ვთისადმი რწმენით, თქვენ უნდა დაემორჩილოთ ღმერთს

ზუსტად რატომ გწამს ღმერთის? ადამიანთა უმეტესობამ ახლაც არ იცის, როგორ უპასუხოს ამ კითხვას, და მათ ყოველთვის ორი სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ პრაქტიკული ღმერთისა და ზეციერი ღმერთის შესახებ. ესაჩვენებს, რომ ადამიანს ღმერთის სწამს არა მისდამი მორჩილებისთვის, არამედ გარკვეული სარგებლის მისაღებად ან იმ ტანჯვისგან თავის დასაღწევად, რომელიც უბედურებას მოაქვს; მხოლოდ მაშინ არის ის გარკვეულწილად მორჩილი. მსგავსი მორჩილება პირობითია, მისი პირადი ინტერესები მისი მორჩილების წინაპირობაა; ის ემორჩილება იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს. მაშ, მაინც რატომ გწამს ღმერთის? თუ მხოლოდ თქვენი ინტერესებისა და თქვენი მომავლის გამო, მაშინ სჯობს, საერთოდ არ გწამდეს მისი. ასეთი რწმენა საკუთარი თავის გაბრიყვება, დამშვიდება და თავის მოწონებაა. თუ შენი რწმენა არ არის აგებული ღვთისადმი მორჩილების ფუნდამენტზე, საბოლოოდ, დაისჯები მისი წინააღმდეგობისთვის. ყველა, ვინც თავისი რწმენით არ ეძიებს ღვთისადმი მორჩილებას, არის ღვთის მოწინააღმდეგე. ღმერთი ითხოვს, რომ ადამიანმა ჭეშმარიტება ეძიოს, სწყუროდეს მისი სიტყვები, ჭამოს და სვას მისი სიტყვები, იყენებდეს მას პრაქტიკაში, რათა მიაღწიოს ღვთისადმი მორჩილებას. თუ ეს არის თქვენი ჭეშმარიტი განზრახვა, მაშინ ღმერთი აუცილებლად აღგამაღლებს და მოწყალე იქნება შენ მიმართ. ეს ჭეშმარიტია და უცვლელი. თუ შენი განზრახვა არ არის ღვთისადმი მორჩილება და სხვა მიზნები გაქვს, მაშინ ყოველივე, რასაც ამბობ და აკეთებ, შენი ლოცვებიც კი ღვთის წინაშე და მეტიც, შენი ყოველი ნაბიჯი — მის წინააღმდეგ იქნება მიმართული. თუმც ნაზ სიტყვებს იყენებდე და თავაზიანობას იჩენდე, მაშინაც კი, თუ შენი ყოველი ნაბიჯი და გამომეტყველება სხვებისთვის სათანადოდ გამოიყურება, თითქოს მორჩილი ადამიანი იყო, როდესაც საქმე შენს განზრახვებსა და რწმენისადმი შენს დამოკიდებულებას ეხება, შენი ყოველი ქმედება ღვთის წინააღმდეგობა და ბოროტებაა. ადამიანები, რომლებიც ცხვარივით მორჩილად ჩანან, მაგრამ გულში ბოროტი განზრახვები აქვთ, ცხვრის ტყავში გახვეული მგლები არიან, და ისინი, ვინც პირდაპირ შეურაცხყოფენ ღმერთს. ღმერთი არ დაინდობს არცერთ მათგანს და სულიწმინდა გამოააშკარავებს თითოეულ მათგანს. ყველა დაინახავს, რომ ყველა თვალთმაქცს სულიწმინდა უდავოდ უარყოფს. ნუ იჩქარებ: ღმერთი თითოეულ მათგანს მოჰკითხავს პასუხს და სათანადოდ მოექცევა მათ.

თუ ღვთისგან ახალ სინათლეს ვერ იღებ, ვერ ხედავ მკაფიოდ, რას აკეთებს ის დღეს, და ძიების ნაცვლად ეჭვობ, განსჯი ან გულდასმით იკვლევ და აანალიზებ, მაშინ არ ხარ ის, ვისაც ღვთისადმი მორჩილების სურვილი აქვს. თუ მაშინ, როდესაც დღევანდელი სინათლე ჩნდება, შენ კვლავ გუშინდელ სინათლეს აფასებ და ეწინააღმდეგები ღვთის ახალ საქმეს, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ აბსურდული ადამიანი ხარ — ერთ-ერთი მათგანი, ვინც შეგნებულად ეწინააღმდეგება ღმერთს. ღვთისადმი მორჩილების გასაღები უახლესი სინათლის მიღებაა, ასევე მისი მიღებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი. მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი მორჩილება. მათ, ვისაც არ გააჩნიათ ღვთისადმი სწრაფვის მტკიცე ნება, არ ძალუძთ მისი შეგნებული მორჩილება და მხოლოდ იმის გამო ეწინააღმდეგებიან ღმერთს, რომ კმაყოფილნი არიან არსებული მდგომარეობით. ადამიანს არ შეუძლია ღვთისადმი მორჩილება, რადგან იგი შეპყრობილია წარსულით. მანამდე არსებულმა საგნებმა ადამიანში წარმოშვა ყოველგვარი წარმოდგენა და სხვადასხვაგვარი ფანტაზია ღვთის შესახებ, და სწორედ ესენი იქცნენ ღვთის ხატებად მის გონებაში. ამრიგად, ის, რისიც მას სწამს, არის საკუთარი წარმოდგენები და საკუთარი ფანტაზიის სტანდარტები. თუ იმ ღმერთს, რომელიც დღეს პრაქტიკულ საქმეს აკეთებს, შენივე ფანტაზიით შექმნილი ღმერთით ზომავ, მაშინ შენი რწმენა სატანისგან მოდის და შენივე ინტერესებზეა დამყარებული — ღმერთს არ სურს ასეთი რწმენა. რამდენადაც მაღალიც არ უნდა იყოს მათი დამსახურებები და რამხელაც არ უნდა იყოს მათ მიერ გაღებული მსხვერპლი — იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთელი ცხოვრება იშრომეს მისთვის და იქამდეც მივიდნენ, რომ თავი გაწირეს — ღმერთი არავის მოუწონებს ასეთ რწმენას. იგი მათ მხოლოდ მცირედ მადლს ანიჭებს და აძლევს საშუალებას, გარკვეული დროით დატკბნენ ამით. ასეთ ადამიანებს არ ძალუძთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება. სულიწმინდა არ მოქმედებს მათზე და ღმერთი სათითაოდ განდევნის თითოეულ მათგანს. ახალგაზრდა იქნება თუ მოხუცი, ისინი, ვინც თავიანთი რწმენით არ ემორჩილებიან ღმერთს და არასწორი განზრახვები აქვთ, არიან მოწინააღმდეგენი და დამაბრკოლებელნი, და ასეთ ადამიანებს ღმერთი უდავოდ განდევნის. ისინი, ვისაც არ გააჩნიათ ღვთისადმი მცირედი მორჩილებაც კი, ვინც მხოლოდ აღიარებენ მის სახელს და გარკვეულწილად გრძნობენ ღვთის ახლობლობასა და მშვენიერებას, თუმცა ფეხს არ უწყობენ სულიწმინდის ნაბიჯებს და არ ემორჩილებიან სულიწმინდის დღევანდელ საქმესა და სიტყვებს — ასეთი ადამიანები ღვთის მადლში ცხოვრობენ, მაგრამ ღმერთი მათ ვერ მოიპოვებს და ვერ გახდის სრულყოფილს. ღმერთი ადამიანებს სრულყოფს მათი მორჩილების მეშვეობით, ღვთის სიტყვებით საზრდოობის, მათი შესმენისა და ტკბობის გზით, და მათი ცხოვრებისეული ტანჯვისა და განწმენდის მეშვეობით. მხოლოდ ასეთი რწმენით შეიძლება შეიცვალოს ადამიანთა ბუნება და მხოლოდ მაშინ შეეძლებათ მათ, ფლობდნენ ღვთის ჭეშმარიტ შემეცნებას. არ კმაყოფილდებოდე მხოლოდ ღვთის მადლში ცხოვრებით, არამედ აქტიურად გწყუროდეს, ეძიებდე ჭეშმარიტებას და ისწრაფვოდე იმისკენ, რომ ღმერთმა მოგიპოვოს. — აი, რას ნიშნავს ღვთისადმი შეგნებული მორჩილება და ეს არის სწორედ ისეთი რწმენა, რომელიც მას სურს. ადამიანები, რომლებიც სხვას არაფერს აკეთებენ, გარდა ღვთის მადლით ტკბობისა, ვერ გახდებიან სრულყოფილნი და ვერ შეიცვლებიან. მათ მხოლოდ ზედაპირული მორჩილება, ღვთისმოსაობა, სიყვარული და თმენის უნარი შეიძლება ჰქონდეთ. მათ, ვინც მხოლოდ ღვთის მადლით ტკბება, არ ძალუძთ ღვთის ჭეშმარიტად შემეცნება და მაშინაც კი, როდესაც ისინი შეიცნობენ ღმერთს, მათი შემეცნება ზედაპირულია და ისინი ამბობენ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: „ღმერთს უყვარს ადამიანი“ ან „ღმერთი მოწყალეა ადამიანის მიმართ“. ეს არ წარმოადგენს ადამიანის ცხოვრებას და არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ჭეშმარიტად შეიცნობენ ღმერთს. თუ მაშინ, როდესაც ღვთის სიტყვები განწმენდს მათ, ან როდესაც ისინი ღვთის გამოცდების წინაშე აღმოჩნდებიან, ადამიანებს არ ძალუძთ ღვთისადმი მორჩილება — და თუ ამის ნაცვლად მათ ეჭვი ეპარებათ და ეცემიან კიდეც — მაშინ ისინი ოდნავადაც არ არიან მორჩილნი. მათში უამრავი წესი და შეზღუდვაა ღვთის რწმენის შესახებ, წლების განმავლობაში დაგროვილი დიდი გამოცდილებაც კი თუ ბიბლიის პრინციპებზე დაფუძნებული სხვადასხვა დებულება. შეძლებდნენ კი ასეთი ადამიანები ღვთისადმი მორჩილებას? ეს ადამიანები სავსენი არიან ადამიანური მხარეებით — როგორ შეძლებდნენ ისინი ღვთისადმი მორჩილებას? მათი „მორჩილება“ პირად უპირატესობებს ეყრდნობა, განა სურს ღმერთს ასეთი მორჩილება? ეს წესების ერთგულებაა და არა ღვთისადმი მორჩილება. ეს საკუთარი თავის დაკმაყოფილება და დამშვიდებაა. თუ ამბობ, რომ ეს ღვთისადმი მორჩილებაა, განა არ გმობ ამით ღმერთს? შენ ეგვიპტის ფარაონი ხარ. შენ სჩადიხარ ბოროტებას და აშკარად ხარ ჩაბმული ღვთის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში — ნუთუ ასეთი მსახურება სურს ღმერთს შენგან? უმჯობესი იქნება, იჩქარო მონანიება და თვითშემეცნებით დაკავდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სჯობს, შინ დაბრუნდე; ეს უფრო მეტ სიკეთეს მოგიტანს, ვიდრე „ღვთის მსახურება“. შენ არ შეუშლით ღმერთს ხელს და არ შეაწუხებ; გეცოდინება შენი ადგილი და იცხოვრებ მშვიდად — განა ასე არ აჯობებს? და არც ღმერთს გაუწევს წინააღმდეგობას და არც დაისჯები!

წინა:  რელიგიური მსახურება უნდა განახლდეს

შემდეგი:  დაპირებები მათ, ვინც სრულქმნილნი ხდებიან

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger