თავი 69

როდესაც ჩემი განზრახვები ვლინდება, ვინც ბედავს წინააღმდეგობის გაწევას და განსჯას ან ეჭვის შეტანას, მე დაუყოვნებლივ განვწმენდ. დღეს ვინც არ მოქმედებს ჩემი განზრახვების შესაბამისად ან ვინც არასწორად განმარტავს ჩემს განზრახვებს, მოკვეთილი და უარყოფილი უნდა იქნას ჩემი სასუფევლიდან. ჩემს სასუფეველში სხვა არავინაა; ყველა ჩემი ძეა — ხალხი, რომელიც მიყვარს და ვინც ჩემდამი გულისხმას ჰყოფს. უფრო მეტიც, სწორედ ისინი მოქმედებენ ჩემი სიტყვის თანახმად და მათ შეუძლიათ იმეფონ ძალაუფლებით, რათა ჩემი სახელით განსაჯონ მრავალი ერი და ხალხი. უფრო მეტიც, ისინი არიან პირმშო ძეთა ჯგუფი, რომლებიც უმანკონი და ცოცხლები, უბრალონი და გულახდილნი, და ამავდროულად, პატიოსანნი და ბრძენნი არიან. ჩემი განზრახვები დაკმაყოფილებულია თქვენში და რისი გაკეთებაც მსურს, აღსრულებულია თქვენში, უშეცდომოდ, სრულიად ღიად და გაცხადებულად. მათ, ვისაც არასწორი განზრახვები და მიზნები აქვთ, მე უკვე დავიწყე მათი უარყოფა და ვაიძულებ, რიგრიგობით დაეცნენ. მე მათ სათითაოდ გავანადგურებ და ისინი ვერ შეძლებენ გადარჩენას — და ეს ყოველივე ეხება მათ სულებს, სამშვინველებსა და სხეულებს.

ნათლად იხილეთ, რას აკეთებს ჩემი ხელი: ღარიბთათვის დავალებების მინდობა, ზრუნვა და დაცვა მათი, ვინც მიყვარს, უმეცართა და მოშურნეთა გადარჩენა, რომლებიც ხელს არ უშლიან ჩემს მართვას; მათი დასჯა, ვინც წინააღმდეგობას მიწევს და აქტიურად არ თანამშრომლობს ჩემთან. ეს ყოველივე დადასტურდება სათითაოდ, ჩემი გამონათქვამების შესაბამისად. ხარ ის, ვისაც ჭეშმარიტად ვუყვარვარ? ხარ ის, ვინც თავდადებით გაიღებს თავს ჩემთვის? ხარ ის, ვინც უსმენს ჩემს სიტყვას და მოქმედებს შესაბამისად? ის ხარ, ვინც ჩემს წინააღმდეგაა, თუ ის, ვინც ჩემი შესატყვისია? გულის სიღრმეში თუ გაქვს ნათელი წარმოდგენა ამ საკითხებზე? შეგიძლია, გასცე პასუხი თითოეულ იმ საკითხს, რაც ვთქვი? თუ არ შეგიძლია, მაშინ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ენთუზიაზმით ისწრაფვის, მაგრამ ვერ წვდება ჩემს განზრახვებს. ასეთი ხალხი ყველაზე ადვილად ჩაშლის ჩემ მართვას და არასწორად განმარტავს ჩემ განზრახვებს. თუ მათ, თუნდაც ერთი წუთით, არასწორი განზრახვა ექნებათ, ისინი დაექვემდებარებიან ჩემს განწმენდასა და განადგურებას.

ჩემში უსასრულო საიდუმლოებებია, რომლებიც შეუცნობელია. მე მათ ადამიანებს სათითაოდ გავუმხელ, ჩემი გეგმის თანახმად. კერძოდ, მე მათ ჩემს პირმშო ძეებს გავუმჟღავნებ. მათ კი, ვინც არამორწმუნეები არიან და წინააღმდეგობას მიწევენ, უბრალოდ ნებას დავრთავ, მიჰყვნენ დინებას; თუმცა, დასასრულს მათ უნდა გავაგებინო, რომ მე ვარ დიდებულება და სამსჯავრო. დღევანდელ არამორწმუნეებს მხოლოდ იმის ცოდნა აქვთ, რაც მათ თვალწინ ხდება, მაგრამ არ იციან ჩემი განზრახვები. მხოლოდ ჩემმა ძეებმა — ხალხმა, რომელიც მიყვარს — იციან და იგებენ ჩემ განზრახვებს. ჩემი ძეებისთვის მე ღიად ვარ გამჟღავნებული; სატანისთვის მე ვარ დიდებულება და სამსჯავრო, და არ არსებობს არანაირი საკითხი, რაც დაფარულია. ამ დღეებში მხოლოდ ჩემი პირმშო ძენი არიან ღირსნი ჩემი განზრახვების ცოდნისა; სხვა არავინ არის ღირსი — და ეს ყოველივე მე შექმნამდე, წინასწარ, განვაწესე. ჯერ კიდევ ადრე სათანადოდ განვაწესე, თუ ვინ იქნებოდა კურთხეული და ვინ შეხვდებოდა ვაებას; ეს ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, ხოლო დღეს უკვე სრულად გამოცხადდა: კურთხეულებმა უკვე დაიწყეს თავიანთი კურთხევებით ტკბობა, ხოლო მათ, ვისაც ვაება ხვდათ წილად, უკვე დაიწყეს უბედურების ატანა.: ისინი, ვისაც არ სურს, ვაება ხვდეს, მაინც ხვდება, რადგან ასე დავადგინე და ასე განაწესა ჩემმა ადმინისტრაციულმა განკარგულებებმა. ზუსტად როგორი ადამიანია კურთხეული და როგორ ადამიანს ხვდება ვაება წილად? მე უკვე გავაცხადე ეს რაღაცეები; ეს თქვენთვის საიდუმლო აღარ არის, პირიქით — ყველაფერი ნათელია: ისინი, ვინც მიმიღეს, მაგრამ არასწორი განზრახვები აქვთ; ისინი, ვინც მიმიღეს, მაგრამ არ ისწრაფვიან; ისინი, ვინც მიცნობენ, მაგრამ არ მემორჩილებიან; ისინი, ვინც სიმრუდესა და მზაკვრობაში არიან ჩართულნი, რათა მომატყუონ მე; ისინი, ვინც ჩემს სიტყვებს კითხულობენ, მაგრამ უარყოფითი განწყობით გამოდიან, და ისინი, ვინც არ იციან საკუთარი თავების შესახებ, ვინც არ იციან, რანი არიან, ვინც საკუთარ თავებს განდიდებულად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ სიმწიფეს მიაღწიეს (სატანის მაგალითი) — ყველა ასეთ ადამიანს ვაებას ხვდება წილად. ისინი, ვინც მიმიღეს და ვისი განზრახვებიც ჩემს გამოა (და, თუ ისინი ჩაშლას იწვევენ, არ გავიხსენებ მათ გადაცდომებს — მაგრამ მათი განზრახვები უნდა იყოს მართალი და ისინი ყოველთვის უნდა იყვნენ ფრთხილნი, ყურადღებიანნი და არა თავაშვებულნი; და მათ ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ჩემი მოსმენისა და ჩემდამი მორჩილების სურვილი); ისინი, ვინც წმინდა და უბრალონი არიან; ისინი, ვინც გულახდილნი არიან; ისინი, ვინც პატიოსნები არიან; ისინი, ვინც არ არიან შებოჭილნი არცერთი ადამიანის, მოვლენისა თუ საგნის მიერ; და ისინი, ვინც ბავშვურები არიან გარეგნულად, მიუხედავად იმისა, რომ მომწიფებულნი არიან ცხოვრებაში — ესენი არიან ჩემი საყვარელი შვილები, ჩემი კურთხევის ობიექტები. ახლა თითოეულმა თქვენგანმა უნდა დაიკავოს თავისი სათანადო ადგილი თქვენივე მდგომარეობის მიხედვით. თქვენ გეცოდინებათ, კურთხეულნი ხართ თუ ვაება გხვდათ; არ მჭირდება, პირდაპირ ვთქვა ეს. ისინი, ვინც კურთხეულნი არიან, უნდა ხარობდნენ და ბედნიერნი იყვნენ, ხოლო ისინი, ვისა ვაება ხვდება, არ უნდა იყვნენ დამწუხრებულნი. ორივე განწესებულია ჩემი ხელით, თუმცა არ უნდა წუწუნებდეთ ჩემზე: ეს არის თქვენივე მხრიდან ჩემთან აქტიური თანამშრომლობის ნაკლებობა, ისევე როგორც თქვენი მარცხი იმის გაგებაში, რომ მე ვარ ღმერთი, რომელიც აკვირდება ადამიანის გულის წიაღს. ეს არის ის, რაც მე წინასწარ მაქვს განსაზღვრული, და შენ დააზიანე საკუთარი თავი შენივე წვრილმანი მზაკვრობით; შენ ეს თავად მოუტანე საკუთარ თავს! შენი ჰადესში ჩავარდნა არ არის შენდამი არასწორი მოპყრობა! ეს არის შენი დასასრული; ეს არის შენი შედეგი!

კურთხეულო პირმშო ძენო! სწრაფად აღსდექით და გიხაროდენ! სწრაფად აღსდექით და დიდება აღავლინეთ! ამიერიდან აღარ იქნება სიმწარე და აღარ იქნება ტანჯვა; ყველაფერი ჩვენს ხელთაა. ნებისმიერი, ვინც არის ჩემთან ერთ გულ და ერთ სულ, არის ადამიანი, რომელიც მიყვარს და მას არ მოუწევს უბედურებით ტანჯვა. რაც უნდა იყოს შენი გულის წადილი, მე უთუოდ აღვასრულებ მას (თუმცა ის არ შეიძლება იყოს თვითნებური); ეს არის ის, რასაც ვაკეთებ.

წინა:  თავი 68

შემდეგი:  თავი 70

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger