თავი 57
ჩაღრმავებიხარ შენს თითოეულ ფიქრსა და იდეას და შენს ყოველ ქმედებას? გაქვს ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რომელი მათგანი შეესაბამება ჩემს განზრახვებს და რომელი — არა? შენ საერთოდ არ შეგიძლია ამის გარჩევა! რატომ არ მოხვედი ჩემ წინაშე? იმიტომ ხომ არა, რომ მე არ გეტყვი, თუ სხვა რაიმე მიზეზით? ეს შენ თავად უნდა იცოდე! მათ, ვინც უყურადღებონი არიან, აბსოლუტურად არ შეუძლიათ ჩემს განზრახვებში წვდომა ან რაიმე დიდი განათების ან გაცხადების მიღება.
აღმოაჩინე მიზეზები, რის გამოც ეკლესია ვერ იღებს საზრდოს და აკლია ჭეშმარიტი თანაზიარება? აცნობიერებ, თუ რამდენ ფაქტორს, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა, აქვს კავშირი შენთან? მე დაგავალე სიცოცხლის მიცემა და ჩემი ხმის გახმიანება. გააკეთე ეს ყველაფერი? შეგიძლია აიღო პასუხისმგებლობა შენი ძმებისა და დების სიცოცხლეში წინსვლის შეფერხებაზე? როდესაც პრობლემებს აწყდები, იმის ნაცვლად, რომ იყო მშვიდი და გაწონასწორებული, შეშფოთებული ხარ. შენ ნამდვილად გაკლია გამჭრიახობა! ჩემი ხმა უნდა გახმიანდეს წმინდანებისთვის. ნუ თრგუნავ სულიწმიდის საქმეს და ნუ მაყოვნებ მე; არცერთი მათგანი არავის მოუტანს სარგებელს. მინდა, რომ მთლიანად მე მომიძღვნა თავი, სხეულითა და გონებით, შენი ყოველი ფიქრი და აზრი იყოს ჩემთან დაკავშირებული, იზიარებდე ჩემს ფიქრებსა და საზრუნავს და ყოველივე, რასაც აკეთებ, იყოს დღევანდელი სასუფევლისა და ჩემი მართვის საქმისთვის და არა შენთვის. მხოლოდ ეს დააკმაყოფილებს ჩემს გულს.
რაც მე გამიკეთებია არაფერი არ არის მტკიცებულების გარეშე. რატომ არ მომბაძე მე? რატომ არ ეძიე მტკიცებულება იმისთვის, რასაც აკეთებ? კიდევ რა გინდა, რომ გითხრა? ხელი მოგკიდე, რათა მესწავლებინა შენთვის, თუმცა შენ ვერ შეძელი სწავლა. შენ ისეთი სულელი ხარ! გსურს ყველაფრის თავიდან დაწყება? ნუ დაგწყდება გული. შენ კიდევ ერთხელ უნდა მოიკრიბო ძალები და მთლიანად მიუძღვნა თავი წმინდანთა საერთო იმედებსა და სურვილებს. დაიმახსოვრე ეს სიტყვები: „თქვენ, ვინც გულწრფელად იღებთ თავს ჩემთვის, აუცილებლად დიდად გაკურთხებთ.“
ყოველივე, რასაც არ უნდა აკეთებდე, უნდა იყოს მოწესრიგებული და არა ქაოსური. ნამდვილად ბედავ იმის მტკიცებას, რომ წმინდანთა მდგომარეობა ხუთი თითივით იცი? ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ გაგაჩნია სიბრძნე, რომ საერთოდ არ მიგიღია ეს საკითხი სერიოზულად და რომ არ დაგიხარჯავს მასზე დრო. ჭეშმარიტად რომ შეგეძლოს მთელი შენი დროის ამაზე დახარჯვა, მაშინ დაინახავდი, თუ როგორი იქნებოდა შენი შინაგანი მდგომარეობა. შენ არ ცდილობ სუბიექტური ძალისხმევის გამოჩენას; უბრალოდ ეძებ ობიექტურ მიზეზებს ისე, რომ ოდნავადაც არ ითვალისწინებ ჩემს განზრახვებს. ამან ღრმად მატკინა გული! ნუ გააგრძელებ ასე! ნუთუ არ იღებ იმ კურთხევებს, რომლებიც მე მოგეცი?
ღმერთო! შენი შვილი შენს ვალშია. მე არ მიმიღია შენი საქმე სერიოზულად და არ გამითვალისწინებია შენი განზრახვები, არც შენი შეგონებების ერთგული ვყოფილვარ. შენს შვილს სურს ამ ყველაფრის შეცვლა. დაე, ნუ მიმატოვებ და განაგრძე შენი საქმის აღსრულება ჩემზე. ღმერთო! ნუ დატოვებ შენს შვილს სრულიად მარტო! ნაცვლად ამისა, გთხოვ, ჩემთან იყავი ყოველ წამს. ღმერთო! შენმა შვილმა იცის, რომგიყვარვარ, თუმცა არ ვიცი, როგორ ჩავწვდე შენს განზრახვებს, როგორ გავითვალისწინო შენი ტვირთი ან როგორ შევასრულო ის, რაც მე მომანდე. მით უმეტეს, არ ვიცი, როგორ ვმწყემსო ეკლესია. შენ იცი, რომ მე ვგრძნობ სევდასა და გასაჭირს ამის გამო. ღმერთო! გთხოვ, მიწინამძღოლო ყოველთვის. მხოლოდ ახლა ვგრძნობ, თუ რამდენი მაკლია — მეტისმეტად ბევრი მაკლია! უბრალოდ არ შემიძლია აღვწერო, რამდენი. დაე, შენმა ყოვლისშემძლე ხელმა წყალობა მოუვლინოს შენს შვილს, მხარი დამიჭიროს ყოველთვის და მომცეს ძალა, რომ მთლიანად დავემხო შენ წინაშე, აღარ გავაკეთო ჩემი საკუთარი არჩევანი და აღარ მქონდეს ჩემი საკუთარი ფიქრები ან იდეები. ღმერთო! შენ იცი, რომ შენს შვილს სურს ყველაფერი გააკეთოს მთლიანად შენი გულისთვის და დღევანდელი სასუფევლის გულისთვის. შენ იცი, რას ვფიქრობ და რას ვაკეთებ ამ წამს. ღმერთო! თავად გამომიკვლიე. მე მხოლოდ იმას გთხოვ, რომ იარო ჩემთან ერთად და დარჩე ჩემთან ცხოვრებაში ყოველთვის, რათა შენი ძალით აივსოს ყოვლივე, რასაც ვაკეთებ.