თავი 1
ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა თქვა: „არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს ჩემი სიტყვების ფესვსა თუ მიზანს“, რომ არა ღვთის სულის გზამკვლევობა და მისი გამონათქვამების მოვლენა. ყველა ადამიანი დაიღუპებოდა მისი გაკიცხვის ქვეშ. რატომ დასჭირდა ღმერთს ამდენი დრო ყველა ადამიანის გამოსაცდელად? და თანაც მთელი ხუთი თვე? სწორედ ეს არის ჩვენი თანაზიარების მთავარი თემა, ისევე როგორც ღვთის სიბრძნის ცენტრალური წერტილი. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი: ადამიანის განსაცდელში გამოცდის ამ პერიოდის გარეშე და ღვთის მიერ გახრწნილი კაცობრიობის დაუნდობელი განგმირვის, განადგურებისა და მოკვეთის გარეშე, ეკლესიის მშენებლობა დღემდე რომ გაგრძელებულიყო, მაშინ რა იქნებოდა შედეგი? ამიტომ ღმერთი პირველივე წინადადებაში პირდაპირ საქმეზე გადადის და მიუთითებს ამ რამდენიმეთვიანი საქმის სასურველ შედეგზე — ეს ნამდვილად მიზანში არტყამს! ეს სრულიად საკმარისია ამ რამდენიმე თვის განმავლობაში აღსრულებულ ღვთის საქმეთა სიბრძნის საჩვენებლად: მათ ყველას მისცეს საშუალება, განსაცდელის მეშვეობით ესწავლათ, თუ როგორ უნდა დაემორჩილონ და გულწრფელად გაიღონ საკუთარი თავი, ასევე, თუ როგორ უკეთესად შეიცნონ ღმერთი მტკივნეული გამოწრთობის გზით. რაც უფრო დიდ სასოწარკვეთას განიცდიან ადამიანები, მით უკეთ შეიცნობენ საკუთარ თავს. და სიმართლე რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად აწყდებიან ტანჯვის გამოწრთობას, მით უფრო მეტად შეიცნობენ საკუთარ გახრწნილებას, იქამდეც კი, რომ აცნობიერებენ, რომ ღვთისთვის მსახურების შესრულების ღირსნიც კი არ არიან და რომ მსახურების შესრულება მის მიერ მათ ამაღლებას ნიშნავს. ამრიგად, მას შემდეგ, რაც ეს შედეგი მიღწეულია, როდესაც ადამიანმა საკუთარი თავის ყოველი ნაწილი ამოწურა, ღმერთი პირდაპირ, ყოველგვარი დაფარვის გარეშე, წარმოთქვამს წყალობის ხმას. ადვილად დასანახია, რომ ღვთის მუშაობის მეთოდი, ამ რამდენიმე თვის შემდეგ, დღევანდელ დღეს იღებს საწყის წერტილად; მან ეს ყველასთვის ნათელი გახადა. რადგან, წარსულში ღმერთი ხშირად ამბობდა: „ადვილი არ არის, გეწოდოს ღვთის ხალხი“, მან ეს სიტყვები აასრულა იმ ადამიანებში, რომლებსაც მსახურების შემსრულებლებად მოიხსენიებენ, რაც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ღმერთი ერთგული და უცდომელია, რომ რასაც არ უნდა ამბობდეს ღმერთი, სხვადასხვა ხარისხით ახდება და რომ ეს არანაირად არ არის ცარიელი სიტყვები.
როდესაც ყველა ადამიანი უსაზღვრო მწუხარებითა და დარდით არის აღვსილი, ღვთისგან მომდინარე ამგვარი სიტყვები მიზანში ხვდება და ყველას აცოცხლებს მათი უიმედობის შუაგულში. რათა ადამიანთა გონებიდან ყოველგვარი ეჭვი გაეფანტა, ღმერთმა დაამატა შემდეგი: „მაშინაც, როცა მათ ჩემს ხალხად მოიხსენიებენ, ეს წოდება, ჩემი „ძეების“ წოდებასთან შედარებით, მეორეხარისხოვანი არანაირად არაა.“ ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია საკუთარი ხელმწიფების შენარჩუნება და როგორც კი ადამიანები ამას წაიკითხავენ, კიდევ უფრო მტკიცედ ირწმუნებენ, რომ ეს არა მხოლოდ მუშაობის მეთოდი, არამედ ფაქტია. კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასვლისას, რათა ადამიანთა ხილვების ჭეშმარიტება დაუბურავი დარჩეს, ყველას ვინაობა ნათელი ხდება მისი მუშაობის მეთოდში. ეს საკმარისია ღვთის სიბრძნის საჩვენებლად. ეს ადამიანებს საშუალებას აძლევს უკეთ შეიცნონ, რომ ღმერთი აკვირდება მათ გულის სიღრმეებს და რომ მათ ყველა ფიქრსა და ქმედებას ის განაგებს, ისევე როგორც მარიონეტებისას. ეს უდავო და ეჭვგარეშეა.
დასაწყისიდანვე წინ რომ გავიხედოთ, ღმერთმა დასაწყისიდანვე პირდაპირ მიუთითა, რომ მისი საქმის პირველი ნაბიჯი, „ეკლესიის განწმენდა“, უკვე დასრულებული იყო. განცხადებიდან: „ახლა სიტუაცია ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო და ჩემი საქმე ახალ საწყის ეტაპს შეუდგა“, ჩანს, რომ ღვთის საქმე ახალ საწყის ეტაპს შეუდგა, რის შემდეგაც მან დაუყოვნებლივ მიგვითითა მისი საქმის შემდეგი ნაბიჯის გეგმებზე — როგორც კი ეკლესიის მშენებლობა დასრულდება, დაიწყება სასუფევლის ეპოქის ცხოვრება, „რადგანეს აღარ არის ეკლესიის მშენებლობის ეპოქა, არამედ ის ეპოქაა, რომელშიც სასუფეველი წარმატებით აშენდა.“ გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ რადგან ადამიანები ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან, მათ შეკრებებს კვლავ ეკლესია ეწოდება, რითაც თავიდან აიცილებს არარეალური „სასუფევლის“ რეალიზებას, როგორც ეს ყველას წარმოედგინა. შემდეგ მოდის თანაზიარება ხილვების ჭეშმარიტების საკითხზე.
რატომ არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა სასუფევლის შენების დრო და ეკლესიის მშენებლობის დასასრულია, ყველა შეკრებას მაინც ეკლესია ეწოდება? წარსულში ითქვა, რომ ეკლესია სასუფევლის წინამორბედია და ეკლესიის გარეშე სასუფეველზე საუბარი არ შეიძლება. სასუფევლის ეპოქის დასაწყისი არის ხორცში ღვთის მსახურების დასაწყისი და სასუფევლის ეპოქას განკაცებული ღმერთი იწყებს. ის, რაც მას მოაქვს, არის სასუფევლის ეპოქა და არა სასუფევლის ოფიციალური დაშვება. ძნელი წარმოსადგენი არ არის: ღვთის ხალხი, რომელზეც მე ვსაუბრობ, არის სასუფევლის ეპოქის ჩემი ხალხი და არა თავად სასუფევლის ხალხი. ამიტომ, დედამიწაზე შეკრებებს კვლავ ეკლესია ეწოდება. ამის გაგება რთული არ არის. წარსულში ის მოქმედებდა თავისი ნორმალური ადამიანობის ფარგლებში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დამოწმებული როგორც თავად ღმერთი, და ამიტომ სასუფევლის ეპოქა მაშინ არ დაწყებულა ადამიანებს შორის; ანუ, როგორც ვთქვი, ჩემს სულს ჯერ ოფიციალურად არ დაეწყო მუშაობა ჩემს განკაცებულ ხორცში. ახლა, როდესაც თავად ღმერთი დამოწმდა, სასუფეველი განხორციელდა ადამიანებს შორის. ეს ნიშნავს, რომ მე დავიწყებ მუშაობას ჩემს ღვთაებრიობაში და ამიტომ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დატკბნენ იმ სიტყვებით, რომლებსაც ვამბობ და იმ საქმეებით, რომლებსაც ჩემს ღვთაებრიობაში ვასრულებ, ცნობილნი გახდებიან, როგორც ჩემი სასუფევლის ეპოქის ჩემი ხალხი. სწორედ აქედან გაჩნდა „ღვთის ხალხი“. ამ ეტაპზე, ძირითადად ჩემი ღვთაებრიობა მოქმედებს და საუბრობს. ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია ჩარევა, არც ჩემი გეგმის ჩაშლა ძალუძს. როგორც კი ღმერთი მიაღწევს გარკვეულ ეტაპს თავის საუბარში, მისი სახელი დამოწმდება და ამ მომენტიდან დაიწყება მის მიერ კაცობრიობის განსაცდელი. ეს არის ღვთის საქმეში სიბრძნის მწვერვალი. ის მყარ საძირკველს უყრის და ფესვებს უდგამს შემდეგი ნაბიჯის დასაწყისს, ისევე როგორც ბოლო ნაბიჯის დასასრულს. ეს არის ის, რასაც ვერავინ, როგორც ადამიანი, ვერ წარმოიდგენდა; ეს არის განკითხვის დროის პირველი და მეორე ნაწილების შეხვედრის წერტილი. გამოწრთობის იმ რამდენიმე თვის გარეშე, ჩემს ღვთაებრიობას მოქმედების არანაირი საშუალება არ ექნებოდა. გამოწრთობის იმ თვეებმა გზა გაუხსნა ჩემი საქმის შემდეგ ნაბიჯს. მუშაობის ამ რამდენიმე თვის შეწყვეტა იმის ნიშანია, რომ მუშაობის შემდეგი ეტაპი უფრო ღრმა იქნება. თუ ადამიანს ჭეშმარიტად ესმის ღვთის სიტყვები, მაშინ მან შეიძლება გაიაზროს, რომ ის იყენებს ამ რამდენიმეთვიან პერიოდს თავისი საქმის შემდეგი ნაბიჯის დასაწყებად, რითაც საშუალებას აძლევს მას, კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მიაღწიოს. არსებობდა ჩემი ადამიანობის დაბრკოლება, რამაც ხელი შეუშალა ჩემი საქმის შემდეგ ნაბიჯს — სწორედ ამიტომ, ტანჯვის მეშვეობით გამოწრთობის ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ორივე მხარე სულიერად აღშენდა და მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო. მხოლოდ ახლა იწყებს ყველა ადამიანი ჩემი მათდამი მიმართვის დაფასებას. ამიტომ, როდესაც ღმერთმა, თავისი კალმის ერთი მოსმით, თქვა, რომ ის აღარ უწოდებდა ადამიანებს „მსახურების შემსრულებლებს“, არამედ „ღვთის ხალხს“, ყველა მათგანი სიხარულმა მოიცვა. ეს იყო ადამიანის დამღუპველი ნაკლი. სწორედ ადამიანის ადამიანის ამ სასიცოცხლო სისუსტის ხელში ჩასაგდებად ისაუბრა ღმერთმა ისე, როგორც ისაუბრა.
იმისათვის, რომ კიდევ უფრო სრულად დაერწმუნებინა ყველა ადამიანი და მიეთითებინა ზოგიერთი ადამიანის ერთგულებაზე, რომელიც შერეულია მინარევებით, ღმერთმა კიდევ უფრო მეტად მიუთითა ადამიანური სიმახინჯის ყველა სხვადასხვა სახეობაზე, რითაც შეასრულა ის სიტყვები, რომლებიც მან თქვა, როგორიცაა: „რამდენია გულწრფელი ჩემს სიყვარულში? ვინ არ ფიქრობს საკუთარ მომავალზე? ვის არასოდეს უწუწუნია განსაცდელების დროს?“ ამ სიტყვებიდან ღმერთი ყველას აძლევს საშუალებას, შეიცნოს საკუთარი ურჩობა და აღიაროს ის ფაქტი, რომ ისინი არიან ორგული და უმადურები, და ამით ისინი ხედავენ, რომ ღვთის წყალობა და კეთილმოსურნე სიყვარული მიჰყვება ყველას, ვინც მას ეძებს, ყოველ ნაბიჯზე. ეს ჩანს შემდეგი სიტყვებიდან: „როდესაც ზოგიერთები უკან დახევის პირას არიან, როდესაც ყველამ, ვინც იმედოვნებდა, რომ მე შევცვლიდი საუბრის მანერას, დაკარგა იმედი, იმ დროს მე წარმოვთქვამ ხსნის ხმას, რათა ყველა, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ, მაინც დაბრუნდეს ჩემს სასუფეველში და კვლავ დარჩეს ჩემი ტახტის წინაშე.“ აქ ფრაზა „ისინი, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ“ და რიტორიკული შეკითხვა „რამდენს ვუყვარვარ გულწრფელად?“ არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ისინი ასახავს, თუ როგორ შეიცავს „გულწრფელობა“ ამ კონტექსტში მინარევებს. ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთმა არაფერი იცის; პირიქით, სწორედ იმიტომ, რომ ღმერთი აკვირდება ადამიანთა გულის სიღრმეებს, ის იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „გულწრფელობა“, რაც არის სარკაზმი, მიმართული გახრწნილი კაცობრიობისკენ, რათა ყველამ უფრო ღრმად იგრძნოს თავისი ვალი ღვთის წინაშე და უფრო მკაცრად გაკიცხოს საკუთარი თავი, ასევე აღიაროს ის ფაქტი, რომ მათ გულებში არსებული წყენა მთლიანად სატანისგან მოდის. ყველას უკვირს, როდესაც ხედავენ ისეთ ტერმინს, როგორიცაა „ერთგულება“, და გულში ფიქრობენ: „ბევრჯერ მიწუწუნია და გამილანძღავს ცა და მიწა, და ბევრჯერ მინდოდა წასვლა, მაგრამ რადგან მეშინოდა ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებების, მე მაინც გავუმკლავდებოდი საქმეებს მხოლოდ იმისთვის, რომ მომეშორებინა ისინი და გავყოლოდი ბრბოს, თან ველოდი, რომ ღმერთი მომხედავდა და ვფიქრობდი, რომ თუ ყველაფერი მართლაც უიმედო აღმოჩნდებოდა, მაინც არ იქნებოდა გვიან ჩემთვის ნელ-ნელა უკან დახევა. მაგრამ ახლა ღმერთი გვიწოდებს თავის ერთგულ ხალხს. ნუთუ ღმერთი მართლაც ის ღმერთია, რომელიც აკვირდება ადამიანთა გულის სიღრმეებს?“ სწორედ ამგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მიუთითა ღმერთმა სხვადასხვა ტიპის ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობებზე მხოლოდ სულ ბოლოს, რამაც გამოიწვია ყველას გადასვლა იმ მდგომარეობიდან, სადაც ისინი შინაგანად ეჭვობდნენ, ხოლო გარეგნულად გამოხატავდნენ აღფრთოვანებას, იმ მდგომარეობაში, სადაც ისინი დარწმუნებულნი არიან გულით, სიტყვით და თვალით. ამგვარად, ადამიანის შთაბეჭდილება ღვთის სიტყვაზე გაღრმავდა, რის ბუნებრივ შედეგადაც ადამიანი ოდნავ უფრო შეშინებული, ოდნავ უფრო ღვთისმოშიში გახდა და, გარდა ამისა, უკეთესად შეიცნო ღმერთი. ბოლოს, ადამიანის წუხილის შესამსუბუქებლად, ღმერთმა თქვა: „მაგრამ რადგან წარსული წარსულია და გამომდინარე იქიდან, რომ აწმყო უკვე აქ არის, ამიტომ აღარ არის საჭირო არის გუშინდელი დღეს ჩაბღაუჭება, ან მომავალზე ფიქრი.“ საუბრის ამგვარ დაძაბულ, ჰარმონიულ და ამავდროულად ლაკონიურ მანერას კიდევ უფრო დიდი ეფექტი აქვს, რაც აიძულებს ყველას, ვინც კითხულობს მის სიტყვებს, კვლავ იხილოს სინათლე წარსულის სასოწარკვეთის შუაგულიდან, სანამ არ იხილავენ ღვთის სიბრძნესა და საქმეებს, არ მოიპოვებენ „ღვთის ხალხის“ წოდებას, არ გაფანტავენ ეჭვის ღრუბლებს თავიანთ გულებში და შემდეგ არ შეიცნობენ საკუთარ თავს რამდენიმე სახის ფსიქოლოგიური ცვლილებიდან. ამ მდგომარეობებში მუდმივი მიქცევა და მოქცევაა — მწუხარებისა და დარდის, ასევე ბედნიერებისა და სიხარულის ჟამით. ამ თავში ღმერთმა ყველა ადამიანის ხატი იმდენად სიცოცხლით სავსე და ნათელი დახატა ყველა დეტალში, რომ მან მიაღწია სრულყოფილების წერტილს. ეს მართლაც ისეთი მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი ვერ მიაღწევს, რაღაც, რაც ჭეშმარიტად ავლენს საიდუმლოებებს ადამიანის გულის უღრმეს კუნჭულებში. შეიძლება თუ არა ეს იყოს ისეთი რამ, რისი გაკეთების უნარიც ადამიანს აქვს?
უშუალოდ ამის შემდეგ, და კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ქვემოთ მოყვანილი პასაჟი, რომელიც იძლევა ღვთის ადმინისტრაციული განკარგულების პირდაპირ გაცხადებას ადამიანისთვის, და რომელიც, გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია: „ადამიანი, ვინც რეალობის წინააღმდეგ მიდის და ჩემი მითითებების შესაბამისად არ იქცევა, კარგ შედეგს ვერ მიაღწევს, არამედ მხოლოდ საკუთარ თავს დაატეხს უბედურებას. სამყაროში არაფერია ისეთი, რაშიც საბოლოო სიტყვა მე არ მეკუთვნის.“ განა ეს არ არის ღვთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული განკარგულება? ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ამ ადმინისტრაციული განკარგულების დამრღვევთა მაგალითები უამრავია. ამრიგად, ღმერთი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ მიდის და მოუწოდებს ყველას, არ იფიქრონ საკუთარ ბედზე, და რომ თუ ვინმეს მოესურვება ღვთის წარმართვისგან თავის დაღწევა, შედეგები წარმოუდგენლად მძიმე იქნება. ეს შემდეგ საშუალებას აძლევს ყველას, ვინც განიცადა ნათელის მოფენა და განათება ამ სიტყვებში, უკეთ გაიგოს ღვთის ადმინისტრაციული განკარგულება, ასევე გაიგოს, რომ ის დიდებულია და არ იწყნარებს შეურაცხყოფას, და ამით გახდეს უფრო გამოცდილი და მტკიცე, ისეთივე მწვანე, როგორც ქარისა და ყინვისგან გამოწრთობილი ფიჭვი, რომელიც დაუმორჩილებლად დგას სასტიკი სიცივის საფრთხის წინააღმდეგ და აგრძელებს ბუნების აყვავებული მწვანე სიცოცხლისუნარიანობის შემატებას. ადამიანთა უმეტესობა, როდესაც აწყდება ამ პასაჟს, დაბნეულობას გრძნობს, თითქოს, თითქოს რაიმე სახის ლაბირინთში შეეხეტნენ; ეს იმიტომ ხდება, რომ ღვთის სიტყვების შინაარსი შედარებით სწრაფად იცვლება, და ამიტომ ათიდან ცხრა ადამიანი შედის ლაბირინთში, როდესაც ისინი ცდილობენ გაიგონ საკუთარი გახრწნილი ხასიათი. იმისათვის, რომ საქმე უფრო შეუფერხებლად წარიმართოს მომავალში, რათა ყველა ადამიანის გულში არსებული ეჭვები გაიფანტოს, და რათა ყველამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ ღვთის ერთგულების რწმენაში, ის ხაზს უსვამს ამ პასაჟის ბოლოს: „თითოეული იმათგანი, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ, ჩემი ტახტის წინაშე აუცილებლად დაბრუნდება.“ ამრიგად, ყველა იმ ადამიანის გონება, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობის მდგომარეობაში იყვნენ, წამიერად, ნაწილობრივ თავისუფლდება მწუხარებისგან. უფრო მეტიც, მათი გულები, რომლებიც ჰაერში იყო გამოკიდებული, უბრუნდება იმას, რაც ოდესღაც იყო, თითქოს გულიდან მძიმე ლოდი გადაუვარდათო. მათ აღარ უწევთ ფიქრი საკუთარ ბედზე; გარდა ამისა, მათ სჯერათ, რომ ღმერთი აღარ იტყვის ცარიელ სიტყვებს. რადგან ადამიანები თვითმართლები არიან, არ არსებობს არცერთი, ვისაც არ სჯერა, რომ ღვთისადმი მათი ერთგულება გაუყოფელი და სრულია; სწორედ ამიტომ ღმერთი განზრახ უსვამს ხაზს „გულწრფელად“ — უკეთესი შედეგის მისაღწევად. ეს არის გზის გაკვალვა და საძირკვლის ჩაყრა მისი საქმის შემდეგი ნაბიჯისთვის.