას, სხვა ვერავინ ბედავს ამის გაკეთებას. რისი გაკეთებაც არ უნდა გადაწყვიტოს, ის უნდა შესრულდეს; როგორადაც არ უნდა გადაწყვიტოს იმ რაღაცის გაკეთება, სხვებიც უნდა მიჰყვნენ და დაუმორჩილებლობას არ პატიობს. საკუთარ სამფლობელოში ის არიან წინამძღოლი, მეფე და მისი სიტყვა საბოლოოა — ვინც არ დაემორჩილება, დაიტანჯება. მისი ქვემდგომები გაწვრთნილნი არიან, რომ უკამათოდ შეასრულონ მისი ბრძანებები, არ გაბედონ მასთან თუნდაც მცირე შეწინააღმდეგება და დაიჯერონ, რომ რაც არ უნდა ბრძანოს მან, ყველაფერი გამართლებულია და ამად ღირს — ეს მათი მოვალეობა და ვალდებულებაა. ღვთის რწმენისა და თავიანთი მოვალეობების აღსრულების სახელით, ანტიქრისტეს ქვემდგომები უკამათოდ ემორჩილებიან მას, ხელისგულზე ატარებენ და ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ მეფესა და ბატონ-პატრონს. თუკი ვინმეს რაიმე აზრი ან მოსაზრება აქვს ანტიქრისტეს შესახებ, თუკი მათ ისეთი ხედვები აქვთ, რომლებიც განსხვავდება ანტიქრისტეს შეხედულებებისგან, ის ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ უარყოს, დააკნინოს, გაანალიზოს, განიკითხოს, დაგმოს და ჩაახშოს ისინი, და მხოლოდ მაშინ მოისვენებს, როდესაც ეს ადამიანი ბოლომდე დაემორჩილება მას. ანტიქრისტე ხარობს თავის სამფლობელოში, სადაც ყოფნა საოცრად კომფორტულია. ფული, რომელსაც დები და ძმები წირავენ, მთლიანად ანტიქრისტესთან ხვდება, ხოლო ყველაფერი, რაც ანტიქრისტეს აკლია, მათ მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. დებმა და ძმებმა დაუყოვნებლივ უნდა დააკმაყოფილონ ანტიქრისტეს საჭიროებები, რათა ის კმაყოფილი და ბედნიერი ჰყავდეთ. ანტიქრისტემ ეს ადამიანები ნამდვილ მონებად გაწვრთნა. მისი ყველაზე ხშირი ქადაგება იმის გარშემო ტრიალებს, თუ როგორ იტანჯებოდა და როგორი ერთგული იყო, და ხაზს უსვამენ იმას, თუ როგორ უნდა გაუგონ მას ადამიანებმა და როგორ უნდა დაემორჩილონ, რათა ღმერთს ასიამოვნონ და შესაბამისობაში იყვნენ ჭეშმარიტება-პრინციპებთან. ანტიქრისტე ქადაგებს ამაღლებულ ქადაგებებს, ლოზუნგებს წარმოთქვამს და ისეთ მოძღვრებებს წარმოადგენს, რომლებიც სრულად შეესაბამება ადამიანურ წარმოდგენებსა და წარმოსახვებს, რითაც სხვების თაყვანისცემასა და აღტაცებას იმსახურებს. ამავდროულად, ის ხელს უშლის საკუთარი თავის წინააღმდეგ რაიმე ეჭვის, მერყეობისა თუ განსჯის აღმოცენებას, ასევე არ აძლევს საშუალებას ადამიანებს, რომ გაუჩნდეთ მისი მხილებასთან, განსჯასთან თუ ღალატთან დაკავშირებული ფიქრები. ეს უზრუნველყოფს მისი ძალაუფლების სამუდამოდ გაგრძელებას, რათა იგი განმტკიცდეს ეკლესიაში ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. განა ანტიქრისტეს საკმაოდ შორი ხედვა არ აქვს? მაშ, რა მიზანი დგას ყველა ამ ქმედების უკან? ერთი სიტყვა — ძალაუფლება. იქნებიან ეს მათი სამფლობელოს შიგნით მყოფნი თუ მის გარეთ მყოფნი, მათი თავგამოდებული მიმდევრები თუ ის დები და ძმები, ვინც მათ განჭვრეტს — რისი ეშინია და რაზე წუხს ანტიქრისტე ყველაზე მეტად? იმის, რომ ეს ადამიანები, შესაძლოა, ჩასწვდნენ ჭეშმარიტებას, მივიდნენ ღვთის წინაშე, ამოიცნონ და უარყონ ის. სწორედ ამის ეშინია მას ყველაზე მეტად. როგორც კი ყველა უარყოფს მას, იგი ჯარის გარეშე დარჩენილ სარდლად იქცევა, დაკარგავს სტატუსსა და ხელმწიფებას და ძალაუფლება ჩამოერთმევა. ამიტომ, ის მიიჩნევს, რომ მხოლოდ საკუთარი სამფლობელოს უზრუნველყოფით, თავგამოდებული მიმდევრების შეკავებით, მის მიმყოლთა საფუძვლიანად შეცდომაში შეყვანითა და კონტროლით, მათი მტკიცედ ხელში დაჭერით შეუძლია ძალაუფლების განმტკიცება. ამგვარად, ის მტკიცედ ეჭიდება იმ განსაკუთრებულ მოპყრობას, რომლითაც სურს ტკბობა — იმ განსაკუთრებულ მოპყრობას, რომელსაც ძალაუფლება მოუტანს. ზოგიერთი ანტიქრისტე განსაკუთრებით გამჭრიახია საკუთარი თავის წარმართვასა და ურთიერთობებში, დახელოვნებულია ადამიანების გულის მოგებაში. მის მიერ მართულ სამფლობელოში არიან ისეთები, ვინც მის დავალებებს ასრულებს, ვინც მის მატერიალურ საჭიროებებს აკმაყოფილებს და ვინც ინფორმაციას აგროვებს ან საქმეებს უგვარებს მას — მრავალი სხვადასხვა ადამიანია. ანტიქრისტეს გავლენის სფეროში, თუ არავის აქვს კარგი სულიერი მონაცემები, არავინ არის, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს და ვინც ჭეშმარიტება-პრინციპებს იცავს, ანტიქრისტეს შეუძლია ეკლესიაზე გრძელვადიანი კონტროლის შენარჩუნება, ხოლო ამ ეკლესიაში მყოფი ადამიანები ძირფესვიანად გაიხრწნებიან და გამოუსწორებელ შეცდომაში იქნებიან შეყვანილნი. მაშინაც კი, თუ ზემდგომი ვინმეს გამოგზავნის საქმის გამოსაძიებლად, ეს ამაო იქნება. ეკლესია შეუვალი და შეუდრეკელი გახდა ანტიქრისტეს კონტროლის ქვეშ — მისი მყარი ციხესიმაგრე. განურჩევლად იმისა, თუ ვინ ამხელს და განარჩევს ანტიქრისტეს, ან ვის ექნება თანაზიარება ჭეშმარიტება-პრინციპებზე, ისინი, ვინც შეცდომაში არიან შეყვანილნი, ყურს არ ათხოვებენ მათ. ამის ნაცვლად, ისინი ანტიქრისტეს მხარეს დადგებიან, წინ აღუდგებიან ჭეშმარიტებას და დაგმობენ ანტიქრისტეს მხილებასა და ანალიზს.

ანტიქრისტე, მისი თავგამოდებული მიმდევრები და მისი სამფლობელოს წევრები მუდამ განიხილავენ და გულდასმით შეისწავლიან ღვთის სახლის საქმეებს: ვინ სად გადაიყვანეს? ვინ გაათავისუფლეს? ზემდგომმა კიდევ ერთი თანაზიარება და ქადაგება გამოსცა ასეთი და ასეთი ადამიანების მხილების შესახებ — უნდა გავავრცელოთ ის? და როგორ გავავრცელოთ? ჯერ ვის მივცეთ ის და შემდეგ ვის? გვჭირდება თუ არა ჩარევა და რედაქტირება ან შესწორება? ვინ ეკონტაქტობდა ბოლო დროს გარეშე პირებს? ზემდგომმა ვინმე გამოგზავნა? ამ ადამიანებიდან რომელიმეს ჰქონდა კონტაქტი ჩვენს ქვემდგომ ხალხთან? ისინი ხშირად ერთად განიხილავენ ასეთ რამეებს; ისინი ხშირად ერთმანეთთან შეიკვრებიან ხოლმე და შეთქმულებას აწყობენ, მსჯელობენ საპასუხო ზომებზე, სქემებსა და ხერხებზე, რათა უპასუხონ ზემდგომის საქმის წარმართვის ყველა წესს; ასევე, ისინი ხშირად განიხილავენ და გულდასმით შეისწავლიან თავიანთი ქვემდგომი დებისა და ძმების გარემოებებსაც. ანტიქრისტე და მისი სამფლობელოს წევრები მთელ დღეს ერთად შეთქმულებაში ატარებენ და ერთმანეთს არ შორდებიან. როდესაც ისინი ერთად არიან, არასოდეს მართავენ თანაზიარებას ჭეშმარიტებაზე, ან ღვთის განზრახვებზე, მით უმეტეს ეკლესიის საქმეზე, ანდა იმაზე, თუ როგორ აღასრულონ საკუთარი მოვალეობა, წინ წაწიონ ეკლესიის საქმე, ან გაუძღვნენ დებისა და ძმების შესვლას ღვთის სიტყვების რეალობაში, ან თუ როგორ უპასუხონ გარე სიტუაციებს. ისინი არასოდეს მართავენ თანაზიარებას ასეთ შესაფერის საკითხებზე, არამედ აკვირდებიან, თუ ვინ ვის უახლოვდება, ვინ ვისზე საუბრობს, როდესაც ერთად არიან, რამდენად საუბრობენ ისინი წინამძღოლებზე მათ ზურგს უკან; და ყურადღებას აქცევენ იმას, თუ ვისი ოჯახია მდიდარი და რამდენი გაუღიათ შესაწირად. ეს არის ის, რაზეც პირადად საუბარობენ, ისინი მუდამ განიკითხავენ დებსა და ძმებს და ზემდგომის საქმის წარმართვის წესს — ისინი მუდამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოატყუონ დები და ძმები და ზემდგომი. რასაც პირადად სჩადიან, სამარცხვინოა: თუ ეს არ აზიანებს ეკლესიას, ზიანს აყენებს დებსა და ძმებს; ისინი მუდამ გეგმავენ ან აურზაურს ტეხენ კარგი სულიერი მონაცემების მქონე დებისა და ძმების წინააღმდეგ, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან, ისინი მუდამ ცდილობენ, კარგი ხალხი ჩამოაქვეითონ ან სახელი გაუტეხონ. როდესაც ანტიქრისტეები რამეს აკეთებენ, ისინი ყოველთვის განიხილავენ ამას თავიანთ ბანაკში მყოფ ადამიანებთან — აქ უკვე მზაკვრული გეგმები და სქემები ერთვება. ანტიქრისტეს დაჯგუფების ვერცერთი ნათქვამი ვერ უძლებს ანალიზს; თუკი გულდასმით გამოვიკვლევთ, პრობლემა ყველაფერში აღმოჩნდება. სამფლობელოს გარეთ მყოფ ადამიანებთან ისინი თავს იკავებენ და ფრთხილობენ; ანტიქრისტეს სამფლობელოში არანაირი ზღვარი არ არსებობს: ის განიკითხავს დებსა და ძმებს, ღვთის სახლის საქმეს, ზემდგომ წინამძღოლებს — თუნდაც თავად ღმერთს. ყველაფერი მისაღებია. მაგრამ სამფლობელოს გარეთ მყოფი პირის თანდასწრებით, ისინი ფარავენ საკუთარ სიტყვებს, მერყეობენ, თავს იკავებენ და საიდუმლო ენაზეც საუბრობენ, რასაც გარეშე პირები ვერ გაიგებენ. მათ აქვთ გარკვეული მნიშვნელობის მქონე მზერა, მზაკვრული ღიმილი, რომელიც რაღაცას ნიშნავს, თუნდაც სრუტუნი და ხველება, რომელიც რაღაცას ნიშნავს — ეს ყველაფერი მათი საიდუმლო კოდებია. ზოგჯერ თავს იფხანენ, ზოგჯერ ყურებს მოქაჩავენ, ზოგჯერ ფეხებს აბაკუნებენ, ზოგჯერ ხელებს იფშვნეტენ; ეს ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. ეს ანტიქრისტეს ბანდის ჩვეულებრივი გამოვლინებებია — სხვადასხვაგვარი ქცევა, რომელსაც ისინი მას შემდეგ ამჟღავნებენ, რაც ეკლესიაში ძალაუფლების მონოპოლიზებას მოახდენენ. მათი სხვადასხვა ქცევისა და გამოვლინების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ და მათი ადამიანურობის თვალთახედვიდან გავაანალიზოთ, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები? განა ისინი მზაკვრობისა და უკეთურების მსახურები არ არიან? (დიახ). და გააჩნიათ სამართლიანობის რაიმე განცდა ამ ადამიანებს? აქვთ სინდისის ან ზნეობის ნატამალი? არიან პატიოსნები? არა. ამ ადამიანებს სირცხვილი არ აქვთ. ისინი იმას მოიხმარენ, რასაც დები და ძმები შესწირავენ, და ჰგონიათ, რომ ეს მათი ვალდებულებაა; ამავდროულად, ისინი ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს, ღვთის სახლში დათარეშობენ და ზიანს აყენებენ დებსა და ძმებს — და მხოლოდ დროებით არ ცხოვრობენ ეკლესიის ხარჯზე, არამედ ამას ყოველდღიურად აკეთებენ, თაობიდან თაობამდე. განა დემონები არ არიან, რომლებიც ადამიანის ხორცს ჭამენ და ადამიანის სისხლს სვამენ? მათ სირცხვილი არ აქვთ! ანტიქრისტე და მისი ბანდა ერთად მუდამ „ეროვნულ საქმეებზე“ მსჯელობენ. მაგრამ სამარცხვინოა მათი საუბრები დახურულ კარს მიღმა? (დიახ). რაზე საუბრობენ ისინი? ეკლესიის საქმეზე მართავენ თანაზიარებას? გრძნობენ ეკლესიის საქმის ტვირთს? ზოგიერთ ადგილას ეკლესია ზედამხედველობის ქვეშაა და დებსა და ძმებს დიდი წითელი დრაკონი, მთავრობა დევნის და აკონტროლებს, და თუნდაც ძმებისა და დების უმეტესობა სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და დაკავებისა და პატიმრობის საფრთხის წინაშე დგას. ადარდებთ ეს მათ? ცდილობენ რაიმე გზა გამონახონ, რათა დაიცვან დები და ძმები, დაეხმარონ რომ დევნისა და ციხეში ტანჯვის თავიდან აცილება შეძლონ? მსჯელობენ პირად საუბრებში იმაზე, თუ როგორ დაიცვან ეკლესიის წიგნები, ქონება და ა.შ., რათა ზარალისგან იხსნან ეკლესია? თუ ეკლესიაში იუდა გამოჩნდება, რეაგირებენ ისინი დაუყოვნებლივ, სწრაფად უწყობენ ხელს დაზარალებული დებისა და ძმების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას მათ დასაცავად? გააკეთებდნენ ისინი ასეთ რამეებს? (არა). როდესაც ადამიანებს აქვთ ძალაუფლება, მათ შეუძლიათ აკეთონ კარგი საქმეები და მათ ასევე შეუძლიათ აკეთონ ცუდი საქმეები. მაშ, რას აკეთებს ანტიქრისტე, როდესაც ძალაუფლება აქვს? (ცუდ საქმეებს.) რა ცუდ საქმეებს აკეთებს? (პოულობს გზსს, რომ აწამოს ვინც მას არ უსმენს. როდესაც ღვთის სახლი გზავნის ზოგიერთ წინამძღოლს და მუშაკს საქმის მოსაკითხად, იგი პოულობს საშუალებას, რომ თავიდან აირიდოს ისინი, ან ბერკეტი მოიპოვოს და განიკითხოს, დაგმოს და მიზეზები გამონახოს, რათა განდევნოს ისინი, შეაჩეროს მათი გამოკითხვა საქმის შესახებ და ნაკლი აღმოაჩინოს მათში.) ზოგიერთი ანტიქრისტე ზუსტად საპირისპიროს აკეთებს: რადგან ეშინია, რომ დები და ძმები შეატყობენ მას პრობლემებს, ის ზემდგომის მიერ გამოგზავნილ წინამძღოლებს უთვალთვალებს, კარგი საკვებითა და სასმელით უმასპინძლდება და ხელს უშლის, რომ კონტაქტში შევიდნენ ქვემდგომ დებთან და ძმებთან. როდესაც წინამძღოლები დებისა და ძმების მდგომარეობას კითხულობენ, ის პასუხობს: „ყველა კარგადაა. ამჟამად ჩვენი სახარების საქმე შეუფერხებლად მიიწევს წინ.“ ყველა ის პრობლემა მოვაგვარეთ, რომელიც არახელსაყრელი გარემოდან წარმოიშვა და იუდასავით გავაძევეთ გამცემები, რომლებმაც გაგვყიდეს; ჩვენ მოვუარეთ მათ, ვინც ცდილობდა ეკლესიის საქმის არევ-დარევას და სრულად მოვიცილეთ ისინი, ხოლო ღვთის სიტყვების წიგნები ჩვეულებრივად გავრცელდა. პრობლემები საერთოდ არ არსებობს.“ ამის თქმით, ის ასევე ატყობინებს რაღაცებს სხვა ადამიანების შესახებ. როდესაც ზემდგომი ვინმეს გზავნის მის გამოსაკვლევად, თუ ჰგონია, რომ ვინმემ მის შესახებ განაცხადა — ის განზრახ შეატყობინებს იმ ადამიანის პრობლემების შესახებ ზემდგომ წინამძღოლებს, რათა შეცდომაში შეიყვანოს ისინი და აფიქრებინოს, რომ იმ ადამიანს, ვინც ანტიქრისტე დაასმინა, პრობლემები აქვს, რათა ხელი შეუშალოს წინამძღოლებს იმაში, რომ გაიგონ, რეალურად რა ხდება ეკლესიის საქმეში, და აღმოაჩინონ ანტიქრისტეს პრობლემები, რათა საბოლოო ჯამში, არ მოხდეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და აღარ იმყოფებოდეს საფრთხეში. საკუთარი სამფლობელოს დაცვისას ანტიქრისტეს მიზანი არის ძალაუფლების განმტკიცება და მისი ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფა, ამიტომ ის უამრავი მიმდევრის, დამქაშის, ფანატიკოსი მომხრისა და თანამზრახველის კულტივირებას ახდენს. მის მიერ ასეთი ადამიანების კულტივირების მიზანი არის ძალაუფლების მონოპოლიზება სრულად, რათა არ დაუშვას მისი შესუსტება ან წართმევა.

ანტიქრისტეები ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს და პირველი, რასაც ისინი წინამძღოლობის ხელში ჩაგდების შემდეგ აკეთებენ, არის ძალაუფლების მონოპოლიზება. გიფიქრიათ რაიმე მაგალითზე, რომელიც ანტიქრისტეების მიერ ძალაუფლების მონოპოლიზებას ეხება? (ადრე იყო ერთი ეკლესიის წინამძღოლი, რომელიც ანტიქრისტე იყო. როდესაც ვინმე მის პრობლემებზე მიუთითებდა ან მას ამხელდა, ის ამ ადამიანს გააჩუმებდა და ღვთის სიტყვების წიგნებს ჩამოართმევდა. ვითარებაში უკეთ გასარკვევად მის ეკლესიებში არსებულ ზოგიერთ კრების ჯგუფში მივედი. ის ანტიქრისტე, იმის შიშით, რომ მისი ბოროტი საქმეები არ გამჟღავნებულიყო, ჩემს გაძევებას ცდილობდა და ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა, რომ დავედანაშაულებინე — თითქოს მისი ნებართვის გარეშე ფარულად ვესწრებოდი კრებებს. მოგვიანებით, ზემდგომმა წინამძღოლებმა ვიღაც გამოგზავნეს საქმის გამოსაკვლევად, ხოლო ანტიქრისტემ დამამცირა, ჩემზე ცუდი რამეები ილაპარაკა და შინა პატიმრობაშიც კი ჩამაგდო, დაავალა ძმებსა და დებს, რომ ჩემთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ. იმ დროს ეს ანტიქრისტე, წინამძღოლთან და მუშაკთან თანამშრომლობით, რვა ეკლესიას აკონტროლებდა. საბოლოოდ, რამდენიმეთვიანი თანაზიარებისა და გარჩევის შემდეგ, დებმა და ძმებმა ბოლოს და ბოლოს განდევნეს ანტიქრისტეთა ეს ჯგუფი.) ასე მოქმედებენ ანტიქრისტეები. რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი ეკლესიაში, ეს მიმართულია ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და ხალხის მართვისკენ. ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იმ ადამიანის მიმართ, ვინც საფრთხეს უქმნის მათ სტატუსსა და ძალაუფლებას. მათ უკიდურესად მახვილი ყნოსვა აქვთ ასეთი საკითხების მიმართ და ისინი მყისიერად აცნობიერებენ, რომ ეს მათთვის არახელსაყრელი საკითხებია და საფრთხე ექმნება მათ პოზიციას. განა ეს უკეთურება არ არის? რატომ არიან ანტიქრისტეები ასე მგრძნობიარენი ასეთი საკითხების მიმართ? რატომ ვერ ამჩნევენ სხვები ამას? ეს დაკავშირებულია მათ ბუნებასთან; მხოლოდ ანტიქრისტეებს შეუძლიათ ამ ყველაფრის ამოცნობა. ეს ადასტურებს ერთ ფაქტს: ანტიქრისტეებს ასეთი არსი აქვთ. მათი ლტოლვა ძალაუფლებისადმი უჩვეულოა და მათ ამის განსაკუთრებული წყურვილი აქვთ. როდესაც ვინმე მიდის იმ ეკლესიაში, სადაც ისინი წინამძღოლობენ, ისინი შეისწავლიან ამ ადამიანს და ფიქრობენ: „უქმნის ეს პირი საფრთხეს ჩემს სტატუსსა და პრესტიჟს? აქ ჩემს დასაწინაურებლად არიან თუ იმისთვის, რომ გადამაყენონ?“ ჩემი პრობლემების გამოსაკვლევად მოვიდნენ თუ საქმის შესახებ ნორმალური თანაზიარებისთვის?“ ისინი, პირველ რიგში, ამ ყველაფრის გარკვევას ცდილობენ. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ასეთი საკითხების მიმართ, რადგან სტატუსისა და ძალაუფლების განსაკუთრებული სიყვარული და სურვილი აქვთ; ძალაუფლებისა და სტატუსისთვის ცხოვრობენ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავენ, ნაკლები მიმდევარი ეყოლებათ და არმიის გარეშე დარჩენილ მხედართმთავრებად იქცევიან, ცხოვრება აზრს დაკარგავს. ამგვარად, რაც შეეხება მათ მიერ მოპოვებულ სტატუსსა და ძალაუფლებას — სამ ეკლესიას უძღვებიან, ხუთს თუ ათს — ანტიქრისტეებს მიაჩნიათ, რომ რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. ისინი არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ საკუთარ ძალაუფლებას სხვა ადამიანების სასარგებლოდ. მათ მიაჩნიათ, რომ ის კანონიერად მათია, რომ ეს ისეთი რამ არის, რისთვისაც იბრძოლეს და რაც რევოლუციითა და სტრატეგიით მოიპოვეს. თუ სხვებს სურთ მისი მიღება, ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ სანაცვლოდ საკუთარი სიცოცხლე გაიღონ. ეს ჰგავს დიდ წითელ დრაკონს — თუკი ვინმე დემოკრატიულ ცვლილებებს შესთავაზებდა მისი დიქტატურის დასასრულებლად და კომუნისტურ პარტიას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდა, რას იტყოდა დიდი წითელი დრაკონი? „დემოკრატია? შენ ამის სანაცვლოდ ოცი მილიონი ადამიანის თავი უნდა გასცე! კომუნისტურმა პარტიამ თავისი ძალაუფლება უთვალავი ადამიანის სისხლით მოიპოვა. თუ შენ ძალაუფლების ხელში ჩაგდება გინდა, ამდენი ადამიანის სისხლი და სიცოცხლე უნდა გაიღო სანაცვლოდ!“ ანტიქრისტეებიც იგივენი არიან. თუ შენ გინდა, რომ მათ ძალაუფლება დათმონ, ჭეშმარიტების შესახებ საუბარი საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ დათანხმდნენ; ისინი შეგედავებიან და შეგებრძოლებიან. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად საძაგელია მათი მეთოდები თუ საშუალებები, ისინი აუცილებლად დაიცავენ საკუთარ ძალაუფლებას. სანამ ღვთის რჩეული ხალხი სრულად არ გამოფხიზლდება და არ გაერთიანდება მათი მხილებისთვის და მათ მოსაშორებლად, ისინი ამას თავად არასდროს იზამენ. განა ანტიქრისტეები მეტისმეტად უკეთურები არ არიან? ეს სრულად ადასტურებს და ასახავს ანტიქრისტეების უკეთურ და სასტიკ ხასიათს. განურჩევლად იმისა, თანახმანი არიან თუ არა კონტროლს დაქვემდებარებული პირები, ჭეშმარიტად თმობენ თუ არა პოზიციებს, სურთ თუ არა მორჩილება და მიყოლა — ანტიქრისტეებს ეს სრულიად არ აინტერესებთ. ისინი ძალის გამოყენებით იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას ხალხის ჩასახშობად და გასაკონტროლებლად. არავის აქვს დაუმორჩილებლობის უფლება: ვინც არ დაემორჩილება, სანქცირებული იქნება. ასეთები არიან ანტიქრისტეები.

სწორედ ახლა თანაზიარება გვქონდა გარკვეულ კონკრეტულ პრაქტიკებსა და გამოვლინებებზე იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ ანტიქრისტეები ძალაუფლების მონოპოლიზებას. განა ამ პრაქტიკებიდან და გამოვლინებებიდან არ ჩანს, რომ ანტიქრისტეებს სასტიკი და უკეთური ხასიათი და არსი აქვთ? შეუძლია ვინმეს მათი შეცვლა? განა რომელიმე ამ მეთოდს — იქნება ეს მათთან მსჯელობა, მათ ემოციებზე აპელირება, ღვთის სიტყვებში არსებული ჭეშმარიტების წარმოდგენა, მათი გასხვლა, თუ ჭეშმარიტი გრძნობების მეშვეობით მათი შეცვლის ძიება — შეუძლია აიძულოს ისინი, რომ ძალაუფლების მონოპოლიზების პრაქტიკა მიატოვონ? (არა). ზოგიერთი ამბობს: „ანტიქრისტეები უბრალოდ გახრწნილი ხასიათის მქონე ადამიანები არიან. ადამიანებს აქვთ ადამიანური ემოციები. თუ მათ ემოციურად შეეხები, ყველაფერს ლოგიკურად აუხსნი და განუმარტავ დადებით და უარყოფით მხარეებს, მაშინ, როდესაც ჩასწვდებიან ამ მსჯელობას, შესაძლოა, ასე აღარ მოიქცენენ. მათ შეიძლება აღიარონ საკუთარი შეცდომები, მოინანიონ და შეწყვიტონ ანტიქრისტეთა გზით სიარული. შეიძლება არ დააფუძნონ საკუთარი სამფლობელო ღვთის სახლში, არ მიიზიდონ თავიანთი ფანატიკური მიმდევრები ღვთის სახლში ძალაუფლების მონოპოლიზებისთვის და არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება ადამიანურობასა და მორალურ ღირებულებებს.“ შესაძლებელია ანტიქრისტეებზე ასეთი გავლენის მოხდენა? (არა). შეუცვლია ვინმეს ოდესმე ანტიქრისტე? ზოგი ამბობს: „შესაძლოა, დედამ ბავშვობიდანვე სათანადოდ ვერ აღზარდა ის და განებივრებული იყო. ახლა კი, თუ მას დედა დაელაპარაკება, ან თუ მისი ოჯახის ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანი, ან ის, ვინც ყველაზე დიდხანს იყო მორწმუნე, იმსჯელებს მასთან, შესაძლოა, შეწყვიტოს იმ საქმეების კეთება, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ ხოლმე.“ შეეფერება ეს სიმართლეს? (არა). რატომ არა? (მასთან მსჯელობა არ ჭრის; რაც უფრო მეტს ესაუბრები, მით უფრო მეტად ემტერება ამას. თუ შემდეგ ამხილებ და გასხლავ, შეგიძულებს.) მართალია. განა საკმაოდ არ სმენიათ მათ ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტების შესახებ? ზოგიერთ ანტიქრისტეს ათი ან ოცი წელია, რაც სწამს, უცვლელად. მათ საკმაოდ ბევრი აქვთ წაკითხული ღვთის სიტყვები, მაგრამ რატომ არ შეცვლილა რამე? საქმე იმაშია, რომ მათი გულები ბოროტებითაა სავსე — თავად ღმერთიც კი არ გადაარჩენს მათ, და შეუძლიათ კი ადამიანებს მათი შეცვლა იმ მცირე ცოდნითა და მოძღვრებით, რაც აქვთ? ადამიანურ საზოგადოებაში ქვეყნებს აქვთ განათლება და საზოგადოებაში არსებობს კანონები, რომლებიც აიძულებს ადამიანებს, ისწავლონ სიკეთე და თავიდან აიცილონ დანაშაულის ჩადენა. მაგრამ რატომ არ შეუძლია ამას ადამიანების შეცვლა? ეროვნულ განათლებასა და სისტემებს ოდესმე ჰქონიათ რაიმე დადებითი გავლენა საზოგადოებაზე? აქვთ სახელმწიფოს მიერ წახალისებულ ამ რაღაცებს რაიმე საგანმანათლებლო მნიშვნელობა ან ღირებულება კაცობრიობისთვის? გამოირჩეოდა ეფეტურობით? (არა). თუნდაც თითოეული ქვეყნის ისეთმა სამართლებრივმა უწყებებმა, როგორიცაა არასრულწლოვანთა გამოსასწორებელი დაწესებულებები და ციხეები, რომლებიც ადამიანთა დისციპლინის უმაღლეს და უმკაცრეს ადგილებს წარმოადგენს — შეცვალეს ადამიანთა არსი? ავიღოთ გარკვეული მოძალადეები, ქურდები და ბოროტმოქმედები — ისინი იმდენჯერ შედიან ციხეში და გამოდიან იქიდან, რომ რეციდივისტები ხდებიან — იცვლებიან საბოლოოდ? არა, მათ ვერავინ შეცვლის. ადამიანის არსის შეცვლა შეუძლებელია. ანალოგიურად, არც ანტიქრისტეების არსის შეცვლაა შესაძლებელი. ძალაუფლების მონოპოლიზების პრაქტიკა წარმოადგენს ანტიქრისტეების არსს და ეს არსი შეუცვლელია. როგორია ღვთის დამოკიდებულება ამ შეუცვლელი ტიპის ადამიანის მიმართ? ცდილობს კი მაქსიმუმი გააკეთოს მათ შესაცვლელად და გადასარჩენად, და ბოლოს მათი ბუნების ტრანსფორმაციას მიაღწიოს? ახლა, როდესაც გესმით, რომ ღმერთი არ აკეთებს ამგვარ საქმეს, როგორ უნდა მოექცეთ ანტიქრისტეებს? (უარყავით ისინი.) პირველ რიგში, გაარჩიეთ და გააანალიზეთ; როგორც კი მათ ბოლომდე შეიცნობთ, უარყავით ისინი. ნუ უარყოფთ ვინმეს მხოლოდ თქვენი წარმოდგენებისა და ფანტაზიების საფუძველზე, იმაზე ფიქრით, რომ ისინი ამპარტავანნი და თვითმართალნი არიან და ანტიქრისტეს ჰგვანან. ასე არ გამოვა; ბრმები ვერ იქნებით. კონტაქტის, გამოკვლევისა და გარჩევის გზით, თანდათანობით დაადგინეთ და დაადასტურეთ, რომ ვინმე ანტიქრისტეა. პირველ რიგში, თანაზიარება გამართეთ მათთან და ყველას წინაშე გააანალიზეთ ისინი, გაარჩიეთ, და შემდეგ გაერთიანდით ეკლესიაში მყოფებთან, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან და სამართლიანობის გრძნობა აქვთ, რათა უარყოთ ისინი. პირველ რიგში, გამოარჩიეთ და გააანალიზეთ ისინი, და შემდეგ უარყავით — ეს არის საუკეთესო მიდგომა ანტიქრისტეებთან გასამკლავებლად. ზოგიერთი ანტიქრისტეს შემთხვევაში, რომლებიც დახელოვნებულნი არიან თვალთმაქცობაში და საკმაოდ მზაკვრები არიან, თუ მათთან კონტაქტით გამოიკვლიე და განასხვავე ისინი და დაადასტურე, რომ ანტიქრისტეები არიან, მაგრამ დები და ძმები კარგად არ იცნობენ მათ, ჯერ კიდევ აკლიათ ნამდვილი გარჩევის უნარი, და როდესაც მათთან თანაზიარებას მართავ და დებთან და ძმებთან ერთად მათ აანალიზებ, მათ არა მხოლოდ არ სჯერათ და არ აღიარებენ, რომ ისინი ანტიქრისტეები არიან, არამედ ამასაც კი ამბობენ: „შენ წინასწარ მის წინააღმდეგ ხარ განწყობილი; ეს შენი პირადი აზრია“ — რა უნდა მოიმოქმედო? თუკი იტყვი: „ნებისმიერ შემთხვევაში, მე უკვე ამოვიცანი ისინი, ვერც შეცდომაში შემიყვანენ და ვერც შემბოჭავენ, არ მოვუსმენ რასაც ამბობენ და, მით უმეტეს, არ დავემორჩილები მათ. თქვენ განარჩევთ თუ არა მათ, ეს ჩემს საზრუნავს არ წარმოადგენს. მე თქვენ გითხარით მათი გამოვლინებებისა და საქმეების შესახებ, რასაც სჩადიან, და დაიჯერებთ თუ არა ამას, ან მოისმენთ თუ არა, ჩემი პასუხისმგებლობა მაინც შესრულებული იქნება. თუ შეცდომაში შეგიყვანენ და გაგაკონტროლებენ, თუ მოუსმენთ იმას, რასაც ამბობენ და მიჰყვებით მათ, მაშინ შედეგებსაც იმსახურებთ და თქვენ კანონზომიერად უიღბლონი ხართ!“ — მისაღებია ეს მიდგომა? ითვლება ეს თქვენი პასუხისმგებლობის შესრულებად? ითვლება ეს ღვთისადმი ერთგულებად? (არა). მაშ, რა უნდა მოიმოქმედოთ? ასეთი რამეები გარდაუვალია; მსგავსი საკითხები აუცილებლად იჩენს თავს. ზოგიერთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ქადაგებას ისმენს, ვერ იგებს ჭეშმარიტებას და არ შეუძლია, რომ ანტიქრისტეების გამოვლინებები მოსმენილ ქადაგებებთან დააკავშიროს ან განარჩიოს ისინი. მაშინ, როდესაც დღესავით ნათელია, რომ ვიღაც ანტიქრისტეა, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ მისი ამოცნობა და მაინც შეცდომაში შედიან. სანამ ანტიქრისტეები პირადად არ მიაყენებენ ზიანს, სანამ არ დაჩაგრავენ, არ გაკიცხავენ, არ გასხლავენ ან პირდაპირ მათ თვალწინ არ იმოქმედებენ, მანამ არ აღიარებენ, რომ ის ანტიქრისტეა. სხვები ფაქტებით რომც საუბრობდნენ და მტკიცებულებები წარადგინონ, მაინც არ დაიჯერებდნენ. საკუთარი თვალით უნდა იხილონ, რას აკეთებენ ანტიქრისტეები, და სანამ ამას აღიარებენ, თავადვე უნდა გამოსცადონ ანტიქრისტეების ძალადობა. რა უნდა გაკეთდეს ამ სიტუაციაში? (მიეცით საშუალება, მიჰყვნენ ანტიქრისტეებს და გამოსცადონ ძალადობა; მხოლოდ ძალადობის განცდის შემდეგ გამოფხიზლდებიან.) განა ეს ცოტა არ იყოს მკაცრი არ არის? (ეს არ არის მათ მიმართ სიმკაცრე. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება თანაზიარების მეშვეობით და მათ მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მოიპოვონ ცნობიერება და გამოფხიზლდნენ, როდესაც პირადად გამოსცდიან ძალადობას. ამიტომ, ეს არის ასეთ ადამიანებთან გამკლავების ერთადერთი გზა.) ეს პრინციპია. ზოგიერთ ადამიანს არ ესმის, როდესაც დადებითად ესაუბრები; მათ აკლიათ ამისი წვდომის უნარი. მაგალითად, თუ მათ ეუბნები: „ის ტერიტორია საშიშია; თუ ღამით მარტო გაისეირნებ, შესაძლოა, ყაჩაღებს შეხვდე. ეს უკვე დაემართა რამდენიმე ადამიანს. ღამით არ იარო; ადრე დაბრუნდი!“ მათ არ სჯერათ და დაიჟინებენ, რომ ღამით მარტო, თანამგზავრის გარეშე უნდა გაისეირნონ. ამ შემთხვევაში, მათ მარტო სეირნობის საშუალებას აძლევ, მაგრამ ფარულად იცავ და უზრუნველყოფ, რომ რეალურად პრობლემებში არ გაეხვნენ. ეს არის შენი პასუხისმგებლობის შესრულება. როდესაც ნამდვილი პრობლემა წამოიჭრება, შენ შეგიძლია დაიცვა ისინი, აარიდო რაიმე სახის პრობლემა და დაეხმარო, რომ ჭკუის სასწავლებელი იყოს მათთვის და კარგად დაიმახსოვრონ. საბოლოოდ, დაიჯერებენ, რომ რაც თქვი, მართალი იყო. ამიტომ, ვინც ანტიქრისტეების მხრიდან შეცდომაში არიან შეყვანილნი და არ შეუძლიათ მათი გარჩევა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხდება ჭეშმარიტებაზე თანაზიარება, მათ უნდა იწვნიონ მძიმე ზიანი, ჭკუა ისწავლონ და გონებაში ჩაიბეჭდონ ეს ყოველივე, რათა გარჩევის უნარი განუვითარდეთ. ისინი, ვინც გონებაარეულნი არიან და უგულებელყოფენ რჩევას, ვერ ხედავენ ანტიქრისტეების უკეთურებასა და სისასტიკეს, და თანაც ანტიქრისტეებს დებად და ძმებად თვლიან, მათთან იმგვარად ურთიერთობენ, რომ სიყვარულითაც ეხმარებიან, გულწრფელადაც ეპყრობიან და გულითადად ესაუბრებიან. შედეგად, ანტიქრისტეების მსხვერპლნი ხდებიან. ზოგიერთმა ადამიანმა ერთხელ კი არა, რამდენჯერმე უნდა იწვნიოს ზიანი, სანამ გარჩევის უნარი განუვითარდება. შემდეგ, როდესაც თანაზიარება გაქვს მათთან და მხარს უჭერ, გიჯერებენ. ეს ეფექტური მეთოდია და ზოგიერთმა ადამიანმა ტანჯვა უნდა გამოსცადოს მსგავს რამეებში. წინათ, იყო ერთი გონებაარეული ადამიანი, რომელსაც გარჩევის უნარი აკლდა და როდესაც ღვთის სახლმა ანტიქრისტე გადააყენა, მან ეს ფაქტი კარგად არ მიიღო. ანტიქრისტეს ბოროტი საქმეები აშკარა იყო და მათ ანტიქრისტედაც ახასიათებდნენ. ამას მის გარდა ყველა აღიარებდა და ვერავინ ახერხებდა მასთან თანაზიარებას. საბოლოოდ, ის ანტიქრისტეს სადღაც გაჰყვა. გარკვეული დროის შემდეგ, როცა მძიმე ზიანი იწვნია, ტირილით დაბრუნდა და აღიარა, რომ ანტიქრისტე ნამდვილად საშინელი იყო. სინამდვილეში, ანტიქრისტე ყოველთვის ასეთი ცუდი იყო, მაგრამ რადგან მას კარგი განცდა ჰქონდა ანტიქრისტეზე და სურდა, რომ მისთვის ეამებინა, ითმენდა და შეიწყნარებდა ყველაფერს, რასაც ანტიქრისტე აკეთებდა. როდესაც ანტიქრისტემ სტატუსი დაკარგა, მან თანასწორ პირობებში დაიწყო ანტიქრისტესთან ურთიერთობა და აზრების გამოხატვა ზოგიერთ იმ საქმეზე, რასაც ანტიქრისტე სჩადიოდა. მისი თვალთახედვა შეიცვალა და მან დაიწყო პრობლემების შემჩნევა. საბოლოოდ, კიდევაც რომ ეთხოვათ, ანტიქრისტეს ხელახლა მიჰყოლოდა, ის კატეგორიულ უარს განაცხადებდა — მას ერჩივნა მომკვდარიყო, ვიდრე ანტიქრისტეს მიჰყოლოდა, რადგან მან დიდი ზიანი იწვნია და ბოლომდე შეიცნო ანტიქრისტე. სინამდვილეში, რაც მან ბოლომდე დაინახა და შეიცნო, ადრეც უთქვამთ მისთვის, მაგრამ მან უარი თქვა დათმობაზე ან ამის აღიარებაზე. რა გაეწყობოდა. ასეთმა ადამიანებმა შემოვლითი გზით უნდა იარონ და მეტი გასაჭირი გამოსცადონ — მათი ტანჯვა დამსახურებულია. რატომ ვამბობ, რომ დამსახურებულია? ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც კურთხევა გაქვს, მაგრამ უარს ამბობ მათით ტკბობაზე და დაჟინებით მოითხოვ რომ იტანჯო — რა გაეწყობა — ჯერ გასაჭირი უნდა გამოსცადო და იტანჯო. ეს დამსახურებული ტანჯვაა.

როდესაც ძალაუფლების მონოპოლიზებას ახდენენ, ანტიქრისტეები მნიშვნელოვან საქმეებს უპირატესად იმ ადამიანებს ანდობენ, რომლებიც უყოყმანოდ ემორჩილებიან მათ. შემდეგ ისინი წვრთნიან იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ მერყეობენ და მიმნდობი გონება აქვთ, და თავიანთ მხარეზე გადაიბირებენ. როგორც კი ეს ადამიანები სათანადოდ გაივლიან წვრთნას და ანტიქრისტეს სამფლობელოს წევრები გახდებიან, ანტიქრისტეს შეუძლია მშვიდად იყოს. რაც შეეხება სხვებს, რომელთა გამოყენებაც არ შეუძლიათ, ანტიქრისტე სრულად მიატოვებს მათ და გარიცხავს თავისი სამფლობელოდან. ყველა, ვინც მათ უყოყმანოდ ემორჩილება, ერთგულ მიმდევრად მიიჩნევა, მათი სამფლობელოს ერთგულ წევრად. ისინი ამ ადამიანებს თავიანთ მიმდევრებად, მხარდამჭერებად და სანდო პირებად მიიჩნევენ. მათი ძალაუფლება ამ ჯგუფში ვრცელდება — ანუ, ეფექტურად სწორედ მათი მეშვეობით ხორციელდება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ანტიქრისტეები ძალაუფლების მონოპოლიზებას ახდენენ და ღვთის სახლს საკუთარ სამფლობელოდ გარდაქმნიან, ისინი ამაში დიდ ძალისხმევას დებენ. ისინი ახორციელებენ სხვადასხვა ქმედებას და ამისთვის დიდ საფასურს იხდიან, მაგრამ ამ საფასურის შედეგს წარმოადგენს მტრობა ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან და ყველა იმ დებთან და ძმებთან, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან. რა არის ამ ძალაუფლების ფასი და მნიშვნელობა? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ანტიქრისტეები მოიპოვებენ კაპიტალს, რათა შეედავონ ღმერთს და მის სახლს, შექმნან საკუთარი საყრდენები, ჩამოაყალიბონ დამოუკიდებელი სამეფოები და დამოუკიდებლად იყენებდნენ დიდ ძალაუფლებას.

II. ანტიქრისტეები გარემოებებით მანიპულირებენ

წინა პერიოდში თანაზიარება გვქონდა პირველი გამოვლინების შესახებ იმაზე, რომ ანტიქრისტეები ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს: ისინი ძალაუფლების მონოპოლიზებას ახდენენ. ძალაუფლების მონოპოლიზებასთან დაკავშირებით, ძირითადად თანაზიარება გვქონდა იმ კონკრეტულ თემაზე, თუ როგორ მოიპოვებენ ანტიქრისტეები ძალაუფლებას, როგორ იმყარებენ სტატუსს მისი მოპოვების შემდეგ და როგორ უფრო მეტად ამტკიცებენ ამ ძალაუფლებას, და საბოლოოდ, როგორ იყენებენ მას. გარდა ძალაუფლების მონოპოლიზებისა, მეორე კონკრეტული პრაქტიკა იმისა, თუ როგორ ექცევიან ანტიქრისტეები ღვთის სახლს, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს, არის გარემოებებით მანიპულირება. გარემოებებით მანიპულირების პირდაპირი მნიშვნელობა ადვილად გასაგები უნდა იყოს, მაშ, რას გულისხმობს „გარემოებები“? მას შემდეგ, რაც ანტიქრისტე ძალაუფლების მონოპოლიზებას მოახდენს, შექმნის საკუთარ სამფლობელოს და შემოიკრებს თავის ერთგულ მიმდევრებს, თანამოაზრეებსა და გავლენის სფეროს, მისცემს სხვებს საკუთარ საქმეში ჩარევის უფლებას? მისცემს სხვებს უფლებას, რომ ჩაერიონ ან მონაწილეობა მიიღონ იმ საქმეებსა და გავლენის სფეროში, რომელსაც ის ზედამხედველობს? (ის ამის ნებას არ აძლევს). ანტიქრისტესთვის ძალაუფლება მისი სიცოცხლეა. მისი გავლენის სფეროში ყველაფერს ის უნდა აკონტროლებდეს. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება მის გავლენის სფეროში, მასში ჩართული ადამიანები და საქმეები, აგრეთვე ამ საქმეთა საბოლოო შედეგი — ყველაფერი მის მიერ უნდა იყოს დაგეგმილი და კონტროლირებული. ის მკაცრად უნდა ემყარებოდეს მის სურვილებსა და პასუხობდეს მის საჭიროებებს ისე, რომ მას რაიმე ზიანი არ მიადგეს. მაგალითად, თუ ის არ ჩაერევა, არ ჩაიჭრება ან მანიპულირებას არ მოახდენს გარკვეულ საქმეზე, არამედ მიუშვებს, რომ ის ბუნებრივად, თავისით განვითარდეს, მაშინ შეიძლება ვინმემ ცუდი რეპუტაცია შეუქმნას ან დაასმინოს და თანამდებობიდან გადაყენება დაემუქროს; ამ შემთხვევაში მისი სტატუსი, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს და მის ხელთ არსებული ძალაუფლებაც გაქრეს. ამიტომ, ეკლესიაში არსებული ნებისმიერი საქმე — იქნება ეს დიდი თუ მცირე — ანტიქრისტემ თავად უნდა წარმართოს. ეს საკითხები ეხება მის რეპუტაციასა და სტატუსს, აგრეთვე მის ძალაუფლებას. რაც შეეხება საკითხებს, რომლებიც მის ძალაუფლებასთან კავშირში არ არის, შეიძლება არ ჩაუღრმავდეს მათ ან თვალი დახუჭოს. განსაკუთრებით ღვთის სახლის საქმის, დებისა და ძმების სიცოცხლეში შესვლის, საეკლესიო ცხოვრებისა და მსგავსი სხვადასხვა საკითხის მიმართ — სანამ ეს საკითხები მის სტატუსსა და ძალაუფლებას არ ეხება და ზემდგომთან მის ურთიერთობას არ მოიცავს — ის თავს არ იწუხებს, არ იძიებს და არც აინტერესებს ისინი. მაგალითად, სახარების გუნდის მიერ ყოველთვიურად მოპოვებულ ადამიანთა რაოდენობა მისთვის გადამწყვეტია, რადგან ეს გავლენას ახდენს მის სტატუსზე. თუ ყოველთვიური ანგარიშგებით წარდგენილ ციფრს მისი სტატუსის შენარჩუნება შეუძლია, ის ყველაფერს იღონებს ამ მაჩვენებლის მისაღწევად, რათა დაიცვას საკუთარი სტატუსი, მაშინ როცა სხვა საკითხები სრულიად უმნიშვნელოა მისთვის. მაგალითად, ვთქვათ, რომ იმ არეალში, რომელსაც ის კურირებს, ნორმალურ პირობებში, თვეში ასი ადამიანი უნდა მოიპოვონ. თუმცა, თუ გარემო პირობების გამო, იმ თვეში წარმოქმნილი განსაკუთრებული ვითარების, ანდა იმის გამო, რომ ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ გამოცდის პერიოდშია, მოპოვებულ ადამიანთა რაოდენობა ასზე ნაკლებია, მაშინ ანტიქრისტე დიდ ძალისხმევას დებს ამ საქმეში და შფოთვას იწყებს. რაზე შფოთავს ის? გრძნობს ტვირთსა და შფოთვას როცა ხედავს, რომ ღვთის სახარების გავრცელება შეუფერხებლად არ მიმდინარეობს? არის თუ არა საქმე იმაში, რომ სახარების მქადაგებლებს ტვირთის გრძნობა აკლიათ და ზედაპირულები არიან, ის კი წუხს იმის გამო, თუ როგორ მორწყას ისინი და გადაჭრას ეს საკითხი? ანდა ნერვიულობს იმაზე, რომ სახარების გასავრცელებლად საკმარისი სამუშაო ძალა არ ჰყავთ და როგორ მოახდინოს ამის კორექტირება და გაზრდა? არა, ის არ შფოთავს ამ ყველაფრის გამო. ის შფოთავს იმაზე, თუ როგორ აიყვანოს ეს რიცხვი ასამდე ისე, რომ ზემდგომმა არ შეამჩნიოს მისი მზაკვრული მეთოდები. თუ რეალური რიცხვი ასის ნაცვლად მხოლოდ ოთხმოცი იქნება და ის ამის შესახებ სიმართლეს იტყვის, ზემდგომმა, შესაძლოა, ვინმე გაგზავნოს სიტუაციის გამოსაკვლევად და შესასწავლად, ამიტომ, როგორ უნდა წარადგინოს მან ეს რიცხვი ისე, რომ ზემდგომმა რეაგირება არ მოახდინოს? ის ოთხმოცდათვრამეტი ადამიანის შესახებ იტყობინება. ვიღაც ამბობს: „ასე ვერ გააყალბებ; ეს მოტყუებაა, მიუღებელია“. ის პასუხობს: „არაუშავს, ყველაფერს მე ვწყვეტ; რამე თუ მოხდება, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“. რატომ წარადგინა მან მაინცდამაინც ეს კონკრეტული რიცხვი? რაიმე უფრო ღრმა მნიშვნელობა ხომ არ იმალება ამის უკან? გულდასმით აწონ-დაწონა ეს? მან ნამდვილად ასე ქნა. ასი ადამიანის წარდგენა მაშინ, როცა რეალური რიცხვი მხოლოდ ოთხმოცია, ზედმეტად დიდი სხვაობას ქმნის, რაც მოგვიანებით ტყუილის დაფარვას ართულებს. თუმცა, თუ ის ოთხმოცდათვრამეტს ატყობინებს, მიუხედავად იმისა, რომ ზემდგომი დაინახავს, რომ ეს რიცხვი ასს ჩამოუვარდება, ის მაინც ლეგიტიმურად გამოიყურება და ზემდგომი ამას არ შეამოწმებს, რაც მისი სტატუსის დაცულობას უზრუნველყოფს. ზოგჯერ, თუკი ის ას ადამიანს მოიპოვებს, იმასაც ბედავს რომ ორასად გამოაცხადოს და თუ ზემდგომი ვინმეს გზავნის გამოსაკვლევად, მას სიტუაციასთან გამკლავების გზებიც აქვს. ის ამტკიცებს, რომ დამატებითი ასი ადამიანი ამჟამად გამოკვლევის პროცესშია და მომავალ თვეში იქნება მოპოვებული. თუ ზემდგომი არავის აგზავნის შესამოწმებლად, შემდეგ ის პოულობს გზას, რომ თავისი დამსახურება გამოაჩინოს. ზოგჯერ, თუ თვის განმავლობაში ერთ ადამიანსაც ვერ მოიპოვებს, ის ტყუილად აცხადებს ოცდაათი ან ორმოცდაათი ადამიანის მოპოვებაზე, შემდეგ კი პოულობს საშუალებას, რომ ეს მომავალ თვეში აინაზღაუროს. მოკლედ, როდესაც საქმე ეხება სახარების ქადაგებით მოპოვებულ ადამიანთა რაოდენობის წარდგენას, ანტიქრისტეს შეუძლია მისი ფალსიფიკაცია, მოტყუება, თაღლითობა და მზაკვრული მეთოდების გამოყენება. რა რიცხვი უნდა წარედგინათ და ზოგადად რომელი რიცხვი უნდა დაესახელებინათ — ამას პირდაპირ ანტიქრისტე მიუთითებდა. განა ეს გარემოებებით მანიპულირება არ არის?

ანტიქრისტე იყენებს თავის სტატუსსა და ძალაუფლებას იმისთვის, რომ მუდმივად ჩაერიოს ღვთის რჩეული ხალხის მოვალეობის შესრულებაში და აურ-დაურიოს ის. იგი ახშობს და განდევნის ყველას, ვინც პრინციპებით მოქმედებს და თავის მოვალეობას ეფექტურად ასრულებს. რა არის მისი ამგვარი მოქმედების მიზანი? ის გარემოებებით მანიპულირებს; ამტკიცებს, რომ სრული კონტროლი აქვს, იმორჩილებს ქვედა რგოლს და ატყუებს ზემდგომს. რა არის მისი მიზანი გარემოებებით მანიპულირებაში? ეს იმისთვის ხდება, რომ ჭეშმარიტება არ გამჟღავნდეს, ხალხმა ჭეშმარიტება არ შეიტყოს, მოატყუოს ზემდგომი, დამალოს თავისი საქმის რეალური ვითარება ქვედა რგოლში, აგრეთვე დამალოს, შეასრულა თუ არა რაიმე რეალური საქმე და ისიც — საერთოდ როგორ ასრულებდა თავის საქმეს. გარემოებებით მანიპულირებისას მისი მიზანია ფაქტების მიჩქმალვა, ჭეშმარიტებისა და თავისი ბოროტი განზრახვების დამალვა; აგრეთვე, თავისი ბოროტი საქმეების, გიჟურად უტიფარი ქმედებებისა და იმ ჭეშმარიტების დაფარვა, თუ როგორ არ ასრულებს და ვერ ასრულებს რაიმე რეალურ საქმეს — სხვა რამეებთან ერთად. მაგალითად, როდესაც ღვთის სახლს გარკვეული ოდენობის თანხა სჭირდება და იკითხავს, თუ რამდენი შესაწირი აქვს მის ეკლესიას, ანტიქრისტე ჯერ იმას კითხულობს, თუ რამდენი სჭირდება ღვთის სახლს. თუ ამბობ, რომ რამდენიმე ათასია საჭირო, ის აცხადებს, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული აქვს; თუ ამბობ, რომ ათიათასობით გჭირდება, ის ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე ათასი აქვს. სინამდვილეში, მას ხელთ აქვს ათიათასობით იუანი ეკლესიის შესაწირის სახით და მისი დათმობა არ სურს. განა ბოროტი განზრახვები არ ამოძრავებს? რა სურს მას? მას სურს, რომ ეს შესაწირი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ითვლება ეს გარემოებებით მანიპულირებად? (დიახ). ანტიქრისტე იმდენად მანიპულირებს გარემოებებით, რომ შესაწირებსაც არ თმობს. თუკი ჰკითხავ, ჰყავს თუ არა ეკლესიაში ისეთი ვინმე, ვინც წერაში, მუსიკაში ან ვიდეოპროდუქციაშია დახელოვნებული, შესაძლოა გიპასუხოს: „გვყავს მწერლობაში დახელოვნებული პირი, რომელიც სამოცდათვრამეტი წლის არის — ყოფილი ჟურნალისტი, კუჭის მწვავე სენით“. სინამდვილეში, ეს პირი მხოლოდ ოცდაათ წლამდეა, ცხოვრების საუკეთესო წლები აქვს და კუჭის არანაირი მძიმე პათოლოგია არ აწუხებს. რატომ არ თმობს ანტიქრისტე? რატომ აწვდის ყალბ ინფორმაციას? მას გარემოებებით მანიპულირება სურს. იგი მიიჩნევს, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანის გაშვება მის მმართველობაზე იმოქმედებს; ამასთანავე, სურს, რომ ეს ნიჭიერი ადამიანები შეინარჩუნოს. ეკუთვნიან კი რეალურად ეს ნიჭიერი ადამიანები მას? (არა). მაშინ რატომ არ თმობს მათ? რატომ არ სთავაზობს ამ დახელოვნებულ ადამიანებს მაშინ, როცა ღვთის სახლის საქმეს სჭირდება ისინი, და ამასთან, ინფორმაციის გაყალბებასაც კადრულობს? მას ხალხის შეცდომაში შეყვანა სურს, რათა საკუთარი სტატუსი გაიმყაროს — ის ნამდვილად მანიპულირებს გარემოებებით. ის არ კითხულობს, ჩართული მხარეები რამდენად არიან თანახმანი ამ მოვალეობათა შესრულებაზე, და არც ამ ადამიანთა რეალურ მდგომარეობას წარადგენს ჭეშმარიტად, ღვთის სახლის წინაშე. სამაგიეროდ, მათ საკუთარი გამოყენებისთვის ინარჩუნებს, ან თუნდაც არ იყენებდეს, მაინც უმალავს მათ ღვთის სახლს. მაგალითად, თუ ღვთის სახლს ეკლესიიდან ვიდეოპროდიუსერი სჭირდება, ანტიქრისტე ხედავს ამას და ფიქრობს: „ვიდეოების წარმოებაში დახელოვნებული ადამიანის გამოყოფა — ნუთუ შეიძლება ასეთი კარგი შანსის ხელიდან გაშვება? ყოველი მეწისქვილე საკუთარ წისქვილზე ასხამს წყალს: ჩემს ქალიშვილს, ვაჟს და რამდენიმე ნათესავს ვიდეოპროდუქციასთან დაკავშირებით ცოტა რამ გაეგება, ამიტომ მათ შევთავაზებ, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებენ თუ არა ღვთის სახლის მოთხოვნებს“. როდესაც ისეთი კარგი შანსის წინაშე დგას, როგორიცაა ადამიანების წარდგენა, იგი უპირატესობას თავის ნათესავებსა და მეგობრებს ანიჭებს და სხვებისთვის არაფერს ტოვებს. ნუთუ ეს გარემოებებით მანიპულირება არ არის?

ზემოხსენებულ მაგალითებზე დაყრდნობით, ზუსტად რას გულისხმობს ანტიქრისტეს მიერ გარემოებებით მანიპულირება? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანტიქრისტე სრულ ბატონობას ამყარებს, აკონტროლებს და მანიპულირებს ყველასა და ყველაფერზე? ყველაფერი მის ხელშია და საბოლოო სიტყვაც ყველაფერზე მას ეკუთვნის; სწორედ ის მართავს პროცესს, მიუთითებს და მანიპულირებს კულისებიდან. ეს არის გარემოებებით მანიპულირება. როდესაც ზემდგომი მის ეკლესიაში აგზავნის ვინმეს სიტუაციის გამოსაკვლევად და ამ ადამიანს სურს, რომ გაესაუბროს რამდენიმე ადამიანს და ნახოს, როგორ მიიწევენ წინ დები და ძმები სიცოცხლეში შესვლასა და საკუთარი მოვალეობების შესრულებაში, და რომ აგრეთვე შეამოწმოს, დარიგებულია თუ არა ისეთი მასალები, როგორიცაა ღვთის სიტყვის წიგნები და ქადაგებათა ჩანაწერები ყველა ღვთის რჩეულ ხალხთან, ანტიქრისტე ამბობს: „პრობლემა არ არის, ორი დისა და ძმის სახლში წაგიყვანთ“. ვინ არის ეს ორი ადამიანი? განა ორივე მათგანი ანტიქრისტეს სამფლობელოში მყოფი ადამიანი არ არის? (დიახ, არის). ეს ორი ადამიანი არის მისი უმცროსი და და მისი ცოლის უმცროსი ძმა. მას შემდეგ, რაც ზემდგომის გამოგზავნილ ადამიანს ამ ორ სახლში წაიყვანს, ეს ორი ადამიანი ამბობს: „ჩვენი საეკლესიო ცხოვრება შესანიშნავია; ჩვენ გვაქვს ყველანაირი ქადაგება, თანაზიარება და მოწმობის ვიდეო. ჩვენი ეკლესიის წინამძღოლი უკვე საკმაო ხანია წასულია ეკლესიის საქმის გამო და სახლში არ დაბრუნებულა.“ განურჩევლად იმისა, თუ ვინ მიდის მის ეკლესიაში, ისინი რეალური ვითარების უმცირეს ნაწილსაც ვერ აღიქვამენ. ანტიქრისტე მალავს ყველაფერს ეკლესიაში არსებული ჭეშმარიტი ვითარების შესახებ — წარმოქმნილ პრობლემებს, ბოროტ ადამიანებს, რომლებიც არეულობასა და შეფერხებებს იწვევენ, იმას, თუ ვინ ასრულებს მოვალეობებს ზედაპირულად, რომელი ამოცანები იყო წარუმატებელი და ა.შ. რასაც იქ მისვლისას ხედავ, მხოლოდ თვალისმომჭრელი სურათებია — ეს ყველაფერი ცრუ გარეგნული მხარეა. მხოლოდ ერთი რამ არის აღსანიშნავი: თუ ზემდგომის გამოგზავნილი ადამიანი იკითხავს, რამდენად არის შესაფერისი ადგილი ეკლესიის შესაწირების შესანახად და საჭიროებს თუ არა ზოგიერთი შესაწირი გატანას, ანტიქრისტე სწრაფად განაცხადებს, რომ ეკლესიის შესაწირები ბევრი არ არის. რაც შეეხება ყველა სხვა საქმეს, ის ყველაფერზე დადებითად საუბრობს, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც შესაწირებს ეხება — მანამ წყვეტს საუბარს, სანამ გამოგზავნილი ადამიანი რამის თქმას მოასწრებს. ანტიქრისტე აკონტროლებს ეკლესიის პერსონალს, რომლებიც ყველანაირი მოვალეობის შესრულებისთვის შესაფერისნი არიან, მაშინ როდესაც ღვთის სახლს მოვალეობის შესასრულებლად ზოგიერთ ისეთ ადამიანს სთავაზობენ, ვინც მოსწონთ ან ვინც არ აკმაყოფილებს პირობებს — განსაკუთრებით გარკვეულ ადამიანებს ცუდი ადამიანურობითა და მათში მოქმედი ბოროტი სულით, ან სხვებს, რომლებსაც ფუნდამენტურად აკლიათ სულიერი გაგება, რომელთა ადამიანობაც საზიზღარია, რომლებიც ზედაპირულად ასრულებენ მოვალეობებს, რომლებსაც არ აქვთ ღვთის რწმენის საფუძველიდა რომლებიც ზუსტად ისეთები არიან, როგორიც არამორწმუნეები. გარდა იმისა, რომ ისინი მოვალეობებს ზედაპირულად ასრულებენ, ეს ადამიანები ასევე იწვევენ ჩაშლას და არეულობებს, ურჩად იქცევიან, ზოგიერთს არც შეუძლია გასაჭირის ატანა და ღვთის სახლიდან წასვლა სურს. ზოგიერთი მათგანი აგრეთვე უსაფუძვლო ჭორებსა და წარმოდგენებს ავრცელებს, სხვები კი სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და დღეებს ტელედრამების ან სრულიად უაზრო ვიდეოების ყურებაში ატარებენ. და რა ხდება საბოლოოდ? ზოგიერთი ამ ადამიანთაგანი გაძევებულია. მათ შორის, ვინც გაძევებულია, ოთხმოცდათხუთმეტ პროცენტზე მეტს ცუდი ადამიანობა აქვს. რამდენად ცუდია მათი ადამიანობა? უკიდურესად ცუდი — მათ აკლიათ ადამიანობა და ზოგიერთს საერთოდ არ სწამს ღმერთის. საიდან მოვიდნენ ეს ადამიანები? განა ყველანი ეკლესიამ არ უზრუნველყო? ვინაიდან ისინი ეკლესიამ უზრუნველყო, პრობლემა აუცილებლად იმ ადამიანებს უნდა ეხებოდეს, ვინც ისინი წარადგინა. გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთი მათგანი ანტიქრისტე იყოს და წარდგენილი ადამიანები ანტიქრისტეს ნათესავები, თანამზრახველები ან ერთგული მიმდევრები აღმოჩნდნენ. განა ასე არ არის? ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტად აქვს ადამიანობა და ცოტა სინდისი მაინც გააჩნია, შეუძლია ნიჭიერი ადამიანების წარდგენის მნიშვნელოვან საქმეს სიფრთხილით მოეპყროს? შეუძლია ჰქონდეს თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობა? შეუძლია აღმოფხვრას საკუთარი ეგოისტური მოტივები? ადამიანი, რომელსაც ადამიანობა და სინდისი აქვს, აბსოლუტურად აღწევს ამას და მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანია, ვისაც ეს არ შეუძლია — ანტიქრისტე. მათ სურთ, რომ ყველაფერი კარგი საკუთარი თავისთვის დაიტოვონ და კატეგორიულად უარყოფენ და არ თანამშრომლობენ იმასთან დაკავშირებით, რაც მათთვის ხელსაყრელი არ არის — სწორედ ასეთები არიან ანტიქრისტეები.

ანტიქრისტეების მიერ გარემოებებით მანიპულირების კიდევ უფრო საშინელი ასპექტი არსებობს — იმის გარდა, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ ეკლესიაში სრული კონტროლის დამყარებასა და საქმეებთან დაკავშირებით მითითებების გაცემას. შეუძლიათ ანტიქრისტეებს თავიანთ ერთგულ მიმდევრებთან ერთად გარიგებაში შესვლა, ღვთის სახლის განკარგულებების მორჩილება, თავიანთი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება, ღვთის სახლის საქმის მხარდაჭერა და საკუთარი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების აღსრულება? (არა, არ შეუძლიათ.) სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ისინი ერთმანეთთან გარიგებაში შედიან. როგორც კი ითქმის, რომ გარიგებაში შედიან, ცხადი ხდება, რომ ყველაფერი, რასაც ერთად ამბობენ და აკეთებენ, ფარულ მაქინაციებს მოიცავს. ზედაპირულად ეს ადამიანები მეგობრულები ჩანან, უფროსების პატივისცემა აქვთ და ზედმეტად მოსიყვარულენი, თავაზიანნი და ერთმანეთის მიმართ პატივისცემით აღსავსენი არიან, აგრეთვე აქვთ ზრდილობა და კარგი ზნეობა. რეალურად ეს ყველაფერი ზედაპირულია, ორპირი და თვალთმაქცური. რა მიზეზია, რის გამოც ასეთი თავაზიანები არიან და ერთმანეთის მიმართ უდიდეს პატივისცემასა და ზრდილობას იჩენენ? ამას თავისი მიზეზი აქვს. მათი ერთობლივი გარიგების მიზანი არ არის ის, რომ ერთმანეთისგან ისწავლონ საკუთარი სისუსტეების კომპენსირება ან რომ მხარი დაუჭირონ ერთმანეთს ჭეშმარიტება-რეალობაში შესასვლელად, რათა მიჰყვნენ ღვთის ნებას და კარგად შეასრულონ ეკლესიის საქმე. ამის ნაცვლად, ეს ხდება ურთიერთგამოყენების, დამოკიდებულებისა და დახმარების მიზნით. ისინი იმის გამო შედიან გარიგებაში, რომ მეტი ადამიანი ნიშნავს მეტ ძალას, ხოლო მეტი ძალა აადვილებს საქმეების მოგვარებას და ხელს უწყობს პირადი საქმეების წარმართვას. ამიტომ, როდესაც ერთად არიან, ძალიან მეგობრულად გამოიყურებიან, თითქოს მჭიდროდ შეკრული ოჯახი იყვნენ. ისინი უფროსი ასაკის ადამიანებს თავაზიანად მიმართავენ, თანატოლებს „დას“ ან „ძმას“ უწოდებენ, ამ სიტყვებს სითბოთი და საზოგადოებრივი ფორმალობების სრული დაცვითამბობენ. თუ ვინმემ არ იცის საქმის ვითარება, შესაძლოა, შეაქოს კიდეც ისინი სიყვარულის, ურთიერთდახმარებისა და ერთმანეთის იმედად ყოფნისთვის; როგორც ჩანს, მათ სურთ, გასაჭირის ჟამს დახმარების ხელი გაუწოდონ და საკმაოდ ბედნიერები და კმაყოფილები არიან, ამბობენ: „ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი ვართ; ჩვენ ერთი და იმავე ღმერთის გვწამს“. საუბრისას ისინი საპასუხო მზერით უზიარებენ სიყვარულს ერთმანეთს, რაც კიდევ უფრო ადასტურებს, რომ ისინი მართლაც ერთი ოჯახი და მჭიდროდ შეკრული ჯგუფია. მაშ, ზუსტად რას აკეთებენ ისინი, როდესაც ერთმანეთთან გარიგებაში შედიან? მაგალითად, ერთ-ერთი უფროსი და კომპანიის გენერალური მენეჯერია და ფართო სოციალური ურთიერთობები და კავშირები აქვს. მან ბევრი რამ გააკეთა ანტიქრისტეს სამფლობელოში მყოფი ადამიანებისთვის და ადამიანების უმეტესობას მისგან სიკეთე აქვს მიღებული, ამიტომ მას „დიდ დას“ უწოდებენ. როდესაც ვინმეს სახლში რამე ხდება, მაგალითად, შვილი უნივერსიტეტში შედის ან ქალიშვილი სამსახურს ეძებს, ისინი აუცილებლად მიმართავენ მას რჩევისთვის და საქმეების მოგვარებაში დახმარებას სთხოვენ. თუ ვინმე საავადმყოფოშია და ეკლესიაში არის ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში მუშაობს და მათ იმპორტირებული წამლების შოვნაში შეიძლება დაეხმაროს, ანტიქრისტე სწრაფად მიიჩნევს ამ ადამიანს ახლობელ, სანდო პირად და ოჯახის წევრად. ისინი ერთმანეთთან გარიგებაში შედიან ასეთი საქმეების მოსაგვარებლად, ურთიერთსარგებელს იღებენ და ორმხრივად მომგებიან სიტუაციებს ქმნიან. ამიტომ, როდესაც ერთად არიან, ერთმანეთთან შესანიშნავ ურთიერთობაში და ჰარმონიაში იმყოფებიან, ძალიან ბედნიერები არიან და არასდროს ჩხუბობენ. თუმცა, ამ ჰარმონიის მიღმა, თითოეული ადამიანი გულში ფარულად ატარებს ბოროტ განზრახვებს და იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს მეორე მხარე, და ამავდროულად, როგორ შეუძლია სხვების დახმარება ისე, რომ ორმხრივი სარგებელი წარმოიშვას და მიღებული კეთილგანწყობის სამაგიერო დააბრუნონ. მას შემდეგ, რაც ანტიქრისტე თავის სამფლობელოს დააფუძნებს და თავისი ერთგული მიმდევრები ეყოლება, მას ჰყავს თავისი გუნდი და „ოჯახი“, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ყველა წვრილმან საქმეში ეხმარებიან. მაგალითად, სამსახურის პოვნის, კოლეჯში ჩაბარების, დაწინაურების, სერიოზულ ავადმყოფობასთან გამკლავების, საცხოვრებლის შეცვლის ან თუნდაც ისეთი ადამიანის პოვნის თვალსაზრისით, რომელიც შუამავლის სახით ფულს გადაიხდის იმისთვის, რომ დაპატიმრების შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდნენ — არსებობს ვიღაც, ვინც ამ ყველა საქმეს აგვარებს. ანტიქრისტეს თვალთახედვით, განა ეს „ოჯახის წევრები“ გამოსადეგნი არ არიან? განა მათზე არ შეიძლება დაყრდნობა? განა არ შეუძლიათ ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი და ერთმანეთს დაეხმარონ? (დიახ, შეუძლიათ.) ამიტომ, ასეთ სამფლობელოში, რასაც ადამიანი ხედავს, არ არიან ადამიანები, რომელიც ერთმანეთთან ღვთის სიტყვის პრინციპებით ურთიერთობენ, ან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სინდისის შესაბამისად მოქმედებენ, ღვთის სიტყვების მიხედვით ცხოვრობენ, ეთაყვანებიან ღმერთს, ერთმანეთთან ნორმალურად ურთიერთობენ, გულითადად თანაზიარებენ, გულს გადაშლიან და გულწრფელობას ავლენენ, თანაზიარებას მართავენ და საკუთარ გახრწნილ ხასიათსაც იცნობენ, ან ერთმანეთისგან საკუთარი ნაკლოვანებების აღმოფხვრას სწავლობენ — მსგავსი არაფერი ხდება. ეს ბანდა, ეს სამფლობელო არის ანტიქრისტეს დაჯგუფების სამფლობელო, სადაც ჭეშმარიტებას ძალა არ აქვს, სადაც სულიწმიდა არ მოქმედებს და სადაც ღვთის სიტყვები არ არსებობს ადამიანთა გულებში. ამის ნაცვლად, ანტიქრისტეს ბანდა კმაყოფილებით, კომფორტულად და დიდი სიამოვნებით ცხოვრობს აქ და მას საკუთარ სახლად მიიჩნევს. რეალურად, ეს არც ღვთის სახლია და არც ეკლესია; ეს არის საზოგადოება, ანტიქრისტეს ბანდა.

ანტიქრისტეები ეკლესიას საკუთარ სამფლობელოდ აქცევენ და მას სოციალურ ჯგუფად და თავიანთ ბანდად გარდაქმნიან. ისინი ჩართულნი არიან დამღუპველ და საძაგელ საქმეებში და საუბრობენ ან მოქმედებენ მთლიანად არამორწმუნეთა ტაქტიკითა და მეთოდებით. თითოეული მათგანი ენაკვიმატი, ლაპარაკში ზედაპირული, ზნეობრივი სიბინძურით სავსე, ვერაგი და უკეთურია და უარს ამბობს ჭეშმარიტების მიღებაზე. გარეგნულად ინიღბებიან, როგორც დახვეწილები, ცივილიზებულები, თავაზიანები, დისციპლინირებულები და კარგად აღზრდილებიც კი, რომლებსაც კარგი სულიერი მონაცემები და ზნეობა აქვთ. თუმცა, თითოეული მათგანი რეალურად ვერაგი, მზაკვარი, მდაბალი და უკეთური ზნეობის არის. ისინი ერთმანეთთან გარიგებაში შედიან, აყალიბებენ კავშირებს, ეჯიბრებიან გავლენებით, ყურადღებას აქცევენ ფუფუნებას და ხაზს უსვამენ საზოგადოებაში თემურ და პერსონალურ ურთიერთობებს. ისინი ყურადღებას აქცევენ იმას, თუ ვის აქვს საზოგადოებაში უფრო დიდი გავლენა, უფრო მაღალი სტატუსი და მეტი პრესტიჟი, აგრეთვე იმას, თუ ვინ არის სტრატეგიებში საუკეთესო. მათ მეტყველებასა და ქცევაში ვერანაირ ჭეშმარიტ რწმენას ვერ ამოიცნობ; უფრო მეტიც, მათ გულებში ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტების უმცირეს ადგილსაც კი ვერ დაინახავ. მათი რწმენა თამაშისა და თაღლითობის გარდა არაფერს წარმოადგენს. ეს უკეთური ზნეობის მქონენი ეკლესიას სოციალურ ჯგუფად, უკეთური ზნეობის ადამიანების სამფლობელოდ აქცევენ, რათა ერთმანეთთან გარიგებაში შევიდნენ, თანაც შეუჩერებლად გამოხატავენ თავიანთ მაღალფარდოვან სიტყვებს და ამბობენ: „ჩვენ გვწამს ღმერთი, ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ ღვთის სახლში, აი, ასე მივყვებით ღმერთს, ამგვარად შეგვაქვს წვლილი ჩვენი დებისა და ძმების კეთილდღეობაში, ვეხმარებით და მხარს ვუჭერთ მათ ასე და გვიყვარს ერთმანეთი ასე და ასე.“ უკეთური საშუალებებით, რომლითაც შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები და მახეში აბამენ მათ, სხვადასხვა მდაბალ მეთოდებთან ერთად, ისინი ვნებენ დებსა და ძმებს, თუმცა სჯერათ, რომ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ეხმარებიან დებსა და ძმებს, ადიდებენ ღმერთს და მოწმობენ მასზე. მათ მცირედითაც არ ესმით, რომ ამ ქმედებებისა და ქცევების მიღმა ანტიქრისტეების მიერ გარემოებებით მანიპულირების არსი იმალება. ანტიქრისტეები მახეში აბამენ და თავიანთი ძალაუფლების ქვეშ აქცევენ მათ, ვინც ღმერთს მიჰყვება, და ეკლესიას აქცევენ საკუთარ სამფლობელოდ, სოციალურ ჯგუფად და სატანის ბატონობის ქვეშ მყოფ ადამიანთა ორგანიზაციად. შეიძლება ასეთი ორგანიზაცია კვლავ ეკლესიად ჩაითვალოს? ცხადია, რომ არა. განა აბსოლუტურად საძაგელი არ არის ანტიქრისტეების ქცევა? გინახავთ ოდესმე ასეთი ანტიქრისტეს ბანდის მსგავსი? რას გრძნობ, როდესაც მათ შორის ხარ? გარედან ისინი თავაზიანნი და კეთილგანწყობილნი ჩანან — მაგრამ როდესაც ჭეშმარიტებასა და ღვთის განზრახვებზე გაქვს მათთან თანაზიარება, დამოკიდებულება, რომელსაც ისინი აჩვენებენ, არის განსაკუთრებული ზიზღი და ინტერესის ნაკლებობა, რაც ეწინააღმდეგება მათ გარეგნულ თავაზიანობასა და კეთილგანწყობას. როდესაც მათთან ჭეშმარიტებაზე გაქვს თანაზიარება, ისინი უცხოდ შეგიგრძნობენ, ხოლო როდესაც ეკლესიის საქმეზე მართავ თანაზიარებას, ამას კიდევ უფრო მეტად შეიგრძნობენ; როდესაც მათთან იმ ჭეშმარიტება-პრინციპებზე აგრძელებ თანაზიარებას, რომლებიც მოვალეობის შესრულებისას პრაქტიკაში უნდა იქნას გამოყენებული, ისინი თავს დათრგუნულად და უინტერესოდ გრძნობენ, და სწორედ მაშინ ამჟღავნებენ საკუთარ დემონურ სახეს, იფხანენ თავებს, ამთქნარებენ და ცრემლი მოსდით თვალებიდან. განა ეს არანორმალური არ არის? რატომ იჩენს თავს მათი დემონური სახე როგორც კი ჭეშმარიტებაზე იწყებ თანაზიარებას? განა თითოეულ მათგანს არ აქვს დიდი სიყვარული გულებში? როგორ შეუძლიათ ინტერესის დაკარგვა, როდესაც ჭეშმარიტებაზე იწყებ თანაზიარებას? განა ამით არ მჟღავნდებიან ისინი? განა მათ არ აქვთ დიდი ენთუზიაზმი და ერთგულება გარე საქმეების განხორციელების მიმართ? და თუ ისინი ერთგულნი არიან, განა არ ფლობენ რეალობას? თუ მათ აქვთ რეალობა, მაშინ ბედნიერები უნდა იყვნენ, როდესაც ისმენენ ადამიანების თანაზიარებას ჭეშმარიტებაზე, ისინი უნდა ნატრობდნენ ამას. რატომ არის მათი მდგომარეობა მუდმივად არანორმალური, თანაც ისე, რომ ბოროტი სულების მიერ შეპყრობის ფაქტებიც ხდება? ეს აჩვენებს, რომ მათი ჩვეულებრივი ჰარმონიული ურთიერთობები, მათი თავაზიანობა და კეთილგანწყობა მთლიანად ყალბია. ეს არის ღვთის სამსჯავროს სიტყვები და ის ჭეშმარიტებები, რომლებსაც ის გამოხატავს და რომლებიც მათ სრულად ამჟღავნებს. შემდეგ მათი მრისხანება იფეთქებს და მათი მდგომარეობა სრულიად განსხვავებული იქნება ჩვეულებრივისგან და ისინი იწყებენ ბოროტების ჩადენას და არეულობის გამოწვევას. შემდეგ ღმერთი მათ სატანას გადასცემს და აღარ ზრუნავს მათზე. თავიანთ ურიცხვ ეშმაკობაში მათ ნამდვილი სახე გამოაჩინეს.

ანტიქრისტეების მიერ გარემოებებით მანიპულირება ნამდვილად რეალობაა. უფრო მსუბუქ შემთხვევებში, ერთი ადამიანი მანიპულირებს ადამიანების გარკვეულ რაოდენობაზე; მწვავე შემთხვევებში, ერთი ბანდა მანიპულირებს ადამიანების გარკვეულ რაოდენობაზე და ასევე, ყველა სხვა საქმეზე. საქმეებისა და გარემოებების რაოდენობა, რომლითაც ერთი ადამიანი მანიპულირებს, შეზღუდულია; ამიტომ, იმისთვის, რომ გააფართოვონ თავიანთი ძალები და დაიცვან საკუთარი სტატუსი, ანტიქრისტეებმა უნდა გაწვრთნან ადამიანთა გუნდი. მათ უნდა მიიზიდონ და გააკონტროლონ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მათ მხარში ამოუდგება, დაიცავს მათ სტატუსსა და ძალაუფლებას და დაეხმარება გარემოებებით მანიპულირებაში. მას შემდეგ, რაც ანტიქრისტეები დააფუძნებენ თავიანთ დაჯგუფებას, მათი გავლენის სფერო იზრდება, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ მეტ საქმეზე მოახდინონ მანიპულირება და მათი ჩართულობაც ფართოვდება. შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. რა უნდა გააკეთოთ თქვენ, თუ შეხვდებით ანტიქრისტეს ბანდას, რომელსაც შეუძლია გარემოებებით მანიპულირება? გინახავთ ოდესმე ასეთი ბანდა? ამ ჯგუფის ძირითადი წევრები ჩვეულებრივ ოთხ ან ხუთ ადამიანს ან ათზე მეტს წარმოადგენს. თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სხვადასხვა ამოცანაზე. მაგალითად, არიან ისეთები, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან პერსონალის ცვლილებებში, რომლებიც აგვარებენ ფინანსებს, რომლებიც ურთიერთობენ ზემდგომთან და რომლებიც დაუყოვნებლივ ფარავენ საქმეებს ანტიქრისტესთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა ხდება; აგრეთვე ისეთები, რომლებიც რჩევებს იძლევიან კულისებიდან, რომლებიც ადამიანების დასაზიანებლად ცუდ საქმეებს გეგმავენ; რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ჭორების გავრცელებაში, რომლებიც განხეთქილებას თესავენ, რომლებიც ეხმარებიან ბოროტმოქმედებს ბოროტების ჩადენაში, რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ და თუნდაც ისეთები, რომლებიც სარგებელს პოულობენ და მათ სამედიცინო მკურნალობას უზრუნველყოფენ. მოკლედ, ამ ჯგუფში მოიძებნება ადამიანი ყველა სახის როლის შესასრულებლად. ანტიქრისტეები არაფრად აგდებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ გავლენა, არიან გულუბრყვილონი და უბრალონი და არ შესწევთ საზოგადოებაში საქმეების მოგვარების უნარი. ამის ნაცვლად, ისინი მიზანმიმართულად ირჩევენ იმ მორწმუნეებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი, რეპუტაცია, გავლენა და გამოცდილება — მაგალითად, არიან თანამდებობის პირები ან საზოგადოებაში დიდი ბიზნესით არიან დაკავებულნი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სამყარო უნახავთ, საქმის კეთება ხელეწიფებათ და შეუძლიათ, კარგი რაღაცების შეძენა მათთვის. მაგალითად, თუ მანქანა 400 000 იუანი ღირს, ქმედუნარიან ადამიანს, რომელსაც ბაზარზე თამაში შეუძლია, ანტიქრისტესთვის მეორადი მანქანის ნახევარ ფასად მოპოვება შეუძლია, რაც ახალი მანქანის ტოლფასია. მოიყვანს ანტიქრისტე ასეთ ადამიანს, თუ ის დაუახლოვდება მას? (დიახ). ანტიქრისტეებს ზუსტად ასეთი ადამიანები მოჰყავთ. რა არის მათი მიზანი? ისინი მიზნად ისახავენ, რომ ღვთის სახლი, ღვთის სამუშაო ადგილი, სოციალურ ჯგუფად აქციონ და ისე გააკეთონ, რომ ღვთის საქმე და ჭეშმარიტება ვერ განხორციელდეს ხალხში — მათ საკუთარი მიზნების მიღწევა სურთ. თუ ჩვეულებრივ მორწმუნეს მთელი გულითა და სულით სწამს ღმერთი, შეუძლია თავისი ოჯახისა და კარიერის მიტოვება, არის გულუბრყვილო და უბრალო და არ შესწევს საქმეების მოგვარების უნარი, მოინდომებს მას ანტიქრისტე? (არა). თუ მის ქმარს და შვილს ორივეს შეუძლია ბიზნესში ფულის შოვნა, აქვთ გავლენა საზოგადოებაში და ვერავინ ბედავს მათ შევიწროებას, აქვს ასეთ ხანდაზმულ ქალბატონს რაიმე ღირებულება ანტიქრისტესთვის? მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება არ ჰქონდეს თანდაყოლილი ღირებულება ანტიქრისტეს თვალში, მისი ოჯახის თვალსაზრისით, მას დიდი ღირებულება აქვს. მას არ აკლია ფული, მის სახლს დებისა და ძმების მასპინძლობა შეუძლია, ხოლო თუ რაიმე წამოიჭრა, ოჯახის დახმარებით ყველაფერს მოაგვარებს. ასეთი ადამიანი ანტიქრისტესთვის დიდი ფასეულობაა. ანტიქრისტე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიიზიდოს და აცდუნოს ასეთი ადამიანი, აიძულოს მის მხარეზე დადგნენ და გამოიყენონ ისინი. ანტიქრისტე ზუსტად აფასებს ადამიანებს, რომლებიც მისთვის სასარგებლოა. მას არ აინტერესებს და არ აფასებს ისეთი ადამიანი, ვისაც ჭეშმარიტი რწმენა აქვს, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი, ან კარგი ზნეობა აქვს და ერთგულია მოვალეობის შესრულებაში, და ვისაც მწყემსვისა და მორწყვის შემდეგ წინსვლა და ჭეშმარიტად საფასურის გადახდა შეუძლია. რაც უფრო პატიოსანი ხარ და რაც უფრო მეტი სინდისი და გონიერება გაქვს, მით უფრო მტრულად არიან განწყობილნი შენ მიმართ. თუ სიმართლეს ამბობ და პირდაპირ საუბრობ, ზიზღს განიცდიან და გულისწყრომას გამოხატავენ შენ მიმართ. როდესაც გხედავენ, თავს გარიდებენ. თუ მათთან ურთიერთობ, ზედაპირული თავაზიანობით შემოიფარგლებიან, მაგრამ გულით არ გესაუბრებიან, თუკი მათთვის ღირებული არ ხარ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათთვის ღირებულნი არიან, მათ, ვინც სასარგებლოა მათი ძალაუფლებისა და სტატუსისთვის. თუკი მათ შეუძლიათ ვინმეს გამოყენება და ეს ადამიანი დაეხმარება მათ საქმეების განხორციელებაში, ნამდვილი ფაქტების მიჩქმალვაში, ბოროტი საქმეების კეთებასა და მათთვის შესაფერისი გამართლების პოვნაში, ასევე ძმებისა და დების შეცდომაში შეყვანაში ისე, რომ ეს ვერავინ შენიშნოს და ვერავინ შეძლოს ამის მხილება თუ ამოცნობა — მაშინ ასეთი ადამიანი მათ მიერ გამოყენებისა და გადაბირების ობიექტი ხდება. თუ ადამიანი, განურჩევლად იმისა, თუ ვის ესაუბრება, მუდმივად მლიქვნელურ სიტყვებს ამბობს, ადიდებს მათ, ვისაც ხელმწიფება აქვს, მიჰყვება მას, ვინც სტატუსს ფლობს, და არანაირ გამჭრიახობას არ იჩენს ადამიანების მიმართ, გამოიყენებს მას ანტიქრისტე? ასეთ ადამიანს ღირებულება აქვს ანტიქრისტესთვის, მაგრამ ისინი მას სიფრთხილითაც ეპყრობიან. ისინი ბოლომდე არ ენდობიან მათ, ვინც მლიქვნელობს, და არ ატყობინებენ გარკვეულ ამბებს. თუ კრებები იერარქიულად არის დაყოფილი, ისინი ასეთ ადამიანებს რიცხავენ უფრო მნიშვნელოვანი შეკრებებიდან. ასეთ მერყევ ადამიანებს შეუძლიათ უფრო ნაკლები მნიშვნელობის კრებებსა თუ ჩვეულებრივ შეკრებებში მონაწილეობა. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ სხვა წინამძღოლი გამოჩნდება, ამ მერყევმა ადამიანებმა შეიძლება ნებისმიერ დროს უღალატონ მათ და ამხილონ ისინი. ანტიქრისტე მზაკვარია ასეთ ადამიანებთან მოპყრობაში და სიტუაციის მიხედვით იყენებს მათ. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება გარემოებებით მანიპულირებას, ანტიქრისტე ძალიან ფრთხილია. ის ასეთ საკითხებს სისტემური და გაწონასწორებული მიდგომით უდგება, ფრთხილად აფასებს თუ როგორ იმოქმედოს და რომელი ადამიანები გამოიყენოს ბერკეტად. ის გონებაში ერთმანეთისგან განასხვავებს თუ ვინ არის მისი უახლოესი თანამზრახველი და ვინ — ზოგადი.

როდესაც ანტიქრისტე უცნობ პირთან შედის კონტაქტში — იქნება ეს ზემდგომი წინამძღოლი თუ ვინმე, ვისაც კარგად არ იცნობს — პირველ რიგში, ზვერავს მის ზნეობას: რა მისწრაფებები თუ ჰობი აქვს, გააჩნია თუ არა ჭეშმარიტი რწმენა, რამდენი წელია, რაც ღვთის სწამს, აქვს თუ არა ჭეშმარიტება-რეალობა ან გამჭრიახობა და ატარებს თუ არა ტვირთს სიცოცხლეში შესვლისთვის. ის აფასებს და აკვირდება ყოველ ასპექტს, შემდეგ სხვადასხვა მეთოდს იყენებს, რათა სიტყვები გამოსტყუოს და გამოსცადოს ისინი. თუ ხედავს, რომ ადამიანი უგუნურია, ის სიფხიზლეს ადუნებს და მას უგულებელყოფს. თუმცა, თუ პიროვნება გამჭრიახი ჩანს და მისი ამოცნობა ადვილი არ არის, გრძნობს, რომ ფრთხილად უნდა იყოს. ანტიქრისტეს მიერ გარემოებების კონტროლი ნიშნავს ყველაფრის ხელში ჩაგდებას; მას სურს, რომ ყველაფერზე გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდეს და ყველა ტიპის ადამიანი მისი კონტროლის ქვეშ იყოს. ღვთის სახლის წესები მისთვის აზრს კარგავს და უსარგებლო ქაღალდის ნაგლეჯს ემსგავსება, ხოლო ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებები და ხასიათი სრულიად არარსებული ხდება, თითქოს ჰაერი იყოს. მისი ამბიცია და სურვილები სცდება ადამიანების კონტროლსა და იმას, რომ სხვები უსმენდნენ; ის იქამდე მიდის, რომ აკონტროლებს თითოეულ მოვლენას, რომელსაც თითოეული ადამიანი განიცდის, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებიც მის ცხვირწინ ხდება — როგორც მისი გავლენის სფეროს შიგნით, ისე მის გარეთ. რა არის ამ კონტროლის მიზანი? მისი ძალაუფლებისა და სტატუსის, აგრეთვე მისი რეპუტაციის დაცვა. ანტიქრისტეს მიერ გარემოებების მანიპულირება ერთ ფრაზაშია თავმოყრილი: ყველაფერი მისი კონტროლის ქვეშ არის. ამრიგად, ანტიქრისტე ვერ ბედავს რაიმე საქმის უგულებელყოფას, იქნება ეს დიდი თუ პატარა. ის ვერ ბედავს რაიმეს უგულებელყოფას, მას სურს მონაწილეობა მიიღოს და ჩაერიოს ყველაფერში, რაც დაკავშირებულია მის სტატუსთან ან მისი გავლენის სფეროსთან, ისე, რომ არ გამოაკლდეს რაიმე სარგებელს. მას სურს, რომ აქტიურად იყოს ჩართული ეკლესიის მრავალ საქმეში და აღიქვას თუ როგორ ვითარდება მოვლენები; მაგალითად, თუ ზოგიერთი ადამიანი ნამდვილად არ უსმენს ან არ ემორჩილება მას და მუდმივად გამოხატავს მოსაზრებებს მის შესახებ, ის პოულობს მათი ჩაგვრის გზებს. მაგრამ თუ ვერ პოულობს რაიმე მიზეზს მათი გასხვლისთვის, რას აკეთებს? ისპოულობს გზას, რომ გააკონტროლოს ღვთის სახლიდან გამოგზავნილი წიგნები და ქადაგებების ჩანაწერები. იგი განსაზღვრავს, თუ ვინ მიიღებს ამ მასალებს დროულად იმის მიხედვით, თუ ვინ გამოირჩევა მის მიმართ მორჩილებით. თუ შენ არ უსმენ მას ან არასასურველ ქცევას ავლენ ამ პერიოდში, ის გამოაცხადებს, რომ რესურსები შეზღუდულია და არ გამოგიგზავნის. ანტიქრისტე აკვირდება შენს ქცევას. თუ მკაფიოდ დაფიქრდები ამაზე, ბოლომდე ჩასწვდები და შეიგრძნობ ანტიქრისტეს ფსიქოლოგიას; თუ საკუთარი ნებით აღიარებ შეცდომებს და დაუახლოვდები ანტიქრისტეს, ის იპოვის საბაბს და იტყვის: „ამჯერად ღვთის სახლმა ყველასთვის საკმარისი რესურსი გამოგზავნა და შენც მათ შორის ხარ“. თუმცა, თუ ის ხედავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დისტანცირდები, ისევ დაგჩაგრავს. არც კი შეგატყობინებს, როდესაც ახალი რესურსები მოვა, უბრალოდ არაფერს მოგცემს და, შესაძლოა, იმის მიზეზიც იპოვოს, რომ ჩამოგართვას ის, რაც თავიდან გქონდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანტიქრისტე აღმოაჩენს, რომ ვინმემ შეიძლება იცოდეს მისი ბოროტი საქმეების შესახებ კულისებს მიღმა და შესაძლოა დაასმინოს იგი, ის წინასწარ იღებს ზომებს, პროაქტიულად აღიარებს თავის შეცდომებს და უზიარებს საკუთარ თვითშემეცნებას, თავდაპირველად რბილ მიდგომას იყენებს. როგორც კი ანტიქრისტე დაინახავს, რომ რბილი მიდგომა არ მუშაობს, და გულში გარკვეულწილად დაუცველობას იგრძნობს, გაიფიქრებს, რომ ამ ადამიანმა შეიძლება დაასმინოს კიდეც, ის ყველაფერს იღონებს, რომ მეტი ადამიანი შემოიკრიბოს ამ ინდივიდის ალყაში მოსაქცევად და ძალისმიერად დასაშინებლად. ეს მანამ გრძელდება, სანამ ადამიანი არ დათმობს და არ გამოხატავს თავის პოზიციას, რომ არ დაასმენს მას, და მხოლოდ ამის შემდეგ შეიკავებს თავს ანტიქრისტე. ზოგ შემთხვევაში, ანტიქრისტემ, შესაძლოა, სხვებსაც კი დაასწროს და პირველმა ამხილოს; იმის შიშით, რომ სხვებმა არ ამხილონ და არ დაასმინონ, ის წინმსწრებ ზომებს მიმართავს — განზრახ ართმევს ყველანაირ ბერკეტს ადამიანს, რათა შემდეგ ცრუ ბრალდებები წაუყენოს და ხაფანგი დაუგოს. მოგვიანებით, პოულობს საბაბს, რომ გარიცხოს და განდევნოს ეს ადამიანი და მოუჭრას ზემდგომთან და ეკლესიასთან კავშირი. ამ შემთხვევაში ანტიქრისტე თავს დაცულად გრძნობს და აღარ უწევს ნერვიულობა. განა ეს არ არის გარემოებებით მანიპულირება? (დიახ). შეიძლება ითქვას, რომ ანტიქრისტეს ქმედებები ასეთ საქმეებში არ არის მხოლოდ ერთი ან ორი დამოუკიდებელი შემთხვევა ან მხოლოდ ერთი-ორი მეთოდის გამოყენება. იმისთვის, რომ მოახდინოს გარემოებებით მანიპულირება, თავისი სტატუსის დაცვა და განმტკიცება ისე, რომ მისი სამფლობელო არ შეირყეს, ანტიქრისტე ბევრ ბოროტ საქმეს სჩადის. მაგალითად, ის ცვლის პერსონალის სისტემებსა და განლაგებას ეკლესიის შიგნით. იმისთვის, რომ მეტი ადამიანი აკონტროლოს, ის შუღლს თესავს დებსა და ძმებს შორის, აიძულებს მათ, რომ თავს დაესხან და მსჯავრი გამოუტანონ ერთმანეთს. ის აგრეთვე აქეზებს თავის მიმდევრებს, რომ ალყაში მოაქციონ ზოგიერთი და და ძმა, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ სამართლიანობის გრძნობა; ის აგრეთვე დებისა და ძმების წინაშე აცხადებს, თუ როგორი დიდი პატივისცემით სარგებლობს ზემდგომისგან. მეტიც, წერილებს სწერს ზემდგომს, თავს იწონებს შესანიშნავი მუშაობით და ამტკიცებს, რომ თვითშემეცნება მოიპოვა, რომ შეუძლია ნებაყოფლობით გამოააშკარავოს თავისი პრობლემები და ა.შ. ის წერს წერილებს და იუწყება საკუთარი პრობლემების შესახებ, და ეს ყოველივე ზემდგომის თვალში კეთილგანწყობის მოპოვებას ემსახურება. ის იყენებს სხვადასხვა საშუალებასა და მეთოდს გარემოებებით მანიპულირებისთვის, თავისი ერთგული მიმდევრების გასაკონტროლებლად, დებისა და ძმების მოსატყუებლად და ამავდროულად, ღვთის სახლის მოსატყუებლად. ეს არის სხვადასხვა პრაქტიკა, რომელსაც ანტიქრისტე იყენებს ეკლესიაში გარემოებების გასაკონტროლებლად. რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ ბევრი სხვა კონკრეტული პრაქტიკა, მაგრამ აქ არ იქნება დასახელებული. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საკითხები იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებენ ანტიქრისტეები ეკლესიას, ჩვეულებრივი მოვლენაა და სხვადასხვა პრაქტიკაც, რომელსაც ისინი ავლენენ, ასევე გავრცელებულია.

III. ანტიქრისტეები ზვერავენ და იმორჩილებენ ადამიანთა გულებს

ძალაუფლების მონოპოლიზებისა და გარემოებებით მანიპულირების გარდა, კიდევ რა ქმედებები ადასტურებს, რომ ანტიქრისტეები ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ სამფლობელოს? ძალაუფლების მონოპოლიზებასთან დაკავშირებით, ჩვენ ძირითადად პერსონალის საკითხების ასპექტებზე გვქონდა თანაზიარება, ხოლო გარემოებებით მანიპულირება ძირითადად მოვლენების განვითარების კონტროლს ეხება. ანტიქრისტეთა მიერ ძალაუფლების მონოპოლიზება გარეგანი ქმედებაა, ხოლო გარემოებებით მანიპულირებაც ასევე გარეგანი რამ არის, რისი დანახვაც ადამიანებს შეუძლიათ — ეს ასპექტები ადვილად საკონტროლებელია. თუმცა არსებობს ერთი რამ, რომლის კონტროლიცგანსაკუთრებით ძნელია ნებისმიერისთვის. რა არის ეს ერთი რამ? (ადამიანთა გულებისა და ადამიანთა აზრების კონტროლი.) მითხარით, სწორია? (დიახ, სწორია.) ბიბლია ამბობს: „ყველაზე ცბიერია გული“ (იერ. 17:9), ანუ ადამიანის გულის კონტროლი ყველაზე ძნელია. ეცდებოდნენ კი ანტიქრისტეები ამ ყველაზე რთული რაღაცის კონტროლს? იქნებ თქვან: „რადგან ადამიანის გული ყველაზე ცბიერი და ძნელად საკონტროლებელია, მე მას არ გავაკონტროლებ. დაე, იფიქრონ რაც სურთ; ჩემთვის საკმარისია, სანამ ძალაუფლება მაქვს, სანამ ადამიანებს ვაკონტროლებ. მე უბრალოდ მათ ქმედებებსა და საქციელს გავაკონტროლებ, ხოლო მათი აზრები ღმერთს დავუტოვოთ სამართავად; მე არ მაქვს ამის უნარი, ასე რომ, თავს რად შევიწუხებ“? ასე წავიდოდნენ დათმობაზე ანტიქრისტეები? (არა, არ წავიდოდნენ.) ანტიქრისტეთა არსიდან გამომდინარე, მათი ამბიცია არის ადამიანის სრულად კონტროლი. მათთვის ყველაზე რთულად საკონტროლებელი ადამიანის გულია, თუმცა ეს სწორედ ის არის, რისი კონტროლიც ყველაზე მეტად სურთ. ისინი ხაფანგში იჭერენ ადამიანებს საკუთარი ძალაუფლების ქვეშ და სრულ კონტროლს ამყარებენ ყველაფერზე: თუ რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები, რამდენი ადამიანია ჩართული, რა საკითხები ჩნდება, ამ მოვლენების განვითარების მთელი ეს მსვლელობა და მოსალოდნელი შედეგები — ყველაფერი ვითარდება იმის მიხედვით, რასაც მსვლელობა მისცეს და ასევე, მათი გულის სურვილის შესაბამისად. თუმცა არსებობს ერთი რამ, კერძოდ, რას ფიქრობენ ადამიანები გულში? რას ფიქრობენ მათზე? კარგი წარმოდგენა აქვთ თუ არა მათზე? მოსწონთ თუ არა ისინი? სჯერათ თუ არა გულის სიღრმეში, რომ ისინი ანტიქრისტეები არიან? ისინი არჩევენ მათ ქმედებებს თუ გულისწყრომით უყურებენ? როცა ადამიანები გარეგნულად პატივს სცემენ მათ და მლიქვნელობენ, სინამდვილეში რას ფიქრობენ გულში? ნამდვილად შეესაბამება ის, რაც გულში აქვთ, მათ გარეგან იერს? ნამდვილად მორჩილნი არიან მათი? ეს საკითხი ძალიან აწუხებთ ანტიქრისტეებს. რაც უფრო შეწუხებულნი არიან, მით უფრო ეძიებენ პასუხებს. ეს არის მესამე გამოვლინება იმისა, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ღვთის სახლს, როგორც საკუთარ სამფლობელოს — ადამიანთა გულების დაზვერვა და დამორჩილება.

ადვილია ადამიანთა გულების დაზვერვა და დამორჩილება? დაზვერვა და დამორჩილება რაიმეს კეთებისას, ქმედების ან საქციელის ორ განსხვავებულ ხარისხს წარმოადგენს. როცა ანტიქრისტეს ხელთ აქვს ძალაუფლება და აკონტროლებს მოვლენის განვითარების მთელ მსვლელობასა და შედეგს, როცა ის ამ ყველაფერს აკონტროლებს, მაშინ რთულია იმის გაგება, თუ რას ფიქრობენ სინამდვილეში გულში მისდამი დაქვემდებარებული ან მისი გავლენის სფეროში მყოფი ადამიანები — რამდენად მოეპყრობიან მას, როგორც ღმერთს ან სრულყოფილ ადამიანს, რამდენად ატარებენ მის მიმართ სიძულვილს, მოსაზრებებს ან წარმოდგენებს, და თუ ამოიცნობენ მას — სინამდვილეში რას ფიქრობენ გულში, ამის დადგენა საკმაოდ რთულია. მაშინ რას აკეთებს ის? ის აკვირდება მისდამი დაქვემდებარებულთ, სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს ან რამდენიმე სასიამოვნო სიტყვას ეუბნება ყველას, ვისაც გამჭრიახობა აკლია და ადვილად გამოსაყენებელია. ეს ადამიანები ზუსტად რეზინის ბურთებს ჰგვანან: რაც უფრო მეტჯერ დაარტყამ, მით უფრო მაღლა აფრინდებიან და მეტ ენერგიას მოიკრებენ. ის ასეთ ადამიანებს მარიონეტებად იყენებს. რის გასაკეთებლად იყენებს მათ? ის ამ მარიონეტებს მისთვის ადამიანთა გულების დამზვერავად აქცევს. მას შეუძლია უთხრას თავის მარიონეტს: „ამ ბოლო დროს, ჩვენს ეკლესიაში, და ლიმ და მისმა ქალიშვილმა შედარებით უფრო ნაკლების შეწირვა დაიწყეს. ადრე საკმაოდ ბევრს სწირავდნენ, ახლა კი ხშირად აღარ ჩანან. რას შვრებიან ბოლო დროს? ჰქონდათ რაიმე კონტაქტი გარეშე პირებთან? ხდება რამე სახლში? წადი, გადახედე და მხარდაჭერა შესთავაზე.“ ეს ადამიანი მიდის და ლის სახლში და მიმოიხედავს, ის ფიქრობს: „აქ არ არიან უცხო სახეები. როგორც ჩანს, ორივე და საკმაოდ მშვიდ ცხოვრებას ეწევა. არ ჩანს, რომ თითქოს რაიმე სირთულეს წააწყდნენ. რატომ არ დადიან ჩვენს შეკრებებზე? მოდი, უფრო ღრმად გამოვიკვლევ.“ ეს ადამიანი ეკითხება: „ამ ბოლო დროს სახლში ახალი ნათელი ხომ არ მიგიღიათ? ბოლო პერიოდში ცოტა სუსტად ვგრძნობ თავს; ცოტა ხნით თანაზიარება გამართეთ ჩემთან.“ როდესაც დაინახავენ, რომ ეს ადამიანი ჭეშმარიტებისა და დახმარების საძიებლად არის მოსული, დები მართავენ მასთან თანაზიარებას და ეუბნებიან: „ბოლო დროს ახალი ნათელი მოვიპოვეთ იმის შესახებ, რომ ღვთის მორწმუნეები არ უნდა მიჰყვებოდნენ სხვა ადამიანებს და მუდამ მათ არ უნდა ეყრდნობოდნენ; როცა გამოწვევების წინაშე ვდგებით, ღვთის წინაშე ლოცვით უნდა მივიდეთ; ეს არის უმაღლესი სიბრძნე. ადამიანები არასანდონი არიან, მხოლოდ ღმერთს შეიძლება მიენდო; მას შეუძლია ადამიანს მიანიჭოს ჭეშმარიტება, სიცოცხლე და გზა, რომლითაც უნდა იაროს — ადამიანებს ეს არ შეუძლიათ. ადრე ყოველთვის სხვებზე ვიყავი დამოკიდებული, მაგრამ მოგვიანებით ერთ დასთან თანაზიარების მეშვეობით…“ ის პასუხობს: „ერთ დასთან თანაზიარების მეშვეობით? სად არის ეს და? გარეშე პირია?“ დები ამბობენ: „ის სულაც არ არის გარეშე პირი; ის ჩვენი ეკლესიის და არის, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სხვაგან მოვალეობის შესრულების შემდეგ დაბრუნდა.“ ის ეკითხება: „განა ეს მაინც გარეშე პირთან კონტაქტი არ არის? შენ დაუფიქრებლად დაუკავშირდი გარეშე ადამიანებს; საჭიროა ამ საკითხის ეკლესიისთვის მოხსენება!“ ამ ინფორმაციის მოგროვების შემდეგ, ეს ადამიანი ორ გადამწყვეტ ცნობას ავლენს: პირველი, ამ ორ დას არ სურს წინამძღოლთან სიახლოვე და გარკვეულად ამოიცნეს კიდეც იგი; მეორე, მათ ჰქონდათ კონტაქტი გარეშე პირთან და იმ გარეშე პირმა მათ რაღაც უთხრა; დეტალები გაურკვეველია, დები არაფერს ამბობენ ამის შესახებ, განზრახ მალავენ ამას, რაც ნიშნავს, რომ მათი ერთგულება წინამძღოლის მიმართ ირყევა და მისგან თავდაცვა დაუწყიათ. როცა ეს ადამიანი ბრუნდება და თავის მოხსენებას წარუდგენს ანტიქრისტეს, ბედნიერია ანტიქრისტე ამის მოსმენის შემდეგ? იფიქრებდა ის ამას, „შესანიშნავია, ბოლოს და ბოლოს ჩემმა ქვეშევრდომებმა გარკვეულწილად ამომიცნეს“? (არა, არ იფიქრებდა.) რას იფიქრებდა? „ცუდია. ეს ორი და ადრე მორჩილნი იყვნენ, ისინი ჭეშმარიტი მორწმუნეები იყვნენ ეკლესიაში და ბევრს სწირავდნენ. მას შემდეგ, რაც ეს უცნობი ადამიანი დაუკავშირდა მათ, ორივე ცოტა ურჩი გახდა. გააგრძელებენ ისინი მომავალში შეწირვას? ეს პრობლემატური და სარისკოა.“ ანტიქრისტე მოუსვენრადაა. რატომ არის მოუსვენრად? (ადამიანები ამოიცნობენ და აღარ მოუსმენენ მას.) ზუსტად რომ, ადამიანთა გულები აღარ არის მისი მანიპულირებისა და კონტროლის ქვეშ, ისინი გულის ცვლილებას განიცდიან, ხოლო ის ამის გამო მოუსვენრობას გრძნობს. წარსულში, ეს ორივე უმანკო და უბრალო იყო, საკმაოდ მორჩილნი იყვნენ და მცირე გამჭრიახობას იჩენდნენ მისდამი, რაც არ უნდა ეთქვა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ღებულობდნენ. ახლა, როცა მათ გულის ცვლილება განიცადეს, გამჭრიახობა განუვითარდათ და დისტანციას იცავენ, შესაძლოა, უარყოფენ კიდეც მას, და შეიძლება მასზე მოხსენებაც განიზრახეს — ეს პრობლემას ნიშნავს. განა ეს არ არის იმის კონკრეტული გამოვლინება, თუ როგორ ზვერავენ და იმორჩილებენ ანტიქრისტეები ადამიანთა გულებს?

როცა ანტიქრისტე შენიშნავს რაიმე უჩვეულოს, ის სწრაფად აგზავნის თავის ერთგულ ხალხს ან ხელქვეითებს, რათა გაარკვიონ სიტუაცია და გაიგონ მისი ძირეული მიზეზები. თუ ცვლილება არ არის, თუ ადამიანები იგივენი დარჩნენ და გულის ცვლილება არ განუცდიათ, მაშინ ის მშვიდადაა, აღარ არის შეწუხებული ან დაძაბული. თუმცა, თუ ის აღმოაჩენს რაიმე უჩვეულოს, რაღაც მისთვის უცნობს, რაც მისი მანიპულირების ქვეშ არ იმყოფება, მისი წარმოსახვისგან განსხვავებულია, მაშინ ეს პრობლემატურია. ის შფოთავს და წუხს, და სწრაფად იღებს ზომებს. რა არის მისი ქმედებების მიზანი? მას სურს, რომ ადამიანები მის აზრზე იყვნენ, გულის ცვლილება არ განიცადონ. ადამიანებმა მუდმივად უნდა აცნობონ და მოახსენონ მას საკუთარი აზრები, გამოხატონ ერთგულება, სიმტკიცე და გულწრფელობა. ის მუდმივად უნდა აკონტროლებდეს ადამიანთა გულებში არსებულ ცვალებად ფიქრებსა და იდეებს, ასევე მათი აზროვნების მიმართულებასა და პრინციპებს. როგორც კი შენიშნავს, რომ ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ უნდა ეცადოს მის შეცვლას. თუ მათი შეცვლა და მეგობრად ქცევა ვერ ხერხდება, მაშინ ისინი მტრებად იქცევიან. რა შედეგები მოჰყვება მის მტრად გახდომას? ისინი დაექვემდებარებიან ტანჯვასა და ჩახშობას. ეს ერთი მიდგომაა. არსებობს კიდევ მეორე. ანტიქრისტე ყოველთვის შეშფოთებულია მისი გარშემომყოფების გამო, ვერასდროს ახერხებს მათ სრულად შეფასებას, ეშინია, რომ ადამიანებმა შეიძლება ამოიცნონ ის და დაასმინონ, და გულში ამბობს: „დაინახე, როცა შესაწირი მივისაკუთრე და ჩემებურად ვიმოქმედე? თუ დაინახე, შეძელი ამის გარჩევა? შეგეძლო ჩემზე მოხსენება?“ ზოგიერთი ანტიქრისტე კულისებს მიღმა სექსუალურად გარყვნილიც კია, და ფიქრობს, „ვინ იცის ამის შესახებ? რას ფიქრობენ ისინი, ვინც ამის შესახებ იცის? რამენაირად უნდა ვითამაშო, ცრუ შთაბეჭდილება შევქმნა, შემდეგ გამოვცადო ეს ადამიანები, გამოვტყუოყველაზე ღრმა ფიქრები და ვნახო, რას ფიქრობენ ისინი სინამდვილეში?“ ჩაიდენდნენ ანტიქრისტეები ასეთ საქმეებს? ისეთი უკეთური ადამიანებისთვის, როგორებიც ანტიქრისტეები არიან, ასეთი საქმეების კეთება ბუნებრივ მდგომარეობადაა ქცეული; ისინი ამაში ბუნებრივად ნიჭიერნი არიან — ამას ბრწყინვალედ აკეთებენ. ანტიქრისტე შეკრებს ხალხს და ამბობს: „აქ დღეს ყველას იმ მიზნით მოვუხმე, რომ გამოვიკვლიო ეკლესიაში ჩემი ბოლოდროინდელი საქმის ნაკლოვანებები და ვისაუბრო ჩემს ცოდნაზე იმ გახრწნილ ხასიათებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომიმჟღავნებია. ღიად ილაპარაკეთ, თავი არ შეიკავოთ. მე არ დაგგმობთ. მოდით ღიად, გულწრფელად და პირისპირ გავმართოთ თანაზიარება. თუ რამე დავაშავე, შევიცვლები; თუ არა, ამას შეგონებად მივიღებ, რომ არ მოვიქცე ასე. ღვთის სახლში ყველაფერი ღიაა, დაუფარავი და გაშიშვლებული. ჩვენ ყველაფერს ღვთის წინაშე ვაკეთებთ და არავის სჭირდება ვინმესგან თავდაცვა. დებო და ძმებო, მშვიდად იყავით. მე დავიწყებ საკუთარი თავის გამოკვლევით. ბოლო დროს, საკუთარი სიზარმაცისა და ხორციელი კომფორტისკენ ხარბად სწრაფვის გამო, კარგად ვერ ვასრულებდი ჩემს საქმეს. ბოლო დროს სახარებისეული საქმე კარგად არ მიმდინარეობდა და საეკლესიო ცხოვრებას დიდი ყურადღება არ დავუთმე. დაკავებული ვიყავი სახარებისეული საქმით და დანარჩენი საკითხებისთვის დრო ვერ გამოვნახე. რა საკვირველია, პასუხისმგებელი მე ვარ. საკუთარ წარმოსახვას დავეყრდენი და ვივარაუდე, რომ ეკლესიის ცხოვრებას დები და ძმები თავად მოაწესრიგებდნენ და დიდად არ მომიწევდა ამაზე ფიქრი. თქვენ ყველანი ზრდასრულები ხართ და ღვთის სიტყვები იმდენად გასაგებია, რომ მთელი გულით სახარებისეულ საქმეს მივუძღვენი თავი. თუმცა, სახარებისეულ საქმეშიც ცუდად ვმოქმედებდი. მჭირდება, რომ დებისა და ძმების წინაშე ჩემი შეცდომები ვაღიარო, ვეძიო თქვენი პატიება, და ვთხოვო ღმერთს პატიება. ნება მიბოძეთ, ყველას თავი დაგიკრათ.“ ყველა ხედავს ამას და გულში ფიქრობს: „ის შეიცვალა; აღარ ჩანს ისეთი ცბიერი, როგორც ადრე. რატომ არის ის დღეს ასეთი გულწრფელი? რაღაც არასწორია. არ უნდა ავჩქარდე დასკვნების გამოტანაში; ვნახავ, რას იტყვის შემდეგ.“ ანტიქრისტე აგრძელებს, ამბობს, რომ აცნობიერებს, რომ ის ეშმაკია, სატანაა, აღიარებს, რომ არანაირი რეალური საქმე არ გაუკეთებია, მზადყოფნას გამოხატავს, რომ იყოს ზემდგომის განკარგულებაში და მიიღოს ნებისმიერი კრიტიკა ან საყვედური დებისა და ძმებისგან. ის უფრო შორსაც მიდის და ამბობს: „თუნდაც გამათავისუფლონ და აღარ დამაყენონ წინამძღოლად, მზად ვარ ვიყო უკანასკნელი. მე გირჩევთ ჩვენი ეკლესიის დას — ლის და მის ქალიშვილს, რათა გადაიბარონ ჩემი საქმე.“ მან უკვე აირჩია თავისი მემკვიდრე. განა ეს დამოკიდებულება საკმაოდ გულწრფელი არაა? საერთოდ საჭიროა ეჭვის შეტანა? ამის თქმისას, ის ტირილსაც იწყებს. შემდეგ მას მოჰყავს თავისი ცოლი და ამბობს: „ამ ხნის განმავლობაში, შენც არანაირი რეალური საქმე არ გაგიკეთებია, მხოლოდ ჩაშლა და არეულობა გამოიწვიე და ბრმად სხლავდი კიდეც დებსა და ძმებს. შენც უნდა გაგათავისუფლონ.“ ანტიქრისტე თითს საკუთარი თავისკენ, შემდეგ კი თავისი ოჯახისკენ იშვერს და ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ის გულწრფელია. ამის მოსმენისას, ვიღაცა ამბობს: „სინამდვილეში, ჩვენ დიდი ხანია ამოგიცანით. თქვენ არ გვეთათბირებით საკითხებზე; რამდენიმე თქვენგანი პირადად განიხილავს რაღაცებს ერთად და იღებს გადაწყვეტილებებს. ეს არ შეესაბამება ღვთის სახლის საქმის პრინციპებს. გარდა ამისა, თქვენ თვითონვე, ჩვენი ინფორმირების გარეშე, გადაწყვიტეთ, ვინ იქნება თქვენ შორის წინამძღოლი — ჩვენ ამის ცოდნის უფლებაც არ გვაქვს. ადამიანი, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არა მარტო არ ასრულებს რეალურ საქმეს, არამედ დაბრკოლებებსაც ქმნის, მაგრამ თქვენ მას არ ათავისუფლებთ.“ დები და ძმები ერთმანეთის მიყოლებით გამოთქვამენ მოსაზრებებს. ამის მოსმენისას ანტიქრისტე ფიქრობს: „ეს ცუდია! თუმცა, კარგია, რომ ისინი ერთბაშად აფრქვევენ თავიანთ ნამდვილ ფიქრებს. ეს ჩემი მომავალი საქმისთვის სასიკეთო იქნება. თუ ისინი ხმას არ ამოიღებდნენ და სანაცვლოდ ზურგში დანას დამარტყამდნენ — პირდაპირ მოხსენების წერილი რომ მიეწერათ ზემდგომისთვის ისე, რომ არ მცოდნოდა, მაშინ ჩემი საქმე ხომ დამთავრებული იქნებოდა? საბედნიეროდ, გამოვიყენე ეს ტაქტიკა, ჭკვიანი ვარ და სწრაფი რეაქცია მაქვს, და დროულად მოვიპოვე ინფორმაცია მათი მოსაზრებების შესახებ.“ შემდეგ ის აგრძელებს, თვალთმაქცურად აცხადებს: „მადლობა, დებო და ძმებო ნდობისთვის და დღეს ჩემი შეცდომების გულწრფელი გაკრიტიკებისთვის. მე აუცილებლად გამოვასწორებ მათ მომავალში. თუ ვერ გამოვასწორებ, დაე, სასჯელი და წყევლა დამატყდეს თავს.“ ანტიქრისტეს მიერ ადამიანთა გულების დაზვერვა და დამორჩილება არ შემოიფარგლება კარს მიღმა მოსმენითა და თვალთვალით. სერიოზულ სიტუაციებში, მას ჯიბეში კოვზირი აქვს შემონახული. რა სახის კოზირი? ის იყენებს დემოკრატიასა და თავისუფლებას, ადამიანებს საკმარის სიტყვის თავისუფლებას აძლევს, მათ სრულ თავისუფლებას აძლევს, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და ყველაზე ღრმა ფიქრები, ახალისებს, რომ ადამიანებმა გამოხატონ თავიანთი ყველაზე ღრმა განცდები, თუნდაც საჩივრები იყოს. შემდეგ იყენებს მათ სისუსტეებს, ვისაც მათგან განსხვავებული იდეები ან მოსაზრებები აქვს, და ერთიანად ანადგურებს. როგორ ჟღერს ანტიქრისტეს მიდგომა? ეს წარმოუდგენლად უკეთურია! განა ეს ცოტათი მაინც არ მოგვაგონებს დიდი წითელი დრაკონის ქცევას? ისინი არსებითად ერთი და იგივე ჯგუფია და ერთსა და იმავე ბუნება-არსებას იზიარებენ. განა ასე არ მოქმედებს დიდი წითელი დრაკონი? ანტიქრისტეს ქცევის ხილვა დიდი წითელი დრაკონის მახინჯი სახის ხილვის ტოლფასია.

ანტიქრისტეები დახელოვნებულნი არიან სასიამოვნო და სწორი სიტყვების გამოყენებაში, რათა შეაცდინონ ადამიანები და აიძულონ ისინი, რომ მათ მიენდონ. მას შემდეგ, რაც ადამიანების ჭეშმარიტ სიტუაციებს დაზვერავენ და გამოსტყუებენ, რა შედეგი მოჰყვება ამას? მოინანიებენ ანტიქრისტეები იმის გამო, რომ ადამიანებმა მათ ეს ჭეშმარიტი სიტყვები უთხრეს? ნუთუ ხელს ჩაიქნევენ, ბოროტების კეთებას შეწყვეტენ, ძალაუფლებას დათმობენ, მიატოვებენ ძალაუფლების წყურვილს და დაშლიან თავიანთ სამფლობელოს? არასდროს. ამის ნაცვლად, ისინი კიდევ უფრო გაააქტიურებენ თავიანთ ძალისხმევას. მას შემდეგ, რაც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ადამიანთა გულები გააკონტროლონ, ისინი ინარჩუნებენ მათ, ვინც მათ ეთანხმება და თავიდან იშორებენ ყველას, ვინც არ ეთანხმება. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეკლესიაში ზოგიერთი და და ძმა ასეთ გარემოებებში მოიცილეს, განდევნეს, ან ჩამოართვეს ღვთის სიტყვების წიგნები. ეს ადამიანები უსამართლოდ დაზარალდნენ. რა უნდა გააკეთონ ამ უსამართლოდ დაზარალებულმა დებმა და ძმებმა? უნდა შეწყვიტონ ღვთის რწმენა იმის გამო, რომ ღვთის სახლში გამოჩნდა ანტიქრისტე, რომელმაც ასე აწამა ისინი და შეუძლებელი გახადა რწმენა? შეუძლიათ ამის გაკეთება? (არა, არ შეუძლიათ.) მართებულია კომპრომისზე წასვლა ან თავის დახრა ანტიქრისტეების ან ბნელი და უკეთური ძალების წინაშე? არის ეს გზა, რომელიც უნდა აირჩიოთ? (არა, არ არის.) მაშ, რომელი გზა უნდა აირჩიოთ? (ანტიქრისტთა მხილება და მათზე მოხსენება.) როცა აღმოაჩენ, რომ ვინმე ანტიქრისტეა, ნება მომეცი გითხრა, რომ თუ ის მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს და ბევრი წინამძღოლი და მუშაკი უსმენს მას და არ მოგისმენს შენ, და თუ მას ამხელ და, შესაძლოა, მართლაც იზოლირებული ან მოცილებული აღმოჩნდე, მაშინ ფრთხილად უნდა გადახედო შენს სტრატეგიას. ნუ ეცდებით მათთან მარტო გამკლავებას; შანსები თქვენს სასარგებლოდ არ არის. დაიწყეთ რამდენიმე ისეთ ადამიანთან დაკავშირებით, ვისაც ჭეშმარიტება ესმის და გამჭრიახობა აქვს, და ეძიეთ მათთან თანაზიარება. თუ საერთო აზრამდე მიხვალთ, მიმართეთ კიდევ ორ წინამძღოლს ან მუშაკს, ვისაც ჭეშმარიტების მიღება შეუძლია, და შეთანხმებას მიაღწიეთ. რამდენიმე ადამიანის ერთობლივი მოქმედებით, ერთობლივად ამხილდეთ ანტიქრისტე და გაუმკლავდით მას. ამ გზით, წარმატების შანსი გაქვთ. თუ ანტიქრისტეს გავლენა ზედმეტად დიდია, ასევე შეგიძლიათ რომ მოხსენების წერილი მისწეროთ ზემდგომს. ეს არის საუკეთესო მიდგომა. თუ რამდენიმე წინამძღოლი და მუშაკი ნამდვილად შეეცდება თქვენს ჩახშობას, შეგიძლიათ მათ უთხრათ: „თუ არ მიიღებთ ჩვენს მხილებას და მოხსენებას, ჩვენ ამ საკითხს ზემდგომამდე მივიტანთ და ის მოგხედავთ!“ ეს ზრდის თქვენი წარმატების შანსებს, ვინაიდან ისინი ვერ გაბედავენ თქვენ წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას. ანტიქრისტეებთან გამკლავებისას, ეს საიმედო მიდგომა უნდა გამოიყენოთ — არასდროს იმოქმედოთ მარტომ. თუ არ გაქვთ რამდენიმე წინამძღოლისა და მუშაკის მხარდაჭერა, თქვენი ძალისხმევა მარცხისთვის არის განწირული, თუ ვერ შეძლებ მოხსენების წერილის დაწერას და ზემდგომისთვის გადაცემას. ანტიქრისტეები უკიდურესად მზაკვარნი და ცბიერნი არიან. თუ საკმარისი მტკიცებულება არ გაქვთ, თავი შეიკავეთ მათ წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისგან. მათთან მსჯელობა ან კამათი უსარგებლოა, სიყვარულის გამოვლენა მათ შესაცვლელად უსარგებლოა, და ჭეშმარიტებაზე მათთან თანაზიარებაც ვერ იმუშავებს; შენ ვერ შეძლებ მათ შეცვლას. ისეთ სიტუაციაში, რომელშიც ვერ შეძლებ მათ შეცვლას, საუკეთესო მოქმედება არ არის მათთან გულწრფელი საუბრის გამართვა, მსჯელობა და მათგან სინანულის მოლოდინი. ამის ნაცვლად, ამხილეთ ისინი და მოახსენეთ მათზე, ისე რომ არ იცოდნენ ამის შესახებ, ზემდგომს მიანდეთ საქმის მოგვარება, და უფრო მეტი ხალხი წაახალისეთ, რომ ამხილონ ისინი, მოახსენონ მათზე და უარყონ ისინი, რაც ბოლოს და ბოლოს მათი ეკლესიიდან ამოძირკვას გამოიწვევს. არ არის ეს კარგი მიდგომა? თუ მათი მიზანია, რომ შინაგანი ფიქრები გამოგტყუონ, დაგზვერონ და ნახონ, შეგიძლიათ თუ არა მათი განჭვრეტა, რა უნდა გააკეთო, თუ უკვე დაადგინე, რომ ანტიქრისტეები არიან? (გულწრფელად არ უნდა ვისაუბრო მათთან, არამედ ახლა უნდა გავყვე მათ სიტყვებს და არ უნდა დავანახო ჩემი გამჭრიახობა, შემდეგ კი პირადად უნდა ვამხილო და მოვახსენო მათზე.) როგორია ეს მიდგომა? (კარგია). შენ უნდა ჩასწვდე ეშმაკებისა და სატანების ხრიკებს და მოერიდო მათი ხაფანგების ამოქმედებას ან მათ უფსკრულებში ჩავარდნას. სატანებთან და ეშმაკებთან გამკლავებისას, უნდა გამოიყენო სიბრძნე და თავი შეიკავო მათთან გულწრფელი საუბრისგან. ეს იმიტომ, რომ ისინი, ვისთანაც ჭეშმარიტად საუბარი შეგიძლია, ღმერთი და ნამდვილი დები და ძმები არიან. შენ არასდროს არ უნდა ისაუბრო ჭეშმარიტად სატანებთან, ეშმაკებთან და ანტიქრისტებთან. მხოლოდ ღმერთია იმის ღირსი, რომ გაიგოს, რა გიდევს გულში, ჰქონდეს ხელმწიფება და გამოიკვლიოს შენი გული. არავის, განსაკუთრებით ეშმაკებსა და სატანებს, არ აქვთ უფლება აკონტროლონ ან გამოიკვლიონ შენი გული. ამიტომ, თუ ეშმაკები და სატანები ცდილობენ, რომ ჭეშმარიტება გამოგტყუონ, შენ გაქვს უფლება თქვა „არა“, უარი უთხრა პასუხის გაცემაზე და არ გასცე ინფორმაცია — ეს არის შენი უფლება. თუ შენ იტყვი, „ეშმაკო, შენ გინდა რომ სიტყვები გამომტყუო, მაგრამ მე არ ვისაუბრებ გულწრფელად შენთან, არაფერს გეტყვი. მე შენზე მოვახსენებ — რას მიზამ? თუ ჩემს ჩაგვრას გაბედავ, მე შენზე მოვახსენებ; თუ დამჩაგრავ, ღმერთი დაგწყევლის და დაგსჯის!“ — მუშაობს ეს? (არა, არ მუშაობს.) ბიბლია ამბობს: „მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი“ (მათ. 10:16). ასეთ სიტუაციებში, უნდა იყო გონიერი, როგორც გველი; შენ უნდა იყო გონიერი. ჩვენი გულები მხოლოდ ღვთისთვისაა შესაფერისი, რათა გამოიკვლიოს და დაეუფლოს, და ის მხოლოდ მას უნდა მიეგოს. მხოლოდ ღმერთია ღირსი ჩვენი გულებისა, სატანები და ეშმაკები ღირსნი არ არიან! ამიტომ, აქვთ ანტიქრისტებს უფლება იცოდნენ, რა არის ჩვენს გულებში ან რას ვფიქრობთ? მათ არ აქვთ ამის უფლება. რა არის მათი მიზანი, როცა ცდილობენ ჭეშმარიტება გამოგტყუონ და დაგზვერონ? მათი მიზანია შენზე კონტროლის მოპოვება; ეს ნათლად უნდა გააცნობიერო. ამიტომ, ნუ ილაპარაკებ ჭეშმარიტად მათთან. შენ უნდა გამონახო გზები, რომ მეტი დები და ძმები გააერთიანო, რათა ამხილოთ და უარყოთ და ჩამოაგდოთ ისინი საკუთარი პოზიციიდან და არასდროს დაუშვათ მათი წარმატება. ამოძირკვეთ ისინი ეკლესიიდან და აღკვეთეთ ყოველგვარი შანსი იმისა, რომ კვლავ არეულობა შეიტანონ და ძალაუფლება გამოიყენონ ღვთის სახლში.

ანტიქრისტეების მიერ ადამიანთა გულების დაზვერვა და დამორჩილება მკაცრი რეალობაა. ანტიქრისტეების არსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ასეთ საქმიანობაში ჩართვა მათთვის ბუნებრივი და საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვადასხვა ეკლესიაში ანტიქრისტეები ხშირად აგზავნიან თავიანთ ერთგულ პირებს, რათა შეაღწიონ დებისა და ძმების წრეში, მოიპოვონ ინფორმაცია და შეაგროვონ საიდუმლო ცნობები. ზოგჯერ, ინფორმაცია, რომელსაც ისინი აგროვებენ, საყოფაცხოვრებო წვრილმანებს ან ადამიანთა შორის შემთხვევით საუბრებს ეხება, რომლებსაც სულაც არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ანტიქრისტეები მუდამ დიდ აურზაურს ტეხენ ამ ამბების გამო და მათ აზროვნებისა და შეხედულებების რანგშიც კი აყალიბებენ, რათა დაუყოვნებლივ ჩასწვდნენ ადამიანთა ფიქრებსა და აზრებში მომხდარ ცვლილებებს. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ადვილად შეძლონ გარემოებებისა და თითოეული ადამიანის სიტუაციის კონტროლი, დროულად უპასუხონ თითოეულს. ანტიქრისტეები განსაკუთრებით კონკრეტულნი არიან თავიანთ ქმედებებში ძალაუფლებასა და სტატუსთან დაკავშირებით. რამდენად კონკრეტულნი? რაც შეეხება თითოეული ადამიანის შეხედულებას იმის შესახებ, თუ როგორ აგვარებენ საქმეებს, აგრეთვე მათ შეხედულებას მატერიალურ საგნებზე, ფულზე, სტატუსზე, ღვთის რწმენაზე, მოვალეობების შესრულებასა და სამსახურის მიტოვებაზე — მათ უნდათ, რომ ეს ყველაფერი საკუთარი ხუთი თითივით იცოდნენ. მას შემდეგ, რაც ყველაფერს კარგად შეიტყობენ, ანტიქრისტეები არ იყენებენ ჭეშმარიტებას ადამიანთა გამოსაკვებად, მათი მცდარი შეხედულებების შესაცვლელად ან პრობლემების მოსაგვარებლად. ამის ნაცვლად, ისინი მას იყენებენ საკუთარი სტატუსის, ძალაუფლებისა და სამფლობელოს მსახურებისთვის. სწორედ ეს არის ანტიქრისტეების მიერ ადამიანთა გულების დაზვერვისა და დამორჩილების მიზანი. ანტიქრისტეებისთვის, ყოველივე, რასაც აკეთებენ, მნიშვნელოვნი და ღირებული ჩანს, მაგრამ ყველა ეს, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი და ღირებული რამეები, სწორედ ღვთის მიერაა დაგმობილი. ისინი სწორედ რომ ღალატობენ ღმერთს და მტრობენ მას.

2020 წლის 7 ნოემბერი

წინა:  პუნქტი მეათე: ისინი აბუჩად იგდებენ ჭეშმარიტებას, ურცხვად ფეხქვეშ თელავენ პრინციპებს და უგულებელყოფენ ღვთის სახლის სამუშაო განაწესს (ნაწილი მეორე)

შემდეგი:  ექსკურსი მეოთხე: ანტიქრისტეთა ზნეობისა და მათი ხასიათი-არსის შეჯამება (ნაწილი პირველი)

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger