თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ ვითარდებოდა მთელი კაცობრიობა დღევანდელ დღემდე
ექვსი ათასი წლის განმავლობაში შესრულებული მთელი საქმე თანდათან იცვლებოდა ეპოქების ცვლილებასთან ერთად. ამ საქმეში ცვლილებები ეფუძნებოდა მსოფლიოს საერთო მდგომარეობას და მთლიანად კაცობრიობის განვითარების ტენდენციებს; მართვის საქმე შესაბამისად მხოლოდ თანდათან იცვლებოდა. ეს ყველაფერი დასაწყისიდანვე არ ყოფილა დაგეგმილი. სამყაროს შექმნამდე ან მისი შექმნიდან მალევე იეჰოვას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაგეგმილი საქმის პირველი ეტაპი — რჯულის ეპოქა; მეორე ეტაპი — მადლის ეპოქა; ან მესამე ეტაპი — დაპყრობის, ეპოქა, რომლის აღსრულებასაც ის დაიწყებდა მოაბის შთამომავლებით და შემდეგ დაიმორჩილებდა მთელ სამყაროს. სამყაროს შექმნის შემდეგ მას არასოდეს წარმოუთქვამს ეს სიტყვები და არც მოაბის შემდეგ უთქვამს ისინი; სინამდვილეში მას სართოდ არ წარმოუთქვამს ისინი ლოტამდე. ღვთის მთელი საქმე სპონტანურად სრულდება. ზუსტად ასე განვითარდა მისი ექვსიათასწლიანი მართვის მთელი საქმე; სამყაროს შექმნამდე მას არ შეუდგენია ისეთი გეგმა, როგორიცაა „კაცობრიობის განვითარების შემაჯამებელი სქემა”. თავის საქმეში ღმერთი პირდაპირ გამოხატავს იმას, რაც არის. ის არ იჭყლეტს ტვინს გეგმის შესამუშავებლად. რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრმა წინასწარმეტყველმა წარმოთქვა მრავალი წინასწარმეტყველება, მაგრამ მაინც არ შეიძლება ითქვას, რომ ღვთის საქმე ყოველთვის ზედმიწევნით იყო დაგეგმილი. ეს წინასწარმეტყველებები იმ დროის ღვთის საქმეს შეესაბამებოდა. ყველა საქმე, რომელსაც ის აღასრულებს, ყველაზე აქტუალურია. ის ახორციელებს მას თითოეული ეპოქის განვითარების შესაბამისად და იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ყველაფერი. მისთვის საქმის აღსრულება დაავადების სამკურნალოდ წამლის გამოყენებას ჰგავს; თავისი საქმის აღსრულებისას ის აკვირდება და დაკვირვების მიხედვით აგრძელებს მას. თავისი საქმის თითოეულ ეტაპზე ღმერთს შეუძლია გამოხატოს თავისი დიდი სიბრძნე და ძალა; ის ავლენს თავის უსაზღვრო სიბრძნესა და ავტორიტეტს კონკრეტული ეპოქაში აღსასრულებელი საქმის შესაბამისად და საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, ვინც ამ ეპოქაში დააბრუნა, დაინახოს მისი მთელი განგებულება. ის აკმაყოფილებს ადამიანთა საჭიროებებს იმ საქმის შესაბამისად, რომელიც უნდა აღსრულდეს თითოეულ ეპოქაში ასრულებს რა იმ საქმეს, რაც უნდა გააკეთოს. ის ადამიანებს აწვდის იმას, რაც მათ სჭირდებათ, იმის მიხედვით, თუ რამდენად გახრწნა ისინი სატანამ. ეს მსგავსია იმისა, როცა იეჰოვამ თავდაპირველად შექმნა ადამი და ევა — მან ეს გააკეთა იმისათვის, რომ ისინი ყოფილიყვნენ ღვთის სახე დედამიწაზე და დაემოწმებინათ ღმერთი მის ქმნილებებს შორის. თუმცა ევამ შესცოდა მას შემდეგ, რაც გველმა აცდუნა ის და ადამმაც იგივე ჩაიდინა; ბაღში ორივე მათგანმა ჭამა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი. ასე რომ, იეჰოვას დამატებითი საქმე უნდა აღესრულებინა მათთან მიმართებაში. მათი სიშიშვლის დანახვისას მან მათი სხეულები ცხოველის ტყავისგან დამზადებული სამოსით დაფარა. ამის შემდეგ მან უთხრა ადამს: „რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო... მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.” მან უთხრა ქალს: „სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე”. ამის შემდეგ მან ისინი ედემის ბაღიდან განდევნა და ბაღის გარეთ ცხოვრება აიძულა, ისევე როგორც თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს ახლა დედამიწაზე. როდესაც ღმერთმა თავდაპირველად შექმნა ადამიანი, მას არ ჰქონდა განზრახული, რომ ადამიანი შექმნის შემდეგ გველს ეცდუნებინა და შემდეგ დაეწყევლა ადამიანი და გველი. მას სინამდვილეში ასეთი გეგმა არ ჰქონია; უბრალოდ მოვლენების განვითარებამ მისცა მას ახალი საქმე თავის ქმნილებებს შორის აღსასრულბლად. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ეს საქმე ადამსა და ევას შორის დედამიწაზე აღასრულა, კაცობრიობა რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში აგრძელებდა განვითარებას, სანამ არ „დაინახა იეჰოვამ, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. ინანა იეჰოვამ, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა... მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი იეჰოვას თვალში. ამ დროს იეჰოვას კიდევ ახალი საქმე ჰქონდა აღსასრულებელი, რადგან მის მიერ შექმნილი კაცობრიობა გველის მიერ ცდუნების შემდეგ ზედმეტად ცოდვილი გახდა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მთელი კაცობრიობიდან იეჰოვამ ნოეს ოჯახი აირჩია გადასარჩენად და შემდეგ სამყაროს წარღვნით განადგურების საქმე შეასრულა. კაცობრიობა დღემდე ამგვარად ვითარდება, სულ უფრო და უფრო ირყვნება და როცა დადგება დრო და ადამიანის განვითარება პიკს მიაღწევს, ეს იქნება კაცობრიობის დასასრული. სამყაროს შექმნიდან მის აღსასრულამდე ღვთის საქმის ნამდვილი ისტორია ყოველთვის ასეთი იყო და ასეთი იქნება. ეს მსგავსია იმისა, თუ როგორ დაიყოფიან ადამიანები მათი კატეგორიების მიხედვით; შორს არის იმ შემთხვევისგან, რომ თითოეული ადამიანის ბედისწერა თავიდანვე იყოს განსაზღვრული, თუ რომელ კატეგორიაში მოხვდება. პირიქით, ყველა თანდათან მოხვდება შესაბამის კატეგორიაში მხოლოდ განვითარების პროცესის გავლის შემდეგ. საბოლოოდ, ვინც სრულ ხსნას ვერ მიიღებს, დაუბრუნდება თავის „წინაპრებს”. კაცობრიობასთან მიმართებაში ღვთის არც ერთი საქმე არ ყოფილა წინასწარ მომზადებული სამყაროს შექმნისას; პირიქით, მოვლენათა განვითარებამ მისცა ღმერთს საშუალება, ნაბიჯ-ნაბიჯ და უფრო რეალურად და პრაქტიკულად აღესრულებინა თავისი საქმე კაცობრიობასთან მიმართებაში. მაგალითად, ღმერთმა იეჰოვამ გველი არ შექმნა იმისათვის, რომ ქალი ეცდუნებინა; ეს არ იყო მისი კონკრეტული გეგმა და არც წინასწარ განზრახ არ განუსაზღვრავს. შეიძლება ითქვას, ეს მოულოდნელად მოხდა. სწორედ ამის გამო გააძევა იეჰოვამ ადამი და ევა ედემის ბაღიდან და დაიფიცა, რომ აღარასოდეს შექმნიდა ადამიანს. თუმცა ადამიანებმა ღვთის სიბრძნეს მხოლოდ ამის საფუძველზე დაინახეს. ზუსტად ისე, როგორც ადრე ვთქვი: „მე ჩემს სიბრძნეს სატანის ხრიკებზე დაყრდნობით ვავლენ.” რამდენადაც არ უნდა გაიხრწნას კაცობრიონა ან რამდენადაც არ უნდა აცდუნოს მას გველმა, იეჰოვას ინარჩუნებს თავის სიბრძნეს; ამგვარად, სამყაროს შექმნის შემდეგ ის მუდმივად აღასრულებს ახალ საქმეს და ამ საქმის არცერთი ეტაპი არასოდეს განმეორებულა. სატანა განუწყვეტლივ აწყობდა ხრიკებს, კაცობრიობას მუდმივად ხრწნიდა, ღმერთი იეჰოვა შეუჩერებლად აღასრულებდა თავის ბრძნულ საქმეს. სამყაროს შექმნის შემდეგ მას არასოდეს განუცდია მარცხი და არც არასოდეს შეუწყვეტავს მუშაობა. მას შემდეგ, რაც ადამიანები გახრწნა სატანამ, ის მათ შორის აგრძელებს მოქმედებას, რათა დაამარცხოს იგი — მტერი, რომელიც მათი გახრწნის წყაროა. ეს ბრძოლა დაიწყო სამყაროს შექმნისას და გაგრძელდება სამყაროს აღსარულამდე. ამდენი საქმის აღსრულებით, ღმერთმა იეჰოვამ არა მხოლოდ მისცა სატანის მიერ გახრწნილ ადამიანებს შესაძლებლობა, მიეღოთ მისი დიდი ხსნა, არამედ მათ აჩვენა თავისი სიბრძნე, ყოვლისშემძლეობა და ავტორიტეტი. უფრო მეტიც, ბოლოს ის მათ დაანახებს თავის სამართლიან განგებას — ბოროტთა დასჯასა და კეთილთა დაჯილდოებას. ის დღემდე ებრძვის სატანას და არასოდეს დამარცხებულა. ეს იმიტომ, რომ ის ბრძენი ღმერთია და თავის სიბრძნეს სატანის ხრიკებზე დაყრდნობით იყენებს. ამიტომ ღმერთი არა მხოლოდ ზეცაში არსებულ არსებებს მოაქცევს თავისი ძალაუფლების ქვეშ, არამედ დედამიწის ბინადათართაც აიძულებს, მის ფეხქვეშ განერთხან და რაც მთავარია, ბოროტ სულებს, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში იჭრებიან და ავიწროებენ, სასჯელს მოუვლენს. მთელი ამ საქმის შედეგები მისი სიბრძნით მიიღწევა. კაცობრიობის არსებობამდე მას არასოდეს გამოუჩენია თავისი სიბრძნე, რადგან არც ზეცაში, არც დედამიწაზე და არც მთელ სამყაროში არ ჰყავდა მტერი და არც ბნელი ძალების შემოჭრა რ ხდებოდა. მას შემდეგ, რაც მთავარანგელოზმა უღალატა უფალს, მან დედამიწაზე შექმნა კაცობრიობა და სწორედ კაცობრიობის გამო ოფიციალურად დაიწყო მისი ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომი სატანასთან, მთავარანგელოზთან, რომელიც ყოველი შემდგომი ეტაპისას უფრო მწვავდება. მისი ყოვლისშემძლეობა და სიბრძნე თითოეულ ამ ეტაპზე ჩანს. მხოლოდ მაშინ იხილა ზეცისა და დედამიწის ყველა ბინადარმა ღვთის სიბრძნე, ყოვლისშემძლეობა და განსაკუთრებით — მისი პრაქტიკულობა. ის დღემდე აღასრულებს თავის საქმეს იმავე პრაქტიკულობით; უფრო მეტიც, საქმის აღსრულებისას ასევე ამჟღავნებს თავის სიბრძნესა და ყოვლისშემძლეობას. ის გაძლევთ საშუალებას დაინახოთ საქმის თითოეული ეტაპის რეალური ისტორია, ზუსტად გაიგოთ, როგორ ახსნათ ღვთის ყოვლისშემძლეობა და, უფრო მეტიც, მიიღოთ ღვთის პრაქტიკულობის მკაფიო განმარტება.
იუდას მიერ იესოს ღალატთან დაკავშირებით, ზოგიერთი ადამიანი სვამს კითხვას: ნუთუ ეს არ იყო წინასწარ განსაზღვრული სამყაროს შექმნამდე? სინამდვილეში ეს სულიწმიდამ დაგეგმა იმ დროის რეალობიდან გამომდინარე. უბრალოდ მოხდა ისე, რომ არსებობდა კაცი სახელად იუდა, რომელიც ყოველთვის იპარავდა ფულს; ამიტომ სწორედ ის იქნა არჩეული ამ როლის შესასრულებლად და ამის განსახორციელებლად. ეს იყო ადგილობრივი რესურსების გამოყენების ნამდვილი მაგალითი. იესომ თავდაპირველად ამის შესახებ არ იცოდა; მან ეს მხოლოდ მოგვიანებით, იუდას გამოვლენის შემდეგ შეიტყო. სხვა ვინმეს რომ შეძლებოდა ამ როლის შესრულება, მაშინ ის შეასრულებდა მას იუდას ნაცვლად. წინასწარ განსაზღვრული იყო ფაქტობრივად ის, რაც სულიწმიდამ იმ მომენტში განახორციელა. სულიწმიდის საქმე ყოველთვის სპონტანურად აღესრულება; მას შეუძლია თავისი საქმე დაგეგმოს ნებისმიერ დროს და განახორციელოს ნებისმიერ დროს. რატომ ვამბობ ყოველთვის, რომ სულიწმიდის საქმე რეალისტურია, ყოველთვის ახალია, არასოდეს ძველი და უმაღლესად სიახლით სავსე? მისი საქმე არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი სამყაროს შექმნისას; ასე ნამდვილად არ მომხდარა! ყოველი ეტაპი აღწევს შესაბამის შედეგს თავისი დროისთვის, და ეს ეტაპები ერთმანეთის მიმდინარეობას არ არღვევს. ხშირად, გეგმები, რომლებიც თქვენ შეიძლება გქონდეთ გონებაში, სრულიად შეუდარებელია სულიწმიდის უახლეს საქმესთან. მისი საქმე არ არის ისეთი მარტივი, როგორც ადამიანი განსჯით მიიჩნევს, და არც ისეთი რთული, როგორც ადამიანი წარმოსახვით ფიქრობს. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას ადამიანებს მიეწოდოს ის, რაც მათ იმ მომენტში სჭირდებათ. არავინ იცის ადამიანთა არსი ისე ნათლად, როგორც მან; და სწორედ ამიტომ, ვერაფერი შეესაბამება ადამიანების რეალურ საჭიროებებს ისე ზუსტად, როგორც მისი საქმე. ამიტომ, ადამიანური თვალსაზრისით, მისი საქმე თითქოს რამდენიმე ათასწლეულით ადრეა დაგეგმილი. როცა ის ახლა თქვენ შორის მოქმედებს, მუშაობს და საუბრობს, და თან აკვირდება თქვენს მდგომარეობას, მას ყოველთვის აქვს ზუსტად შესაფერისი სიტყვები თითოეული მდგომარეობისთვის. ის ამბობს სწორედ იმას, რაც ადამიანებს სჭირდებათ. ავიღოთ მისი საქმის პირველი ეტაპი — განსჯის დრო. ამის შემდეგ ღმერთმა განაგრძო თავისი საქმე იმის მიხედვით, რაც ადამიანებმა გამოავლინეს: მათი ურჩობა, მათში წარმოქმნილი დადებითი მდგომარეობები და უარყოფითი მდგომარეობები, აგრეთვე ის ყველაზე დაბალი ზღვარი, სადამდეც ადამიანები შეიძლებოდა დაცემულიყვნენ, როდესაც ეს უარყოფითი მდგომარეობები გარკვეულ ზღვარს აღწევდა. მან ისარგებლა ამ გარემოებებით, რათა თავისი საქმიდან გაცილებით უკეთესი შედეგი მიეღო. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ადამიანებს შორის განმამტკიცებელ საქმეს ასრულებს მათი მოცემული დროის მდგომარეობის მიხედვით; თავისი საქმის თითოეულ ნაბიჯს იგი ადამიანთა რეალური მდგომარეობების შესაბამისად ახორციელებს. ყველა ქმნილება მის ხელშია — როგორ შეიძლება, რომ მათ არ იცნობდეს? ღმერთი მომდევნო ნაბიჯს, რომელიც უნდა შესრულდეს, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას ადამიანთა მდგომარეობის შესაბამისად ახორციელებს. უხსოვარი დროიდან მოყოლებული ეს საქმე არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა წინასწარ განსაზღვრული — ეს ადამიანური წარმოდგენაა! ღმერთი მოქმედებს თავისი საქმის შედეგებზე დაკვირვებით და მისი საქმე განუწყვეტლივ ღრმავდება და ვითარდება; ყოველ ჯერზე, როდესაც თავისი საქმის შედეგებს აკვირდება, იგი ახორციელებს შემდეგ ეტაპს. იგი მრავალ საშუალებას იყენებს ახალ ეტაპზე თანდათანობით გადასვლისა და დროთა განმავლობაში ადამიანებისთვის თავისი ახალი საქმის გასამჟღავნებლად. მუშაობის ეს გზა ადამიანთა საჭიროებებს აკმაყოფილებს, რადგან ღმერთი ადამიანებს სრულყოფილად იცნობს. ასე ახორციელებს იგი თავის საქმეს ზეციდან. ანალოგიურად, განკაცებული ღმერთიც იმავე წესით მოქმედებს — რეალური გარემოებების შესაბამისად აწყობს საქმეს და ადამიანთა შორის ასრულებს მას. მისი არცერთი საქმე არ ყოფილა მოწყობილი სამყაროს შექმნამდე და არც წინასწარ ზედმიწევნით დაგეგმილი. სამყაროს შექმნიდან ორი ათასი წლის შემდეგ, როდესაც იეჰოვამ იხილა, რომ კაცობრიობა ძლიერ გახრწნილიყო, მან წინასწარმეტყველ ისაიას პირით იწინასწარმეტყველა, რომ რჯულის ეპოქის დასრულების შემდეგ იგი მადლის ეპოქაში კაცობრიობის ცოდვებისგან გამოსყიდვის საქმეს აღასრულებდა. ეს, რა თქმა უნდა, იეჰოვას განზრახვა იყო, მაგრამ ეს გეგმაც იმ გარემოებებზე დაყრდნობით შემუშავდა, რომლებსაც იმ დროს აკვირდებოდა; მას ეს აზრი ადამის შექმნისთანავე არ გაუჩნდა. ისაიამ მხოლოდ იწინასწარმეტყველა, თუმცა იეჰოვას რჯულის ეპოქაში წინასწარ არ შეუმზადებია ეს საქმე; პირიქით, მან იგი მადლის ეპოქის დასაწყისში წამოიწყო, როდესაც იოსების სიზმარში მაცნე გამოეცხადა და აუწყა, რომ ღმერთი განკაცდებოდა. სწორედ მაშინ დაიწყო მისი განკაცების საქმე. ღმერთს, როგორც ადამიანები წარმოიდგენენ, სამყაროს შექმნისთანავე არ მოუმზადებია თავისი განკაცების საქმე; ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კაცობრიობის განვითარებიდან და სატანასთან ბრძოლის მდგომარეობიდან გამომდინარე.
როდესაც ღმერთი განკაცდება, მისი სულის გარდამოსვლა ხდება ადამიანზე; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთის სული იმოსება ფიზიკური სხეულით. იგი მოდის, რათა თავისი საქმე აღასრულოს დედამიწაზე და არა წინასწარ განსაზღვრული, შეზღუდული ნაბიჯების გადასადგმელად; მისი საქმე აბსოლუტურად შეუზღუდავია. სულიწმიდის მიერ ხორციელად აღსასრულებელი საქმე კვლავ მისი საქმის შედეგებით განისაზღვრება და სწორედ ამ შედეგების მიხედვით წყვეტს იგი, თუ რამდენი ხნის განმავლობაში აღასრულებს თავის საქმეს ხორციელად ყოფნისას. სულიწმიდა უშუალოდ ამჟღავნებს თავისი საქმის თითოეულ ეტაპს და გზადაგზა ამოწმებს მას; ეს საქმე სულაც არ არის რაიმე ზებუნებრივი, რომ ადამიანური წარმოსახვის საზღვრებს სცდებოდეს. ეს ჰგავს იეჰოვას მიერ ცისა და მიწის და ყოველივე არსებულის შექმნის საქმეს: იგი ერთდროულად გეგმავდა და მოქმედებდა. მან ერთმანეთისგან განაცალკევა ნათელი და ბნელი და იყო საღამო და იყო დილა — ამას ერთი დღე დასჭირდა. მეორე დღეს მან შექმნა ცა, და ამასაც ერთი დღე დასჭირდა; შემდეგ შექმნა მიწა, ზღვები და ყველა ქმნილება, რომლებიც მათში დაასახლა — ამას კიდევ ერთი დღე დასჭირდა. ასე გაგრძელდა მეექვსე დღემდე, როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი და მისცა მას დედამიწაზე ყველაფრის მართვის უფლება. ხოლო მეშვიდე დღეს, როცა მან დაასრულა ყოველივეს შექმნა, დაისვენა. ღმერთმა აკურთხა მეშვიდე დღე და გამოაცხადა იგი წმიდა დღედ. მან გადაწყვიტა ამ წმინდა დღის დაწესება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე შექმნა ყველაფერი და არა მანამდე. ეს საქმეც სპონტანურად აღსრულდა; ყოველივეს შექმნამდე მას არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სამყარო ექვს დღეში შეექმნა და მეშვიდე დღეს დაესვენა — ეს საერთოდ არ შეესაბამება ფაქტებს. მას მსგავსი რამ არ უთქვამს და არც დაუგეგმავს. მას არავითარ შემთხვევაში არ განუცხადებია, რომ ყოველივეს შექმნა მეექვსე დღეს დასრულდებოდა და მეშვიდე დღეს დაისვენებდა; პირიქით, ის ქმნიდა იმის მიხედვით, რასაც იმ დროს სწორად თვლიდა. როდესაც მან ყველაფერი დაასრულა, უკვე მეექვსე დღე იყო. მეხუთე დღეს რომ დაესრულებინა ყველაფრის შექმნა, მაშინ მეექვსე დღეს გამოაცხადებდა წმინდა დღედ. მაგრამ რადგანაც მან მართლაც მეექვსე დღეს დაასრულა ყოველივეს შექმნა, მეშვიდე დღე გახდა წმინდა დღე და ეს დღემდე ასე მოვიდა. ამიტომ, მისი დღევანდელი საქმეც სწორედ ამგვარად სრულდება. იგი საუბრობს და აკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს თქვენი მდგომარეობების შესაბამისად. ანუ სულიწმიდა ლაპარაკობს და მოქმედებს ადამიანთა გარემოებათა მიხედვით; იგი ყველაფერს გულდასმით ამოწმებს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას მოქმედებს. ის, რასაც მე ვაკეთებ, ვამბობ, რასაც თქვენ გაკისრებთ და გიბოძებთ, გამონაკლისის გარეშე, არის სწორედ ის, რაც თქვენ გჭირდებათ. ამიტომ ჩემი არცერთი საქმე არ არის რეალობას მოწყვეტილი; ყველაფერი პრაქტიკულია, რადგან თქვენ ყველამ იცით, რომ „ღმერთის სული ყოველივეს გულდასმით ამოწმებს.” ეს ყველაფერი წინასწარ რომ ყოფილიყო გადაწყვეტილი, განა ძალიან შაბლონური და სტანდარტული არ იქნებოდა? თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთმა ექვსი ათასწლეულის გეგმა შეადგინა და შემდეგ წინასწარ განსაზღვრა, რომ კაცობრიობა იქნებოდა მეამბოხე, წინააღმდეგობის გამწევი, ცრუ და მატყუარა, რომ იქნებოდა ხორციელად გახრწნილი, სატანური ბუნების, თვალთა გულისთქმასა და სიამოვნებაში ჩაძირული. ამათგან არცერთი არ ყოფილა ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრული; ეს ყველაფერი სატანის გახრწნილების შედეგად მოხდა. ზოგმა შეიძლება თქვას: „ნუთუ სატანაც ღმერთის ხელში არ იყო? ნუთუ ღმერთმა წინასწარ არ განსაზღვრა, რომ სატანა ამგვარად გახრწნიდა ადამიანს და შემდეგ ღმერთმა აღასრულა თავისი საქმე კაცთა შორის?” ნუთუ ღმერთი მართლაც წინასწარ განსაზღვრა, რომ სატანა კაცობრიობას გახრწნიდა? ღმერთს მხოლოდ და მხოლოდ ის სურს, რომ ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ ნუთუ იგი თავად დაარღვევდა მათ ცხოვრებას? თუ ასე იქნებოდა, განა სატანის დამარცხება და კაცობრიობის ხსნა ამაო არ იქნებოდა? როგორ შეიძლებოდა კაცობრიობის ურჩობა წინასწარ ყოფილიყო განსაზღვრული? ეს მოხდა სატანის ჩარევის შედეგად; მაშ, როგორ შეიძლება ეს ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრული ყოფილიყო? ღვთის ხელში მყოფი სატანა, რომელსაც თქვენ წარმოიდგენთ, ძალიან განსხვავდება ღვთის ხელში მყოფი სატანისგან, რომელზეც მე ვსაუბრობ. თქვენი სიტყვების მიხედვით, რომ „ღმერთი ყოვლისშემძლეა და სატანა მის ხელშია”, სატანა მას ვერასოდეს უღალატებდა. განა თქვენ არ ამბობთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა? თქვენი ცოდნა ზედმეტად აბსტრაქტულია და რეალობას მოწყვეტილი; ადამიანს არასოდეს შეუძლია ჩასწვდეს ღმერთის აზრებს და ვერასოდეს შეიცნობს სრულად მის სიბრძნეს! ღმერთი ყოვლისშემძლეა. ეს სრულიად ჭეშმარიტებაა. მთავარანგელოზმა უღალატა ღმერთს იმიტომ, რომ ღმერთმა თავდაპირველად მას მისცა გარკვეული ძალაუფლება. ეს, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ისევე, როგორც მაშინ, როცა ევა გველის ცდუნებას დაჰყვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ღალატობს სატანა უფალს, იგი მაინც ვერასოდეს გახდება ღმერთივით ყოვლისშემძლე. როგორც თქვენ თქვით, სატანა უბრალოდ ძლიერია. რასაც არ უნდა აკეთებდეს, ღვთის ძალაუფლება ყოველთვის დაამარცხებს მას. სწორედ ეს არის ამ გამოთქმის ნამდვილი მნიშვნელობა: „ღმერთი ყოვლისშემძლეა და სატანა მის ხელშია.” ამიტომ, სატანასთან ომი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. უფრო მეტიც, ღმერთი თავის საქმეს გეგმავს სატანის ხრიკების საპასუხოდ — ანუ მას მოაქვს ხსნა კაცობრიობისთვის და ავლენს თავის ყოვლისშემძლეობასა და სიბრძნეს იმგვარად, რაც მოცმულ ხანას შეეფერება. ანალოგიურად, უკანასკნელი დღეების საქმეც არ ყოფილა წინასწარ განსაზღვრული მადლის ხანამდე დიდი ხნით ადრე; ყველაფერი ასე მოწესრიგებულად არ არის განსაზღვრული: პირველი, ადამიანის გარეგანი ბუნების შეცვლა; მეორე, ადამიანის დამორჩილება ღვთის სასჯელისა და განსაცდელებისადმი; მესამე, ადამიანის მიერ განსაცდელის გავლა სიკვდილის ჟამს; მეოთხე, ადამიანის მიერ ღვთის სიყვარულის ჟამის განცდა და შექმნილი არსების მტკიცე გადაწყვეტილების გამოხატვა; მეხუთე, ადამიანისთვის საშუალების მიცემა, დაინახოს ღვთის ზრახვები და სრულად შეიცნოს იგი და ბოლოს, ადამიანის სრულყოფა. მან ეს ყველაფერი მადლის ხანაში არ დაგეგმა; პირიქით, მან მათი დაგეგმვა დაიწყო ამჟამინდელ ეპოქაში. სატანაც მოქმედებს და ღმერთიც. სატანა გამოხატავს თავის გახრწნილ ბუნებას, ხოლო ღმერთი პირდაპირ საუბრობს და ავლენს არსებით საკითხებს. ეს არის ის საქმე, რომელსაც დღეს აღასრულებს უფალი და იყენებს იგივე პრინციპს, რომელსაც დიდი ხნის წინ, სამყაროს შექმნის შემდეგ იყენებდა.
თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ადამი და ევა და შემდეგ კი - გველი. ყოველივე არსებულს შორის ეს გველი ყველაზე შხამიანი იყო. მისი სხეული შეიცავდა შხამს, რომელიც სატანამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა. სწორედ გველმა აცდუნა ევა, რომ ცოდვა ჩაედინა. ადამმა ევას შემდეგ შესცოდა და მათ შეძლეს კეთილისა და ბოროტის გარჩევა. თუ იეჰოვამ იცოდა, რომ გველი ევას აცდუნებდა, ევა კი — ადამს, მაშინ რატომ მიუჩინა ბაღში ადგილი მათ ყველას? თუ მას შეეძლო ამ ყველაფრის წინასწარმეტყველება, რატომ შექმნა გველი და რატომ დაასახლა ის ედემის ბაღში? რატომ იყო ედემის ბაღში კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი? ნუთუ მას სურდა, რომ მათ ეს ნაყოფი ეჭამათ? როდესაც იეჰოვა მოვიდა, ვერც ადამმა და ვერც ევამ ვერ გაბედეს მასთან დაპირისპირება და მხოლოდ მაშინ გაიგო იეჰოვამ, რომ მათ ეჭამათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი და გველის მზაკვრობის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. ბოლოს მან დასწყევლა გველი, ასევე დასწყევლა ადამი და ევაც. როდესაც მათ ხის ნაყოფი იგემეს, იეჰოვამ საერთოდ არ იცოდა, რომ ისინი ამას აკეთებდნენ. ადამიანები იმდენად გაიხრწნენ, რომ ბოროტები და გარყვნილები გახდნენ და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ყველაფერი, რასაც გულში ატარებდნენ, იყო ბოროტი, უსამართლო და უწმინდური. ამიტომ იეჰოვამ ინანა ადამიანის შექმნა. ამის შემდეგ მან წარღვნით გაანადგურა სამყარო, რასაც მხოლოდ ნოე და მისი ვაჟები გადაურჩნენ. ზოგიერთი რამ სინამდვილეში არ არის ისეთი ამაღლებული და ზებუნებრივი, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ. ზოგი კითხვას სვამს: „თუ ღმერთმა იცოდა, რომ მთავარანგელოზი უღალატებდა, რატომ შექმნა იგი?” აი, ფაქტები: სანამ დედამიწა იარსებებდა, მთავარანგელოზი ზეციურ ანგელოზთა შორის უდიადესი იყო. მას ჰქონდა ძალაუფლება ზეცაში ყველა ანგელოზზე ეს იყო ხელმწიფება, რომელიც ღმერთმა მას მიანიჭა. ღვთის შემდეგ ის იყო უდიადესი ზეციურ ანგელოზთა შორის. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ღმერთმა კაცობრიობა შექმნა, დედამიწაზე მთავარანგელოზმა კიდევ უფრო დიდი ღალატი ჩაიდინა ღვთის წინაშე. ვამბობ, რომ მან უღალატა ღმერთს, რადგან სურდა თავად ემართა კაცობრიობა და ღმერთზე უფრო დიდი ხელმწიფება მოეხვეჭა. სწორედ მთავარანგელოზმა აცდუნა ევა, რომ ცოდვა ჩაედინა, რადგან სურდა, დედამიწაზე საკუთარი სამეფო დაემყარებინა და ადამიანებს ღვთისთვის ეღალატათ და ღმერთის ნაცვლად მას დამორჩილებოდნენ. მთავარანგელოზმა დაინახა, რომ შესაძლებელი იყო ამდენი რამ დამორჩილებოდა მას — ანგელოზები და დედამიწაზე მყოფი ადამიანებიც. ფრინველები და მხეცები, ხეები, ტყეები, მთები, მდინარეები და ყოველივე დედამიწაზე ადამიანების — ანუ ადამისა და ევას მეთვალყურეობის ქვეშ იყო, ხოლო ადამი და ევა მთავარანგელოზს ემორჩილებოდნენ. ამიტომ მთავარანგელოზს გაუჩნდა სურვილი, აღმატებოდა ღვთის ხელმწიფებას და ეღალატა მისთვის. ამის შემდეგ მან მრავალი ანგელოზი აიყოლია ღვთის ღალატში, რომლებიც მოგვიანებით სხვადასხვა სახის უწმინდურ სულებად იქცნენ. განა კაცობრიობის დღევანდელი განვითარება მთავარანგელოზის მიერ მოტანილმა გახრწნილებამ არ გამოიწვია? ადამიანები დღეს მხოლოდ იმიტომ არიან ასეთები, რომ მთავარანგელოზმა უღალატა ღმერთს და გახრწნა კაცობრიობა. ეს ეტაპობრივი საქმე სულაც არ არის ისეთი აბსტრაქტული და მარტივი, როგორც ადამიანებს ჰგონიათ. სატანამ ღალატი გარკვეული მიზეზის გამო ჩაიდინა, თუმცა ადამიანებს არ შეუძლიათ ასეთი მარტივი ფაქტის გაგება. რატომ შექმნა ღმერთმა, რომელმაც შექმნა ცა, მიწა და ყოველივე არსებული, ასევე სატანაც? თუ ღმერთს ასე სძულს სატანა და სატანა მისი მტერია, რატომ შექმნა იგი? სატანის შექმნით განა მან მტერი არ შექმნა? სინამდვილეში ღმერთს მტერი არ შეუქმნია. მან შექმნა ანგელოზი, რომელმაც მოგვიანებით უღალატა მას. მისი სტატუსი ისე გაიზარდა, რომ ღვთის ღალატი მოისურვა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დამთხვევაც და გარდაუვალობაც. ეს ჰგავს იმას, როდესაც ადამიანი გარკვეულ ასაკს მიაღწევს და მისი სიკვდილი გარდაუვალია. მოვლენები უბრალოდ ამ ეტაპამდე განვითარდა. ზოგიერთი გონარეული სულელი ამბობს: „თუ სატანა შენი მტერია, რატომ შექმენი იგი? ნუთუ არ იცოდი, რომ მთავარანგელოზი გიღალატებდა? განა ვერ განჭვრეტ უკუნითი უკუნითი უკუნისამდე? ნუთუ არ იცოდი მთავარანგელოზის ბუნება? თუ ნათლად იცოდი, რომ გიღალატებდა, რატომ აქციე იგი მთავარანგელოზად? მან არა მხოლოდ გიღალატა, არამედ ამდენი სხვა ანგელოზიც აიყოლია და მოკვდავთა სამყაროში დაეშვა კაცობრიობის გასახრწნელად, შენ კი დღემდე ვერ დაასრულე შენი ექვსიათასწლიანი მართვის გეგმა”. განა ეს სიტყვები სწორია? როდესაც ასე ფიქრობ, განა იმაზე მეტ საფიქრალს არ უჩენ საკუთარ თავს, ვიდრე საჭიროა? სხვები ამბობენ: „სატანას დღემდე რომ არ ეხრწნა კაცობრიობა, ღმერთი ასეთ ხსნას არ მოუტანდა ადამიანებს. ამგვარად, ღვთის სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა უხილავი დარჩებოდა. სად გამოვლინდებოდა მისი სიბრძნე? ამიტომ ღმერთმა შექმნა კაცობრიობა სატანისთვის, რათა მოგვიანებით გამოევლინა თავისი ყოვლისშემძლეობა. სხვაგვარად როგორ აღმოაჩენდა ადამიანი ღვთის სიბრძნეს? ადამიანი რომ არ შეწინააღმდეგებოდა ღმერთს ან არ აჯანყებულიყო მის წინააღმდეგ, მისი საქმეების გამოვლენა საჭირო აღარ იქნებოდა. ყველა შექმნილ არსებას რომ თაყვანი ეცა მისთვის და დამორჩილებოდა, ღმერთს აღარაფერი ექნებოდა გასაკეთებელი”. ეს კიდევ უფრო შორს არის რეალობისგან, რადგან ღმერთში არაფერია უწმინდური, ამიტომ მას არ შეუძლია შექმნას უწმინდურება. ის თავის საქმეებს ახლა მხოლოდ იმისთვის ავლენს, რომ დაამარცხოს თავისი მტერი, გადაარჩინოს მის მიერ შექმნილი ადამიანები და დაამარცხოს დემონები და სატანა, რომელთაც სძულთ, ღალატობენ და ეწინააღმდეგებიან ღმერთს და რომლებიც თავდაპირველად მისი მფარველობის ქვეშ იყვნენ და მას ეკუთვნოდნენ. ღმერთს სურს, დაამარცხოს ეს დემონები და ამით გამოავლინოს თავისი ყოვლისშემძლეობა ყოველივე არსებულის წინაშე. კაცობრიობა და ყოველივე დედამიწაზე ახლა სატანის ძალაუფლების ქვეშაა და ბოროტების ხელშია. ღმერთს სურს გამოავლინოს თავისი საქმეები ყოველივე არსებულის წინაშე, რათა ადამიანებმა შეიცნონ იგი, ამით დაამარცხოს სატანა და საბოლოოდ სძლიოს თავის მტრებს. მთელი ეს საქმე მისი ქმედებების გამომჟღავნებით სრულდება. მისი ყველა ქმნილება სატანის ძალაუფლების ქვეშაა, ამიტომ ღმერთს სურს, გამოავლინოს თავისი ყოვლისშემძლეობა მათ წინაშე და ამით დაამარცხოს სატანა. სატანა რომ არ ყოფილიყო, მას არ დასჭირდებოდა თავისი საქმეების გამოვლენა. სატანის მიერ ხელისშეშლა რომ არა, ღმერთი შექმნიდა კაცობრიობას და წარუძღვებოდა მას ედემის ბაღში საცხოვრებლად. რატომ არასოდეს გაუმხილა ღმერთმა თავისი ყველა საქმე ანგელოზებს ან მთავარანგელოზს სატანის ღალატამდე? თავიდანვე ყველა ანგელოზს და მთავარანგელოზს რომ შეეცნო ღმერთი და დამორჩილებოდა მას, მაშინ ღმერთი არ განახორციელებდა ამ საზრისს მოკლებულ ქმედებებს. სატანისა და დემონების არსებობის გამო ადამიანებიც დაუპირისპირდნენ ღმერთს და აღივსნენ მეამბოხე სულისკვეთებით. ამიტომ ღმერთს სურს თავისი საქმეების გაცხადება. რადგან მას სურს ომი აწარმოოს სატანის წინააღმდეგ, მან უნდა გამოიყენოს თავისი ხელმწიფება და ყველა თავისი ქმედება მის დასამარცხებლად. ამგვარად, ხსნის სამუშაო, რომელსაც ის ადამიანებს შორის ასრულებს, მათ დაანახვებს მის სიბრძნესა და ყოვლისშემძლეობას. საქმე, რომელსაც ღმერთი დღეს ასრულებს, საზრისით სავსეა და არაფრით ჰგავს იმას, რასაც ზოგიერთი ადამიანი გულისხმობს, როდესაც ამბობს: „განა წინააღმდეგობრივი არ არის საქმე, რომელსაც აკეთებ? განა ამ საქმეთა თანმიმდევრობა მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაბრკოლებების შექმნა არ არის? შენ შექმენი სატანა და შემდეგ ნება დართე, ეღალატა და დაგპირისპირებოდა. შენ შექმენი ადამიანები და შემდეგ სატანას გადაეცი, დაუშვი ადამისა და ევას ცდუნება. რადგან ეს ყველაფერი განზრახ გააკეთე, რატომ გძულს კაცობრიობა? რატომ გძულს სატანა? განა ეს ყველაფერი შენივე შექმნილი არ არის? რა გაქვს საძულველი?” საკმაოდ ბევრი გონარეული ადამიანი ამბობს მსგავს რამეებს. მათ სურთ უყვარდეთ ღმერთი, მაგრამ გულის სიღრმეში მასზე ჩივიან. რა დიდი წინააღმდეგობაა! შენ არ გესმის ჭეშმარიტება, ზედმეტად ბევრი ზებუნებრივი აზრი გაწუხებს და იმასაც კი ამბობ, რომ ღმერთმა შეცდომა დაუშვა — რა გონებაარეული ხარ! ეს შენ ამახინჯებ ჭეშმარიტებას და არა ის, რომ ღმერთმა დაუშვა შეცდომა! ზოგიერთი ადამიანი კვლავ და კვლავ ჩივის: „სწორედ შენ შექმენი სატანა, შენ გადმოაგდე სატანა ადამიანებს შორის და მათზე ხელმწიფება გადაეცი. როდესაც ადამიანები სატანური ხასიათით აღივსნენ, შენ არ აპატიე მათ. პირიქით, გარკვეულწილად შეიძულე ისინი. თავიდან გარკვეულწილად გიყვარდა ისინი, ახლა კი გძულს. შენ ხარ ის, ვინც შეიძულა კაცობრიობა, მაგრამ შენვე ხარ ის, ვინაც შეიყვარა კაცობრიობა. რა ხდება სინამდვილეში? განა ეს წინააღმდეგობა არ არის?” მიუხედავად იმისა, თუ როგორ უყურებთ ამას, სწორედ ეს მოხდა ზეცაში; სწორედ ასე უღალატა მთავარანგელოზმა ღმერთს და გაიხრწნა კაცობრიობა. ასე აგრძელებენ ადამიანები დღემდე. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩამოაყალიბებთ ამას, მთელი ისტორია ეს არის. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ იმ საქმის მთელი მიზანი, რომელსაც ღმერთი დღეს აღასრულებს, თქვენს გადარჩენასა და სატანის დამარცხებაში მდგომარეობს.”
იმის გამო, რომ ანგელოზები განსაკუთრებით სუსტნი იყვნენ და არავითარი განსაკუთრებული უნარები არ გააჩნდათ, როგორც კი ძალაუფლება მიეცათ, მაშინვე ამპარტავნები გახდნენ. ეს განსაკუთრებით ეხებოდა მთავარანგელოზს, რომლის სტატუსიც ნებისმიერ სხვა ანგელოზზე მაღალი იყო. ის იყო ანგელოზთა მეფე, რომელიც მილიონობით მათგანს წინამძღოლობდა და იეჰოვას დაქვემდებარებაში მისი ძალაუფლება აღემატებოდა ყველა სხვა ანგელოზისას. მას სურდა ამისა და ამის კეთება, სურდა ანგელოზთა გაძღოლა კაცთა შორის, რათა სამყარო გაეკონტროლებინა. ღმერთმა თქვა, რომ სამყაროს განმგებელი თავად არის; მაგრამ მთავარანგელოზმა განაცხადა, რომ სამყაროს ის განაგებდა. სწორედ მაშინ უღალატა მან ღმერთს. ღმერთმა შექმნა სხვა სამყარო ზეცაში, მთავარანგელოზს კი სურდა ამ სამყაროს გაკონტროლება და ასევე მოკვდავთა სამყაროში ჩამოსვლა. განა დაუშვებდა ღმერთი ამას? ამიტომ, მან დაამხო მთავარანგელოზი და ციდან გადმოაგდო. მას შემდეგ, რაც დამხობილმა მთავარანგელოზმა ადამიანები გახწნა, ღმერთი ებრძვის მას ადამიანების გადასარჩენად; მან ექვსი ათასწლეული გამოიყენა მის დასამარცხებლად. თქვენი წარმოდგენა ყოვლისშემძლე ღმერთზე შეუთავსებელია იმ საქმესთან, რომელსაც ღმერთი ამჟამად ახორციელებს. ეს სრულიად არაპრაქტიკულია და დიდწილად მცდარია! სინამდვილეში, მხოლოდ მთავარანგელოზის ღალატის შემდეგ გამოაცხადა იგი ღმერთმა თავის მტრად. მხოლოდ მისი ღალატის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა მოკვდავთა სამყაროში მოსვლის შემდეგ კაცობრიობა ფეხქვეშ გათელა და სწორედ ამან განაპირობა კაცობრიობის განვითარება აქამდე. მას შემდეგ, რაც ეს მოხდა, ღმერთმა აღუთქვა სატანას: „მე დაგამარცხებ და ვიხსნი ყველა ადამიანს, ვინც კი შევქმენი”. თავიდან სატანამ, რომელიც დარწმუნებული არ იყო. უპასუხა: „რა შეგიძლია მე მიყო? მართლა შეგიძლია ციდან გადამაგდო? მართლა შეგიძლია ჩემი დამარცხება?” მას შემდეგ, რაც ღმერთმა იგი ციდან გადმოაგდო, მან აღარ მიაქცია ყურადღება მთავარანგელოზს, მოგვიანებით კი დაიწყო კაცობრიობის გადარჩენა და საკუთარი საქმის აღსრულება სატანის მიერ მუდმივად შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად. სატანას შეეძლო ამისა და იმის გაკეთება, მაგრამ ეს ყველაფერი იმ ძალის წყალობით იყო, რომელიც მას ადრე ღმერთმა მიანიჭა. მან ეს ძალა თან წაიღო და დღემდე ინარჩუნებს. როდესაც ღმერთმა მთავარანგელოზი ციდან გადმოაგდო, მისთვის ძალა არ წაურთმევია, ამიტომ სატანამ განაგრძო კაცობრიობის გახრწნა. ღმერთმა კი, მეორე მხრივ, დაიწყო კაცობრიობის გადარჩენა, რომელიც სატანამ მათი შექმნისთანავე გახრწნა. ღმერთს თავისი საქმეები ზეცაში ყოფნისას არ გაუმჟღავნებია. თუმცა, დედამიწის შექმნამდე მან მის მიერ ზეცაში შექმნილ სამყაროში მყოფ ადამიანებს საშუალება მისცა, ეხილათ მისი საქმეები და ამგვარად წინამძღოლობდა მათ ზეციდან. მან მისცა მათ სიბრძნე და გონიერება და წარუძღვა ამ ადამიანებს იმ სამყაროში საცხოვრებლად. ბუნებრივია, არცერთ თქვენგანს არ სმენია ამის შესახებ. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამიანები შექმნა, მთავარანგელოზმა დაიწყო მათი გახრწნა. დედამიწაზე მთელი კაცობრიობა ქაოსში ჩაიძირა. მხოლოდ მაშინ დაიწყო ღმერთმა ომი სატანის წინააღმდეგ და მხოლოდ ამ დროს დაიწყეს ადამიანებმა მისი საქმეების ხილვა. თავდაპირველად ასეთი ქმედებები დაფარული იყო კაცობრიობისთვის. მას შემდეგ, რაც სატანა ციდან გადმოაგდეს, ის თავის საქმეს აკეთებდა, ღმერთი კი თავისას და მუდმივად ებრძოდა სატანას უკანასკნელ დღეებამდე. ახლა კი არის დრო, როდესაც სატანა უნდა განადგურდეს. თავდაპირველად ღმერთმა მას ძალაუფლება მისცა, მოგვიანებით კი ციდან გადმოაგდო, თუმცა ის კვლავ დაუმორჩილებელი დარჩა. ამის შემდეგ მან დედამიწაზე კაცობრიობა გახრწნა, მაგრამ ღმერთი იქ იყო და მართავდა კაცობრიობას. ღმერთი ადამიანთა მართვას სატანის დასამარცხებლად იყენებს. ადამიანების გახრწნით სატანას მათი ბედისწერა დასასრულამდე მიჰყავს და ხელს უშლის ღვთის საქმეს. მეორე მხრივ, ღვთის საქმე კაცობრიობის გადარჩენაა. ღვთის მიერ აღსრულებული საქმის რომელი საფეხური არ არის გამიზნული კაცობრიობის გადასარჩენად? რომელი საფეხური არ არის მიმართული ადამიანების განწმენდისა და იმისკენ, რომ ისინი სამართლიანად მოიქცნენ და იცხოვრონ საყვარელი ადამიანების მსგავსად? თუმცა სატანა ამას არ აკეთებს. ის ხრწნის კაცობრიობას. ის მუდმივად ახორციელებს კაცობრიობის გახრწნის საქმეს სამყაროში. რა თქმა უნდა, ღმერთიც აკეთებს თავის საქმეს და სატანას ყურადღებას არ აქცევს. რაც არ უნდა დიდი ძალაუფლება ჰქონდეს სატანას, ის მას მაინც ღმერთმა მისცა. ღმერთს უბრალოდ არ გადაუცია მისთვის მთელი თავისი ხელმწიფება; ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდეს სატანა, ის ვერასოდეს აღემატება ღმერთს და ყოველთვის ღვთის ხელში იქნება. ღმერთს თავისი საქმეები ზეცაში ყოფნისას არ გაუმჟღავნებია. მან სატანას მხოლოდ მცირე ძალაუფლება და სხვა ანგელოზებზე კონტროლის უფლება მისცა. ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდეს სატანა, ის ვერ გადააჭარბებს ღვთის ძალაუფლებას, რადგან ძალაუფლება, რომელიც ღმერთმა მას თავიდანვე მიანიჭა, შეზღუდულია. სანამ ღმერთი მოქმედებს, სატანა ხელს უშლის. უკანასკნელ დღეებში მისი ხელისშეშლა დასრულდება. ასევე დასრულდება ღვთის საქმეც და ისეთი ადამიანებიც დასრულდებიან, რომელთა დასრულებაც ღმერთს სურს. ღმერთი ადამიანებს პოზიტიურად მიმართავს. მისი სიცოცხლე არის მაცოცხლებელი წყალი, განუზომელი და უსაზღვრო. სატანამ ადამიანი გარკვეულ დონემდე გახრწნა. საბოლოოდ, სიცოცხლის წყალი სრულყოფს ადამიანს და სატანა ვეღარ შეძლებს ჩარევასა და თავისი საქმის შესრულებას. ამგვარად, ღმერთი შეძლებს ამ ადამიანების სრულად მოპოვებას. სატანა ახლაც უარს ამბობს ამის აღიარებაზე. ის მუდმივად უპირისპირდება ღმერთს, მაგრამ ღმერთი მას ყურადღებას არ აქცევს. ღმერთმა თქვა: „მე გავიმარჯვებ სატანის ყველა ბნელ ძალასა და ყველა ბნელ გავლენაზე”. ეს არის საქმე, რომელიც ხორციელად უნდა შესრულდეს და სწორედ ეს ანიჭებს მას მნიშვნელობას ანუ ეს ნიშნავს უკანასკნელ დღეებში სატანის დამარცხების ეტაპის დასრულებასა და ყველაფრის განადგურებას, რაც სატანისეულია. ღვთის გამარჯვება სატანაზე გარდაუვალია! სინამდვილეში სატანა უკვე დიდი ხნის წინ დამარცხდა. როდესაც სახარების გავრცელება დაიწყო დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში ანუ როდესაც განკაცებულმა ღმერთმა დაიწყო თავისი საქმის აღსრულება და ეს საქმე ამოქმედდა, სატანა სრულიად დამარცხდა, რადგან განკაცების მიზანი სწორედ სატანის ძლევა იყო. როგორც კი სატანამ დაინახა, რომ ღმერთმა კვლავ შეისხა ხორცი და დაიწყო თავისი საქმის აღსრულება, რასაც ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებდა, იგი გაოგნებული დარჩა ამ საქმის ხილვით და ვეღარ გაბედა შემდგომი ბოროტების ჩადენა. თავიდან სატანა ფიქრობდა, რომ მასაც ჰქონდა საკმარისი სიბრძნე და ხელს უშლიდა ღვთის საქმეს. თუმცა ის არ ელოდა, რომ ღმერთი კვლავ განკაცდებოდა ან რომ თავისი საქმის აღსრულებისას ღმერთი გამოიყენებდა სატანის ურჩობას კაცობრიობის სამხილებლად და განსასჯელად, რითაც დაიყრობდა ადამიანებს და დაამარცხებდა სატანას. ღმერთი სატანაზე ბრძენია და მისი საქმე მას ბევრად აღემატება. ამიტომ, როგორც ადრე აღვნიშნე: „საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ, სრულდება სატანის მზაკვრობების საპასუხოდ. საბოლოოდ მე გამოვამჟღავნებ ჩემს ყოვლისშემძლეობას და სატანის უძლურებას”. ღმერთი თავის საქმეს წინა პლანზე წამოწევს, სატანა კი მას უკან მიჰყვება, სანამ საბოლოოდ არ განადგურდება. მას ისიც კი არ ეცოდინება, რა დაატყდა თავს! ის სიმართლეს მხოლოდ მას შემდეგ გააცნობიერებს, რაც უკვე განადგურებული და შემუსვრილი იქნება, ხოლო იმ დროისთვის ის უკვე ცეცხლოვან ტბაში იქნება დაფერფლილი. განა მაშინ არ დარწმუნდება საბოლოოდ? რადგან მაშინ სატანას აღარ დარჩება მზაკვრული გეგმები განსახორციელებლად!
სწორედ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებული, რეალისტური საქმეა ის, რაც ხშირად უმძიმებს ღმერთს გულს კაცობრიობის გამო მწუხარებით, ამიტომაც გაგრძელდა მისი ომი სატანასთან ექვსი ათასი წლის მანძილზე და ღმერთმა თქვა: „აღარასოდეს შევქმნი კაცობრიობას და აღარც ანგელოზებს მივცემ ხელმწიფებას”. მას შემდეგ, რაც ანგელოზები დედამიწაზე საქმის აღსასრულებლად ჩამოვიდნენ, ისინი მხოლოდ ღმერთის მითითებებით მოქმედებდნენ. მას აღარასოდეს მიუცია მათთვის რაიმე ძალაუფლება. როგორ ასრულებდნენ სამუშაოს ის ანგელოზები, რომელთაც ისრაელიტები ხედავდნენ? ისინი სიზმრებში ეცხადებოდნენ და იეჰოვას სიტყვებს გადასცემდნენ მათ. როდესაც იესო ჯვარცმიდან სამი დღის შემდეგ აღდგა, სწორედ ანგელოზებმა გადააგორეს ლოდი გვერდზე. ღვთის სულს ეს სამუშაო პირადად არ შეუსრულებია. ანგელოზები მხოლოდ ამგვარ საქმეს აკეთებდნენ; ისინი დამხმარე როლებს ასრულებდნენ, მაგრამ არ გააჩნდათ ძალაუფლება, რადგან ღმერთი მათ აღარასოდეს მიანიჭებდა მას. გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობის შემდეგ ადამიანებმა, რომლებსაც ღმერთი დედამიწაზე იყენებდა, ღვთის პოზიცია დაიკავეს და თქვეს: „მსურს სამყაროზე აღმატება! მინდა მესამე ცაზე ვიდგე! ჩვენ გვსურს, ხელთ ვიპყრათ სუვერენული ძალაუფლების სადავეები!” ისინი რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ ამპარტავნები ხდებოდნენ. სურდათ, ხელთ ეპყროთ სუვერენული ძალაუფლება დედამიწაზე, დაეარსებინათ სხვა სამეფო, ყველაფერი ფეხქვეშ გაეთელათ და მესამე ცაზე დამდგარიყვნენ. ნუთუ არ იცი, რომ შენ მხოლოდ ღვთის მიერ გამოყენებული ადამიანი ხარ? როგორ შეძლებდი მესამე ცაზე ასვლას? ღმერთი დედამიწაზე საქმის აღსასრულებლად მოდის ჩუმად და ყოველგვარი ხმაურის გარეშე და შემდეგ ტოვებს იქაურობას მას შემდეგ, რაც მალულად დაასრულებს თავის საქმეს. ის არასოდეს გაჰყვირის ადამიანის მსგავსად, არამედ პრაქტიკულად აღასრულებს თავისი საქმეს. არც ეკლესიაში შედის ყვირილით: „ყველას ამოგწყვეტთ! დაგწყევლით და გაგკიცხავთ!” ის უბრალოდ აგრძელებს თავისი საქმის აღსრულებას და მიდის, როგორც კი დაასრულებს მას. ის რელიგიური პასტორები, რომლებიც კურნავენ სნეულებს და დევნიან დემონებს, მოძღვრავენ სხვებს ამბიონიდან, წარმოთქვამენ გრძელ და პომპეზურ სიტყვებს და მსჯელობენ არარეალურ საკითხებზე, სულით ხორცამდე ამპარტავნები არიან! ისინი სხვა არავინ არიან, თუ არა მთავარანგელოზის მემკვიდრენი!
ღმერთი თავის ექვსიათასწლოვან საქმეს დღემდე ახორციელებს და მრავალი თავისი საქმე გამოამჟღავნა უპირველეს ყოვლისა, სატანის დასამარცხებლად და მთელი კაცობრიობის გადასარჩენად. ამ შესაძლებლობის წყალობით ღმერთი აძლევს საშუალებას ყოველივეს ცაში, დედამიწაზე, ზღვაში და დედამიწაზე არსებულ თითოეულ არსებასაც კი, იხილონ მისი ყოვლისშემძლეობა და ყველა მისი საქმე. სატანის დამარცხების ამ შესაძლებლობით იგი ადამიანებს უმჟღავნებს თავის ყველა საქმეს, რათა ყველამ განადიდოს იგი და ხოტბა შეასხან მის სიბრძნეს სატანის დამარცხებაში. ყოველივე დედამიწაზე, ცაში და ზღვაში დიდებას მიაგებს ღმერთს, აქებს მის ყოვლისშემძლეობას, განადიდებს მის თითოეულ საქმეს და ღაღადებს მის წმინდა სახელს. ეს არის მისი მიერ სატანის დამარცხების დასტური. ეს არის სატანის დაპყრობის დასტური. უფრო მეტიც, ეს არის კაცობრიობის ხსნის დასტური. ღვთის ყოველი ქმნილება დიდებას მიაგებს და აქებს მას მტრის დამარცხებისა და გამარჯვებით დაბრუნებისათვის და ხოტბას ასხამს მას, როგორც დიდებულ გამარჯვებულ მეფეს. მისი მიზანი არ არის მხოლოდ სატანის დამარცხება, რის გამოც გაგრძელდა მისი საქმე ექვსი ათასი წლის მანძილზე. ის სატანის დამარცხებას იყენებს კაცობრიობის გადასარჩენად. ის სატანის დამარცხებას იყენებს თავისი ყველა მოქმედებისა და მთელი თავისი დიდების გამოსააშკარავებლად. ის მოიპოვებს დიდებას და მრავალრიცხოვანი ანგელოზები იხილავენ მთელ მის დიდებას. მაცნენი ცაში, ადამიანები დედამიწაზე და ყოველი მისი ქმნილება იხილავს შემოქმედის დიდებას. აი, რა საქმეს ასრულებს იგი. მისი ქმნილება ცაშიც და მიწაზეც მოწმე გახდება მისი დიდებისა, ის კი ტრიუმფით დაბრუნდება სატანის სრული განადგურების შემდეგ და კაცობრიობას მისცემს მისი განდიდების საშუალებას, რითაც მიაღწევს ორმაგ გამარჯვებას თავის საქმის აღსრულებისას. საბოლოოდ, მთელი კაცობრიობა იქნება მის მიერ დაპყრობილი და ის აღგვის პირისაგან მიწისა ყველას, ვინც მას ეწინააღმდეგება ან უჯანყდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მოსპობს ყველას, ვინც სატანისგანაა. შენ ამჟამად ღვთის მრავალი საქმის მოწმე ხარ, მაგრამ მაინც ეწინააღმდეგები, ეურჩები და არ ემორჩილები მას. ბევრ რამეს მალავ შენში და აკეთებ იმას, რაც გსურს. შენ ემორჩილბი ხორციელ ლტოლვასა და სურვილებს. ეს ყველაფერი ამბოხება და წინააღმდეგობაა. ნებისმიერი ღვთის რწმენა ხორციელის, ვნების, საკუთარი სურვილების, წუთისოფლისა და სატანის გამო, ბილწია. ის თავისი არსით წინააღმდეგობრივი და მეამბოხეა. დღესდღეობით სხვადასხვაგვარი რწმენა არსებობს: ზოგი უბედურებისგან თავშესაფარს ეძებს, სხვები — კურთხევის მიღებას. ზოგს სურს, საიდუმლოებებს ჩასწვდეს, სხვები კი ფულს ეძებენ. ეს ყოველივე წინააღმდეგობის ფორმები და მკრეხელობაა! როდესაც ვამბობთ, რომ ვინმე წინააღმდეგობას ავლენს ან ჯანყდება, განა სწორედ ასეთ ქცევებს არ ვგულისხმობთ? ბევრი ადამიანი დღესდღეობით დრტვინავს, ჩივის ან განიკითხავს. ეს ყველაფერი ბოროტისგან მომდინარეობს; ეს ადამიანური წინააღმდეგობისა და ამბოხების მაგალითებია. ასეთი ადამიანები შეპყრობილნი და დაპყრობილნი არიან სატანის მიერ. ისინი, ვისაც ღმერთი მოიპოვებს, არიან ადამიანები, რომლებიც მას სრულად ემორჩილებიან; ისინი გაიხრწნენ სატანის მიერ, მაგრამ მათი გადარჩენა და დაპყრობა მოხდა ღვთის ამჟამინდელი საქმით, რომლებმაც გაუძლეს განსაცდელს და რომლებიც, საბოლოოდ, სრულად მოიპოვა ღმერთმა, რომლებიც აღარ ცხოვრობენ სატანის ბატონობის ქვეშ, რომლებმაც თავი დააღწიეს უსამართლობას და რომელთაც სურთ იცხოვრონ სიწმინდეში — აი, ასეთები არიან ყველაზე წმინდა ადამიანები. ისინი ნამდვილად წმინდანები არიან. თუ შენი ამჟამინდელი ქმედებები ღვთის მოთხოვნების ერთ ნაწილსაც კი არ შეესაბამება, მაშინ განიდევნები. ეს უდავოა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ახლა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყავი განწესებული და არჩეული, შენი დღევანდელი ქმედებები მაინც განსაზღვრავს შენს ბედს. თუ ახლა ვერ აჰყვები ტემპს, განიდევნები. თუ ახლა ვერ უძლებ, როგორ შეძლებ ამას შემდგომ? ასეთი დიდი სასწაული გამოჩნდა შენ წინაშე და მაინც არ გწამს. როგორ ირწმუნებ ღმერთს მოგვიანებით, როცა ის დაასრულებს თავის საქმეს და აღარ აღასრულებს ასეთ საქმეს? იმ დროს შენ კიდევ უფრო ვერ შეძლებ მისი მიმდევარი გახდე! მოგვიანებით ღმერთი დაეყრდნობა შენს დამოკიდებულებას, შენს ცოდნას განკაცებული ღვთის საქმის შესახებ და შენს გამოცდილებას, რათა განსაზღვროს, ცოდვილი ხარ თუ მართალი ან სრულყოფილი იქნები თუ განდევნილი. ახლა ნათლად უნდა დაინახო. სულიწმიდა ასე მოქმედებს: ის განსაზღვრავს შენს ბედს შენი დღევანდელი ქცევის მიხედვით. ვინ ამბობს დღევანდელ სიტყვებს? ვინ ასრულებს დღევანდელ საქმეს? ვინ წყვეტს, რომ დღეს უნდა განიდევნო? ვინ წყვეტს შენს სრულყოფას? განა ამას მე თავად არ ვაკეთებ? მე ვარ ის, ვინც ამ სიტყვებს ამბობს. მე ვარ ის, ვინც ამ საქმეს ასრულებს. ადამიანების დაწყევლა, გაკიცხვა და განსჯა — ეს ყველაფერი ჩემი სამუშაოს ნაწილია. საბოლოოდ, შენი განდევნაც ჩემზე იქნება დამოკიდებული. ეს ყველაფერი ჩემი საქმეა! შენი სრულყოფა ჩემი საქმეა და შენი კურთხევით ტკბობაც. ეს ყველაფერი საქმეა, რომელსაც მე აღვასრულებ. შენი ბედი არ ყოფილა წინასწარ განსაზღვრული იეჰოვას მიერ. ის განისაზღვრება დღევანდელი ღმერთის მიერ. ის განისაზღვრება სწორედ ახლა. ის არ განსაზღვრულა სამყაროს შექმნამდე დიდი ხნით ადრე. ზოგიერთი გონარეული ადამიანი ამბობს: „შესაძლოა, შენს თვალებს რაღაც სჭირს და ისე ვერ მხედავ, როგორც უნდა მხედავდე. საბოლოოდ, შენ დაინახავ მხოლოდ იმას, რასაც სული გამოააშკარავებს!” იესომ თავდაპირველად იუდა აირჩია თავის მოწაფედ. ხალხი კითხულობს: „როგორ შეეძლო აერჩია მოწაფე, რომელიც მას უღალატებდა?” თავიდან იუდას არ ჰქონდა განზრახული იესოს ღალატი. ეს უბრალოდ მოგვიანებით მოხდა. იმ დროს იესო საკმაოდ კეთილგანწყობით უყურებდა იუდას. მან აიძულა ეს კაცი, მისი მიმდევარი გამხდარიყო და ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებლობაც მიანდო. იესოს რომ სცოდნოდა, რომ იუდა ფულს მიითვისებდა, ის არასოდეს ჩააბარებდა მას ამ საქმეებს. შეიძლება ითქვას, რომ იესომ თავდაპირველად არ იცოდა, რომ ეს კაცი იყო მრუდი და მზაკვარი ან რომ ის მოატყუებდა თავის დებსა და ძმებს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც იუდა გარკვეული დროის განმავლობაში იესოს მიმდევარი იყო, იესომ დაინახა, როგორ ატყუებდა ის თავის დებსა და ძმებს და ღმერთს. ხალხმა ასევე აღმოაჩინა, რომ იუდას ჩვევად ჰქონდა ფულის ამოღება ქისიდან და ამის შესახებ იესოს შეატყობინეს. მხოლოდ მაშინ გააცნობიერა იესომ ყველაფერი, რაც ხდებოდა. რადგან იესოს უნდა აღესრულებინა ჯვარცმის საქმე და სჭირდებოდა ვინმე, ვინც მას უღალატებდა და რადგან იუდა სწორედ შესაფერისი ადამიანი აღმოჩნდა ამ როლის შესასრულებლად, იესომ თქვა: „ჩვენ შორის იქნება ერთი, რომელიც გამცემს მე. ძე კაცისა გამოიყენებს ამ ღალატს ჯვარცმისთვის და სამი დღის შემდეგ აღდგება”. სინამდვილეში იმ დროს იესოს იუდა იმისთვის კი არ აურჩევია, რომ მისთვის ეღალატა, პირიქით, მას იმედი ჰქონდა, რომ იუდა ერთგული მოწაფე იქნებოდა. მოულოდნელად იუდა აღმოჩნდა ვერცხლისმოყვარე ვიგინდარა, რომელმაც გასცა უფალი, ამიტომ იესომ გამოიყენა ეს სიტუაცია და შეარჩია იუდა ამ საქმის აღსასრულებლად. იესოს თორმეტივე მოწაფე ერთგული რომ ყოფილიყო და მათ შორის იუდასნაირი არავინ, მაშინ იესოს გამცემი საბოლოოდ რომელიმე მისი მოწაფეთაგანი არ იქნებოდა. თუმცა, იმ დროს მოხდა ისე, რომ მოწაფეებს შორის იყო ერთი, ვისაც ქრთამის აღება უყვარდა: იუდა. ამიტომ იესომ ეს კაცი თავისი საქმის დასასრულებლად გამოიყენა. რა მარტივი იყო ეს! იესოს ეს თავისი საქმის დასაწყისში არ განუსაზღვრავს. მან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მიიღო, როცა მოვლენები გარკვეულ წერტილამდე განვითარდა. ეს იყო იესოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იყო თავად ღვთის სულის გადაწყვეტილება. თავდაპირველად იესომ აირჩია იუდა. როდესაც მოგვიანებით იუდამ უღალატა იესოს, ეს იყო ის, რაც სულიწმიდამ გააკეთა თავისი მიზნების მისაღწევად. ეს იყო იმ დროს შესრულებული სულიწმიდის საქმე. როდესაც იესომ იუდა აირჩია, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ იუდა უღალატებდა. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს კაცი იყო იუდა ისკარიოტელი. თქვენი ბედიც ასევე განისაზღვრება თქვენი დღევანდელი მორჩილებისა და თქვენი ცხოვრების ზრდის დონის მიხედვით და არა რაიმე ადამიანური წარმოდგენით, თითქოს თქვენი ხვედრი სამყაროს შექმნისას იყო წინასწარ განსაზღვრული. ეს ყველაფერი ნათლად უნდა აღიქვათ. ამ საქმეთაგან არცერთი არ სრულდება ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.