თავი 74

ნეტარ არიან ისინი, ვინც წაიკითხა ჩემი სიტყვები და სწამთ, რომ ისინი აღსრულდება. სულაც არ მოგექცევი უსამართლოდ; რისიც გწამს, შენზე აღვასრულებ. ეს არის ჩემი კურთხევა, რომელიც გადმოდის შენზე. ჩემი სიტყვები ზუსტად სწვდება თითოეულ ადამიანში დაფარულ საიდუმლოებებს; ყველას აქვს სასიკვდილო ჭრილობები და მე ვარ კეთილი მკურნალი, რომელიც კურნავს მათ: უბრალოდ წარსდექ ჩემ წინაშე. რატომ ვთქვი, რომ მომავალში აღარ იქნება მწუხარება და ცრემლი? სწორედ ამ მიზეზით. ჩემთან ყოველივე აღსრულებულია, ადამიანებთან კი ყველაფერი გახრწნილი, ცარიელი და მაცდურია მათთვის. ჩემ წინაშე უდავოდ მოიპოვებ ყოველივეს და ნამდვილად შეძლებ იხილო და დატკბე ყველა იმ კურთხევით, რომელთა წარმოდგენაც კი არასოდეს შეგეძლო. ისინი, ვინც არ წარსდგებიან ჩემ წინაშე, ნამდვილად ურჩნი არიან და ნამდვილად მეწინააღმდეგებიან. ნამდვილად არ ვაპატიებ იოლად; მკაცრად გავკიცხავ ასეთ ადამიანებს. დაიმახსოვრეთ ეს! რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა ჩემ წინაშე, მით მეტს მიიღებენ — თუმცა ეს მხოლოდ მადლი იქნება. მოგვიანებით კი კიდევ უფრო დიდ კურთხევას მიიღებენ.

უკვე სამყაროს შექმნიდანვე დავიწყე ადამიანთა ამ ჯგუფის წინასწარ განსაზღვრა და გამორჩევა — კერძოდ კი, თქვენი დღეს. თქვენი ტემპერამენტი, სულიერი მონაცემები, გარეგნობა და სულიერი ზრდა, ოჯახი, რომელშიც დაიბადეთ, შენი სამსახური და ქორწინება — შენ მთლიანად, შენი თმისა და კანის ფერისა და შენი დაბადების დროის ჩათვლით — ყოველივეს ჩემი ხელებით განვაგებდი. ჩემი ხელით განვაგე ისიც კი, რასაც აკეთებ და ვისაც ხვდები ყოველდღიურად, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ დღეს ჩემ წინაშე შენი მოყვანაც სინამდვილეში ჩემი განგებით მოხდა. ნუ მიეცემი ფორიაქს; მშვიდად უნდა იარო. დღეს რითაც ტკბები, იმსახურებ და ჩემ მიერ არის წინასწარ განსაზღვრული სამყაროს შექმნის მომენტიდან. ადამიანები ასე მიდრეკილნი არიან უკიდურესობებისკენ: ისინი ან ზედმეტად თავნებანი არიან ან სრულიად უსირცხვილონი. მათ არ შეუძლიათ იმოქმედონ ჩემი გეგმისა და განგებულების შესაბამისად. აღარ მოიქცე ასე. ჩემთან ყოველივე განთავისუფლებულია; ნუ შებოჭავ საკუთარ თავს, რადგან ეს ზიანს მოუტანს შენს სიცოცხლეს. დაიმახსოვრე ეს!

გწამდეს, რომ ყველაფერი ჩემს ხელთაა. ის, რაც წარსულში თქვენთვის საიდუმლოებად ითვლებოდა, დღეს ღიად არის გაცხადებული; ის აღარ არის დაფარული (რადგან ვთქვი, რომ მომავალში აღარაფერი იქნება დაფარული). ადამიანები ხშირად მოუთმენელნი არიან; ზედმეტად ესწრაფვიან სწრაფ შედეგებს და არ ითვალისწინებენ იმას, რაც ჩემს გულშია. მე გწვრთნით, რათა გაიზიაროთ ჩემი ტვირთი და ჩემ მაგივრად მართოთ ჩემი სახლი. მსურს, სწრაფად გაიზარდოთ, რათა შეძლოთ წინამძღოლობა გაუწიოთ თქვენს ძმებს, რომლებიც თქვენზე უმცროსები არიან და რათა ჩვენ, მამა და ძენი, მალე კვლავ გავერთიანდეთ და აღარასოდეს დავშორდეთ ერთმანეთს. ეს აღასრულებს ჩემს განზრახვებს. საიდუმლოებებს უკვე ფარდა აეხადა ყველა ადამიანსთვის და აღარაფერი რჩება დაფარული: მე — თავად სრული ღმერთი, რომელიც ვფლობ როგორც ნორმალურ ადამიანობას, ისე სრულ ღვთაებრიობას — დღეს სწორედ თქვენს თვალწინ გავცხადდი. ყველაფერი ჩემ შესახებ (ჩემი სამოსი, გარეგნობა და სხეულებრივი ფორმა) თავად ღვთის სრულყოფილი გამოვლინებაა; ეს წარმოადგენს ღვთის იპოსტასს, რომელიც ადამიანს სამყაროს შექმნიდან წარმოედგინა, მაგრამ რომელიც არავის უნახავს. მიზეზი იმისა, რომ ჩემი ქმედებები ჩემი სიტყვების შესატყვისია, არის ის, რომ ჩემი ნორმალური ადამიანობა და სრული ღვთაებრიობა ავსებენ ერთმანეთს; უფრო მეტიც, ეს საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს დაინახოს, რომ ნორმალური ადამიანი სინამდვილეში ასეთ უზარმაზარ ძალას ფლობს. თქვენს შორის ისინი, ვისაც ჭეშმარიტად სწამს ჩემი, ასე იმიტომ იქცევიან, რომ თითოეულ თქვენგანს წრფელი გული მოგეცით, რათა შეგძლებოდათ ჩემი შეყვარება. როდესაც გსხლავ, ნათელს გფენ და გაცისკროვნებ და სწორედ ამის მეშვეობით გაძლევ ჩემი შეცნობის საშუალებას. შედეგად, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გსხლავ, არ გაიქცევი; ნაცვლად ამისა, სულ უფრო და უფრო დარწმუნდები ჩემში. როდესაც სუსტად ხარ, ესეც ჩემი განგებით ხდება და ეს გაძლევს იმის დანახვის საშუალებას, რომ თუ მიმატოვებ, მოკვდები და გახმები. აქედან შეგიძლია ისწავლო, რომ მე ვარ შენი სიცოცხლე. როდესაც სისუსტის შემდეგ გაძლიერდები, მოგეცემა იმის დანახვის საშუალება, რომ სუსტად ყოფნა თუ სიძლიერე შენზე არ არის დამოკიდებული; ეს მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული.

ყველა საიდუმლოება სრულად არის გაცხადებული. თქვენს სამომავლო საქმიანობაში მე მოგცემთ ჩემს მითითებებს თითოეული დავალებისთვის. არ ვიქნები ბუნდოვანი; ვიქნები სრულიად მკაფიო და პირდაპირაც კი დაგელაპარაკებით; ეს იმიტომ, რომ არ დაგჭირდეთ დამოუკიდებლად ფიქრი, რათა არ ჩაშალოთ ჩემი მართვა. სწორედ ამ მიზეზით ვუსვამ ხაზს ისევ და ისევ იმას, რომ ამიერიდან აღარაფერი იქნება დაფარული.

წინა:  თავი 73

შემდეგი:  თავი 75

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger