თავი 58
ჩემი განზრახვების წვდომის შემდეგ შენ შეძლებ ჩემი ტვირთის გათვალისწინებას და მოიპოვებ სინათლესა და გაცხადებას, მოიპოვებ გათავისუფლებასა და თავისუფლებას. ეს დამაკმაყოფილებს მე და შენზე აღვასრულებ ჩემს ნებას; ეს დამოძღვრავს ყველა წმინდანს და მტკიცესა და ურყევს გახდის ჩემს სასუფეველს დედამიწაზე. ახლა გადამწყვეტია ჩემი განზრახვების წვდომა; ეს არის გზა, რომელსაც თქვენ უნდა დაადგთ და, მით უმეტეს, ეს არის მოვალეობა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა შეასრულოს.
ჩემი სიტყვა არის კარგი წამალი, რომელიც კურნავს ყოველგვარ დაავადებას. თუკი მზად ხარ მოხვიდე ჩემ წინაშე, მე განგკურნავ შენ და მოგცემ საშუალებას, იხილო ჩემი ყოვლისშემძლეობა, ჩემი საოცარი საქმეები, ჩემი სამართლიანობა და ჩემი დიდებულება. მით უმეტეს, თქვენ იხილავთ საკუთარ გახრწნილებასა და სისუსტეებს. სრულიად მესმის შენი ყოველი მდგომარეობა; შენ ყოველთვის აკეთებ საქმეებს შენს გულში და არ აჩვენებ მათ გარეგნულად. მე კიდევ უფრო ნათლად ვხედავ თითოეულ საქმეს, რასაც შენ აკეთებ. თუმცა, უნდა იცოდე, რომელ საქმეებს ვიწონებ მე და რომელს — არა; ნათლად უნდა განასხვავო ისინი ერთმანეთისგან და არ უნდა მიუდგე ამას ზერელედ.
როდესაც ამბობთ: „უნდა გავითვალისწინოთ ღვთის ტვირთი“, თქვენ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავთ ამას. თუმცა, როდესაც ფაქტების წინაშე დგებით, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცით, რა არის ღვთის ტვირთი, თქვენ არ ითვალისწინებთ მას. თქვენ ნამდვილად საკმაოდ დაბნეულები და სულელები ხართ და მით უმეტეს, უკიდურესად უმეცრები ხართ. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რა რთულია ადამიანებთან გამკლავება; ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, არის სიტყვების წარმოთქმა, რომლბიც ლამაზად ჟღერს: „მე უბრალოდ არ ძალმიძს ღვთის განზრახვებში წვდომა, მაგრამ თუ ამას მოვახერხებ, აუცილებლად ვიმოქმედებ მათ შესაბამისად.“ განა ეს არ არის თქვენი რეალური მდგომარეობა? მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცით ღვთის განზრახვები და იცით, რა არის თქვენი დაავადების მიზეზი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ თქვენ საერთოდ არ გსურთ პრაქტიკაში განხორციელება; ეს არის თქვენი უდიდესი სირთულე. თუ ამას დაუყოვნებლივ არ გადაჭრით, ეს იქნება უდიდესი დამაბრკოლებელი ფაქტორი თქვენი სიცოცხლისთვის.